„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №62/ნ
2003 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და 63-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ” (დანართი 1).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
დანართი №1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის, კატეგორიის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ, დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდეგში – დაწესებულება).
მუხლი 1 (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის (შემდგომში – პირი), კატეგორიის – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს დადგენილი წესით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში – დაწესებულება).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №359/ნ-სსმIII, №142, 03.11.2011წ;მუხ.2043
მუხლი 11
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის’’ დადგენის მიზნით, დაწესებულების შერჩევა ხორციელდება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 2 (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
დაწესებულებაში 18 წლამდე ასაკის პირის (შემდგომში – პირი) შემოწმება ხდება ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ - სსმ III, №27, 01.03.2007წ .; მუხ .320
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №359/ნ-სსმIII, №142, 03.11.2011წ;მუხ.2043
მუხლი 3
1. თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება დაწესებულებაში, შემოწმება ხდება მის საცხოვრებელ სადგომში.
2. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი, ან ნდობით აღჭურვილი პირი) თანხმობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 4
დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს გასატარებელი პირის დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 5
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.

თავი II
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის წესი

მუხლი 6
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად დაწესებულებას მიმართავს პირი, ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის, ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული დაავადებებისა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 7
1. დაწესებულების მიერ შედგენილ დასკვნაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგები.
2. შედგენილი დასკვნა დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელი ექიმის (ექიმების) ხელმოწერებით და მოწმდება დაწესებულების ბეჭდით.
3. ანამნეზური, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის და ობიექტური მონაცემები, რომელთა საფუძველზე შედგენილ იქნა დასკვნა, შეიტანება პირის პირველად სამედიცინო დოკუმენტებში (ამბულატორიული ან სტაციონარული ბარათი).

თავი III
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესი
მუხლი 8
დაწესებულებას, 18 წლამდე ასაკის პირზე კატეგორიის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული ნუსხის შესაბამისად: 2 წლის ვადით, 5 წლის ვადით და ერთჯერადად 18 წლის ასაკის მიღწევამდე, პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმის, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა დარღვეული ფუნქციების აღდგენის ან გაუმჯობესების პროგნოზიდან გამომდინარე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 9
დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს პირი სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, აგრეთვე მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, საწარმოებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

მუხლი 10 ამოღებულია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 11 ამოღებულია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 12 ამოღებულია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 13 ამოღებულია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
თავი IV
დაავადებებისა და დეფექტების ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ 18 წლამდე ასაკის პირთათვის ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” და ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე’’ დადგენის საფუძველს გადამოწმების ვადები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ბრძანება №40/ნ-სსმIII, №19, 10.02.2006წ.;მუხ.239
მუხლი 14
1. 2 წლის ვადით ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:
ა.ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები; კოორდინაციის დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში.
ა.ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:
ა.ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);
ა.ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);
ა.ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;
ა.ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით);
შენიშვნა: მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა დგინდება ქვეჯგუფებში მოცემული ცალკეული ნიშნების ერთობლიობის მიხედვით (ნებისმიერი კომბინაციით), მაგალითად: მიელოდისპლაზია, პარადოქსული იშურია, დეფეკაციის შეგრძნების არარსებობა, განავლის შეუკავებლობა, სწორი ნაწლავის დაცლა ოყნების მეშვეობით.
ა.გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული ეპილეფტიფორმული მდგომარეობა (თვეში ერთი ან მეტი დიდი შეტევა), ან ხშირი მცირე, ან კრუნჩხვების გარეშე შეტევები (კვირაში ორ-სამჯერ);
შენიშვნა: ეპილეფტიფორმული კრუნჩხვების ქვეშ იგულისხმება ეპილეფტური შეტევები, კრუნჩხვები ეპილეფსიის დროს.
