საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2003 ბოლო ცვლილება 20.03.2025
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
320.050.000.15.012.005.937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 18/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.112.005.937

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2003 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20, 21-ე, 42-ე, 49-ე, 49​1, 49​2 მუხლების, 'დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 'სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ' საქართველოს კანონის მე-8 და 21-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესები (თან ერთვის).

2. დამტკიცდეს სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი 1).

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 კომისიის თავმჯდომარე:                                                                                               ვ. აბაშიძე

  შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №6 -სსმIII , №45 , 18.04 .2005 წ.,მუხ.469

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები

 

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ძირითადი დებულებები

წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის, 21-ე, 42-ე, 49-ე, 49​1, 49​2 მუხლების, 'დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 'სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ' საქართველოს კანონის მე-8 და 21-ე მუხლების შესაბამისად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად. ამ წესებში მოცემულია დებულებები:

ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის, კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესების შესახებ; ექს-პარტე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შესახებ;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;

გ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;

დ) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

ე) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ;

ვ) ნებართვების გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესახებ;

ზ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;

თ) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

ი) სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) პირი – ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ბ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

გ) კომისიის უფლებამოსილება – ამ წესების მიზნებისთვის უფლებამოსილებაში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და კომისიისთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და ვალდებულებები;

დ) კომისიის სამართლებრივი აქტი – კომისიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული დადგენილება, გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;

ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – კომისიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული დადგენილება და გადაწყვეტილება;

ვ) ადმინისტრაციული აქტი – კომისიის მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – გადაწყვეტილება, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ; კომისიის მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილებას კომისია იღებს გადაწყვეტილების ფორმით;

ზ) რადიოელექტრონული საშუალებები და მაღალსიხშირული მოწყობილობები – ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ასხივებენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, მათ შორის ის ტექნიკური საშუალებები, რომლებშიც განთავსებულია რადიოელექტრონული მაღალსიხშირული კვანძები, სატრანსპორტო საშუალებებსა და მოწყობილობებში მაკომპლექტებელი ნაკეთობების სახით შემავალი, აგრეთვე მოძრავი ტრანსპორტის სიჩქარის დასადგენი სალოკაციო მოწყობილობები, გარდა ფართო მოხმარების საშუალებებისა და მოწყობილობებისა (ტელევიზორი, რადიომიმღები, ვიდეო, აუდიო აპარატურა, საყოფაცხოვრებო მიკროტალღოვანი ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვ.);

თ) დაპროექტება – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელსაც არ გაუვლია კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა;

ი) წარმოება – ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი რადიო-ელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამზადება;

კ) მშენებლობა – რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართი სამუშაოების წარმოება, რომელსაც არ გაუვლია კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა;

ლ) გამოყენება – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობის დროს, აგრეთვე სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად;

მ) ექსპლუატაცია – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად;

ნ) შემოტანა – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების იმპორტი, გარდა იმ რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობებისა, რომლებიც დროებით გატანილია საზღვარგარეთ წარმომადგენლობების გასახსნელად, ბაზრობების, გამოფენების, ოფიციალური ტურნეების და სხვა სახის ღონისძიებათა მოსაწყობად, რაც ხორციელდება პირის, ორგანიზაციის, დაწესებულების მიერ კომისიისთვის წარდგენილი განცხადებისა და უკან შემოტანის ვალდებულების საფუძველზე;

ო) რეალიზაცია – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ერთი ან რამდენიმე პირის საკუთრებიდან სხვა ერთი ან რამდენიმე პირის საკუთრებაში სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემა;

პ) რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებები – რადიოელექტრონული საშუალებები და მაღალსიხშირული მოწყობილობები, რომელთა ფუნქციონირება საეთერო სიხშირული სპექტრის გამოყენებით ხორციელდება;

ჟ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით გამოყენება – პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ აღნიშნული ქსელების და საშუალებების გამოყენება შიდასაწარმოო საქმიანობისა და ტექნოლოგიური პროცესების წარმართვისთვის, როცა მომხმარებლის მიერ არ ხდება სათანადო საფასურის გადახდა უშუალოდ ამ ქსელებითა და საშუალებებით გაწეული მომსახურებისთვის;

რ) სიხშირის მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგისა და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების ორგანიზებისთვის ან შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებისთვის სიხშირის მინიჭება პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულებისთვის (მათ შორის, ოპერატორებისთვის);

ს) ნუმერაციის სისტემა – ციფრების კომბინაცია, რომლის საშუალებით ხდება ტერმინალური მოწყობილობების კავშირგაბმულობის სატელეფონო ქსელში ჩართვა;

ტ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას. ნუმერაციის რესურსს წარმოადგენს:

ტ.ა. კოდი (ორ ან სამ-ციფრიანი), რომელიც გამოიყენება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დასამყარებლად;

ტ.ბ. კოდი მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად;

ტ.გ. სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად;

ტ.დ. ადგილობრივი სატელეფონო ქსელის შემოკლებული (ორი, სამ ან ოთხციფრიანი) ნომრები, მათ შორის საგანგებო სატელეფონო ნომრები;

უ) საგანგებო სატელეფონო ნომრები – ნუმერაციის ახალი სისტემის დადგენამდე ადგილობრივი ქსელის შემდეგი სატელეფონო ნომრები: 01 – სახანძრო დახმარება, 02 – პოლიცია, 03 – სასწრაფო დახმარება, 04 – გაზის საავარიო დახმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის უფასოდ უნდა უზრუნველყოს იმ ოპერატორმა, რომლის ქსელიდანაც ხორციელდება ზარის წამოწყება.

ფ) ოჯახის წევრი – მამა, დედა, მეუღლე და შვილი;

ქ) გამოქვეყნება – ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;

ღ) ექს-პარტე შეტყობინება – მესამე პირის მიერ კომისიაში წერილობითი სახით შეტანილი შეტყობინება კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესულ ან კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ექს-პარტე შეტყობინება გამოიყენება იმ მიზნით, რომ კომისიას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია და მოქნილობა გადაწყვეტილების მიღებისას;

ყ) დღე – კალენდარული დღე;

შ) საკონკურსო ბიჯი – კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსის მონაწილის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და ყოველ მომდევნო დაფიქსირებულ თანხას შორის მინიმალური სხვაობა, რომლის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ და არ უნდა იყოს სალიცენზიო გადასახდელის 5 პროცენტზე მეტი;

ჩ) სახმობი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო მომდევნო კონკრეტულ რადიოსადგურს;

ც) საზღვაო ხომალდის ამოცნობის ნიშანი – ცხრა ციფრისაგან შედგენილი აღნიშვნა, რომელშიც პირველი სამი ციფრი წარმოადგენს ამოცნობის ნიშნის მიმნიჭებელი ადმინისტრაციის გეოგრაფიულ ზონას, ხოლო მომდევნო განსაზღვრავს კონკრეტულ რადიოსადგურს.

