მუხლი 273. 1. სვლის გზაზე (ვაგზლებსა და მატარებლებში) ჯგუფურ სამგზავრო დოკუმენტებში აღნიშნულზე ნაკლები რაოდენობის მგზავრთა გადაყვანის შესახებ აღნიშვნებს არ აკეთებენ და გაუვლელი მანძილისთვის საფასურს არ აბრუნებენ
თავი L — სამგზავრო დოკუმენტების საფასურის დაბრუნება
2. უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით ჯგუფური განაცხადებით (მოსწავლეთა ჯგუფების გარდა) შეძენილი სამგზავრო დოკუმენტებისთვის საფასურის დაბრუნება წარმოებს წარდგენილი პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ იმ ორგანიზაციის ან დაწესებულების ანგარიშსწორების ანგარიშით, რომელმაც შეიძინა სამგზავრო დოკუმენტები.
3. გადაჯდომის პუნქტში მთლიანად ჯგუფის მგზავრობაზე უარის შემთხვევაში სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) უფლება აქვს შეთანხმებული მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 5 საათით ადრე შეწყვიტოს ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუვლელი მანძილის საფასურის დაბრუნების საკითხს პრეტენზიის წარდგენის საფუძველზე განიხილავს რკინიგზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 273, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-273/