ა.დ) ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი;
ა.ე) ორგანული პიროვნული აშლილობა;
ა.ვ) შიზოფრენია, ბავშვთა ტიპი;
ა.ზ) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (12 წლის ასაკიდან), რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს;
ა.თ) სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 12 წლის ასაკამდე, სადაც ჩამორჩენის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია;
ბ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:
ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;
გ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:
გ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;
გ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
გ.გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);
გ.დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
გ.ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;
გ.ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);
გ.ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების ქრონიკული უკმარისობით;
გ.თ) წელიწადში ერთზე მეტი ანემიური კრიზები, ჰემოგლობინის 100გ/ლ-ზე ნაკლები დაქვეითებით, სისხლის თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებების დროს;
დ) სმენის თანდაყოლილი ან შეძენილი დაქვეითება (სმენაჩლუნგობა) საშუალო და მძიმე ხარისხის (ინფექციური, ტრავმული ან სხვა გენეზის), ასევე შერწყმული სხვა დაავადებებთან (გადამოწმების ვადით).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აპრილის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №56, 24.04.2007წ.;მუხ.617
მუხლი 15
1. 5 წლის ვადით „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:
ა.ა) ხერხემლისა და გულმკერდის III – IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით;
ა.ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას;
ა.გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;
ა.დ) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა;
ა.ე) განავლოვანი, შარდ-განავლოვანი, შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში;
ბ) ონკოლოგიური დაავადებები:
ბ.ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ.
გ) სისხლის დაავადებები:
გ.ა) მწვავე ლეიკოზი;
გ.ბ) ლიმფოგრანულომატოზი.
მუხლი 16
1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ ერთჯერადად დადგენის საფუძველს 18 წლის ასაკის მიღწევამდე წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) ნერვული სისტემის დაავადებები და დაზიანებები*:
ა.ა) ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი;
ა.ბ) გენერალიზებული ჰიპერკინეზები (ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის), კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები.
ბ) ფსიქიკური დარღვევები:
ბ.ა) დემენცია სხვაგან უკვე მოყვანილი, სპეციფიკური დაავადებების დროს (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);
ბ.ბ) საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);
ბ.გ) მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);
ბ.დ) ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება).
გ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დეფექტები: შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული მხედველობის სიმახვილის დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 15-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.
დ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები:
დ.ა) გულის ინკურაბელური დაავადებებით განპირობებული გულის შეგუბებითი ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;
დ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები სუნთქვის III ხარისხის მყარი უკმარისობით;
დ.გ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში.
ე) ონკოლოგიური დაავადებები:
ე.ა) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
ვ) ენდოკრინული დაავადებები:
ვ.ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);
ვ.ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);
ვ.გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); ჰიპოფიზალური ნანიზმი; თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;
ზ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:
ზ.ა) ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;
ზ.ბ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო- და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);
ზ.გ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³);
ზ.დ) ლიმფოგრანულომატოზი III – IV სტადია.
თ) თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:
თ.ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლმდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;
თ.ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე ,,ცივი“ აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;
თ.გ) აივ-ინფექციის გაშლილი სურათი.
ი) ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:
ი.ა) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;
ი.ბ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, როცა რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციების შემდგომ ქირურგიული მკურნალობა მიჩნეულია უპერსპექტივოდ;
კ) სმენის ორგანოების დაავადებები და დეფექტები: თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე (კონსერვატული მკურნალობისთვის რეზისტენტული ფორმები).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აპრილის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №56, 24.04.2007წ.;მუხ.617
მუხლი 17
1. დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისათვის“ სხვა პირის მუდმივ დახმარებაზე საჭიროების განსაზღვრისას, ამ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში (ფორმა IV- 50/4) კეთდება ჩანაწერი – ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ბრძანება №40/ნ-სსმIII, №19, 10.02.2006წ.;მუხ.239
დანართი №1
დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას
1. ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:
ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დაბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები, ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის; კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში;
ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:
ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);
ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);
ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;
ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით).
გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული კრუნჩხვები (ხშირი გენერალიზებული – თვეში 5 შეტევაზე მეტი, ხშირი მცირე ან პარციალური ეპილეფსიური შეტევები, პოლიმორფული, რეზისტენტული ანტიკონვულსანტებით თერაპიის მიმართ);
დ) შიზოფრენია და სხვა ენდოგენური ფსიქოზები (გახანგრძლივებული ფსიქოტური მდგომარეობები 6 და მეტი თვის ხანგრძლივობით).
