საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე მომხმარებლის მიერ სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს.
3. ეს პროცედურა გამოიყენება კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლის დროს, გარდა კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
4. ამ პროცედურით გათვალისწინებული საქმის შესწავლა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
5. დოკუმენტში გამოყენებული განმარტებები შეესაბამება კანონის მე-4 მუხლით დადგენილ განმარტებებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განმცხადებლის სახელს (სახელი, გვარი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის წარმომადგენლის სახელს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
გ) მოვაჭრის დასახელებას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), დასახელება ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში), მისამართი და არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია);
დ) დეტალურ ინფორმაციას კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაციას სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე;
ე) მტკიცებულებათა ნუსხას, რომელიც ადასტურებს წინა ქვეპუნქტში მოცემულ გარემოებებს (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მოთხოვნას გარკვეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ერთვის განცხადებას;
თ) მითითებას განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;
ი) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის სახელს, გვარს, ხელმოწერასა და განცხადების წარდგენის თარიღს.
3. განცხადება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.
2. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს სააგენტო.
4. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5. განცხადების მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება სააგენტოში ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარმოდგენის მომენტიდან.
6. თუ სააგენტოს წარედგინა განცხადება კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ განცხადებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
2. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარისგან გამოითხოვოს შესაბამისი პოზიცია.
3. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას ისეთი ინფორმაციის საფუძველზეც, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული არ ყოფილა, მაგრამ გამოვლინდა წარმოების ფარგლებში.
4. მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი გულისხმობს მომხმარებელთა ფართო წრის საერთო ინტერესს. ამ შემთხვევაში სააგენტო ითვალისწინებს იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს სადავო ქმედებამ.
5. მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის სავარაუდო დარღვევის ფაქტის განსაზღვრისას, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქმედების ხასიათი და მისი უნარი, გავლენა იქონიოს მომხმარებელთა ფართო წრეზე ან/და ზიანი მიაყენოს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ მომხმარებელს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
7. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ქმედება არ იწვევს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის დარღვევას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
2. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღების თარიღს, განმცხადებლის/განმცხადებლების და მოვაჭრის დასახელებას და იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებსაც ემყარება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება.
3. სააგენტო უფლებამოსილია ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მოვაჭრის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის შესწავლა ერთიანი პროცედურის ფარგლებში. ხოლო, თუ საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია – მიღებული განცხადებები ჩართოს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თუკი ეს შესაძლებელია საქმის შესწავლისათვის დადგენილი ვადის გათვალისწინებით.
4. სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მოვაჭრეს შესაბამის ინფორმაციას, განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს და განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად.
5. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობობებს განმცხადებელ(ებ)ს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ და განუმარტავს უფლება-მოვალეობებს.

2. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე მოვაჭრეს.
3. საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან/და პოზიციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.

ა) ჰყავდეს წარმომადგენელი;
ბ) სააგენტოს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;
ე) განაცხადოს აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ.
2. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, უარი თქვას განცხადებაზე, რაც წარმოების შეწყვეტის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა, მოვაჭრეს უფლება აქვს, აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად (შემდგომ – პირობითი ვალდებულებები).
4. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სააგენტომ არ გაამჟღავნოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს მისი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საქმის სრულად და ჯეროვნად შესწავლას.
5. მხარე ვალდებულია:
ა) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება;
ბ) სააგენტოს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2. სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა/მხარემ უნდა განაცხადოს აცილების/თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარეს შორის.
3. სააგენტოს თავმჯდომარის თვითაცილების/აცილების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას და სარგებლობს სააგენტოს თავმჯდომარისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით.
4. მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სააგენტოს კონკრეტული თანამშრომლის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს თავმჯდომარეს ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ.
5. სააგენტოს თავმჯდომარის/სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.
6. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
ა) ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს საქმის შესწავლისათვის საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია;
ბ) მხარეებისგან/დაინტერესებული პირებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;
გ) გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან;
დ) საქმის შესწავლისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მოვაჭრე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი;
ე) საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ საქმიანობასთან და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაყოვნებამ კი შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით კომპენსირებული ვერ იქნება;
ვ) განცხადების განხილვის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია ასევე განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;
ზ) საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო გადაღება ან/და ვიდეო-აუდიო ჩაწერა;
ზ1) განახორციელოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი ოქმის შედგენა.
თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სააგენტო ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება სააგენტოს თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებაზე მოწვეული პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს მისცენ ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე მხარეთა ერთობლივი მონაწილეობით.
3. მხარეს/დაინტერესებულ პირს შეტყობინება ახსნა-განმარტების წარმოდგენის ფორმის, დროისა და ადგილის შესახებ უნდა ჩაბარდეს პირადად, მის წარმომადგენელს, ოჯახის ქმედუნარიან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, ადრესატი მხარის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში.
4. სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მხარეთა მოთხოვნითაც.
5. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს/აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი/პირები და ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს.
6. მხარეს/დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოს ახსნა-განმარტების ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები.
7. მხარეს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სააგენტოს უნდა წარედგინოს საქმის შესწავლის დასრულებამდე. სააგენტო, საქმის გარემოებების და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, თავად წყვეტს ხსენებული ექსპერტის დასკვნის გაზიარების საკითხს.
