,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.03.2003 ძალადაკარგული 17.03.2010
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.10.008.005.742
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 07/04/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.742

საქართველოს ერვონული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №70

2003 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-8, 33-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“.

ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრის №251 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის სამ დღემდე ვადით კრედიტის გაცემისა და დაფარვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”.

ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №233 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესის” დამტკიცების შესახებ”.

ეს ბრძანება ამოქმედდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

 

დებულება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-8, 33-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე.

2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, შესაბამისი უზრუნველყოფი ს საფუძველზე, სათავო რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში და რეგისტრირებული არიან საქართველოს ტერიტორიაზე (შემდგომში – კომერციული ბანკები), ეროვნული ვალუტით ერთდღიანი კ რედიტის (შემდგომში – კრედიტი) ოდენობის გაანგარიშების, გაცემისა და დაფარვის წესებს.

3. ეს წესები ხელს შე უწყობს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას და საბანკო სისტემის მოკლევადიანი ლიკვიდურობის მართვას.

4. კრედიტი მიეცემათ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ CAMEL-ის (ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის, აქტივების ხარისხის, მენეჯმენტის, მოგება-შემოსავლიანობისა და ლიკვიდობის შეფასება) რეიტინგული სისტემით პირველ ი, მეორე და მესამე კატეგორიის მქონე ბანკებს.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ერთდღიანი კრედიტი უზრუნველყოფილ უნდა იყოს შესაბამისი გირაოთი. გირაოდ მიიღება ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი, კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები (შემდგომში – ფასიანი ქაღალდები). ამასთან, აღნიშნულის ნოტარიულად დამოწმება აუცილებელი არ არის, რადგან მათი შენახვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

6. კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, გასაცემი კრედიტის საერთო ლიმიტს, გასაცემი კრედიტისათვის ფასიანი ქაღალდების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია.

7. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, ითვალისწინებს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, საბანკო სისტემის ლიკვიდურობის პოზიციას, სავალუტო და საფინანსო ბაზრების მდგომარეობას, აგრეთვე საერთო მონეტარულ ფონს.

8. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებ ს კრედიტებს აძლევს გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე (დანართი №1 ).

9. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციულ ბანკს უარი უთხრას კრედიტის გაცემაზე (რაც მას ეცნობება შესაბამისი განაცხადის მიღების დღესვე), თუ:

ა) კომერციული ბანკი არ აკმაყოფილებს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;

ბ) კომერციული ბანკის მიერ სესხის მოთხოვნის მომენტისათვის სესხის გაცემა ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

    მუხლი 2. კრედიტის ოდენობის, მისი სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტის განსაზღვრისა და გაცემის წესი

1. კრედიტები გაიცემა ყოველ დღიურად (შაბათ-კვირის გარდა), წინასწარ გამოცხადებული პირობებით (საპროცენტო განაკვეთი და საერთო თანხა). ამ პირობების შეცვლის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში შედის შეტყობინებიდან მომდევნო დღეს.

2. კრედიტის მისაღებად კომერციული ბანკი წერილობით ან ,,სვიფტით“ წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტს სათანადო ფორმის გარიგება-განაცხადს (შემდგომში – განაცხადი, დანართი №2), რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს 15 სთ-მდე, ხოლო სესხის გაცემა ხორციელდება იმავე დღის 16.00 სთ-მდე.

 3. საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება კრედიტის პირობების შესახებ (დანართი №3) როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ კომერციულ ბანკებს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) გასაცემი კრედიტის საერთო ოდენობა;

ბ) კრედიტის ფიქსირებული, წლიური საპროცენტო განაკვეთი;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება (სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი), მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ,,სვიფტის“ მისამართი და ფაქსი, რომელიც იღებს კომერციული ბანკის განაცხადს კრედიტის მიღების შესახებ;

დ) სესხის ასაღებად საჭირო ფასიანი ქაღალდების ოდენობა (აღნიშნული განისაზღვრება დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტით).

 4. განაცხადების მიღებას და დამუშავებას ახორციელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკრედიტო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი). კომიტეტი ამოწმებს განაცხადში მითითებული თანხის შესაბამისობას გასაცემი კრედიტის საერთო ოდენობასთან, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხულ ფაქტობრივ ნაშთთან და კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების, სახელმწიფო ობლიგაციების ან სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებასთან. ფასიან ქაღალდებს უდარებს შესაბამის რეესტრს. ამასთან, ერთი ბანკის მიერ წარმოდგენილ განაცხადში მითითებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს გასაცემი კრედიტის საერთო მოცულობას.

5. ეროვნული ბანკი არ განიხილავს იმ კომერციული ბანკების განაცხადებს, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს მათი სწორად წარმოდგენა.

6. იმ შემთხვევაში, თუ ყველა წარმოდგენილ განაცხადში მითითებული თანხის საერთო ოდენობა აღემატება ეროვნული ბანკის ლიმიტით განსაზღვრული კრედიტების საერთო ოდენობას, მაშინ კომერციული ბანკების განაცხადები კმაყოფილდება პროპორციულად, მძიმიდან მარცხნივ ათეულის სიზუსტის დამრგვალებით.

