მუხლი 84. 1. პირი, რომელიც მოითხოვს ნაპოვნი ნივთების დაბრუნებას, ამტკიცებს მათზე თავის უფლებას, წერილობით აღწერს ნივთების ზუსტ ნიშნებს, მათ შიგთავსს ან წარმოადგენს ნივთების საკეტების გასაღებს
თავი XIII — დარჩენილი და ნაპოვნი ნივთები
2. თუ ნივთები ინახება იმ სადგურში, სადაც ისინი იპოვეს ან ჩააბარეს, მათ დაუყონებლივ უბრუნებენ მფლობელს სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) განკარგულებით პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ. თუკი ნივთები გადაგზავნილია სარეალიზაციოდ, ნებართვას მათი გაცემის შესახებ გასცემს რკინიგზა.
3. ნივთების მიღებისას მფლობელმა რკინიგზას უნდა გადაუხადოს ბარგის შენახვის, შეფუთვის, გადაზიდვის საფასური, აგრეთვე გასცეს ხელწერილი ნივთების მიღებაზე და აღნიშნოს მასში თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრები. შენახვის საფასურს ახდევინებენ ამ წესების 189-ე მუხლის შესაბამისად.
4. ნაპოვნი და დარჩენილი ნივთების რეალიზაცია ხორციელდება მოუკითხავი ბარგის რეალიზაციის წესების თანახმა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 84, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-84/