კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 222.090.000.10.008.005.962
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №159
2003 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
საბანკო საქმიანობის ლიცენზიაგაუქმებული კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და ორგანიზებულად წარმართვის, აგრეთვე ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და 37-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის თანდართული წესი.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე ი. მანაგაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდე ნ ტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდე ნ ტის 2007წლის 15 თებერვლის ბრძანება №44-სსმIII, №26,28.02.2007წ., მუხ.314
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი გამოიყენება იმ კომერციული ბანკის (შემდგომში - ბანკი) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში - ეროვნული ბანკი) გაუუქმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. ეროვნული ბანკის მიერ ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება ბანკის ლიკვიდაციის პროცესი.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
4. ბანკის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტით. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ ბანკთან დაკავშირებული პირი.
5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა შეიძლება განხორციელდეს ერთი ადმინისტარციული აქტით.
6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი (აქტები) დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოში.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი (აქტები) წარედგინება ამ ბანკის მარეგისტრირებელ სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.
მუხლი 2. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები
1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ ბანკის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.
2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშები გარდაიქმნება სალიკვიდაციო ანგარიშებად (როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით), რომელზეც გადაიტანება ბანკის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკში წყდება პროცენტებისა და საურავების დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გადაიტანება შესაბამისი პირის ძირითად ანგარიშზე.
4. ბანკში ერთი ფიზიკური პირის სახელზე სხვადასხვა საანაბრე ანგარიშებზე და/ან სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები ერთიანდება და გადაიტანება შესაბამისი ფიზიკური პირის ძირითად ანგარიშზე.
5. პირის ძირითად ანგარიშზე რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის ერთი მოთხოვნა ბანკის მიმართ.
6. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ დაუშვებელია ბანკის კრედიტორმა, დებიტორმა ან ლიკვიდატორმა მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ვადადამდგარი მოთხოვნების მიმართ.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთანავე ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ლუქავენ და აღრიცხავენ სალიკვიდაციო ბანკის დოკუმენტაციას, შენობა-ნაგებობებსა და სხვა ძირითად საშუალებებს.
8. ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ბანკი ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 3. ლიკვიდატორის უფლებები
1. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. მას ეკისრება ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.
2. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს ბანკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას ახალ გარიგებებში.
4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეუძლია შეწყვიტოს:
ა) გარიგება ბანკის თანამშრომელთა დაქირავების შესახებ;
ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი მონაწილეობდა;
გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს საიჯარო გადასახდელის მოთხოვნა, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას.
5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბანკის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ისეთი მოქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილად ცნობა, რომელთა შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულ პირებს ამ ბანკის ხარჯზე ჰქონდათ ქონებრივი სარგებელი ან რაიმე უპირატესობა, პრივილეგია, შეღავათი, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.
6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები ან აქტივების ხელსაყრელი პირობებით რეალიზაციისათვის ამოირჩიოს რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა. ამისათვის მან ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს ის გათვლები და ვარაუდები, რომლებსაც დაეყრდნობა რეალიზაციის ფორმის შერჩევისას, კერძოდ, ამონაგები თანხის ოდენობის, რეალიზაციის ვადების, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, აქტივების ფლობასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯების შესახებ.
7. ლიკვიდატორს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:
ა) მიიღოს სესხი ეროვნული ბანკისაგან;
ბ) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე შესაბამის სამსახურებთან ბანკის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;
გ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს სალიკვიდაციო ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
8. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები სხვა ბანკში სხვადასხვა ვალუტით;
ბ) დროებით არ დახუროს სხვა ბანკებში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები;
გ) მიიღოს სესხი სხვა ბანკებისაგან;
დ) გადასცეს სხვა ბანკს სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება და ორგანიზაცია გაუწიოს ასეთი ბანკისათვის ვალდებულებათა გადაცემას.
