ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2022 ბოლო ცვლილება 05.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016593
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2022 წლის 14 სექტემბერი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.


„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების  ფინანსური ხელშეწყობის წესი დანართი 2-ის შესაბამისად.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.

+
მუხლი 3
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების მიზნით სწავლის დაფინანსების წესი დანართი 3-ის შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.
+
მუხლი 3​1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი 4-ის შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 08.02.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი
+



დანართი 1

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.


ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის წესი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.

მუხლი 1. ფინანსური ხელშეწყობის  წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ადიგენის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე ფინანსური ხელშეწყობის  პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვებისა და ახალგაზრდების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური ხელშეწყობის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

3. ფინანსური ხელშეწყობა გაიცემა სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებზე.

4. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 1​1. საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში, საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 150 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 100 ლარის ოდენობით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 09.08.2023 წ.

მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ, სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში, საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 150 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 100 ლარის ოდენობით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 19.06.2023 წ.

მუხლი 3. ადგილობრივ (რეგიონულ) დონეზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რეგიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რეგიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 100 ლარის ოდნობით;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 80 ლარის ოდენობით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 19.06.2023 წ.

მუხლი 4. ადგილობრივ (რაიონულ) დონეზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ/თანამონაწილეობით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რაიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რაიონულ ჩემპიონატზე  ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში –1250 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 ივნისის  დადგენილება №34 - ვებგვერდი, 07.06.2023 წ.

მუხლი 5. ფინანსური ხელშეწყობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენის/გუნდის ფინანსური ხელშეწყობის მიღების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში სპორტსმენის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  გუნდური სპორტის სახეობაში გუნდის კაპიტნის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში სპორტსმენის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, ხოლო გუნდური სპორტის სახეობაში, გუნდის კაპიტნის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, არასრულწლოვნის შემთხვევაში, სპორტსმენის გუნდის კაპიტანის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ე) სპორტსმენის, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

2. ფინანსური ხელშეწყობის მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 ივნისის  დადგენილება №34 - ვებგვერდი, 07.06.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №57 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 ივლისის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 6. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ შექმნილი დროებითი კომისია.

2. სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების წახალისება ფინანსური ხელშეწყობის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.


+
 

დანართი 2

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.


„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების ფინანსური ხელშეწყობის წესი“
მუხლი 1. ფინანსური ხელშეწყობის  წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების ფინანსური ხელშეწყობის  წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეებს ფინანსური ხელშეწყობის  პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია წარმატებული მოსწავლეების (გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებული/საპრიზო ადგილის მფლობელი) წახალისება ფინანსური ხელშეწყობის  გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობა

1. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე- ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე- ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ, კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი გუნდურად, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 100 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 50 ლარის ოდენობით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 19.06.2023 წ.

მუხლი 3. ფინანსური ხელშეწყობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1.სახელოვნებო-ინტელექტუალურ შემსრულებელის/გუნდის წარმატებული მოსწავლეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში, ფესტივალებზე და კონკურსებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მოსწავლის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის  პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები; არასრულწლოვნის შემთხვევაში, მოსწავლის/ გუნდის კაპიტანის  ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, კანონიერი წარმომადგენლის უფლებმოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ე) მოსწავლის, ხოლო  გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

2. ფინანსური ხელშეწყობის გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 19.06.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №57 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 ივლისის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

2. სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების წახალისება განხორციელდება ფინანსური ხელშეწყობის გზით მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.


+
 

დანართი 3

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.


ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების მიზნით სწავლის დაფინანსების წესი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფინანსების წესს.

2. წესის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ფარგლებში დეფიციტური პროფესიების სწავლების წახალისება სწავლის გადასახადის დაფინანსების გზით.                                                                                                   

3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი/ სასწავლო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;                                                        

ბ) სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

გ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით;                                                                                                                                                          

დ) სკოლა – ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.

მუხლი 3. სოციალურად დაუცველი სტუდენტის ფინანსური დახმარება

1. სწავლა დაუფინანსდება სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:                                                                                                                                         

ა) არის საქართველოს მოქალაქე;                 

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში, გავლილი აქვს, ბოლო  3 სასწავლო წლის სწავლების პერიოდი; 

გ) არის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; 

ე) მინიჭებული აქვს 0–65000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. სტუდენტის დაფინანსება, ერთჯერადად, ერთი სემესტრის განმავლობაში, დგინდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გათვალისწინებით, სტუდენტის დარჩენილი გადასახადით, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.

