მუხლი 85. 1. თუ ვაგონიდან გამოსვლისას მგზავრი თვითონ აღმოაჩენს, რომ მას ვაგონში დარჩა ნივთები, მან უნდა მიმართოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს), მისი არყოფნისას რკინიგზის უფლებამოსილ პირს
თავი XIII — დარჩენილი და ნაპოვნი ნივთები
2. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) ან რკინიგზის უფლებამოსილი პირი მომხდარის შესახებ მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე დაუყოვნებლივ უგზავნის სასამსახურო დეპეშას მატარებლის უფროსს (მექანიკოსს-ბრიგადირს) ან მატარებლის სვლის გზაზე პირველი დიდი სადგურის ან მატარებლის სვლის ბოლო სადგურის უფროსს, ამასთან ამ დეპეშაში უნდა აღინიშნოს ვაგონის და იმ ადგილის ნომრები, რომელიც ეკავა მგზავრს, დარჩენილი ნივთების აღწერითურთ და მფლობელის ადგილსამყოფელზე მათი გადაგზავნის მოთხოვნით.
3. ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით მთელ ხარჯებს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურებს მგზავრი, რომელსაც ეკუთვნის ნივთები.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 85, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-85/