ე) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან ერთვის სმენის, მხედველობის, მეტყველების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სხვა ორგანოების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევები და ქცევის პათოლოგიური ფორმები;
ვ) სხვადასხვა გენეზის ოლიგოფრენია ან ჭკუასუსტობა, რომელიც შეესაბამება ღრმა, მძიმე ან საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხს.
2. მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:
ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 100-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.
3. შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:
ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;
ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);
დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;
ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);
ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების II ხარისხის ქრონიკული უკმარისობით.
4. ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:
ა) ხერხემლისა და გულმკერდის III-IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით;
ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას;
გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;
დ) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;
ე) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა;
ვ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი, შარდ-განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში.
5. ონკოლოგიური დაავადებები:
ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ;
ბ) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
6. ენდოკრინული დაავადებები:
ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);
ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);
გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;
დ) ენდემიური ჩიყვი კრეტინიზმით.
7. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:
ა) მწვავე და ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;
ბ) ლიმფოგრანულომატოზი;
გ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო- და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);
დ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³).
8. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:
ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლ-მდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;
ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე „ცივი” აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;
გ) აივ – ინფექციის გაშლილი სურათი.

+
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და 63-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ” (დანართი 1). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძედანართი №1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის, კატეგორიის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ, დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდეგში – დაწესებულება).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ - სსმ III, №27, 01.03.2007წ .; მუხ .320
მუხლი 2🔗
მუხლი 1 (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)🔗
მუხლი 11🔗
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის’’ დადგენის მიზნით, დაწესებულების შერჩევა ხორციელდება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №359/ნ-სსმIII, №142, 03.11.2011წ;მუხ.2043მუხლი 2 (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)🔗
დაწესებულებაში 18 წლამდე ასაკის პირის (შემდგომში – პირი) შემოწმება ხდება ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ - სსმ III, №27, 01.03.2007წ .; მუხ .3201. თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება დაწესებულებაში, შემოწმება ხდება მის საცხოვრებელ სადგომში.
2. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი, ან ნდობით აღჭურვილი პირი) თანხმობით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320 მუხლი 4 დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს გასატარებელი პირის დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320 მუხლი 5 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320 თავი II სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის წესისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
შენიშვნა: მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა დგინდება ქვეჯგუფებში მოცემული ცალკეული ნიშნების ერთობლიობის მიხედვით (ნებისმიერი კომბინაციით), მაგალითად: მიელოდისპლაზია, პარადოქსული იშურია, დეფეკაციის შეგრძნების არარსებობა, განავლის შეუკავებლობა, სწორი ნაწლავის დაცლა ოყნების მეშვეობით.
ა.გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული ეპილეფტიფორმული მდგომარეობა (თვეში ერთი ან მეტი დიდი შეტევა), ან ხშირი მცირე, ან კრუნჩხვების გარეშე შეტევები (კვირაში ორ-სამჯერ);შენიშვნა: ეპილეფტიფორმული კრუნჩხვების ქვეშ იგულისხმება ეპილეფტური შეტევები, კრუნჩხვები ეპილეფსიის დროს.
