მუხლი 72. 1. მცირე ჯიშის ძაღლებისა და ლეკვების გადაყვანა ყველა მატარებლის ყველა მაგარ ვაგონში დაიშვება იმ პირობით, თუ ისინი მგზავრებს ჰყავთ ტარაში (ჩანთაში, კალათაში, გალიაში და სხვა)
თავი XII — ხელბარგისა და შინაური მცირე ზომის ცხოველების გადაზიდვა-გადაყვანა
2. ძაღლების (ტარაში მოთავსებულთა გარდა) გადაყვანა (მათ შორის, საგარეუბნო მატარებლებშიც) ხდება, თუ მათ უკეთიათ სადრუნჩე, დაბმული არიან ჯაჭვით ან თასმით. აკრძალულია გარეული ცხოველებისა და ნებისმიერი სახის მღრღნელების გადაყვანა.
3. ძაღლების ჯგუფური გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) სახელზე მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 5 დღე-ღამით ადრე შეტანილი წინასწარი განაცხადით, ცალკეულ ვაგონებში იჯარის პირობებით.
4. ძაღლების გადაყვანა ნაზღაურდება ამ წესების 187-ე მუხლით განსაზღვრული წესით. უსინათლოებს მეგზური ძაღლები გადაჰყავთ უფასოდ ყველა მაგარ ვაგონშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 72, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-72/