სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.06.2003 ძალადაკარგული 21.07.2023
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.12.222.005.893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 20/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.12.222.005.893

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №19

2003 წლის 11 ივნისი

ქ.თბილისი

სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულება (შემდგომში – დებულება).

2. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ – სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

 

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი

 ს.პაპაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1197 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ამ დებულებით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდება) მინიჭების წესი და პირობები.

3. სამსახურში სპეციალური წოდება არის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი, სოციალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

    მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები

სამსახურში სპეციალური წოდებები ითოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება;

გ) უფროსი სპეციალური წოდება;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

    მუხლი 3. სპეციალური წოდებები

სამსახურში დაწესებულია შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის რიგითი, სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი, სახელმწიფო დაცვის სერჟანტი, სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი, სახელმწიფო დაცვის ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის მაიორი, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი, სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი.

    მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭების საერთო მოთხოვნები

1. სამსახურში სპეციალური წოდება პირს ენიჭება თანამდებობრივი მდგომარეობის, კვალიფიკაციის და სპეციალური მომზადების, ნამსახურობის წლებისა და პროფესიული დამსახურების შესაბამისად.

2. სამსახურში ხორციელდება მხოლოდ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებელი „სახელმწიფო დაცვის” სპეციალური წოდებების მინიჭება.

3. პირებს, რომლებსაც სამსახურში ჩარიცხვამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურში მიენიჭებათ შესაბამისი რანგის „სახელმწიფო დაცვის” სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

4. სამხედრო წოდების მქონე პირებს სამსახურში ჩარიცხვისას მიენიჭებათ:

ა) რიგითს, I კლასის რიგითს, კაპრალს, კაპრალ-სპეციალისტს, საზღვაო რიგითს, I კლასის საზღვაო რიგითს, საზღვაო კაპრალს, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტს – „სახელმწიფო დაცვის რიგითის” სპეციალური წოდება;

ბ) უმცროს სერჟანტს, უმცროს მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტის” სპეციალური წოდება;

გ) სერჟანტს, მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის სერჟანტის” სპეციალური წოდება;

დ) უფროს სერჟანტს, მასტერ სერჟანტს, უფროს მიჩმანს, მასტერ მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტის” სპეციალური წოდება;

ე) მთავარ სერჟანტს, მთავარ მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის ზემდეგის” სპეციალური წოდება;

ვ) ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტის” სპეციალური წოდება;

ზ) უფროს ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტის” სპეციალური წოდება;

თ) კაპიტანს, კაპიტან-ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის კაპიტნის” სპეციალური წოდება;

ი) მაიორს, III რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის მაიორის” სპეციალური წოდება;

კ) ვიცე-პოლკოვნიკს, II რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება;

ლ) პოლკოვნიკს, I რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება;

მ) ბრიგადის გენერალს, გენერალ-მაიორს, კონტრადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის” სპეციალური წოდება;

ნ) გენერალ-ლეიტენანტს, ვიცე-ადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტის” სპეციალური წოდება;

ო) არმიის გენერალს, ადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება.

4​1. სამსახურში ჩარიცხვისას, სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირს მიენიჭება „სახელმწიფო დაცვის რიგითის” სპეციალური წოდება, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახლა ჩარიცხვის შემთხვევაში (თუ იგი სამსახურიდან დათხოვნის დროის განმავლობაში არ მსახურობდა შესაბამის უწყებებში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით), სამსახურს აგრძელებს სამსახურიდან გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით.

6. სამსახურის თანამშრომლებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.

      7. მოსამსახურისთვის მომდევნო უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ პატაკს სამსახურის უფროსს წარუდგენს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1197 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

    მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა

1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებისა.

2. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სპეციალური წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სპეციალური წოდება.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1197 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

    მუხლი 6. უმცროსი და საშუალო პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭება

1.  საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეებს, დადგენილი წესით ენიჭებათ უმცროსი სპეციალური წოდებები „სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტის” ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“:

ა)  მიენიჭება მოსამსახურეს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი (შემდგომში – სასწავლო კურსი) და აქვს უმაღლესი აკადემიური განათლებ ა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ)  შეიძლება მიენიჭოს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირს სამსახურში ჩარიცხვისას, რომელიც შესარჩევი და გამოსაცდელი ტესტირების შედეგების საფუძველზე ინიშნება კადრის მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე;

გ)  შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე;

3. მოსამსახურე სასწავლო კურსებზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ. სასწავლო კურსზე მოსამსახურე ხელმეორედ დაიშვება იმ შემთხვევებში თუ წინა სასწავლო კურსი ვერ გაიარა ან სრულად ვერ გაიარა შემდეგი საპატიო მიზეზების გამო:

ა)  სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნა;

ბ)  ო ჯ ახური პირობების გამო;

გ)  ჯ ანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო;

4. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“, მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამსახურის უფროსის მიერ მისი პროფესიული დამსახურების შეფასებისა და შესაბამისი გადაწ ყ ვეტილების მიღების საფუძველზე.