2. სააგენტო განიხილავს სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს დაб თუ მიიჩნევს, რომ ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს.
3. თუ სააგენტო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მოვაჭრეს და აგრძელებს საქმის შესწავლას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრესთან დებს წერილობით შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო პირობები და გონივრული ვადა. ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მითითებული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
6. სააგენტო უფლებამოსილია მოვაჭრეს მოსთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება გარკვეული პერიოდულობით.
7. სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ:
ა) მოვაჭრე თავის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს სააგენტოს მიერ მასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს;
ბ) პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება.
ა) განცხადებაში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად, არ იკვეთება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი;
ბ) წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს;
გ) არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
დ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
ე) იმავე მოვაჭრის მიმართ იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე;
ვ) გასულია ამ პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა;
ზ) განცხადების დასაშვებობის ეტაპზე წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, თუ იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ.
2. საქმის შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ. სააგენტო საქმის შესწავლას წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი.

ა) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვოს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია);
ბ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ.
2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.
2. დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალების საფუძველზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტის დათვალიერება არ წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტიზას.
4. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დაავალოს მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში წარმოადგინონ ობიექტი დათვალიერების მიზნით.
5. დათვალიერების პროცედურის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს შორის შეთანხმებითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
6. მხარე(ებ)ის ან/და მესამე პირ(ებ)ის წერილობითი თანხმობით ობიექტის დათვალიერებისას ხორციელდება მისი ფოტო, აუდიო ან/და ვიდეო გადაღება საჭიროებისამებრ.
7. ობიექტის დათვალიერებისას დგება ოქმი. დათვალიერების ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) დათვალიერების ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) დათვალიერების განმახორციელებელი პირის ვინაობა;
გ) დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა;
დ) დათვალიერების საფუძველი;
ე) ობიექტის დეტალური აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მდგომარეობა;
ვ) დამატებითი შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. დათვალიერების ოქმის ფორმა განისაზღვრება ამ პროცედურის დანართი №2-ით.
9. დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ დათვალიერების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირ(ებ)ი.
10. უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
11. დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი დათვალიერების ოქმსა და მტკიცებულებებს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი მითითება.
4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესით.
5. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:
ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;
ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.
6. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
2. თუ წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარება პირველ მცდელობაზე შეუძლებელია, ის ადრესატს სულ მცირე კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოს იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან გაეგზავნოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.
3. თუ წერილის ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ მუხლით დადგენილი ფორმით ან ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის წერილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. წერილი საჯაროდ ვრცელდება სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება წერილის სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
4. თუ წერილი ან/და გადაწყვეტილება ადრესატს ვერ ბარდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს წერილის ან/და გადაწყვეტილების გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაცნობის თაობაზე.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით წერილის გაგზავნიდან 30 კალენდარულ დღეში ადრესატს წერილი ვერ ჩაჰბარდა, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 01.03.2023 წ.
2. საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო წერილობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შესახებ;
ბ) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღების შემთხვევაში დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე საქმის შესწავლის დასრულების შესახებ.
3. დარღვევის დადასტურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც იქონია/შესაძლოა იქონიოს გავლენა სადავო ქმედებამ, მომხმარებლებისთვის მიყენებულ ზიანს და სხვა გარემოებებს.
4. კანონის მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გონივრული დაშვება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული.
5. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა;
ბ) ფაქტების აღწერას;
გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას;
ე) დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მოვაჭრის მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.
6. მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:
ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
ბ) კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მხარეებს. თუ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
8. მოვაჭრე ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
9. სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
10. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
2. თუ დასაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
3. თუ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააგენტოს არ მიეწოდა ინფორმაცია მოვაჭრის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, სააგენტო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით იღებს გადაწყვეტილებას მოვაჭრის დაჯარიმების შესახებ.
4. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
5. მოვაჭრის მიერ იმავე დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
6. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები.
7. კანონის დარღვევის გამო დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსათვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრეს სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტისა და პროცედურის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს.
9. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 500 ლარი. ამ ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაა 1 000 ლარი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2024 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.
1. მოვაჭრე ვალდებულია, ჯარიმა გადაიხადოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
2. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 4. სააგენტოს გადაწყვეტილება, მხარის მიერ მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მოვაჭრეს დააკისროს შესაბამისი ჯარიმა.
დანართი 1 განცხადება
□ ვადასტურებ, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
განმცხადებელი /განმცხადებლის წარმომადგენელი ------------------------------------
ხელმოწერა --------------- თარიღი --------------- დანართი №2
დათვალიერების ოქმი № ___
დათვალიერების ობიექტის აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერა:
დამსწრე პირთა ხელმოწერები: სახელი, გვარი: ხელმოწერა:
დამატებითი შენიშვნები: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ. |
+
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის, 38-ე მუხლისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. შესავალი დებულებები🔗
1. „საქმის შესწავლის წესი და პროცედურა“ (შემდგომ − პროცედურა) შემუშავებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად.
2. პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე მომხმარებლის მიერ სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს.