    მუხლი 3. კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები

1. კომისიის წევრი ვალდებულია შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა კომისიის წევრად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

2. კომისიის წევრს და მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე კომისიის აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ლიცენზიის მფლობელის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა ლიცენზიის მფლობელ საწარმოში.

3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ მიიღონ საჩუქარი იმ პირისგან ან ორგანიზაციისგან, რომელიც ექვემდებარება კომისიის უფლებამოსილებას. საჩუქარში იგულისხმება უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ აშკარად შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისთვის, ჩვეულებრივ, იღებს გასამრჯელოს.

4. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ ისარგებლონ იმ პირის ან ორგანიზაციის შეღავათიანი ან უფასო მომსახურებით, რომელიც ექვემდებარება კომისიის უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია.

5. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ იყვნენ იმ პირის მომხმარებელნი, რომელიც ექვემდებარება კომისიის უფლებამოსილებას.

6. კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისას განაცხადონ თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და არსებობს სხვა გარემოება, რაც გავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე.

7. კომისიის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ' საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენონ კომისიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამსახურებრივ მოვალეობას.

9. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენონ სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოება, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს. ვალდებულება ვრცელდება კომისიის ყოფილ წევრებსა და აპარატის ყოფილ თანამშრომლებზეც.

10. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს ეკრძალება:

ა) ქონებრივი გარიგების დადება კომისიასთან;

ბ) როგორც კომისიის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება პირთან, რომლის დამფუძნებელი, წილის (აქციების) მფლობელია ან მინიჭებული აქვს ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

გ) როგორც კომისიის წარმომადგენელმა დადოს ქონებრივი გარიგება საკუთარი ოჯახის წევრთან.

 თავი II

ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში

    მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება

1. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება – გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'ა' ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო 'ბ' ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

    მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით

1. დაინტერესებული პირის განცხადება იწვევს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, თუ იგი შეეხება კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს:

ა) ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება, შეჩერება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, გარდა საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილებისა;

ბ) ნებართვის გაცემა რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე, მშენებლობაზე, წარმოებაზე, გამოყენებაზე, ექსპლუატაციაზე, უცხო ქვეყნიდან შემოტანაზე, რეალიზაციაზე, ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე;

გ) სიხშირის მინიჭება;

დ) რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებების კომისიაში რეგისტრაცია, იმ პირის, ორგანიზაციის და დაწესებულების რეგისტრაცია, რომელიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე;

ე) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელსა და მომხმარებელს შორის დავის განხილვა და გადაწყვეტა;

ვ) საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად, მოსაზღვრე ქვეყნის მიერ კოორდინაციაზე წარმოდგენილი სიხშირის გამოყენება.

2. განცხადებით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში იწყება, თუ იგი შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

ბ) მოთხოვნას,

გ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'ე' ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი ფორმით.

4. განცხადებას თან უნდა დაერთოს საბუთები, თუ მათ არსებობას ითვალისწინებს კანონმდებლობა ან ადასტურებენ განცხადებაში მოყვანილ მოთხოვნას, ან მათზე უთითებს განმცხადებელი.

5. განცხადება ლიცენზიის გაცემის თაობაზე უნდა შეიცავდეს 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს. განცხადებას ლიცენზიის გაცემისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე თან უნდა დაერთოს 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე მაინც, ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

6. განცხადება ნებართვის გაცემის და სიხშირის მინიჭების თაობაზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-5 თავით დადგენილ მოთხოვნებს.

7. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს კომისიისთვის წარდგენილი პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. ამ შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს ინფორმაციის საიდუმლოების თაობაზე.

8. თუ განმცხადებელი კომისიას არ წარუდგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის ვადა. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

    მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება

კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს:

ა) კომისიის მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან ლიცენზიის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

გ) მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის და პრიორიტეტების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

დ) საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები

1. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით განიხილავს შემდეგ საკითხებს:

ა) მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენა;

ბ) ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მოქმედების ვადის გაგრძელება;

გ) ტარიფების დადგენა და რეგულირება.

3. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით.

4. ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში მიმდინარეობს იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის დადგენილი. ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის 'ა' ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე დანიშნული დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით.

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს კომისია განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა

1. კომისია გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს – კომისიაში განცხადების რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების და მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ იღებს კომისიაში განცხადების რეგისტრაციიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების და მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ 7 სამუშაო დღის ვადაში.

4. კომისია იმ პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე, რეგისტრაციაში გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიაში განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებით კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადებში.

6. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისთვის აუცილებელია ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, კომისიას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

    მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში

1. მოქალაქეს შეუძლია კომისიაში საქმე აწარმოოს პირადად, ხოლო იურიდიულ პირს ან სხვა დაწესებულებას – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელიც შესაბამისი წესდების ან დებულების საფუძველზე უფლებამოსილია იმოქმედოს ამ იურიდიული პირის თუ დაწესებულების სახელით.

2. მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შეუძლია კომისიაში საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.

3. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია კომისიის მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი.

4. თუ პირი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნას, კომისიას ეხსნება დოკუმენტის გაგზავნის პასუხისმგებლობა და ეს არ შეიძლება გახდეს კომისიის ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

    მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება

1. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეტანილ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს კომისიაში ექს-პარტე შეტყობინება ამ საკითხის კომისიის სხდომაზე განხილვის დაწყებამდე.

2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეიტანოს კომისიაში ექს-პარტე შეტყობინება კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით.

3. ექს-პარტე შეტყობინება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების საფუძველს.

4. ექს-პარტე შეტყობინება რეგისტრირებულ უნდა იყოს ცალკე ჟურნალში, რომელშიც აღირიცხება: ექს-პარტე შეტყობინების შემტანი პირი, შეტანის თარიღი და მოკლე შინაარსი. ექს-პარტე შეტყობინების შემცველი დოკუმენტაციის და სარეგისტრაციო ჟურნალის კომისიაში შენახვა ხდება ამ წესების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

5. ექს-პარტე შეტყობინების კომისიაში რეგისტრაციის შემდგომ კომისია ვალდებულია შეამოწმოს მასში მოცემული ინფორმაცია და ფაქტები შეტყობინებასთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა.

6. სხდომაზე ექს-პარტე შეტყობინებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვამდე კომისია იცავს ექს-პარტე შეტყობინების კონფიდენციალობას. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს ექს-პარტე შეტყობინების კომისიაში შეტანის ფაქტი და ცნობა შემტანი პირის შესახებ.