7. სავალუტო სახსრების, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის, გამოყენების შემთხვევაში კომერციულ ბანკებს უფლება ეძლევათ გამოიყენონ მხოლოდ ეროვნულ ბანკში მათ უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე ფაქტობრივად რიცხული ნაშთის 90 პროცენტი. ამასთან, კრედიტის გაცემისას კომიტეტი ამზადებს განკარგულებას საქართველოს ეროვნული ბანკის (პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) საოპერაციო დეპარტამენტის მიერ შესაბამისი თანხის დაჯავშნის თაობაზე.

8. ამოღებულია.

9. კრედიტის გაცემისას ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერებს როგორც საბუღალტრო დავთარში, ისე ფასიანი ქაღალდების რეესტრსა და სუბრეესტრში.

10. არ შეიძლება კრედიტის დაფარვის გადავადება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

    მუხლი 3. კრედიტის დაფარვის წესი

1. კრედიტის მიმღები კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაცხადში განსაზღვრულ ვადაში (კრედიტის გაცემიდან 24 საათის განმავლობაში) დაფარვა.

2. გარიგების დადების შემდეგ კომიტეტი ამზადებს საანგარიშსწორებო დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს შესაბამის განკარგულებას (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) კომერციული ბანკისათვის კრედიტის მიცემის შესახებ და რომელიც გადაეცემა ეროვნული ბანკის საოპერაციო დეპარტამენტს. განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს კრედიტის თანხა, დაფარვის თარიღი და კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტით.

3. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დადგენილ ვადაში დაფარვისას ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერებს როგორც საბუღალტრო დავთარში, ისე ფასიანი ქაღალდების რეესტრსა და სუბრეესტრში.

4. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დასაფარავად კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე სახსრების უკმარისობისას დარჩენილი დავალიანება იფარება კრედიტის უზრუნველყოფის ხარჯზე.

5. თუ კომერციული ბანკის უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული სავალუტო სახსრები გამოყენებულია როგორც უზრუნველყოფა, კრედიტის დაფარვის დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით შესაბამისი თანხის შიდა კონვერტაციის (ვიცე-პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე) შემდეგ ეროვნული ბანკი ფარავს მის მიმართ არსებულ სასესხო დავალიანებას.

6. თუ გამოყენებულია ფასიანი ქაღალდები, როგორც კრედიტის უზრუნველყოფა, მათ რეალიზაციას ეროვნული ბანკი ახდენს ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე. ამასთან, თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის ფასი აღემატება დავალიანებას, ეროვნული ბანკი ვალდებულია იმავე დღეს დაუბრუნოს განსხვავება კომერციულ ბანკს.

7. თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის ფასი აღმოჩნდება გაცემულ კრედიტზე ნაკლები, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის („ეროვნული ბანკის უპირატესი უფლება”) თანახმად, უკმარი თანხა მიიღოს მსესხებლის სხვა აქტივებიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

 

   

დანართი №1

გენერალური ხელშეკრულება ერთდღიანი კრედიტის შესახებ

 

ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი მისი პრეზიდენტის (ვიცე-პრეზიდენტი)  _______________________________სახით, როგორც კრედიტის გამცემი, ხოლო მეორე მხრივ, ________________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________ როგორც

(კომერციული ბანკის დასახელება, მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი)

 

კრედიტის მიმღები ,,კომერციული ბანკი“, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად აფორმებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს ერთდღიანი კრედიტის სახით აძლევს ფულად სახსრებს ეროვნული ვალუტით ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად.

 

2. ეროვნული ბანკის ვალდებულებები

ეროვნული ბანკი ვალდებულია:

1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოს კომერციული ბანკები ინფორმაციით ერთდღიანი კრედიტის გაცემის შესახებ.

2. საკრედიტო ოპერაციის განხორციელების დღეს, გარიგება-განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, უზრუნველყოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე გარიგება-განაცხადში მითითებული თანხის ჩარიცხვა.

 

3. კომერციული ბანკის ვალდებულებები

კომერციული ბანკი ვალდებულია კრედიტის დაფარვის ვადის დადგომისთანავე ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს ნასესხები თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები.

4. განსაკუთრებული პირობები

1. კომერციული ბანკისათვის მიცემული კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით, სახაზინო ვალდებულებებით ან ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული ნაშთით.

2. კომერციული ბანკი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უშუალოდ განახორციელოს ეროვნულ ბანკში მისი საკორესპოდენტო ანგარიშიდან თითოეულ გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

3. კომერციული ბანკი თანახმაა კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის ვადის დადგომისას დავალიანების დაფარვა განახორციელოს, პირველ რიგში, მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან, ხოლო მასზე რიცხული თანხების უკმარისობის შემთხვევაში – კრედიტის უზრუნველყოფიდან.

