მუხლი 275. 1. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) საგარეუბნო სააბონემენტო ბილეთებით გამოუყენებელი დროისთვის გადახდილ საფასურს აბრუნებს შემდეგ შემთხვევებში:
თავი L — სამგზავრო დოკუმენტების საფასურის დაბრუნება
ა) სამსახურიდან დათხოვნისას;
ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისას;
გ) სამუშაო ადგილის შეცვლისას;
დ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
ე) სამსახურებრივი ხანგრძლივი მივლინებისას (ერთ თვეზე მეტი);
ვ) ავადმოყოფობისას;
ზ) ბილეთის მფლობელის გარდაცვალებისას.
2. საფასურის დაბრუნება ხდება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირი სადგურის (ვაგზლის) უფროსთან (დირექტორთან) შეიტანს დასაბუთებულ წერილობით განცხადებას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს ვარგისი ბილეთის დაბრუნების მომენტიდან დაწყებული მისი მოქმედების ვადის ბოლომდე. დასაბრუნებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება რკინიზგის მიერ დადგენილი წესი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 275, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-275/