3. ეს პროცედურა გამოიყენება კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლის დროს, გარდა კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
4. ამ პროცედურით გათვალისწინებული საქმის შესწავლა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
5. დოკუმენტში გამოყენებული განმარტებები შეესაბამება კანონის მე-4 მუხლით დადგენილ განმარტებებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
+
+
მუხლი 2. განცხადების წარდგენა და მისი რეკვიზიტები🔗
1. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს ამ პროცედურის დანართი №1-ით დადგენილი ფორმის შესაბამისი განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ (შემდგომ − განცხადება). 2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განმცხადებლის სახელს (სახელი, გვარი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია); ბ) არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის წარმომადგენლის სახელს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია); გ) მოვაჭრის დასახელებას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), დასახელება ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში), მისამართი და არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია); დ) დეტალურ ინფორმაციას კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაციას სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე; ე) მტკიცებულებათა ნუსხას, რომელიც ადასტურებს წინა ქვეპუნქტში მოცემულ გარემოებებს (არსებობის შემთხვევაში); ვ) მოთხოვნას გარკვეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ზ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ერთვის განცხადებას; თ) მითითებას განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე; ი) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის სახელს, გვარს, ხელმოწერასა და განცხადების წარდგენის თარიღს. 3. განცხადება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.+
მუხლი 3. სააგენტოსადმი მიმართვის ვადა🔗
1. კანონის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 2 წელი. 2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.+
მუხლი 4. განცხადების ფორმალური დასაშვებობა🔗
1. სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის, ამ პროცედურის მე-2 მუხლითა და დანართი №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს სააგენტო. 4. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 5. განცხადების მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება სააგენტოში ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარმოდგენის მომენტიდან. 6. თუ სააგენტოს წარედგინა განცხადება კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ განცხადებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.+
მუხლი 5. საქმის შესწავლის დაწყების საფუძვლები🔗
1. სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს.
2. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარისგან გამოითხოვოს შესაბამისი პოზიცია.
3. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას ისეთი ინფორმაციის საფუძველზეც, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული არ ყოფილა, მაგრამ გამოვლინდა წარმოების ფარგლებში.
4. მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი გულისხმობს მომხმარებელთა ფართო წრის საერთო ინტერესს. ამ შემთხვევაში სააგენტო ითვალისწინებს იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს სადავო ქმედებამ.
5. მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის სავარაუდო დარღვევის ფაქტის განსაზღვრისას, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქმედების ხასიათი და მისი უნარი, გავლენა იქონიოს მომხმარებელთა ფართო წრეზე ან/და ზიანი მიაყენოს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ მომხმარებელს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
7. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ქმედება არ იწვევს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის დარღვევას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 6. საქმის შესწავლის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება🔗
1. სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმის შესწავლის დაწყების შესახებ (შემდგომ – გადაწყვეტილება).
2. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღების თარიღს, განმცხადებლის/განმცხადებლების და მოვაჭრის დასახელებას და იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებსაც ემყარება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება.
3. სააგენტო უფლებამოსილია ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მოვაჭრის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის შესწავლა ერთიანი პროცედურის ფარგლებში. ხოლო, თუ საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია – მიღებული განცხადებები ჩართოს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თუკი ეს შესაძლებელია საქმის შესწავლისათვის დადგენილი ვადის გათვალისწინებით.
4. სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მოვაჭრეს შესაბამის ინფორმაციას, განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს და განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად.
5. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობობებს განმცხადებელ(ებ)ს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ და განუმარტავს უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 7. საქმის შესწავლის ვადა🔗
1. სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
2. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე მოვაჭრეს.
3. საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან/და პოზიციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
+
მუხლი 8. მხარეთა უფლებები და მოვალეობები🔗
1. განმცხადებელს და მოვაჭრეს (შემდგომ – მხარეები) უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს წარმომადგენელი;
ბ) სააგენტოს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;
ე) განაცხადოს აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ.
2. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, უარი თქვას განცხადებაზე, რაც წარმოების შეწყვეტის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა, მოვაჭრეს უფლება აქვს, აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად (შემდგომ – პირობითი ვალდებულებები).
4. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სააგენტომ არ გაამჟღავნოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს მისი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საქმის სრულად და ჯეროვნად შესწავლას.
5. მხარე ვალდებულია:
ა) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება;
ბ) სააგენტოს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 9. აცილება/თვითაცილება🔗
1. მხარეს უფლება აქვს, აცილება განაცხადოს სააგენტოს იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით. 2. სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა/მხარემ უნდა განაცხადოს აცილების/თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარეს შორის. 3. სააგენტოს თავმჯდომარის თვითაცილების/აცილების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას და სარგებლობს სააგენტოს თავმჯდომარისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით. 4. მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სააგენტოს კონკრეტული თანამშრომლის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს თავმჯდომარეს ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ. 5. სააგენტოს თავმჯდომარის/სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. 6. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.+
მუხლი 10. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები🔗
1. სააგენტოს უფლება აქვს:
ა) ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს საქმის შესწავლისათვის საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია;
ბ) მხარეებისგან/დაინტერესებული პირებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;
გ) გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან;
დ) საქმის შესწავლისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მოვაჭრე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი;
ე) საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ საქმიანობასთან და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაყოვნებამ კი შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით კომპენსირებული ვერ იქნება;
ვ) განცხადების განხილვის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია ასევე განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;
ზ) საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო გადაღება ან/და ვიდეო-აუდიო ჩაწერა;
ზ1) განახორციელოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი ოქმის შედგენა.
თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სააგენტო ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება სააგენტოს თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
+
+
მუხლი 11. ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები საქმის შესწავლის დროს🔗
1. მხარისგან/დაინტერესებული პირისგან ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით. 2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებაზე მოწვეული პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს მისცენ ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე მხარეთა ერთობლივი მონაწილეობით. 3. მხარეს/დაინტერესებულ პირს შეტყობინება ახსნა-განმარტების წარმოდგენის ფორმის, დროისა და ადგილის შესახებ უნდა ჩაბარდეს პირადად, მის წარმომადგენელს, ოჯახის ქმედუნარიან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, ადრესატი მხარის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში. 4. სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მხარეთა მოთხოვნითაც. 5. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს/აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი/პირები და ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს. 6. მხარეს/დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოს ახსნა-განმარტების ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები. 7. მხარეს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სააგენტოს უნდა წარედგინოს საქმის შესწავლის დასრულებამდე. სააგენტო, საქმის გარემოებების და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, თავად წყვეტს ხსენებული ექსპერტის დასკვნის გაზიარების საკითხს.+
მუხლი 12. მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღება🔗
1. მოვაჭრე უფლებამოსილია, საქმის შესწავლის დასრულებამდე, სააგენტოს შესთავაზოს და აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად. 2. სააგენტო განიხილავს სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს დაб თუ მიიჩნევს, რომ ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს. 3. თუ სააგენტო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მოვაჭრეს და აგრძელებს საქმის შესწავლას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრესთან დებს წერილობით შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო პირობები და გონივრული ვადა. ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მითითებული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. 6. სააგენტო უფლებამოსილია მოვაჭრეს მოსთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება გარკვეული პერიოდულობით. 7. სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ: ა) მოვაჭრე თავის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს სააგენტოს მიერ მასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს; ბ) პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება.+
მუხლი 13. საქმის შესწავლის შეწყვეტის საფუძვლები🔗
1. სააგენტო იღებს საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ შემთხვევებში:
ა) განცხადებაში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად, არ იკვეთება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი;
ბ) წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს;
გ) არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
დ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
ე) იმავე მოვაჭრის მიმართ იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე;
ვ) გასულია ამ პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა;
ზ) განცხადების დასაშვებობის ეტაპზე წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, თუ იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ.
2. საქმის შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ. სააგენტო საქმის შესწავლას წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
+
მუხლი 14. სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვა🔗
1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად უფლებამოსილია: ა) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვოს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია); ბ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ. 2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.+
მუხლი 141. სააგენტოს მიერ დათვალიერების ჩატარების პროცედურა🔗
1. ობიექტის დათვალიერებას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.2. დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალების საფუძველზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტის დათვალიერება არ წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტიზას.
4. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დაავალოს მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში წარმოადგინონ ობიექტი დათვალიერების მიზნით.
5. დათვალიერების პროცედურის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს შორის შეთანხმებითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
6. მხარე(ებ)ის ან/და მესამე პირ(ებ)ის წერილობითი თანხმობით ობიექტის დათვალიერებისას ხორციელდება მისი ფოტო, აუდიო ან/და ვიდეო გადაღება საჭიროებისამებრ.
7. ობიექტის დათვალიერებისას დგება ოქმი. დათვალიერების ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) დათვალიერების ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) დათვალიერების განმახორციელებელი პირის ვინაობა;
გ) დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა;
დ) დათვალიერების საფუძველი;
ე) ობიექტის დეტალური აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მდგომარეობა;
ვ) დამატებითი შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. დათვალიერების ოქმის ფორმა განისაზღვრება ამ პროცედურის დანართი №2-ით.
9. დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ დათვალიერების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირ(ებ)ი.
10. უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
11. დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი დათვალიერების ოქმსა და მტკიცებულებებს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
მუხლი 15. სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება და მიუწოდებლობა🔗
1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. 3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი მითითება.4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესით.
4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესით.
+
2. თუ წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარება პირველ მცდელობაზე შეუძლებელია, ის ადრესატს სულ მცირე კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოს იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან გაეგზავნოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.
3. თუ წერილის ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ მუხლით დადგენილი ფორმით ან ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის წერილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. წერილი საჯაროდ ვრცელდება სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება წერილის სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
4. თუ წერილი ან/და გადაწყვეტილება ადრესატს ვერ ბარდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს წერილის ან/და გადაწყვეტილების გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაცნობის თაობაზე.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით წერილის გაგზავნიდან 30 კალენდარულ დღეში ადრესატს წერილი ვერ ჩაჰბარდა, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 01.03.2023 წ.
+
+
მუხლი 17. სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
1. სააგენტო ვალდებულია საქმის შესწავლის შედეგად კანონის 32-ე მუხლით დადგენილ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
2. საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო წერილობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შესახებ;
ბ) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღების შემთხვევაში დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე საქმის შესწავლის დასრულების შესახებ.
3. დარღვევის დადასტურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც იქონია/შესაძლოა იქონიოს გავლენა სადავო ქმედებამ, მომხმარებლებისთვის მიყენებულ ზიანს და სხვა გარემოებებს.