მუხლი 4. ლიკვიდატორის ვალდებულებები
1. ლიკვიდატორმა ბანკის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს ეროვნული ბანკის, როგორც საზედამხედველო ორგანოს, და იმ პირთა წინაშე, რომელთა მიმართაც დაუშვა ბრალეული მოქმედება.
2. ლიკვიდატორმა დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს ბანკის საქმეები ბანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.
3. ლიკვიდატორი ვალდებულია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 დღეში:
ა) შეადგინოს სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები მოკორესპონდენტო ბანკებს, საბანკო ბარათებისა და ფულადი გზავნილებების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება და მოითხოვოს ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათების გაუქმება;
გ) უზრუნველყოს ბანკის კუთვნილი ყველა ბანკომატის დალუქვა;
დ) გააკეთოს განაცხადები საჯარო რეესტრში, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსა და პოლიციაში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს სალიკვიდაციო ბანკის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება;
ე) დაუგზავნოს შეტყობინებები ბანკის ყოფილ ყველა ადმინისტრატორს ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდაცვის ორგანოებს.
4. ლიკვიდატორმა განადგურების მიზნით ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი უნდა ჩააბაროს პოლიციის რაიონულ განყოფილებას და უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.
5. ლიკვიდატორმა მოკორესპონდენტო ბანკებში უნდა წარადგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათები.
6. ლიკვიდატორმა უნდა უზრუნველყოს სხვა ბანკებში სალიკვიდაციო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხების გადარიცხვა ეროვნულ ბანკში არსებულ სალიკვიდაციო ანგარიშებზე და ასეთი საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა.
7. ლიკვიდატორმა სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში:
ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება კრედიტორებს უნდა აცნობოს სპეციალური შეტყობინებით, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ დადგენილ ვადებში ბანკს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთები. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით;
ბ) ბანკის მსესხებლებს და სხვა დებიტორებს უნდა დაუგზავნოს შეტყობინებები ხელშეკრულებების შესაბამისად ბანკის წინაშე არსებული დავალიანების (ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების) სრულად და დროულად დაფარვის შესახებ და უნდა მოსთხოვოს 1 თვეში წერილობითი დასტურის წარდგენა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. შეტყობინებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ, თუ ვალდებულების დაფარვა წერილობით არ არის დადასტურებული, საქმე გადაეცემა შესაბამის სასამართლოებს.
8. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;
ბ) დანიშვნიდან ორ თვეში ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად გაუგზავნოს დაზღვეული წერილობითი ამონაწერები ყველა იმ პირს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, ვის ქონებასაც განაგებს ბანკი, რომლებშიც აღნიშნული იქნება, რომ წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში მათ საკუთარი ფასეულობის მისაღებად უნდა წარადგინონ თავიანთი მოთხოვნის რეალურობის დამადასტურებელი საბუთები;
გ) დანიშვნიდან ორ თვეში მიიღოს საჭირო ზომები რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება; დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და ყველა ანგარიშსწორება განახორციელოს რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;
დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ბანკის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში - მათი აუდიტორული შეფასება, შეადგინოს ბანკის აქტივ-პასივების ნუსხა და გამოსაქვეყნებლად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
ე) უზრუნველყოს ბანკის მიმართ მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;
ვ) ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების ბანკისათვის ხელსაყრელ რესტრუქტურიზაციას, რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და დროულად დასაფარავად;
ზ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლო ორგანოებში საქმეების აღძვრის ჩათვლით;
თ) ბანკში ქონების გაფლნაგვა-განიავებისა და დატაცების ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საქმეები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;
ი) გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ ან სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
კ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სალიკვიდაციო ბანკის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში;
ლ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
მ) ბანკის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
ნ) მესაკუთრის გამოვლენის მიზნით ეროვნულ ბანკს შესანახად გადასცეს ფულადი სახსრები და ქონება (შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად), რომელიც ერიცხება ბანკს ხელშეკრულებების ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე და რომელთა გამოთხოვაც არ მოხდა ამონაწერში მითითებულ ვადებში;
ო) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;
პ) მოეპყროს ბანკის კლიენტებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები.