ა.დ) ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი; ა.ე) ორგანული პიროვნული აშლილობა; ა.ვ) შიზოფრენია, ბავშვთა ტიპი; ა.ზ) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (12 წლის ასაკიდან), რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს; ა.თ) სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 12 წლის ასაკამდე, სადაც ჩამორჩენის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია; ბ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;
ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;
დანართი №1
დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას 1. ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები: ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დაბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები, ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის; კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში; ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები: ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური); ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით); ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა; ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით). გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული კრუნჩხვები (ხშირი გენერალიზებული – თვეში 5 შეტევაზე მეტი, ხშირი მცირე ან პარციალური ეპილეფსიური შეტევები, პოლიმორფული, რეზისტენტული ანტიკონვულსანტებით თერაპიის მიმართ); დ) შიზოფრენია და სხვა ენდოგენური ფსიქოზები (გახანგრძლივებული ფსიქოტური მდგომარეობები 6 და მეტი თვის ხანგრძლივობით). ე) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან ერთვის სმენის, მხედველობის, მეტყველების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სხვა ორგანოების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევები და ქცევის პათოლოგიური ფორმები; ვ) სხვადასხვა გენეზის ოლიგოფრენია ან ჭკუასუსტობა, რომელიც შეესაბამება ღრმა, მძიმე ან საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხს. 2. მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები: ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 100-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით. 3. შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები: ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია; ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით; გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული); დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით; ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს; ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა); ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების II ხარისხის ქრონიკული უკმარისობით. 4. ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები: ა) ხერხემლისა და გულმკერდის III-IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით; ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას; გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით; დ) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე; ე) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა; ვ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი, შარდ-განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში. 5. ონკოლოგიური დაავადებები: ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ; ბ) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები. 6. ენდოკრინული დაავადებები: ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა); ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს); გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება; დ) ენდემიური ჩიყვი კრეტინიზმით. 7. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები: ა) მწვავე და ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი; ბ) ლიმფოგრანულომატოზი; გ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო- და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³); დ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³). 8. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები: ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლ-მდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში; ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე „ცივი” აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით; გ) აივ – ინფექციის გაშლილი სურათი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ბრძანება №40/ნ-სსმIII, №19, 10.02.2006წ.;მუხ.239+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №62/ნ
2003 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და 63-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ” (დანართი 1).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
დანართი №1
დანართი №1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ
ზოგადი დებულებანი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის, კატეგორიის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ, დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდეგში – დაწესებულება).
მუხლი 1🔗
მუხლი 1 (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)🔗
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის (შემდგომში – პირი), კატეგორიის – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს დადგენილი წესით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში – დაწესებულება).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №359/ნ-სსმIII, №142, 03.11.2011წ;მუხ.2043
მუხლი 11🔗
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის’’ დადგენის მიზნით, დაწესებულების შერჩევა ხორციელდება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №359/ნ-სსმIII, №142, 03.11.2011წ;მუხ.2043
მუხლი 2 (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)🔗
დაწესებულებაში 18 წლამდე ასაკის პირის (შემდგომში – პირი) შემოწმება ხდება ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 2 (ამოღებულია)🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ - სსმ III, №27, 01.03.2007წ .; მუხ .320
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №359/ნ-სსმIII, №142, 03.11.2011წ;მუხ.2043
მუხლი 3🔗
1. თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება დაწესებულებაში, შემოწმება ხდება მის საცხოვრებელ სადგომში.
1. თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება დაწესებულებაში , შემოწმება ხდება მის საცხოვრებელ სადგომში.
2. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი, ან ნდობით აღჭურვილი პირი) თანხმობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 4🔗
დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს გასატარებელი პირის დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 5🔗
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის წესი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 6🔗
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად დაწესებულებას მიმართავს პირი, ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის, ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული დაავადებებისა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 7🔗
1. დაწესებულების მიერ შედგენილ დასკვნაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგები.
2. შედგენილი დასკვნა დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელი ექიმის (ექიმების) ხელმოწერებით და მოწმდება დაწესებულების ბეჭდით.