5. მორიგი უმცროსი ან/და პირველადი საშუალო სპეციალური წოდება არ მიენიჭება მოსამსახურეს, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი.

6. სასწავლო კურსი ინიშნება წელიწადში ერთხელ მაინც სამსახურის უფროსის მოადგილის (კადრების მთავარი სამმართველოს კურატორი) წარდგინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება კურსის ხანგრძლივობა და პროგრამა, აგრეთვე დროებითი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეჟიმი. დროებითი საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ ითვლება სამსახურის უფროსის მოადგილე (კადრების მთავარი სამმართველოს კურატორი). პროგრამას შეიმუშავებს და კურსებს ატარებს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი.

7. სასწავლო კურსების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო, რომელიც სასწავლო კურსის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს უგზავნის წერილობით მიმართვებს განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში სასწავლო კურსზე დასაშვებ თანამშრომელთა სიების გადაცემის თაობაზე.

8. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ნამსახურობის ვადის, სპეციალური მომზადების, დამსახურებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შეარჩევენ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს და სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა სიებს გადასცემენ კადრების მთავარ სამმართველოს. სასწავლო კურსზე წარდგენილი უნდა იქნეს თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში შესაბამისი თანამდებობების არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების გონივრული გაანგარიშებით.

9. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ამოწმებს სასწავლო კურსზე წარდგენილი პირების პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

10. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული წესით გადიან გამოსაცდელ ტესტირებას, აბარებენ შესაბამის ჩათვლებსა და ნორმატივებს.

11. დროებითი საგამოცდო კომისია კურსდამთავრებულის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის და მომზადების დონეს აფასებს ტესტირების, ჩათვლებისა და ნორმატივების ჩაბარების შედეგების საფუძველზე. დადებითი შეფასების შემთხვევაში გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწმობა დაერთვის შესაბამისი პირის პირად საქმეს. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, სასწავლო კურსის დასრულებიდან შესაძლო მოკლე ვადაში უნდა უზრუნველყონ დადებითი შედეგით კურსდამთავრებულთა გადანაწილება კადრის მოსამსახურის შესაბამის თანამდებობებზე.

12. არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში ჩათვლებისა და ნორმატივების ჩასაბარებლად განმეორებით გასვლა დასაშვებია მხოლოდ ერთხელ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1197 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

    მუხლი 7. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები

1. მორიგი სპეციალური წოდების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდებისთვის:

ა.ა. უმცროსი ლეიტენანტი  – 1 წელი;

ა.ბ. ლეიტენანტი – 2 წელი;

ა.გ. უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;

ა.დ. კაპიტანი – 3 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდებისთვის:

ბ.ა. მაიორი    – 4 წელი;

ბ.ბ. ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;

ბ.გ. პოლკოვნიკი – 5 წელი;

2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.

3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის ათვლა იწ ყ ება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.

    მუხლი 8. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ)  კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, წახალისების წესით.

2. მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს სამსახურის უფროსი.

3. (ამოღებულია - 26.04.2011, №415)

4. მოსამსახურეს, მოქმედი დისციპლინური სახდელის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური წოდება ვადამდე არ მიენიჭება.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1197 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა

1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“, ხოლო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებისა და წოდების აღდგენის წესი – სამსახურის დისციპლინური წესდებით.

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევა და ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოთენების, აგრეთვე წოდების აღდგენის უფლება, გააჩნია მხოლოდ სამსახურის უფროსს.

3. ჩამოქვეითებული სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადა აღდგენილი წოდებით ნამსახურობის ვადაში არ ჩაითვლება.

4. პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1197 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

    მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი

სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზურნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე, აგრეთვე შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებისათვის აუცილებელ თანამდებობრივ გადაადგილებაზე კონტროლს და სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და დასამტკიცებლად წარდგენას ახორციელებს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აპრილის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

     მუხლი 11. სოციალური გარანტიები

1. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო დაგვიანება.

2. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველთოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №19, 11.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.12.222.005.893 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55756-2/