4. მხარეების მიერ საკრედიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ვალდებულებების (კომერციული ბანკის გარიგება-განაცხადით განსაზღვრული პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის არასრულად ან დაგვიანებით ჩარიცხვა და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ჯარიმდებიან დანაკლისი თანხის 0.5 პროცენტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

5. დამატებითი პირობები

1. ეს ხელშეკრულება ფორმდება 1 წლით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდგომი 1 წლით, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ერთ-ერთმა მხარემ არ მიიღო წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.

2. მხარეებს უფლება აქვთ ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, თუ ამას სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებენ მეორე მხარეს.

3. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.

4. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლო წესით.

5. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება ეროვნული ბანკის საკრედიტო კომიტეტში, ხოლო მეორე – კომერციულ ბანკში და ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

6. მხარეთა იურიდიული მისამართები:

 

საქართველოს ეროვნული ბანკი                     კომერციული ბანკის დასახელება

380005, თბილისი, ლეონიძის3/5                       ___________________________

საქართველოს ეროვნული ბანკის                    კომერციული ბანკის

პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიდენტი)                     ხელმძღვანელი

       ბ.ა                                   ბ.ა          

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

 

დანართი №2

გარიგება-განაცხადი

 

საქართველოს ეროვნული ბანკისაგან ერთდღიანი კრედიტის მიღების თაობაზე

,,____“ ___________ 200_ წ

კომერციული ბანკის დასახელება__________________________________________

საკორესპონდენტო ანგარიში __________________________________

მისაღები კრედიტის ოდენობა ______________________ ლარი (თანხა ციფრებით და სიტყვებით)

მისაღები კრედიტის საპროცენტო განაკვეთი _________________ (წლიური %)

ეროვნული ბანკისაგან მისაღები კრედიტის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვის თარიღი

,,__“ _______________________200_ წ.

მიღებული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის თარიღი ,,__“____200_ წ.

კრედიტის უზრუნველყოფა: _________________________________________________________

                     ფასიანი ქაღალდის სახეობა (უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი,)

 

ვადასტურებ, რომ კომერციული ბანკი______________ თანახმაა ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების პირობებზე. საკრედიტო ოპერაციის განხორციელებისას ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი ________ თანახმაა უპირობო წესით მოხდეს კრედიტის უზრუნველყოფის რეალიზაცია (მე-3 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად) მისი დავალიანების დასაფარავად.

 

კომერციული ბანკის ხელმძღვანელი _________________________ (ხელმოწერა, გვარი, სახელი)

                                                                                                                                               ბ.ა.

 

საკრედიტო ოპერაციაში მონაწილეობის შედეგი

(ივსება ეროვნული ბანკის საკრედიტო კომიტეტის მიერ)

გარიგება-განაცხადის სარეგისტრაციო ნომერი №___

გარიგება-განაცხადის შემოსვლის თარიღი ,,__“ ______ 200_ წელი

ეროვნული ბანკის მიერ კრედიტის გაცემის თარიღი ,,__“ ______ 200_ წელი

კრედიტის დაბრუნებისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის თარიღი

,,__“ ____200_ წ.

გაცემული კრედიტის ოდენობა ________________________________ ლარი

                                                                                 (თანხა ციფრებით და სიტყვებით)

გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი __________ (წლიური %)

 

საქართველოს ეროვნული ბანკი            კომერციული ბანკი

_______________________________________        ___________________________________

   (ხელმოწერა, გვარი, სახელი)                                                               (ხელმოწერა, გვარი, სახელი)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

 

დანართი №3

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

შეტყობინება №

საკრედიტო ოპერაციების შესახებ

_ __________________ 200 __ წელი

200 __ წლის __ ________________-დან საქართველოს ეროვნულ ბანკი აცხადებს ______ ლარის კრედიტების გაცემას ერთი დღის ვადით, წლიური ____________ საპროცენტო განაკვეთით.

გასაცემი კრედიტის ოდენობა გირაოში ჩასადებ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში:

1. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური ღირებულების __ პროცენტი

2. სახელმწიფო ობლიგაციების ნომინალური ღირებულების ___პროცენტი

3. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების __პროცენტი.

 დაინტერესებულ ბანკებს შეუძლიათ გარიგება-განაცხადი დადგენილი ფორმით წარმოუდგინონ ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტს არა უგვიანეს 200_ წლის _ _____ -დან ყოველი დღის (შაბათ-კვირის გარდა) 15.00 საათამდე.

კომერციული ბანკები გაცნობილი უნდა იყვნენ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას. განაცხადის ფორმის მიღება შეიძლება ეროვნულ ბანკში.

 

კომიტეტის წევრები:

საქართველოს ეროვნული ბანკის

საკრედიტო კომიტეტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

სავალუტო და ფულად-საკრედიტო

ოპერაციების დეპარტამენტი

 

0105, თბილისი, ლეონიძის ქ. 3/5 ტ. 44-22-74.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

 

 

დანართი №4 (ამოღებულია)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №225-სსმIII, №124, 03.09.2007წ.;მუხ.1360

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”“, №70, 26.03.2003, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.742 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55342-1/