მუხლი 51. 1. ყველა კატეგორიის სამგზავრო ვაგონის გამყოლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით
თავი VII — მომსახურების გაწევა მგზავრობისას
2. საერთაშორისო და ადგილობრივი მატარებლების სამგზავრო ვაგონებს, საგარეუბნო მატარებლების ვაგონებს ბავშვებიანი მგზავრებისთვის ამარაგებენ ადუღებული გაციებული წყლით.
3. ადგილობრივი და საერთაშორისო მატარებლების სამგზავრო ვაგონებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია ვაგონის არამუშა ტამბურში.
4. საგარეუბნო მატარებლების ვაგონებში, მათ შორის ტამბურებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას მოჰყვება გაფრთხილება, ხოლო რკინიგზისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ბრალეულ პირს დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 51, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-51/