მუხლი 69. 1. გამონაკლისის სახით დასაშვებია სამგზავრო დოკუმენტზე არა უმეტეს ერთი ერთეული ელექტროტექნიკური მოწყობილობის (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მგზავრს ხელბარგი) გადაზიდვა საერთაშორისო და ადგილობრივი მატარ
თავი XII — ხელბარგისა და შინაური მცირე ზომის ცხოველების გადაზიდვა-გადაყვანა
2. ადგილობრივ, საერთაშორისო ან საგარეუბნო მატარებლებში თითოეული გადასაზიდი ელექტროტექნიკური მოწყობილობის მისი წონის მიუხედავად (მცირეგაბარიტიანი პორტატიულების გარდა), საფასურს მგზავრი იხდის საბარგო ტარიფით 30 კგ წონისთვის ანგარიშით.
3. ამ გადაზიდვის გაფორმებას საბილეთო სალაროები აწარმოებენ ლუ-12ა ფორმის ქვითრით.
4. ელექტროტექნიკური მოწყობილობა უნდა განლაგდეს ხელბარგის გადასაზიდად ვაგონებში გამოყოფილ ადგილებზე, ხოლო მგზავრების მიერ დაკავებულ დიდგაბარიტიან ადგილებზე განლაგდება სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით.
5. სამგზავრო ვაგონებში გადასაზიდად დაუშვებელია დიდგაბარიტიანი ტელევიზორები და სხვა აპარატურა, რომლებიც თავისი ზომით კუპეს შესასვლელ კარზე ფართო
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 69, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-69/