4. კანონის მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გონივრული დაშვება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული.
5. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა;
ბ) ფაქტების აღწერას;
გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას;
ე) დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მოვაჭრის მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.
6. მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:
ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
ბ) კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მხარეებს. თუ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
8. მოვაჭრე ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
9. სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
10. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
+
მუხლი 18. ჯარიმა და მისი დაკისრების პროცედურა🔗
1. სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.2. თუ დასაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
3. თუ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააგენტოს არ მიეწოდა ინფორმაცია მოვაჭრის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, სააგენტო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით იღებს გადაწყვეტილებას მოვაჭრის დაჯარიმების შესახებ.
4. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
5. მოვაჭრის მიერ იმავე დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
6. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები.
7. კანონის დარღვევის გამო დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსათვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრეს სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტისა და პროცედურის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს.
8. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსათვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრეს სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტისა და პროცედურის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს.
9. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 500 ლარი. ამ ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაა 1 000 ლარი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2024 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.
+
მუხლი 19. სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება და გასაჩივრება🔗
1. მოვაჭრე ვალდებულია, ჯარიმა გადაიხადოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
2. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება, მხარის მიერ მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მოვაჭრეს დააკისროს შესაბამისი ჯარიმა.
დანართი 1
განცხადება
1. ზოგადი მონაცემები
განმცხადებელი :
1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
2. მისამართი:
3.ტელეფონი:
4.ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში):
განმცხადებლის წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში):
1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი:
2.მისამართი:
3.ტელეფონი:
4.ელ-ფოსტა:
მოვაჭრე:
1. სახელი, გვარი/პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება/ საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
2. მისამართი:
3. საკონტაქტო მონაცემები (არსებობის შემთხვევაში):
2. საქმის გარემოებების დეტალური აღწერა
დეტალური ინფორმაცია კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე
3. მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში)
1. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი № )
2.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი № )
3.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი № )
4. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა (არსებობის შემთხვევაში)
(გთხოვთ, დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად – შესაბამისი მითითებით)
5 . განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა
დასახელება:
დასახელება:
დასახელება:
□ ვადასტურებ, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
განმცხადებელი /განმცხადებლის წარმომადგენელი ------------------------------------
ხელმოწერა ---------------
თარიღი ---------------
დანართი №2
დათვალიერების ოქმი № ___
დათვალიერების ადგილი, თარიღი და დრო:
დათვალიერების განმახოციელებელი პირის ვინაობა
სახელი, გვარი:
დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა:
დათვალიერების საფუძველი:
დათვალიერების ობიექტის აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერა:
დამსწრე პირთა ხელმოწერები:
სახელი, გვარი: ხელმოწერა:
დამატებითი შენიშვნები:
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №45
2022 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის, 38-ე მუხლისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქმის შესწავლის წესი და პროცედურა“.
მუხლი 2🔗
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე
საქმის შესწავლის წესი და პროცედურა
მუხლი 1. შესავალი დებულებები🔗
მუხლი 1. შესავალი დებულებები🔗
1. „საქმის შესწავლის წესი და პროცედურა“ (შემდგომ − პროცედურა) შემუშავებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად.
2. პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე მომხმარებლის მიერ სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს.
2.პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისიწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე მომხმარებლის მიერ სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს.
3. ეს პროცედურა გამოიყენება კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლის დროს, გარდა კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
4. ამ პროცედურით გათვალისწინებული საქმის შესწავლა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
5. დოკუმენტში გამოყენებული განმარტებები შეესაბამება კანონის მე-4 მუხლით დადგენილ განმარტებებს.
5. დოკუმენტში გამოყენებული განმარტებები შეესაბამება კანონის მე-4 მუხლით დადგენილ განმარტებებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
მუხლი 2. განცხადების წარდგენა და მისი რეკვიზიტები🔗
მუხლი 2. განცხადების წარდგენა და მისი რეკვიზიტები🔗
1. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს ამ პროცედურის დანართი №1-ით დადგენილი ფორმის შესაბამისი განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ (შემდგომ − განცხადება).
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განმცხადებლის სახელს (სახელი, გვარი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის წარმომადგენლის სახელს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
გ) მოვაჭრის დასახელებას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), დასახელება ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში), მისამართი და არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია);
დ) დეტალურ ინფორმაციას კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაციას სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე;
ე) მტკიცებულებათა ნუსხას, რომელიც ადასტურებს წინა ქვეპუნქტში მოცემულ გარემოებებს (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მოთხოვნას გარკვეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ერთვის განცხადებას;
თ) მითითებას განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;
ი) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის სახელს, გვარს, ხელმოწერასა და განცხადების წარდგენის თარიღს.
3. განცხადება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
მუხლი 3. სააგენტოსადმი მიმართვის ვადა🔗
მუხლი 3. სააგენტოსადმი მიმართვის ვადა🔗
1. კანონის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 2 წელი.
2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.
მუხლი 4. განცხადების ფორმალური დასაშვებობა🔗
მუხლი 4. განცხადების ფორმალური დასაშვებობა🔗
1. სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის, ამ პროცედურის მე-2 მუხლითა და დანართი №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს სააგენტო.
4. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5. განცხადების მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება სააგენტოში ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარმოდგენის მომენტიდან.
6. თუ სააგენტოს წარედგინა განცხადება კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ განცხადებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 5. საქმის შესწავლის დაწყების საფუძვლები🔗
მუხლი 5. საქმის შესწავლის დაწყების საფუძვლები🔗
1. სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს.
2. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარისგან გამოითხოვოს შესაბამისი პოზიცია.
3. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას ისეთი ინფორმაციის საფუძველზეც, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული არ ყოფილა, მაგრამ გამოვლინდა წარმოების ფარგლებში.
3. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.
4. მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი გულისხმობს მომხმარებელთა ფართო წრის საერთო ინტერესს. ამ შემთხვევაში სააგენტო ითვალისწინებს იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს სადავო ქმედებამ.
5. მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის სავარაუდო დარღვევის ფაქტის განსაზღვრისას, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქმედების ხასიათი და მისი უნარი, გავლენა იქონიოს მომხმარებელთა ფართო წრეზე ან/და ზიანი მიაყენოს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ მომხმარებელს.
5. მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის სავარაუდო დარღვევის ფაქტის განსაზღვრისას, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქმედების ხასიათი და მისი უნარი, გავლენა იქონიოს მომხმარებელთა ფართო წრეზე ან/და ზიანი მიაყენოს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ მომხმარებელს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
7. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ქმედება არ იწვევს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის დარღვევას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
მუხლი 6. საქმის შესწავლის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება🔗
მუხლი 6. საქმის შესწავლის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება🔗
1. სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმის შესწავლის დაწყების შესახებ (შემდგომ – გადაწყვეტილება).
2. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღების თარიღს, განმცხადებლის/განმცხადებლების და მოვაჭრის დასახელებას და იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებსაც ემყარება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება.
3. სააგენტო უფლებამოსილია ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მოვაჭრის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის შესწავლა ერთიანი პროცედურის ფარგლებში. ხოლო, თუ საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია – მიღებული განცხადებები ჩართოს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თუკი ეს შესაძლებელია საქმის შესწავლისათვის დადგენილი ვადის გათვალისწინებით.
3. სააგენტო უფლებამოსილია ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მოვაჭრის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის შესწავლა ერთიანი პროცედურის ფარგლებში.
4. სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მოვაჭრეს შესაბამის ინფორმაციას, განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს და განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად.
5. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობობებს განმცხადებელ(ებ)ს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ და განუმარტავს უფლება-მოვალეობებს.
5. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობობებს განმცხადებელ(ებ)ს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ და განუმარტავს უფლება- მოვალეობებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
მუხლი 7. საქმის შესწავლის ვადა🔗
მუხლი 7. საქმის შესწავლის ვადა🔗
1. სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
2. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე მოვაჭრეს.
3. საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან/და პოზიციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
3. საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
მუხლი 8. მხარეთა უფლებები და მოვალეობები🔗
მუხლი 8. მხარეთა უფლებები და მოვალეობები🔗
1. განმცხადებელს და მოვაჭრეს (შემდგომ – მხარეები) უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს წარმომადგენელი;
ბ) სააგენტოს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;
ე) განაცხადოს აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ.
2. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, უარი თქვას განცხადებაზე, რაც წარმოების შეწყვეტის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს.
2. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, უარი თქვას განცხადებაზე, რაც საქმის შესწავლის შეწყვეტის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომხმარებელთა ჯგუფის უფლება მნიშვნელოვნად ილახება.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა, მოვაჭრეს უფლება აქვს, აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად (შემდგომ – პირობითი ვალდებულებები).
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა, მოვაჭრეს უფლება აქვს, აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად (შემდგომ – პირობითი ვალდებულებები).
4. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სააგენტომ არ გაამჟღავნოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს მისი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საქმის სრულად და ჯეროვნად შესწავლას.
4. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სააგენტომ არ გაამჟღავნოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს მისი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საქმის სრულად და ჯეროვნად შესწავლას.
5. მხარე ვალდებულია:
ა) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება;
ბ) სააგენტოს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
მუხლი 9. აცილება/თვითაცილება🔗
მუხლი 9. აცილება/თვითაცილება🔗
1. მხარეს უფლება აქვს, აცილება განაცხადოს სააგენტოს იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.
2. სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა/მხარემ უნდა განაცხადოს აცილების/თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარეს შორის.
3. სააგენტოს თავმჯდომარის თვითაცილების/აცილების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას და სარგებლობს სააგენტოს თავმჯდომარისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით.
4. მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სააგენტოს კონკრეტული თანამშრომლის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს თავმჯდომარეს ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ.
5. სააგენტოს თავმჯდომარის/სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.
6. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 10. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები🔗
მუხლი 10. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები🔗
1. სააგენტოს უფლება აქვს:
ა) ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს საქმის შესწავლისათვის საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია;
ბ) მხარეებისგან/დაინტერესებული პირებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;
გ) გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან;
დ) საქმის შესწავლისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მოვაჭრე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი;
ე) საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ საქმიანობასთან და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაყოვნებამ კი შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით კომპენსირებული ვერ იქნება;
ვ) განცხადების განხილვის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია ასევე განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;
ზ) საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო გადაღება ან/და ვიდეო-აუდიო ჩაწერა;
ზ1) განახორციელოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი ოქმის შედგენა.
თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სააგენტო ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება სააგენტოს თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
მუხლი 11. ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები საქმის შესწავლის დროს🔗
მუხლი 11. ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები საქმის შესწავლის დროს🔗
1. მხარისგან/დაინტერესებული პირისგან ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით.
2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებაზე მოწვეული პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს მისცენ ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე მხარეთა ერთობლივი მონაწილეობით.
3. მხარეს/დაინტერესებულ პირს შეტყობინება ახსნა-განმარტების წარმოდგენის ფორმის, დროისა და ადგილის შესახებ უნდა ჩაბარდეს პირადად, მის წარმომადგენელს, ოჯახის ქმედუნარიან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, ადრესატი მხარის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში.
4. სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მხარეთა მოთხოვნითაც.
5. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს/აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი/პირები და ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს.
6. მხარეს/დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოს ახსნა-განმარტების ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები.
7. მხარეს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სააგენტოს უნდა წარედგინოს საქმის შესწავლის დასრულებამდე. სააგენტო, საქმის გარემოებების და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, თავად წყვეტს ხსენებული ექსპერტის დასკვნის გაზიარების საკითხს.
მუხლი 12. მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღება🔗
მუხლი 12. მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღება🔗
1. მოვაჭრე უფლებამოსილია, საქმის შესწავლის დასრულებამდე, სააგენტოს შესთავაზოს და აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად.
2. სააგენტო განიხილავს სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს დაб თუ მიიჩნევს, რომ ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს.
3. თუ სააგენტო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მოვაჭრეს და აგრძელებს საქმის შესწავლას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრესთან დებს წერილობით შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო პირობები და გონივრული ვადა. ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მითითებული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
6. სააგენტო უფლებამოსილია მოვაჭრეს მოსთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება გარკვეული პერიოდულობით.
7. სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ:
ა) მოვაჭრე თავის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს სააგენტოს მიერ მასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს;
ბ) პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება.
მუხლი 13. საქმის შესწავლის შეწყვეტის საფუძვლები🔗
მუხლი 13. საქმის შესწავლის შეწყვეტის საფუძვლები🔗
1. სააგენტო იღებს საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ შემთხვევებში:
ა) განცხადებაში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად, არ იკვეთება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი;
ბ) წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს;
ბ) საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომხმარებლების უფლებები მნიშვნელოვნად ილახება;
გ) არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
დ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
დ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
ე) იმავე მოვაჭრის მიმართ იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე;
ე) იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე;
ვ) გასულია ამ პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა;
ვ) გასულია ამ პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
ზ) განცხადების დასაშვებობის ეტაპზე წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, თუ იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ.
2. საქმის შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ. სააგენტო საქმის შესწავლას წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
მუხლი 14. სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვა🔗
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
მუხლი 14. სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვა🔗
1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად უფლებამოსილია:
ა) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვოს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია);
ბ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ.
2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.
მუხლი 15. სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება და მიუწოდებლობა🔗
მუხლი 141. სააგენტოს მიერ დათვალიერების ჩატარების პროცედურა🔗
1. ობიექტის დათვალიერებას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.2. დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალების საფუძველზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტის დათვალიერება არ წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტიზას.
4. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დაავალოს მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში წარმოადგინონ ობიექტი დათვალიერების მიზნით.
5. დათვალიერების პროცედურის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარე(ებ)ს ან/და მესამე პირ(ებ)ს შორის შეთანხმებითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
6. მხარე(ებ)ის ან/და მესამე პირ(ებ)ის წერილობითი თანხმობით ობიექტის დათვალიერებისას ხორციელდება მისი ფოტო, აუდიო ან/და ვიდეო გადაღება საჭიროებისამებრ.
7. ობიექტის დათვალიერებისას დგება ოქმი. დათვალიერების ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) დათვალიერების ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) დათვალიერების განმახორციელებელი პირის ვინაობა;
გ) დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა;
დ) დათვალიერების საფუძველი;
ე) ობიექტის დეტალური აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მდგომარეობა;
ვ) დამატებითი შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. დათვალიერების ოქმის ფორმა განისაზღვრება ამ პროცედურის დანართი №2-ით.
9. დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ დათვალიერების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირ(ებ)ი.
10. უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის დავალებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
11. დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი დათვალიერების ოქმსა და მტკიცებულებებს წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
მუხლი 15. სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება და მიუწოდებლობა🔗
1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი მითითება.
4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესით.
5. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:
ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;
ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.
6. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
მუხლი 16. მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება და წარდგენა🔗
1. სააგენტო საქმის შესწავლასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს მხარეს/მესამე პირს უგზავნის ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შორის შეთანხმებით გათვალისწინებული მიწოდების სხვა მეთოდით, რაც მიტანის დადასტურების საშუალებას იძლევა. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია სააგენტოს ადმინისტრაციულ ოფისშიც.
2. თუ მხარისთვის/მესამე პირისთვის პირველ მცდელობაზე დოკუმენტების მიწოდება შეუძლებელია, ისინი შესაბამის პირს სულ მცირე კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოს იგივე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან გაეგზავნოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.