9. ლიკვიდაციის პროცესში ბანკის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს სალიკვიდაციო ბანკის საქმეები.
მუხლი 5. მოთხოვნების დაკმაყოფილება
1. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო და იპოთეკა, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების შესაბამისად (გირაოს და იპოთეკის ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) ფიზიკურ პირთა ანაბრები დაუბეგრავი მინიმუმის ასმაგი ოდენობის ფარგლებში (ამ ქვეპუნქტში ერთიანდება ბანკის ყველა ფიზიკური პირის კუთვნილი ანაბრებიდან დაუბეგრავი მინიმუმის ასმაგი ოდენობის ფარგლებში რიცხული თანხები);
გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) სხვა ნებისმიერი დეპოზიტი;
ე) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები.
თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.
პირველი პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების თანაბარი პროპორციით დაფარვის უზრუნველსაყოფად ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება.
მუხლი 51. სალიკვიდაციო ბანკში საჯარო აუქციონის ჩატარების პროცედურა ლიკვიდატორის მიერ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოსილების გამოყენების შემთხვევაში საჯარო აუქციონი წარიმართება შემდეგი პროცედურების დაცვით:
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს ლიკვიდატორი. იგი აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას პრესაში, რომელიც უნდა მოიცავდეს აუქციონის გამართვის თარიღს, გასაყიდი ქონების და/ან აქტივის დასახელებას და საწყის ფასს, აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღების ვადასა და ადგილს, ბეს მოცულობასა და შეტანის წესს, აუქციონის პირობებს და სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის მოკლე აღწერას, განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც აქვთ უფლებები აუქციონზე გასაყიდად გასატან ნივთზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ბ) განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ, საინფორმაციო წყაროების მითითებით, ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 14 დღით ადრე;
გ) აუქციონს ატარებს აუქციონის ჩატარების მიზნით ლიკვიდატორის მიერ შექმნილი სააუქციონო კომისია ლიკვიდატორის თავმჯდომარეობით. სააუქციონო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან, რომლებსაც შეირჩევს ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით;
დ) აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადებები არ მიიღება;
ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს შევსებული განცხადების ფორმა, ბეს შეტანის ქვითარი; ფიზიკურმა პირმა – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიულმა პირმა – წარმომადგენლობითი უფლება-მოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა ქონების რამდენიმე ობიექტით ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ბე ცალ-ცალკე ყველა ობიექტისათვის. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მონაწილეს გადასცემს „საჯარო აუქციონის მონაწილის ბარათს“;
ვ) აუქციონს გახსნილად აცხადებს ლიკვიდატორი (კომისიის თავმჯდომარე) და მონაწილეებს სთავაზობს საწყის ფასს. აუქციონი გრძელდება მანამდე, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. ლიკვიდატორმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შეთავაზება სამჯერ ხმამაღლა და მყიდველი;
ზ) აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება ხელშეკრულების ხელმოწერიდან ხუთ დღეში მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებული ფასის შესაბამისი ფულადი თანხა შეიტანოს ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშზე ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 პროცენტი, გადახდის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 15 კალენდარული დღით. შესაძლებელია სათანადო დასაბუთების არსებობისას, ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, მოხდეს ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დროულად არ გადაიხდის აუქციონზე დასახელებულ თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და ბე არ უბრუნდება;
თ) თუ აუქციონის მონაწილის ბარათის მფლობელი ვერ გახდება გამარჯვებული ან არ გამოცხადდება საჯარო აუქციონზე, ან მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობაში, მას გადახდილი ბე უბრუნდება;
ი) ქონების და/ან აქტივის შემძენს ამ ქონების და/ან აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
კ) აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ახალ შემძენზე საკუთრების გადასვლით ნივთის მფლობელი განიხილება დამქირავებლად და ვალდებულია იხადოს ქირა საბაზრო პირობების შესაბამისად;
ლ) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე ქონების და/ან აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;
მ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში;
ნ) ყოველი აუქციონის შემდეგ ლიკვიდატორის მიერ შექმნილი კომისია აჯამებს საჯარო აუქციონის შედეგებს, ადგენს შესაბამის ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება და მას ხელს აწერენ მყიდველი, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. საჯარო აუქციონის ოქმს მოხსენებით ბარათთან ერთად ლიკვიდატორი წარუდგენს ეროვნულ ბანკს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007წლის 15 თებერვლის ბრძანება №44-სსმIII, №26,28.02.2007წ., მუხ.314
მუხლი 6. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება
1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სალიკვიდაციო ბანკის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ბანკის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე.