7. სხდომაზე კომისიამ უნდა იმსჯელოს შეტანილი ექს-პარტე შეტყობინების თაობაზე. ექს-პარტე შეტყობინების შემტანი პირი უფლებამოსილია დაესწროს კომისიის სხდომას.

თავი III

კომისიის სამართლებრივი აქტების მიღების წესი

    მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისიის დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემულია 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ', 'დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ' საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, 'ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონით დადგენილი წესის დაცვით. კომისიის დადგენილება შეიცავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და ვრცელდება პირთა განუსაზღვრელ ოდენობაზე.

2. კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც გამოიცემა კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხზე, თუ ის შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული ოდენობისთვის.

3. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. კომისია უფლებამოსილი არ არის თავისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4. გადაუდებელ შემთხვევაში კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ან გამოქვეყნდეს წერილობითი დასაბუთების გარეშეც. ასეთ შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნებიდან ან ოფიციალური გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში.

5. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების გამომცემი ორგანოს დასახელებას და აქტის სათაურს;

ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

გ) გადაწყვეტილების გამოცემის დროსა და ადგილს;

დ) გადაწყვეტილების სარეგისტრაციო ნომერს;

ე) მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მის მისამართს და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადას.

6. გადაწყვეტილებაზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.

7. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (გარდა კომისიის თავმჯდომარის ბრძანებისა) მიიღება კომისიის სხდომაზე.

8. კომისიის თავმჯდომარის ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და გამოიცემა კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე.

    მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის – მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.

2. კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების, აგრეთვე ტარიფის დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე იღებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს დასახელება და მისამართი;

ბ) განცხადების მოკლე შინაარსი;

გ) ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა;

დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ყველას აქვს უფლება წარადგინოს კომისიაში თავისი წერილობითი მოსაზრება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ადმინისტრაციული აქტის პროექტის საჯარო გაცნობისთვის წარდგენის დღიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებს კომისიაში.

5. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 სამუშაო დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

6. კომისია ზეპირ მოსმენის ატარებს ზეპირი მოსმენის სხდომაზე და ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვნა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემა უნდა მოხდეს იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მომენტისთვის გასული უნდა იყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადა.

7. დაინტერსებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ კომისია ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.

8. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

9. კომისიის სხდომებზე საკითხების განხილვა ხდება დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით, აგრეთვე, მიმდინარე საკითხების გათვალისწინებით. სამუშაო გეგმაში შეტანილი საკითხებისა და მათი განხილვის ვადების შეცვლა შეიძლება მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით.

10. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, კომისია ვალდებულია ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე, მისი დახურვის შესახებ.

11. კომისია ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს აცნობოს კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მისცეს მას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს, რომ დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას. თუ ყველა მსურველის სხდომის დარბაზში მოთავსება ფიზიკურად შეუძლებელია, სხდომაზე დასასწრებად დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც უფრო ადრე გამოთქვეს სხდომაზე დასწრების სურვილი.

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე, მისი დახურვის შესახებ, და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

13. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. სხდომის გამართვის დღეა, როგორც წესი, ყოველი სამუშაო კვირის პარასკევი, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებით ან გადაუდებელი აუცილებლობით.

14. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა ან დახუროს სხდომის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის დროსაც განიხილება საიდუმლო ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

15. კომისიის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში–კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კომისიის წევრი.

16. კომისიის დადგენილება ან გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე კენჭისყრის გზით, კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრის პოზიცია ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომაზე კენჭისყრისთვის გამოყენებული უნდა იყოს არმყოფი წევრის წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

    მუხლი 13. კომისიის სხდომაზე კონკურსის ჩატარების წესი

1. სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გასაცემად ჩატარებული კონკურსის მონაწილეთა მიერ ქულათა თანაბარი ოდენობის დაგროვების შემთხვევაში, კომისია ატარებს კონკურსს 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონის 45​5 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გასაცემად, კომისია ატარებს კომერციულ კონკურსს 'კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონის 36​2 მუხლის შესაბამისად.

2. კომისიის სხდომაზე დგინდება საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. კონკურსში მონაწილეობისთვის არ დაიშვება ის პირი, რომელსაც არასრულად აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან კონკურსის პირობებს.

3. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას და საკონკურსო ბიჯს. საკონკურსო ბიჯი უცვლელია.

4. კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა.

5. კონკურსის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.

6. კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

7. ყოველი მონაწილის მიერ დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.

8. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.

9. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.

    მუხლი 14. კომისიის სხდომისა და აპარატის თათბირის ოქმის გაფორმება

1. კომისიის სხდომებზე, კომისიისა და მისი აპარატის სამუშაო თათბირებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება ოქმში, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის ან თათბირის ჩატარების დრო და ადგილი;

გ) სხდომის ან თათბირის თავმჯდომარისა და მდივნის, აგრეთვე სხდომის მონაწილეთა ვინაობა;

დ) სხდომაზე ან თათბირზე დამსწრეთა და მოწვეულთა ვინაობა;

ე) განხილვის საგანი;

ვ) სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები;

ზ) მიღებული გადაწყვეტილება ან დავალება.

2. ოქმი ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე.

3. სხდომისა და თათბირის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

4. კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები ეგზავნებათ ადრესატებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს კომისიის აპარატის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

    მუხლი 15. კომისიის ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლა

1. კომისიის ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

2. კანონით დადგენილ შემთხვევებში ადმინისტრაციული აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის ადმინისტრაციული აქტი არ ქვეყნდება და დაინტერესებულ მხარეს ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ის ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული აქტი არ მიუღია.

4. ადმინისტრაციული აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება კომისიას.

    მუხლი 16. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების წესი

1. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის გვერდზე.

2. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს. კომისიის დახურული სხდომის ოქმი საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდგომ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

3. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილება ქვეყნდება 'ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერების, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება 'საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში' გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

    მუხლი 17. კომისიის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი

კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. კომისიის სამართლებრივ აქტს საერთო სასამართლოების სისტემაში პირველი ინსტანციით განიხილავს მხოლოდ საოლქო სასამართლო. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

თავი IV

დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალობა

    მუხლი 18. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა

1. კომისია ვალდებულია საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახოს საკუთარ არქივში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული დოკუმენტაცია.

2. კომისიის ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისთვის, გარდა სახელმწიფო, პროფესიული, პირადი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.

3. კომისიის არქივში ჩაბარებამდე დოკუმენტების დაცვის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა ევალებათ კომისიის სტუქტურულ დანაყოფებს.

4. საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს, რომელიც ამავე დროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, შესაბამისი ბრძანებით ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის არქივის დოკუმენტებს მიეკუთვნება:

ა) საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა კომისიის სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის პროცესში;

ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ კომისიისთვის გადაცემული ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

გ) ბეჭდვითი გამოცემა, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს;

დ) კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და მასალები.

6. კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით საარქივო საქმეზე გამოყოფილი უფლებამოსილი პირი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ღებულობს, აღრიცხავს და ინახავს საქმისწარმოებით დამთავრებულ დოკუმენტს, რომელიც წესრიგშია მოყვანილი კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად;

ბ) კომისიის აპარატის უფროსთან ერთად აკონტროლებს სტრუქტურულ დანაყოფებში დოკუმენტების დაცვის, საქმეთა გაფორმების სისწორეს, მონაწილეობას ღებულობს საქმეთა ნომენკლატურის შედგენაში და ამოწმებს საქმეთა ფორმირების პროცესს;

გ) აწარმოებს არქივში შენახული დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას;

დ) აღრიცხავს და ადასტურებს დოკუმენტს;

ე) არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს სხვადასხვა სახის საარქივო ცნობებს, ასლებსა და ამონაწერებს და არსებული წესის თანახმად გადასცემს მათ დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს;

ვ) პასუხს აგებს არქივში დაცული დოკუმენტაციის შენახვაზე.

7. ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელს დაიცვას დოკუმენტებთან მუშაობის არსებული წესები;

ბ) მოიწვიოს და დაიხმაროს აპარატის თანამშრომლები;

გ) ითანამშრომლოს სახელმწიფო არქივთან.

    მუხლი 19. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის წესი განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

2. კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ წარდგენილი ინფორმაცია მისი პირადი, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებაა.

3. პერსონალური მონაცემები პირად საიდუმლოებად მიიჩნევა იმ პირის მოთხოვნით, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.

4. კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

5. თუ პირი უთითებს, რომ კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა, კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, 10 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწვეტილებას წარდგენილი ინფორმაციის საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე. თუ კომისია არ ცნობს წარდგენილ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

6. პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.

7. პროფესიული, პირადი და კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია აღირიცხება ცალკე ჟურნალში და ინახება საამისოდ გამოყოფილ საცავში.

8. პროფესიული, პირადი და კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის საქმისწარმოებას ახორციელებს ის პირი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დავალებული აქვს სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოება.

9. სახელმწიფო, პროფესიულ, პირად და კომერციულ საიდუმლოებაზე დაშვება აქვთ კომისიის წევრებს, აპარატის უფროსს და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით უფლებამოსილ აპარატის სხვა თანამშრომელს.

10. საიდუმლო დოკუმენტზე დაშვებული პირი მოვალეა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები.

თავი V

ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 20. ნებართვების სახეები

1. 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 492  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ნებართვა გაიცემა:

ა) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე;

ბ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების მშენებლობაზე;

გ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების წარმოებაზე;

დ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე;

ე) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე;

ვ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების უცხო ქვეყნიდან შემოტანაზე;

ზ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციაზე;

თ) ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე.

2. კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის 'ა', 'ბ', 'ვ' და 'ზ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ერთჯერადად განსახორციელებლად.

3. კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის 'გ', 'დ', 'ე' და 'თ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა ამ წესებით განსაზღვრული ვადით.

    მუხლი 21. ნებართვის მიღების საფუძველი

1. ნებართვის მიღება ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; ინდივიდუალური მეწარმისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ბ) იურიდიული პირისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

გ) იმ პირის, დაწესებულების ან ორგანიზაციისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე – დასახელება, მისამართი, დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

დ) მოთხოვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს: ნებართვის სახეს, რომლის მიღებასაც მოითხოვს ნებართვის მაძიებელი და ნებართვის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრულ აღწერილობას, ტექნიკური პარამეტრების მითითებით.

2. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'დ' და 'ე' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს: რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები; სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს აღნიშნული საშუალებები და რომელთა გამოყენების უფლება ნებართვის მაძიებელს მინიჭებული აქვს ლიცენზიით ან ლიზენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით.

3. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'ვ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს: შემოტანის მიზანი, რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტიპი, რაოდენობა სახეობების მიხედვით (სტაციონალური, მობილური, სატარებელი და სხვა), სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს აღნიშნული საშუალებები და ანგარიშფაქტურის ან ზედდებულის თაობაზე მონაცემები.

4. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'ზ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს: რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტიპი, რაოდენობა სახეობების მიხედვით (სტაციონალური, მობილური, სატარებელი და სხვა), სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს აღნიშნული საშუალებები.

5. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'თ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს ნუმერაციის რესურსი, რომლის მიღებასაც მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.

6. სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'დ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს რადიომოყვარულის კვალიფიკაცია.

7. ნებართვის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ – დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

8. (ამოღებულია).

9. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'დ' და 'ე' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ მის მიერ გამოყენებული რადიოელექტრონული საშუალება და მაღალსიხშირული მოწყობილობა შეესაბამება 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და საზიანო არ იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 22. განცხადების განუხილველად დატოვება

თუ ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესების 21-ე მუხლის მოთხოვნებს, გამოიყენება მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ნორმები.

    მუხლი 23. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

ბ) ნუმერაციის თავისუფალი რესურსის არარსებობა;

გ) გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა.

2. ნებართვის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 24. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ

1. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ამ წესების მე-11 მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს;

ბ) ნებართვის მოქმედების ვადას;

გ) ნებართვის მფლობელის ვალდებულებებს;

დ) (ამოღებულია);

ე) საზღვაო ხომალდებისთვის რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვაში მითითებული უნდა იყოს სახმობი და ამოცნობის ნიშნები.

2. სანებართვო მოწმობას წარმოადგენს კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის ან ოპერატორის მიერ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მიღების წესი

1. თუ ლიცენზიის მაძიებელი გამოთქვამს სურვილს ლიცენზიასთან ერთად გამოეყოს მეორე მუხლის 'ტ.ბ' და 'ტ.გ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი, ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვა გათვალისწინებული უნდა იყოს ლიცენზიიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებაში.

2. თუ ოპერატორი გამოთქვამს სურვილს მისი ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში გამოეყოს მეორე მუხლის 'ტ.ბ' და 'ტ.გ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი, აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვა გათვალისწინებული უნდა იყოს ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებაში.

3. მეორე მუხლის 'ტ.ა' ქვეპუნქტში მითითებული ნუმერაციის რესურსის გამოყოფა ხდება კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიის მინიჭებასთან ერთად 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა

1. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'გ', 'დ' და 'თ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა ერთი წლის ვადით.

2. ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული, ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'ე' და 'თ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების მოქმედების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მოქმედების ვადით.

3. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნით გაგრძელდება ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვის მოქმედების ვადაც.

    მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება

1. ნებართვის გაუქმების საფუძველია:

ა) ნებართვის მფლობელის განცხადება;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

გ) ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა;

ვ) ნებართვის მფლობელის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა;

ზ) ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.

2. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში ავტომატურად ჩერდება ან უქმდება ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა.

4. კომისიის მიერ გაცემული ნებართვა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ავტომატურად უქმდება.

    მუხლი 28. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია

1. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია ხდება მესაკუთრის ან მფლობელის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; ინდივიდუალური მეწარმისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ბ) იურიდიული პირისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

გ) იმ პირის, დაწესებულების ან ორგანიზაციისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე – დასახელება, მისამართი, დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

დ) მოთხოვნა, რომელშიც უნდა მიეთითოს: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალების ტიპი, სახეობა (სტაციონარული, მობილური, სატარებელი და სხვა) და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები, სამოქმედო ზონა, სახმობი, მინიჭებული სიხშირული დიაპაზონი; დაკავებული ზოლი, გამოსხივებული ეფექტური სიმძლავრე, ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა, ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები, ანტენის განთავსების სიმაღლე.

2. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 'დ' და 'ე' ქვეპუნქტების შესაბამისად ნებართვის გაცემასთან ერთად კომისია ახდენს გამოსაყენებელი რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციას.

 მუხლი 29. სიხშირეების მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის

1. სიხშირის მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის ხდება სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს ამ წესების 21-ე მუხლის 'ა-გ' პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე:

ა) სიხშირე, რომლის მიღებასაც მოითხოვს სიხშირის მაძიებელი;

ბ) სიხშირის მინიჭების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრული აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების მითითებით;

გ) სამოქმედო ზონა;

დ) მონაცემები განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ;

ე) გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები;

ვ) სავარაუდო მუშა სიხშირე, სიხშირული ზოლი;

ზ) გამოსასხივებელი ეფექტური სიმძლავრე;

თ) ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა;

ი) ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები;

კ) ანტენის განთავსების სიმაღლე.

2. სიხშირის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ – დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

3. თუ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, გამოიყენება მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ნორმები.

4. სიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) სიხშირის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

ბ) სიხშირული თავისუფალი რესურსის არარსებობა;

გ) გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა.

5. სიხშირის მინიჭებაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით.

6. კომისიის გადაწყვეტილება სიხშირის მინიჭების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ამ წესების მე-11 მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს;

ბ) ნებართვის მოქმედების ვადას;

გ) ნებართვის მფლობელის ვალდებულებებს.

7. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭება ხდება ერთი წლის ვადით.

8. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭების გაუქმების საფუძველია:

ა) სიხშირის მფლობელის განცხადება;

ბ) სიხშირის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

გ) სიხშირის მფლობელის მიერ სიხშირის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა;

ვ) სიხშირის მფლობელის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.

9. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში ავტომატურად ჩერდება ან უქმდება ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.

10. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭება მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ავტომატურად უქმდება.

 მუხლი 30. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა

საქმიანობაზე ლიცენზია არ არის საჭირო, თუ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელები და საშუალებები გამოიყენება:

ა) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგისა და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების ორგანიზებისთვის არაკომერციული მიზნით;

ბ) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით.

    მუხლი 31. პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების რეგისტრაცია, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე

1. კომისია რეგისტრაციაში ატარებს პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე.

2. პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე, ამ საქმიანობის დაწყებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში გადის სავალდებულო რეგისტრაციას.

3. რეგისტრაციისთვის კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება, რომელშიც აღინიშნება:

ა) პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით განსახორციელებელი საქმიანობა, ტექნიკური პარამეტრების ჩათვლით;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის ვადა და სამოქმედო ზონა.

4. ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ – დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 32. უწყებრივი რეესტრი

1. კომისია აწარმოებს შემდეგ უწყებრივ რეესტრებს:

ა) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის და უცხო ქვეყნიდან მათი შემოტანის და რეალიზაციის ნებართვების უწყებრივ რეესტრს;

ბ) ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის სიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრს;

გ) ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვების უწყებრივ რეესტრს;

დ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციის უწყებრივ რეესტრს;

ე) პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე, რეგისტრაციის უწყებრივ რეესტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'ა' ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: ნებართვის დასახელება, ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი, ნებართვის მოქმედების ვადა, ამ წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის 'ა-გ' ქვეპუნქტებში გათვალისწინებული მონაცემები; აგრეთვე მონაცემები ნებართვის გაუქმების შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: კომისიის გადაწყვეტილების ნომერი და გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა, ამ წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის 'ა-გ' ქვეპუნქტებით და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის 'ა-კ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები; აგრეთვე მონაცემები სიხშირის მინიჭების გაუქმების შესახებ

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'გ' ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: ნებართვის დასახელება, ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი, ნებართვის მოქმედების ვადა, ამ წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის 'ა-გ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები; გამოყოფილი ნუმერაციის რესურსი; აგრეთვე მონაცემები ნებართვის გაუქმების შესახებ;

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'დ' ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: რეგისტრაციის თარიღი; ამ წესების 28-ე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მონაცემები.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'ე' ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეესტრში შეიტანება: რეგისტრაციის თარიღი, ამ წესების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული მონაცემები.

7. რეესტრში არ შეიტანება ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მიეკუთვნება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლო ინფორმაციას.

8. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივი რეესტრის მონაცემებს და დადგენილი წესით მიიღოს მასში შეტანილი ინფორმაცია.

    მუხლი 33. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციის და გამოყენების წესი

1. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების მფლობელს ეკრძალება:

ა) ეთერში მუშაობა სათანადო ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე;

ბ) ნებადაურთველი ტიპის გამოსხივებით მუშაობა;

გ) რადიოკავშირის დასაწყისსა და დასასრულს სახმობი სიგნალების გადაცემის გარეშე მუშაობა;

დ) თვითნებური არარეგისტრირებული სახმობების გამოყენება;

ე) სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში ან ლიცენზიაში აღნიშნული სიხშირის (სიხშირეთა ზოლების) შეცვლა, რადიოსადგურის გადამცემის სიმძლავრის და მიწის ზედაპირიდან ანტენის განთავსების სიმაღლის გაზრდა, ანტენის გასხივების დიაგრამის ცვლილება.

2. ყოველ მოქმედ რადიოსადგურში უნდა ინახებოდეს კომისიის მიერ გაცემული ექსპლუატაციის ან გამოყენების ნებართვა. მოძრავი რადიოსადგურის ექსპლუატაციის ან გამოყენების ნებართვა უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან.

    მუხლი 34. პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დარღვევისთვის

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.