2. თუ წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარება პირველ მცდელობაზე შეუძლებელია, ის ადრესატს სულ მცირე კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოს იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან გაეგზავნოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.
3. თუ სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის მისამართზე მიტანას, ან პირი უარს აცხადებს დოკუმენტების ჩაბარებაზე, სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურს, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს, რომ ადრესატს დოკუმენტები გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაეგზავნოს.
3. თუ წერილის ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ მუხლით დადგენილი ფორმით ან ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის წერილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. წერილი საჯაროდ ვრცელდება სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება წერილის სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
4. თუ წერილი ან/და გადაწყვეტილება ადრესატს ვერ ბარდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს წერილის ან/და გადაწყვეტილების გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაცნობის თაობაზე.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით წერილის გაგზავნიდან 30 კალენდარულ დღეში ადრესატს წერილი ვერ ჩაჰბარდა, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 01.03.2023 წ.
მუხლი 17. სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
მუხლი 17. სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
1. სააგენტო ვალდებულია საქმის შესწავლის შედეგად კანონის 32-ე მუხლით დადგენილ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
2. საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო წერილობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შესახებ;
ბ) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღების შემთხვევაში დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე საქმის შესწავლის დასრულების შესახებ.
3. დარღვევის დადასტურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც იქონია/შესაძლოა იქონიოს გავლენა სადავო ქმედებამ, მომხმარებლებისთვის მიყენებულ ზიანს და სხვა გარემოებებს.
4. კანონის მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გონივრული დაშვება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული.
5. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა;
ბ) ფაქტების აღწერას;
გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას;
ე) დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მოვაჭრის მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.
6. მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:
ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
ბ) კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მხარეებს. თუ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოვაჭრეს.
8. მოვაჭრე ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
9. სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
10. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
მუხლი 18. ჯარიმა და მისი დაკისრების პროცედურა🔗
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
1. სააგენტოს გადაწყვეტილების, მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.
2. თუ დაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან.
მუხლი 18. ჯარიმა და მისი დაკისრების პროცედურა🔗
1. სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.2. თუ დასაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
3. თუ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააგენტოს არ მიეწოდა ინფორმაცია მოვაჭრის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, სააგენტო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით იღებს გადაწყვეტილებას მოვაჭრის დაჯარიმების შესახებ.
4. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
5. მოვაჭრის მიერ იმავე დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
6. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები.
7. კანონის დარღვევის გამო დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. ჯარიმის განსაზღვრის წესი მტკიცდება სააგენტოს სახელმძღვანელო დოკუმენტით.
8. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსათვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრეს სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტისა და პროცედურის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს.
მუხლი 19. სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება და გასაჩივრება🔗
9. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 500 ლარი. ამ ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაა 1 000 ლარი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 21.12.2023 წ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2024 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.
მუხლი 19. სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება და გასაჩივრება🔗
1. მოვაჭრე ვალდებულია, ჯარიმა გადაიხადოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
2. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება, მხარის მიერ მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მოვაჭრეს დააკისროს შესაბამისი ჯარიმა.
დანართი 1
განცხადება
1.
ზოგადი მონაცემები
1. ზოგადი მონაცემები
განმცხადებელი
:
1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი
(ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
განმცხადებელი :
1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
2. მისამართი:
3.ტელეფონი:
4.ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში):
განმცხადებლის წარმომადგენელი
(არსებობის შემთხვევაში):
განმცხადებლის წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში):
1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი:
2.მისამართი:
3.ტელეფონი:
4.ელ-ფოსტა:
მოვაჭრე:
1. სახელი, გვარი/პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება/ საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
1. სახელი, გვარი/პირადი ნომერი
(ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება/ საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
2. მისამართი:
3. საკონტაქტო მონაცემები (არსებობის შემთხვევაში):
2.
საქმის გარემოებების დეტალური აღწერა
2. საქმის გარემოებების დეტალური აღწერა
დეტალური ინფორმაცია კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე
3.
მტკიცებულებები
(არსებობის შემთხვევაში)
1. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი №
)
2.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი №
)
3.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი №
)
4. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა
(არსებობის შემთხვევაში)
3. მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში)
(გთხოვთ, დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად – შესაბამისი
მითითებით)
5
.
განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა
1. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი № )
2.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი № )
3.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს
(დანართი № )
4. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა (არსებობის შემთხვევაში)
(გთხოვთ, დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად – შესაბამისი მითითებით)
5 . განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა
დასახელება:
დასახელება:
დასახელება:
□ ვადასტურებ, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
განმცხადებელი /განმცხადებლის წარმომადგენელი ------------------------------------
ხელმოწერა
---------------
ხელმოწერა ---------------
თარიღი ---------------
დანართი №2
დათვალიერების ოქმი № ___
დათვალიერების ადგილი, თარიღი და დრო:
დათვალიერების განმახოციელებელი პირის ვინაობა
სახელი, გვარი:
დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა:
დათვალიერების საფუძველი:
დათვალიერების ობიექტის აღწერა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერა:
დამსწრე პირთა ხელმოწერები:
სახელი, გვარი: ხელმოწერა:
დამატებითი შენიშვნები:
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.12.2025 წ.
თარიღი ---------------
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“, №45, 29.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5579525-5/