3. ანამნეზური, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის და ობიექტური მონაცემები, რომელთა საფუძველზე შედგენილ იქნა დასკვნა, შეიტანება პირის პირველად სამედიცინო დოკუმენტებში (ამბულატორიული ან სტაციონარული ბარათი).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესი
მუხლი 8🔗
დაწესებულებას, 18 წლამდე ასაკის პირზე კატეგორიის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული ნუსხის შესაბამისად: 2 წლის ვადით, 5 წლის ვადით და ერთჯერადად 18 წლის ასაკის მიღწევამდე, პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმის, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა დარღვეული ფუნქციების აღდგენის ან გაუმჯობესების პროგნოზიდან გამომდინარე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 9🔗
დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს პირი სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, აგრეთვე მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, საწარმოებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 10 ამოღებულია🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 11 ამოღებულია🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 12 ამოღებულია🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
მუხლი 13 ამოღებულია🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
დაავადებებისა და დეფექტების ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ 18 წლამდე ასაკის პირთათვის ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” და ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე’’ დადგენის საფუძველს გადამოწმების ვადები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ბრძანება №40/ნ-სსმIII, №19, 10.02.2006წ.;მუხ.239
მუხლი 14🔗
1. 2 წლის ვადით ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:
ა.ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები; კოორდინაციის დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში.
ა.ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:
ა.ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);
ა.ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);
ა.ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;
ა.ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით);
შენიშვნა: მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა დგინდება ქვეჯგუფებში მოცემული ცალკეული ნიშნების ერთობლიობის მიხედვით (ნებისმიერი კომბინაციით), მაგალითად: მიელოდისპლაზია, პარადოქსული იშურია, დეფეკაციის შეგრძნების არარსებობა, განავლის შეუკავებლობა, სწორი ნაწლავის დაცლა ოყნების მეშვეობით.
ა.გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული ეპილეფტიფორმული მდგომარეობა (თვეში ერთი ან მეტი დიდი შეტევა), ან ხშირი მცირე, ან კრუნჩხვების გარეშე შეტევები (კვირაში ორ-სამჯერ);
შენიშვნა: ეპილეფტიფორმული კრუნჩხვების ქვეშ იგულისხმება ეპილეფტური შეტევები, კრუნჩხვები ეპილეფსიის დროს.
ა.დ) ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი;
ა.ე) ორგანული პიროვნული აშლილობა;
ა.ვ) შიზოფრენია, ბავშვთა ტიპი;
ა.ზ) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (12 წლის ასაკიდან), რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს;
ა.თ) სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 12 წლის ასაკამდე, სადაც ჩამორჩენის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია;
ბ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:
ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;
გ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:
გ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;
გ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
გ.გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);
გ.დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
გ.ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;
გ.ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);
გ.ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების ქრონიკული უკმარისობით;
გ.თ) წელიწადში ერთზე მეტი ანემიური კრიზები, ჰემოგლობინის 100გ/ლ-ზე ნაკლები დაქვეითებით, სისხლის თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებების დროს;
დ) სმენის თანდაყოლილი ან შეძენილი დაქვეითება (სმენაჩლუნგობა) საშუალო და მძიმე ხარისხის (ინფექციური, ტრავმული ან სხვა გენეზის), ასევე შერწყმული სხვა დაავადებებთან (გადამოწმების ვადით).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აპრილის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №56, 24.04.2007წ.;მუხ.617
მუხლი 15🔗
1. 5 წლის ვადით „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:
ა.ა) ხერხემლისა და გულმკერდის III – IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით;
ა.ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას;
ა.გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;
ა.დ) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა;
ა.ე) განავლოვანი, შარდ-განავლოვანი, შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში;
ბ) ონკოლოგიური დაავადებები:
ბ.ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ.
გ) სისხლის დაავადებები:
გ.ა) მწვავე ლეიკოზი;
გ.ბ) ლიმფოგრანულომატოზი.
მუხლი 16🔗
1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ ერთჯერადად დადგენის საფუძველს 18 წლის ასაკის მიღწევამდე წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) ნერვული სისტემის დაავადებები და დაზიანებები*:
ა.ა) ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი;
ა.ბ) გენერალიზებული ჰიპერკინეზები (ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის), კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები.
ბ) ფსიქიკური დარღვევები:
ბ.ა) დემენცია სხვაგან უკვე მოყვანილი, სპეციფიკური დაავადებების დროს (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);
ბ.ბ) საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);
ბ.გ) მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);
ბ.დ) ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება).