თავი VI

კომისიის მიერ შემოწმების ჩატარებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ

    მუხლი 35. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე თავი ითვალისწინებს კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული კონტროლის ფუნქციის შესრულების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პროცესში განსახორციელებელ შემდეგ პროცედურებს:

ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი;

ბ) კომისიის უფლებამოსილი პირების მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

დ) კომისიის სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა;

ე) კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. კომისია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის საფუძველზე, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი არ არის სხვა წესი.

3. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ამ წესებით.

    მუხლი 36. შემოწმება

1. კომისიის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კომისიაში შესული საჩივრის, საგაზეთო პუბლიკაციის ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი ატარებს შემოწმებას.

2. შემოწმების ჩატარების შესახებ კომისიის მიერ მიიღება გადაწყვეტილება, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე და ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი (პირები).

3. შემოწმების ჩატარებამდე უფლებამოსილი პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მისი განთავსების ადგილას, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა თანამშრომლებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.

4. შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემოწმების აქტი ამ წესების მე-2 დანართით გათვალისწინებული ფორმით. შემოწმების აქტში უნდა შევიდეს შემდეგი მონაცემები:

ა) შემოწმების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო;

ბ) შემოწმების ჩატარების საფუძველი;

გ) შესამოწმებელი პირის მხრიდან ვინ ესწრებოდა შემოწმებას;

დ) შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი შემოწმდა ; ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი თან უნდა დაერთოს აქტს;

ე) შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები;

ვ) მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა, ხოლო მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს;

ზ) შემმოწმებელი პირის კომენტარები, მათი არსებობის შემთხვევაში;

თ) შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი, თუ ამის მოთხოვნა არსებობს;

ი) შემმოწმებელი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები.

5. თუ უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ ადგილი აქვს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაშინ იგი შემოწმების აქტის საფუძველზე შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების აქტის გარეშე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის შესახებ, უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციულ ოქმს.

6. თუ უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მან შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის.

    მუხლი 37. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141, 142, 144​1-144​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე ამ წესების მე-3 დანართით განსაზღვრული ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:

ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;

ე) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში);

ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს;

თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ:

„პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. “;

კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარი შემდგენელი უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება კომისიის წევრებს.

    მუხლი 38. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილვა

1. კომისია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გადაცემის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას , წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) განეკუთვნება თუ არა კომისიის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;

ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საქმის სხვა მასალები;

გ) ეცნობათ თუ არა დაინტერესებულ მხარეებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;

დ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;

ე) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა დაინტერესებული მხარის შუამდგომლობა.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება კომისიის მიერ. კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით – 3 დღის ვადაში, 141-ე, 144​1-144​9 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – 7 დღის ვადაში. კომისიის აპარატის უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეებს (ოქმში დამრღვევად, დაზარალებულად და მოწმედ დასახელებულ პირებს) უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის დრო და ადგილი.

3. საქმის განხილვა იწყება კომისიის შემადგენლობის გამოცხადებით. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, ვინ არის მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. კომისია მოუსმენს საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საკითხთან (მათი არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებით.

4. კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. გამოუცხადებლობის ფაქტი, კომისიის გადაწყვეტილება და მისი მიზეზები უნდა აღინიშნოს სხდომის ოქმში.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა წარმოადგინოს ოქმის შემდგენელმა უფლებამოსილმა პირმა ან კომისიის წევრმა.

6. კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.

    მუხლი 39. კომისიისთვის სამართლებრივი დახმარება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 თავის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.

    მუხლი 40. ადმინისტრაციული სამართალდარღვ ე ვის საქმის განხილვის კომისიის სხდომის ოქმი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვ ე ვის საქმის განხილვის კომისიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს შემდეგი:

ა) სხდომის თარიღი და ადგილი;

ბ) კომისიის სრული დასახელება და შემადგენლობა;

გ) განსახილველი საქმის შინაარსი;

დ) ინფორმაცია საქმეში მონაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;

ე) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი (მათი არსებობის შემთხვევაში) და მათი განხილვის შედეგები;

ვ) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;

ზ) ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სახდელის დადების გადაწყვეტილების საჯაროდ წაკითხვისა და გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.

2. საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები შეიძლება დაფიქსირებულ იქნეს ვიდეო ან აუდიო, ან სხვაგვარი ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით, მაგრამ სხდომის ოქმში მაინც კეთდება ჩანაწერი ახსნა-განმარტებათა შინაარსის შესახებ.

3. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

    მუხლი 41. კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის შემდეგ კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

3. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდა რ ღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა , მისი გამოვლენის დღიდან.

4. კომისია იღებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადაწყვეტილების რეკვიზიტები (კომისიის დასახელება, გადაწყვეტილების სათაური, გადაწყვეტილების მიღების დრო და ადგილი, კომისიის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, კომისიის თავმჯდომარის სახელი, გვარი და ხელმოწერა, საქართველოს სახელმწიფო გერბი);

ბ) ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილებოდა საქმე;

გ) საქმის განხილვისას გამორკვეული გარემოებები;

დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;

ე) ორგანო, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა;

ვ) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ანგარიში, რომელზედაც დამრღვევმა უნდა ჩარიცხოს საჯარიმო თანხა.

5. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის სხდომის თავმჯდომარე.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.

7. პირის მიერ კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში კანონმდებლობის დარღვევისას , ადმინისტარციული სახდელის დადებასთან ერთად ან მის გარეშე , კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით:

ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს (არსებობის შემთხვევაში) მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომისიის მიერ დადგენილ ვადაში;

ბ) შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება.

    მუხლი 42. შეტყობინების და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარება

1. ამ თავით გათვალისწინებული ყოველგვარი შეტყობინება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კომისიამ თავისი თანამშრომლის ან სპეციალურად საამისოდ დაქირავებული პირის მეშვეობით პირადად უნდა გადასცეს შესაბამის პირს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე სხვა სრულწლოვან პირს, რაზეც უნდა გაფორმდეს გადაცემის აქტი (დანართი 4) ან გაუგზავნოს რეგისტირებული საფოსტო გზავნილით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კომისიამ უნდა გადასცეს პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი, აგრეთვე დაზარალებულს მისი თხოვნით, გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში.

3. გადაცემის აქტში უნდა აღინიშნოს შემდეგი მონაცემები:

ა) გადაცემის დრო და ადგილი;

ბ) გადაცემული დოკუმენტის დასახელება;

გ) მიმღები პირის სახელი და გვარი;

დ) ნებისმიერი სხვა ჩანაწერი, თუ ამას მოითხოვს მიმღები პირი ან საჭიროდ ჩათვლის გადამცემი პირი;

ე) გადამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა (უფლებამოსილება);

ვ) გადამცემისა და მიმღების ხელმოწერები.