2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) სრულადაა დაფარული ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;
ბ) ბანკს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარა აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად და იგი ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა გაკოტრებულად.
3. ბანკს აქტივები აღარა აქვს, თუ:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
4. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს ბანკის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ბანკის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) ბანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
დ) ინფორმაციას ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
5. ლიკვიდატორის ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ბანკის სალიკვიდაციო აქტი ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს.
6. ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
7. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი ბანკის სალიკვიდაციო აქტთან ერთად წარედგინება შესაბამის სასამართლო ორგანოს ბანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოსაღებად. ბანკის სალიკვიდაციო აქტის ერთი პირი თანდართული ანგარიშით ინახება ეროვნულ ბანკში.
8. გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით, შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად. საქმიანობის საგნის შეცვლა უნდა ემსახურებოდეს ბანკის ვალდებულებების გასტუმრებას, რისთვისაც საჭიროა ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. აქციონერთა გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი ეკონომიკური გათვლებითა და გაანგარიშებებით.
9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში წყდება ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესი და იგი აღარ ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 7. ეროვნული ბანკის უფლებები
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკი;
ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;
გ) ადმინისტრაციული აქტით ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;
დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;
ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოვლენილი დარღვევების გამო მათი სერიოზულობის გათვალისწინებით ლიკვიდატორის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი ან საქმე გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს.
მუხლი 8. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა
1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:
ა) ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაფარვის რიგითობის დაცვისათვის;
გ) თავისი საქმიანობის პერიოდში ბანკის აქტივების გაფლანგვა-განიავებისა და ასეთი ფაქტების შესაბამისი სამართალდაცვის ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;
დ) ეროვნული ბანკისაგან ან სხვა ბანკებისაგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის;
ე) სალიკვიდაციო ბანკის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;
ვ) ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;
ზ) ბანკის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის ფაქტების შესაბამის სამართალდაცვის ორგანოებში გადაუცემლობისათვის;
თ) ფინანსური დარღვევებისათვის;
ი) სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის;
კ) ბანკის კლიენტებთან არაეთიკური მოპყრობისათვის.
მუხლი 9. ლიკვიდატორის კვალიფიკაციის კრიტერიუმები
1. ლიკვიდატორის კანდიდატურას შეარჩევს ეროვნული ბანკი ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ბანკის სალიკვიდაციო საქმის ეფექტიანად წარმართვისათვის ბანკის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის საჭირო სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
3. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან სამართალმცოდნეობა.
4. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.
5. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე ბანკში.
6. ლიკვიდატორად არ უნდა დაინიშნოს პირი, რომელზეც ვრცელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტითა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები.
7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.
8. შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 222.090.000.10.008.005.962
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №159
2003 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
საბანკო საქმიანობის ლიცენზიაგაუქმებული კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და ორგანიზებულად წარმართვის, აგრეთვე ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და 37-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის თანდართული წესი.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე ი. მანაგაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდებტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007წლის 15 თებერვლის ბრძანება №44-სსმIII, №26,28.02.2007წ., მუხ.314

მუხლი 51. სალიკვიდაციო ბანკში საჯარო აუქციონის ჩატარების პროცედურა ლიკვიდატორის მიერ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოსილების გამოყენების შემთხვევაში საჯარო აუქციონი წარიმართება შემდეგი პროცედურების დაცვით:🔗

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდებტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 222.090.000.10.008.005.962
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №159
2003 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
საბანკო საქმიანობის ლიცენზიაგაუქმებული კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და ორგანიზებულად წარმართვის, აგრეთვე ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და 37-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის თანდართული წესი.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე ი. მანაგაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007წლის 15 თებერვლის ბრძანება №44-სსმIII, №26,28.02.2007წ., მუხ.314
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 15 თებერვლის ბრძანება №44-სსმIII, №26,28.02.2007წ., მუხ.314
3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №23/04 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი გამოიყენება იმ კომერციული ბანკის (შემდგომში - ბანკი) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში - ეროვნული ბანკი) გაუუქმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. ეროვნული ბანკის მიერ ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება ბანკის ლიკვიდაციის პროცესი.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
4. ბანკის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტით. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ ბანკთან დაკავშირებული პირი.
5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა შეიძლება განხორციელდეს ერთი ადმინისტარციული აქტით.
6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი (აქტები) დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოში.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი (აქტები) წარედგინება ამ ბანკის მარეგისტრირებელ სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.
მუხლი 2. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები🔗
1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ ბანკის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.
2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშები გარდაიქმნება სალიკვიდაციო ანგარიშებად (როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით), რომელზეც გადაიტანება ბანკის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა.
2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში (ანგარიშები) დაიხურება და ეროვნულ ბანკში გაიხსნება ახალი სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით), რომელზეც გადაიტანება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) რიცხული ნაშთი და სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკში წყდება პროცენტებისა და საურავების დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გადაიტანება შესაბამისი პირის ძირითად ანგარიშზე.
4. ბანკში ერთი ფიზიკური პირის სახელზე სხვადასხვა საანაბრე ანგარიშებზე და/ან სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები ერთიანდება და გადაიტანება შესაბამისი ფიზიკური პირის ძირითად ანგარიშზე.
5. პირის ძირითად ანგარიშზე რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის ერთი მოთხოვნა ბანკის მიმართ.
6. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ დაუშვებელია ბანკის კრედიტორმა, დებიტორმა ან ლიკვიდატორმა მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ვადადამდგარი მოთხოვნების მიმართ.
7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთანავე ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ლუქავენ და აღრიცხავენ სალიკვიდაციო ბანკის დოკუმენტაციას, შენობა-ნაგებობებსა და სხვა ძირითად საშუალებებს.
8. ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ბანკი ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №23/04 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.
მუხლი 3. ლიკვიდატორის უფლებები🔗
1. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. მას ეკისრება ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.
2. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს ბანკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას ახალ გარიგებებში.
4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეუძლია შეწყვიტოს:
ა) გარიგება ბანკის თანამშრომელთა დაქირავების შესახებ;
ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი მონაწილეობდა;
გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს საიჯარო გადასახდელის მოთხოვნა, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას.
5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბანკის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ისეთი მოქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილად ცნობა, რომელთა შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულ პირებს ამ ბანკის ხარჯზე ჰქონდათ ქონებრივი სარგებელი ან რაიმე უპირატესობა, პრივილეგია, შეღავათი, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.
6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები ან აქტივების ხელსაყრელი პირობებით რეალიზაციისათვის ამოირჩიოს რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა. ამისათვის მან ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს ის გათვლები და ვარაუდები, რომლებსაც დაეყრდნობა რეალიზაციის ფორმის შერჩევისას, კერძოდ, ამონაგები თანხის ოდენობის, რეალიზაციის ვადების, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, აქტივების ფლობასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯების შესახებ.
