მუხლი 52. 1. ერთი სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ფარგლებში მგზავრს უფლება აქვს სვლის გზაზე ერთხელ გააკეთოს გაჩერება ერთ პუნქტში არა უმეტეს 10 დღე-ღამით, სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის გაგრძელებით
თავი VIII — გაჩერებები სვლის გზაზე
2. მგზავრი ვალდებულია თავისი სამგზავრო დოკუმენტი წარუდგინოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) ან ვაგზლის მორიგეს იმ მატარებლის სადგურში მოსვლის მომენტიდან 4 საათის განმავლობაში, რომლითაც იგი მგზავრობდა, სამგზავრო დოკუმენტზე მასტიკის შტემპელის დასადებად: “.......... სადგური გაჩერება სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადა გაგრძელებულია . . . . . . . . . /წელი, თვე, რიცხვი, საათი / . . . . . . . . . . /ხელმოწერა/”.
3. გაჩერების შტემპელდადებული სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაფორმდეს დანიშნულების სადგურამდე მგზავრობის გასაგრძელებლად, თუ ვარგისობის დარჩენილ ვადაში შეიძლება ამ სადგურამდე მისვლა, მგზავრი იხდის საფასურს საწოლი ადგილის დაკავებისთვი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 52, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-52/