გ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დეფექტები: შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული მხედველობის სიმახვილის დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 15-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.
დ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები:
დ.ა) გულის ინკურაბელური დაავადებებით განპირობებული გულის შეგუბებითი ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;
დ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები სუნთქვის III ხარისხის მყარი უკმარისობით;
დ.გ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში.
ე) ონკოლოგიური დაავადებები:
ე.ა) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
ვ) ენდოკრინული დაავადებები:
ვ.ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);
ვ.ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);
ვ.გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); ჰიპოფიზალური ნანიზმი; თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;
ზ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:
ზ.ა) ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;
ზ.ბ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო- და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);
ზ.გ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³);
ზ.დ) ლიმფოგრანულომატოზი III – IV სტადია.
თ) თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:
თ.ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლმდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;
თ.ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე ,,ცივი“ აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;
თ.გ) აივ-ინფექციის გაშლილი სურათი.
ი) ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:
ი.ა) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;
ი.ბ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, როცა რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციების შემდგომ ქირურგიული მკურნალობა მიჩნეულია უპერსპექტივოდ;
კ) სმენის ორგანოების დაავადებები და დეფექტები: თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე (კონსერვატული მკურნალობისთვის რეზისტენტული ფორმები);
ლ) გენეტიკური დაავადებები:
ანჰიდროტული ექტოდერმური დისპლაზია (კრისტ-სიმენს-ტურენის სინდრომი).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანება №62/ნ-სსმIII, №27, 01.03.2007წ.;მუხ.320
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 აპრილის ბრძანება №138/ნ-სსმIII, №56, 24.04.2007წ.;მუხ.617
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 04.10.2011 წ.
მუხლი 17🔗
1. დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისათვის“ სხვა პირის მუდმივ დახმარებაზე საჭიროების განსაზღვრისას, ამ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში (ფორმა IV- 50/4) კეთდება ჩანაწერი – ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ბრძანება №40/ნ-სსმIII, №19, 10.02.2006წ.;მუხ.239
დანართი №1
დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას
1. ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:
ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დაბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები, ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის; კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში;
ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:
ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);
ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);
ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;
ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით).
გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული კრუნჩხვები (ხშირი გენერალიზებული – თვეში 5 შეტევაზე მეტი, ხშირი მცირე ან პარციალური ეპილეფსიური შეტევები, პოლიმორფული, რეზისტენტული ანტიკონვულსანტებით თერაპიის მიმართ);
დ) შიზოფრენია და სხვა ენდოგენური ფსიქოზები (გახანგრძლივებული ფსიქოტური მდგომარეობები 6 და მეტი თვის ხანგრძლივობით).
ე) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან ერთვის სმენის, მხედველობის, მეტყველების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სხვა ორგანოების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევები და ქცევის პათოლოგიური ფორმები;
ვ) სხვადასხვა გენეზის ოლიგოფრენია ან ჭკუასუსტობა, რომელიც შეესაბამება ღრმა, მძიმე ან საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხს.
2. მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:
ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 100-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.
3. შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:
ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;
ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);
დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;
ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;
ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);
ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების II ხარისხის ქრონიკული უკმარისობით.
4. ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:
ა) ხერხემლისა და გულმკერდის III-IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით;
ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას;
გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;
დ) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;
ე) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა;
ვ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი, შარდ-განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში.
5. ონკოლოგიური დაავადებები:
ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ;
ბ) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
6. ენდოკრინული დაავადებები:
ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);
ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);
გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;
დ) ენდემიური ჩიყვი კრეტინიზმით.
7. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:
ა) მწვავე და ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;
ბ) ლიმფოგრანულომატოზი;
გ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო- და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);
დ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³).
8. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:
ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლ-მდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;
ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე „ცივი” აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;
გ) აივ – ინფექციის გაშლილი სურათი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის ბრძანება №40/ნ-სსმIII, №19, 10.02.2006წ.;მუხ.239
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, №62/ნ, 17.03.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.733 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55312-4/