    მუხლი 43. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გადაცემიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში, ხოლო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ამასთან, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში და ამ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

2. ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია თავის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსასრულებლად გადაუგზავნის შესაბამის სააღსრულებო ბიუროს დამრღვევის საცხოვრებელი ან იურიდიული მისამართის მიხედვით.

თავი VII

ლიცენზიის მფლობელებს, ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები

    მუხლი 44. დავის განხილვის დაწყება

1. კომისია ლიცენზიის მფლობელებს, ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილ სადავო საკითხებს წყვეტს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. მომხმარებელს და ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვთ მიმართონ კომისიას სადავო საკითხის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით.

3. წინამდებარე თავით განსაზღვრული წესები ვრცელდება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავებზეც.

4. მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ სათანადო განცხადების კომისიისთვის წარდგენით, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს შემდეგი:

ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სამეწარმეო რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;

გ) იმ ლიცენზიის მფლობელის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;

დ) განმცხადებლის მოთხოვნა;

ე) გარემოებები, რომელზეც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას;

ვ) მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი .

6. განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

    მუხლი 45. მოსამზადებელი სხდომა

1. განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას.

2. კომისია მხარეებს ატყობინებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ.

3. მხარეებმა სადა ვ ო საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე.

4. მხარე უფლებამოსილია მოსამზადებელ სხდომამდე კომისიას წარუდგინოს შეგებებული განცხადება (საპასუხო მოთხოვნა) ძირითად განცხადებასთან ერთად განსახილველად. შეგებებული განცხადების წარდგენა შესაძლებელია ამ წესების 44-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია გაეცნოს შეგებებულ განცხადებას.

6. მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

    მუხლი 46. შეტყობინება და დაბარება

1. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ დავის განხილვის დღე, დრო და ადგილი.

2. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე იწვევს მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

3. შეტყობინება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია ჩაბარდეს მხარეებს მოსამზადებელი სხდომის დასრულებისთანავე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის ზუსტ მისამართს;

ბ) კომისიის სხდომის დროისა და ადგილის მითითებას;

გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იწვევენ ამა თუ იმ პირს;

დ) კომისიაში მოსაწვევი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;

ე) მხარეების მიმართ წინადადებას, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;

ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს .

4. შეტყობინებასთან ერთად კომისია მხარეებს უგზავნის ან ჩააბარებს დავის თაობაზე განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. კომისია დავის თაობაზე განცხადების შემტან მხარეს უგზავნის ან ჩააბარებს მეორე მხარის შესაგებლის ასლს, თუ ასეთი შემოვიდა კომისიაში შეტყობინების გაგზავნის დროისთვის. კომისიაში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს მას შემდეგაც, როცა შეტყობინება უკვე გაგზავნილი ან ჩაბარებულია.

5. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მხარეები მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომაზე ტელეფონ ო გრამის ან ფაქსის მეშვეობით.

    მუხლი 47. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

1. მხარეებმა უნდა დაამტკიცონ გარემოებები, რომლებზეც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს.

2. გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რაც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

3. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენენ დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. წერილობითი მტკიცებულების წარდგენა, როგორც წესი, ხდება დედნის სახით.

4. მოწმედ იკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

5. კონკრეტულ საკითხზე განმარტების ან დასკვნის მისაცემად შეიძლება ექსპერტის მოწვევა.

6. მხარეები კომისიას წარუდგენენ მტკიცებულებებს. კომისია უფლებამოსილია თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები.

7. კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

    მუხლი 48. დავის განხილვის პრინციპები

1. სადავო საკითხების განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ , თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

2. საქმის გარემოებათა გასარკვევად კომისიას შეუძლია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.

3. კომისია სადავო საკითხებს იხილავს ღია სხდომაზე, გარდა 'სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ' საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სადავო საკითხის განხილვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

 მუხლი 49. სადავო საკითხის განხილვა კომისიის სხდომაზე

1. მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვა გადაიდება შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვის პროცესს.

2. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება საქმის გარემოებების მოხსენებით, მხარეთა დასახელებით, დავის საგნისა და საფუძვლის მითითებით.

3. საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მიღებით.

4. სხდომაზე გამოცხადებული მხარის უარი ახსნა-განმარტების მიცემასთან დაკავშირებით ვერ დააბრკოლებს მეორე მხარისგან ახსნა-განმარტების მიღებას.

5. სხდომის თავმჯდომარე და წევრები მხარეებს უსვამენ შეკითხვებს, რომლებიც ხელს უწყობენ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას. მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები.

6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ყველა არსებით მომენტს, კერძოდ, კომისიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სხდომის ჩატარების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;

ბ) სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;

გ) სხდომის შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

დ) საქმის დასახელება;

ე) ცნობები წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ;

ვ) მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი;

ზ) მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანთი დასკვნების განმარტებები;

თ) ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ.

    მუხლი 50. გადაწყვეტილების მიღება

1. დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება.

3. განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

4. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 51. მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვის და გადაწყვეტის პროცედურები

1. ყველა ოპერატორი ვალდებულია შექმნას მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტური შიდა მექანიზმი.

2. ოპერატორის მიერ კანონმდებლობისა და ლიცენზიის პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს ამ ოპერატორს ან პირდაპირ კომისიას, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აპარატის სტრუქტურაში შემავალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის მეშვეობით.

3. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს მომხმარებელთა უფლებების დამცველი, რომელიც კომისიას წარუდგენს რეკომენდაციებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

4. მომხმარებელთა განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.

5. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. კომისია ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის ჩატარებამდე არანაკლებ 7 სამუშაო დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობა გამოქვეყნდება ინტერნეტში კომისიის გვერდზე, სადაც უნდა მიეთითოს საკითხი, მოსმენის ჩატარების თარიღი, ადგილი და დრო.

6. საჯარო მოსმენის სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება.

7. საჯარო მოსმენის შესახებ დგება ოქმი. ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;

გ) განხილვის დრო და ადგილი;

დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა;

ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;

ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა;

ზ) შემთხვევის ადგილის (არსებობის შემთხვევაში) დათვალიერების შედეგის აღწერა.

8. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ კომისია ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.

9. საჯარო მოსმენის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მხარეთა შორის სადავო საკითხის მორიგებით გადაწყვეტა.

10. საჯარო მოსმენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მხარეებისთვის სავალდებულოა შესასრულებლად. გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კომისიის მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საჯარო მოსმენაში.