7. ლიკვიდატორს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:
ა) მიიღოს სესხი ეროვნული ბანკისაგან;
ბ) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე შესაბამის სამსახურებთან ბანკის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;
გ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს სალიკვიდაციო ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
8. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები სხვა ბანკში სხვადასხვა ვალუტით;
ბ) დროებით არ დახუროს სხვა ბანკებში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები;
გ) მიიღოს სესხი სხვა ბანკებისაგან;
დ) გადასცეს სხვა ბანკს სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება და ორგანიზაცია გაუწიოს ასეთი ბანკისათვის ვალდებულებათა გადაცემას.
მუხლი 4. ლიკვიდატორის ვალდებულებები🔗
1. ლიკვიდატორმა ბანკის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს ეროვნული ბანკის, როგორც საზედამხედველო ორგანოს, და იმ პირთა წინაშე, რომელთა მიმართაც დაუშვა ბრალეული მოქმედება.
2. ლიკვიდატორმა დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს ბანკის საქმეები ბანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.
3. ლიკვიდატორი ვალდებულია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 დღეში:
ა) შეადგინოს სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები მოკორესპონდენტო ბანკებს, საბანკო ბარათებისა და ფულადი გზავნილებების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება და მოითხოვოს ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათების გაუქმება;
გ) უზრუნველყოს ბანკის კუთვნილი ყველა ბანკომატის დალუქვა;
დ) გააკეთოს განაცხადები საჯარო რეესტრში, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსა და პოლიციაში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს სალიკვიდაციო ბანკის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება;
ე) დაუგზავნოს შეტყობინებები ბანკის ყოფილ ყველა ადმინისტრატორს ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდაცვის ორგანოებს.
4. ლიკვიდატორმა განადგურების მიზნით ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი უნდა ჩააბაროს პოლიციის რაიონულ განყოფილებას და უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.
5. ლიკვიდატორმა მოკორესპონდენტო ბანკებში უნდა წარადგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათები.
6. ლიკვიდატორმა უნდა უზრუნველყოს სხვა ბანკებში სალიკვიდაციო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხების გადარიცხვა ეროვნულ ბანკში არსებულ სალიკვიდაციო ანგარიშებზე და ასეთი საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა.
7. ლიკვიდატორმა სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში:
ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება კრედიტორებს უნდა აცნობოს სპეციალური შეტყობინებით, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ დადგენილ ვადებში ბანკს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთები. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით;
ბ) ბანკის მსესხებლებს და სხვა დებიტორებს უნდა დაუგზავნოს შეტყობინებები ხელშეკრულებების შესაბამისად ბანკის წინაშე არსებული დავალიანების (ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების) სრულად და დროულად დაფარვის შესახებ და უნდა მოსთხოვოს 1 თვეში წერილობითი დასტურის წარდგენა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. შეტყობინებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ, თუ ვალდებულების დაფარვა წერილობით არ არის დადასტურებული, საქმე გადაეცემა შესაბამის სასამართლოებს.
8. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;
ბ) დანიშვნიდან ორ თვეში ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად გაუგზავნოს დაზღვეული წერილობითი ამონაწერები ყველა იმ პირს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, ვის ქონებასაც განაგებს ბანკი, რომლებშიც აღნიშნული იქნება, რომ წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში მათ საკუთარი ფასეულობის მისაღებად უნდა წარადგინონ თავიანთი მოთხოვნის რეალურობის დამადასტურებელი საბუთები;
გ) დანიშვნიდან ორ თვეში მიიღოს საჭირო ზომები რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება; დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და ყველა ანგარიშსწორება განახორციელოს რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;
დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ბანკის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში - მათი აუდიტორული შეფასება, შეადგინოს ბანკის აქტივ-პასივების ნუსხა და გამოსაქვეყნებლად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
ე) უზრუნველყოს ბანკის მიმართ მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;
ვ) ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების ბანკისათვის ხელსაყრელ რესტრუქტურიზაციას, რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და დროულად დასაფარავად;
ზ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლო ორგანოებში საქმეების აღძვრის ჩათვლით;
თ) ბანკში ქონების გაფლნაგვა-განიავებისა და დატაცების ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საქმეები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;
ი) გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ ან სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
კ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სალიკვიდაციო ბანკის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში;
ლ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
მ) ბანკის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
ნ) მესაკუთრის გამოვლენის მიზნით ეროვნულ ბანკს შესანახად გადასცეს ფულადი სახსრები და ქონება (შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად), რომელიც ერიცხება ბანკს ხელშეკრულებების ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე და რომელთა გამოთხოვაც არ მოხდა ამონაწერში მითითებულ ვადებში;
ო) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;
პ) მოეპყროს ბანკის კლიენტებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები.