მუხლი 4. სამშენებლო  ან  არქიტექტურის  ფაკულტეტის  სტუდენტთა  ფინანსური  დახმარების  მიზნით,  სწავლის გადასახადის დაფინანსება

1. სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში გავლილი აქვს ბოლო  3 სასწავლო წლის სწავლების პერიოდი;

გ)  არის ბაკალავრის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი;  

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;        

ე) მინიჭებული აქვს 0-65000 -ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა ან/და არის

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი;

ვ) არის სამშენებლო ან არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი.    

2. დაფინანსებას მოიპოვებს პირველი სამი სტუდენტი, რომელიც წარადგენს განაცხადს სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.                                                       

3. სტუდენტის დაფინანსება, ყოველწლიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, დგინდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გათვალისწინებით, სტუდენტის დარჩენილი გადასახადით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა.

4. სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს სწავლის დაფინანსებას,  სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში და  დასაქმდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი სპეციალობით არანაკლებ 36  თვის განმავლობაში.  

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.

მუხლი 5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ; 

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირველკურსელის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

ვ) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

თ) პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დამატებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

2. სწავლის დასაფინანსებლად სამშენებლო ან/და არქიტექტურის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ ან/და იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან ერთ-ერთი მშობლის ცნობა მრავალშვილიანობის სტატუსის შესახებ;

ე) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

ზ) პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დამატებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

თ)  ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 ივლისის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 6. ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა სწავლის დაფინანსება განხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.   

2. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

3. სტუდენტების სწავლის დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და  წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.


+
დანართი 4

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 08.02.2023წ.


ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.

თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ფინანსური დახმარების – მერის სტიპენდიისა და მერის  ჯილდოს გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების  გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე და წარჩინებულ კურსდამთავრებულზე მერის სტიპენდიისა და ჯილდოს გაცემის წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულის, ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური ხელშეწყობის გაცემის გზით.

3. ფინანსური დახმარების დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი/სასწავლო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) წარმატებული სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი და ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

გ) სკოლა – ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დ) წარჩინებული კურსდამთავრებული – პირი, რომელსაც გადაეცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი;

ე) მერის სტიპენდია – წარმატებული სტუდენტისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ბიუჯეტის პროგრამიდან სემესტრულად გაცემული ფულადი თანხა;

ვ) მერის ჯილდო – წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი  ბიუჯეტის პროგრამიდან ერთჯერადად გაცემული ფულადი თანხა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.
თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.

მუხლი 3. წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარება

1. მერის სტიპენდია გაიცემა წარმატებულ  სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ  კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ)  არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა.

2. მერის სტიპენდია ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

3. მერის ჯილდო გაიცემა წარჩინებულ  კურსდამთავრებულზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 5 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) გადაცემული აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი.

4. მერის ჯილდოს ოდენობა ერთ წარჩინებულ კურსდამთავრებულზე   ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი  სერტიფიკატის მიხედვით განისაზღვრება: 

ა) ოქროს მედალოსნის დამადასტურებელი  სერტიფიკატის შემთხევაში ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ)  ვერცხლის მედალოსნის  დამადასტურებელი  სერტიფიკატის შემთხვევაში ერთჯერადად – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.
თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.

მუხლი 4. წარმატებული სტუდენტებისათვის და წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. მერის სტიპენდიის მისაღებად წარმატებულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი;

გ) საბანკო რეკვიზიტები;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სკოლაში ბოლო 3 წელი სწავლების პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან);

2. მერის ჯილდოს მისაღებად კურსდამთავრებულმა/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) კურსდამთავრებულის/არასრუწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად;

გ) კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენლის პირადი  საბანკო რეკვიზიტები;

დ) კურსდამთავრებულის, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სკოლაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კურსდამთავრებულის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ვ) კურსდამთავრებულის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

3. წარმატებულ სტუდენტს და წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №57 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.
მუხლი 5. ფინანსური ხელშეწყობის გაცემის ადმინისტრირება

1. წარმატებულ სტუდენტს მერის სტიპენდია ჩაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. მერის სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით, წარმატებულ სტუდენტს მერის სტიპენდიის მოთხოვნის უფლება აქვს სალექციო კურსის წინა სემესტრის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

3. წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და 1-ლი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. წარჩინებულ კურსდამთავრებულს მერის ფულადი ჯილდო ჩაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

5. მერის ჯილდო წარჩინებულ კურსდამთავრებულს   გადაეცემა ერთჯერადად, წარჩინებულ კურსდამთავრებულს მერის ჯილდოს მიღების მოთხოვნის უფლება აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

6. წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის  მერის ჯილდოს გადაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და წინამდებარე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

7. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“, №48, 14.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016593 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5567726-10/