9. ლიკვიდაციის პროცესში ბანკის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს სალიკვიდაციო ბანკის საქმეები.
მუხლი 5. მოთხოვნების დაკმაყოფილება🔗
1. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო და იპოთეკა, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების შესაბამისად (გირაოს და იპოთეკის ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) ფიზიკურ პირთა ანაბრები დაუბეგრავი მინიმუმის ასმაგი ოდენობის ფარგლებში (ამ ქვეპუნქტში ერთიანდება ბანკის ყველა ფიზიკური პირის კუთვნილი ანაბრებიდან დაუბეგრავი მინიმუმის ასმაგი ოდენობის ფარგლებში რიცხული თანხები);
გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) სხვა ნებისმიერი დეპოზიტი;
ე) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები.
თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.
პირველი პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების თანაბარი პროპორციით დაფარვის უზრუნველსაყოფად ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება.
მუხლი 51. სალიკვიდაციო ბანკში საჯარო აუქციონის ჩატარების პროცედურა ლიკვიდატორის მიერ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოსილების გამოყენების შემთხვევაში საჯარო აუქციონი წარიმართება შემდეგი პროცედურების დაცვით:🔗
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს ლიკვიდატორი. იგი აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას პრესაში, რომელიც უნდა მოიცავდეს აუქციონის გამართვის თარიღს, გასაყიდი ქონების და/ან აქტივის დასახელებას და საწყის ფასს, აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღების ვადასა და ადგილს, ბეს მოცულობასა და შეტანის წესს, აუქციონის პირობებს და სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის მოკლე აღწერას, განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც აქვთ უფლებები აუქციონზე გასაყიდად გასატან ნივთზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ბ) განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ, საინფორმაციო წყაროების მითითებით, ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 14 დღით ადრე;
გ) აუქციონს ატარებს აუქციონის ჩატარების მიზნით ლიკვიდატორის მიერ შექმნილი სააუქციონო კომისია ლიკვიდატორის თავმჯდომარეობით. სააუქციონო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან, რომლებსაც შეირჩევს ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით;
დ) აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადებები არ მიიღება;
ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს შევსებული განცხადების ფორმა, ბეს შეტანის ქვითარი; ფიზიკურმა პირმა – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიულმა პირმა – წარმომადგენლობითი უფლება-მოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა ქონების რამდენიმე ობიექტით ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ბე ცალ-ცალკე ყველა ობიექტისათვის. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მონაწილეს გადასცემს „საჯარო აუქციონის მონაწილის ბარათს“;
ვ) აუქციონს გახსნილად აცხადებს ლიკვიდატორი (კომისიის თავმჯდომარე) და მონაწილეებს სთავაზობს საწყის ფასს. აუქციონი გრძელდება მანამდე, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. ლიკვიდატორმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შეთავაზება სამჯერ ხმამაღლა და მყიდველი;
ზ) აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება ხელშეკრულების ხელმოწერიდან ხუთ დღეში მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებული ფასის შესაბამისი ფულადი თანხა შეიტანოს ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშზე ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 პროცენტი, გადახდის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 15 კალენდარული დღით. შესაძლებელია სათანადო დასაბუთების არსებობისას, ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, მოხდეს ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დროულად არ გადაიხდის აუქციონზე დასახელებულ თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და ბე არ უბრუნდება;
თ) თუ აუქციონის მონაწილის ბარათის მფლობელი ვერ გახდება გამარჯვებული ან არ გამოცხადდება საჯარო აუქციონზე, ან მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობაში, მას გადახდილი ბე უბრუნდება;
ი) ქონების და/ან აქტივის შემძენს ამ ქონების და/ან აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
კ) აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ახალ შემძენზე საკუთრების გადასვლით ნივთის მფლობელი განიხილება დამქირავებლად და ვალდებულია იხადოს ქირა საბაზრო პირობების შესაბამისად;
ლ) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე ქონების და/ან აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;
მ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში;
ნ) ყოველი აუქციონის შემდეგ ლიკვიდატორის მიერ შექმნილი კომისია აჯამებს საჯარო აუქციონის შედეგებს, ადგენს შესაბამის ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება და მას ხელს აწერენ მყიდველი, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. საჯარო აუქციონის ოქმს მოხსენებით ბარათთან ერთად ლიკვიდატორი წარუდგენს ეროვნულ ბანკს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007წლის 15 თებერვლის ბრძანება №44-სსმIII, №26,28.02.2007წ., მუხ.314
მუხლი 6. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება🔗
1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სალიკვიდაციო ბანკის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ბანკის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე.
2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) სრულადაა დაფარული ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;
ბ) ბანკს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარა აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად და იგი ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა გაკოტრებულად.
3. ბანკს აქტივები აღარა აქვს, თუ:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
4. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს ბანკის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ბანკის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) ბანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
დ) ინფორმაციას ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
5. ლიკვიდატორის ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ბანკის სალიკვიდაციო აქტი ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს.
6. ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
7. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი ბანკის სალიკვიდაციო აქტთან ერთად წარედგინება შესაბამის სასამართლო ორგანოს ბანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოსაღებად. ბანკის სალიკვიდაციო აქტის ერთი პირი თანდართული ანგარიშით ინახება ეროვნულ ბანკში.
8. გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით, შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად. საქმიანობის საგნის შეცვლა უნდა ემსახურებოდეს ბანკის ვალდებულებების გასტუმრებას, რისთვისაც საჭიროა ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. აქციონერთა გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი ეკონომიკური გათვლებითა და გაანგარიშებებით.
9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში წყდება ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესი და იგი აღარ ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 7. ეროვნული ბანკის უფლებები🔗
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკი;
ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;
გ) ადმინისტრაციული აქტით ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;
დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;
ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოვლენილი დარღვევების გამო მათი სერიოზულობის გათვალისწინებით ლიკვიდატორის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი ან საქმე გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს.
მუხლი 8. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა🔗
1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:
ა) ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაფარვის რიგითობის დაცვისათვის;
გ) თავისი საქმიანობის პერიოდში ბანკის აქტივების გაფლანგვა-განიავებისა და ასეთი ფაქტების შესაბამისი სამართალდაცვის ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;
დ) ეროვნული ბანკისაგან ან სხვა ბანკებისაგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის;
ე) სალიკვიდაციო ბანკის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;
ვ) ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;
ზ) ბანკის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის ფაქტების შესაბამის სამართალდაცვის ორგანოებში გადაუცემლობისათვის;
თ) ფინანსური დარღვევებისათვის;
ი) სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის;
კ) ბანკის კლიენტებთან არაეთიკური მოპყრობისათვის.
მუხლი 9. ლიკვიდატორის კვალიფიკაციის კრიტერიუმები🔗
1. ლიკვიდატორის კანდიდატურას შეარჩევს ეროვნული ბანკი ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ბანკის სალიკვიდაციო საქმის ეფექტიანად წარმართვისათვის ბანკის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის საჭირო სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
3. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან სამართალმცოდნეობა.
4. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.
5. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე ბანკში.
6. ლიკვიდატორად არ უნდა დაინიშნოს პირი, რომელზეც ვრცელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტითა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები.
7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.
8. შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №209-სსმIII, №108, 30.09.2004წ., მუხ.936
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №159, 11.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.962 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55798-2/