თავი VII1

სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 511. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია – რადიოკავშირის სახე, რომლის დროსაც გადაცემული ინფორმაცია განსაზღვრულია მიღებაზე გრაფიკული ფორმით ჩასაწერად. გადაცემული ინფორმაცია შესაძლებელია მიღებულ იქნეს ელექტრონული ვერსიის ფორმითაც და შენახული შემდგომი გამოყენებისთვის;

ბ) ამპლიტუდური ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;

გ) ერთზოლოვანი ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ერთი გვერდითი ზოლოვანი ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;

დ) ვეტერანი რადიომოყვარული – რადიომოყვარული არანაკლებ 25 წლის გამოცდილებით, რომელსაც ამ წესების შესაბამისად ენიჭება სპეციალური უფლებები;

ე) ინდივიდუალური სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფიზიკური პირი;

ვ) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის რადიომოყვარულთა ნებისმიერი კოლექტივი (მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელშიც ერთიანდებიან რადიომოყვარულები და განსაზღვრავენ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს;

ზ) კომისიის ნებართვა – სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორცილებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური უფლება;

თ) ,,მეორადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები უნდა შეეგუონ მავნე რადიოხელშეშლებს;

ი) ,,მესამე პირი” – პირი, რომელიც არ მონაწილეობს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელე-ბაში;

კ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონი – სიხშირული დიაპაზონი 3-30 მგჰც;

ლ) ,,პირველადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები დაცული უნდა იყოს მავნე მიუღებელი რადიოხელშეშლებისაგან;

მ) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.) – რადიოკავშირის სახეობანი, რომლის დროსაც ინფორმაციის გადასაცემად რადიოსიხშირის მოდულირება ხორციელდება ციფრული სახით;

ნ) რადიომოყვარულთა საერთაშორისო კავშირი (IARU) – კავშირი, რომლის მიზანია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი რეგულირების ჩარჩოებში სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურების დაცვა და განვითარება;

ო) რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო Q კოდები – რადიოკავშირის სეანსის დროს გამოყენებუ-ლი აბრევიატურა;

პ) რადიოსამოყვარულო სამსახური – რადიომოყვარულთა (რომელთაც აქვთ შესაბამისი ნებართვა და ამ საქმიანობას ისინი ეწევიან პირადი და მატერიალური დაინტერესების გარეშე) შორის რადიოკავშირისა და ტექნიკური კვლევის მიზნით განხორციელებული კავშირის სახე;

ჟ) საანტენო და საფიდერო მოწყობილობა – გამტარებისაგან ან ლითონისაგან შედგენილი კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც სხივდება ეთერში გადამცემი რადიოსადგურის მიერ გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღები;

რ) საერთაშორისო შეჯიბრებები და ტურები რადიომოყვარულთა შორის – CQ WW, WPX, WAE, IARU  და ARRL;

ს) საკვალიფიკაციო საბჭო – კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კომისიის სამი წარმომადგენელი და სამი რადიომოყვარული;

ტ) სამოყვარულო ბარათი – ბარათი, რომელიც წარმოადგენს სამოყვარულო რადიოკავშირის განმახორციელებელი პირის იდენტიფიკატორს;

უ) სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები: ,,E” ექსტრა, ,,A”, ,,B” და ,,C” – სამოყვარულო რადიოსადგურები, რომლებიც გამიჯნულია განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებით (დასაშვები სიხშირული დიაპაზონები, გამოსხივების სახეობები და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრე);

ფ) სამოყვარულო რადიოსადგური – სამოყვარულო სამსახურის რადიოსადგური. სამოყვარულო რადიოსადგური შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური გამოყენების;

ქ) სამოყვარულო რეტრანსლატორი – ავტომატური, სრული დუპლექსის რეჟიმში მომუშავე მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური, რომელიც მის მიერ მიღებულ სიგნალს გადასცემს 600 კჰც-ის წანაცვლებით;

ღ) სახმობი ნიშანი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომლის პრეფიქსი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო სუფიქსი – კონკრეტულ რადიოსადგურს;

ყ) სიხშირული დიაპაზონი – რადიოსიხშირული ზოლი, რომელიც განსაზღვრულია ქვედა და ზედა ზღვრებით;

შ) სიხშირული ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის სიხშირული მოდულაციის გამოყენებით;

ჩ) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) – კავშირი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ სააგენტოს;

ც) ტესტირება – საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ რადიომოყვარულის კვალიფიკაციის დადგენის ან/და ამაღლების მიზნით ჩატარებული საგამოცდო (წერილობითი) გამოკითხვა, რომელიც ტარდება წინამდებარე წესის, უსაფრთხოების ტექნიკის, ეთერში მუშაობის წესის, აგრეთვე ელექტროობის და რადიოტექნიკის სფეროში ცოდნის შემოწმების მიზნით;

ძ) ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონი – სიხშირული დიაპაზონი 30 მგჰც-ის ზევით;

წ) ფონეტიკური ანბანი – ინფორმაციის გადაცემისას წარმოთქმული ბგერების შესაბამისი სიტყვების ჩამონათვალი;

ჭ) /A – საჰაერო-საავიაციო ხომალდის ბორტებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ხ) /M – ავტო-მოტოსატრასპორტო საშუალებებში დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ჯ) /MM – საზღვაო-სანაოსნო ხომალდებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმ-ნიშვნელი სიმბოლო;

ჰ) /P – სატარებელი რადიოსადგური – სატარებელი სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ჰ1 ) ,,SOS” და ,,MAYDAY” სიგნალები – უბედურების და დახმარების საერთაშორისო სიგნალები;

ჰ2 ) 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ბლოკები – სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშნების პრეფიქსის ბლოკები, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყნის კოდს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 512. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება

1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის საფუძველზე.

2. სამოყვარულო რადიოსადგურის რეგისტრაცია, ტექნიკური პარამეტრების კონტროლი, მათ გამოყენებაზე ნებართვის გაცემა და რადიოსამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების რადიომონიტორინგი ხორციელდება კომისიის მიერ.

3. სამოყვარულო რადიოსადგური უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ შემთხვევით პირებს არ ჰქონდეთ მისი თვითნებურად მოქმედებაში მოყვანის საშუალება.

4. კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება ეკრძალებათ იმ რადიომოყვარულებს, რომლებსაც აქვთ ამ კოლექტიური რადიოსადგურის კატეგორიაზე დაბალი კატეგორიის ინდივიდუალური ან/და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურით რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა.

5. ინდივიდუალური ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამომყენებელს შეუძლია ეთერში მუშაობის უფლება მისცეს ნებისმიერ რადიომოყვარულს, რომელსაც აქვს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა;

6. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში რადიომოყვარული ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს კომისიას;

7. სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილზე დაცული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა;

ბ) წინამდებარე წესი;

გ) სააპარატო ჟურნალი ან ინფორმაცია ელექტრონულ ფორმატში, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

გ.ა.) რადიოკავშირის ჩატარების თარიღი და დრო;

გ.ბ.) იმ რადიოსადგურის სახმობი ნიშანი, რომელთანაც ჩატარებულ იქნა რადიოკავშირი;

გ.გ.) სიხშირული დიაპაზონი და გამოსხივების სახე;

გ.დ.) მიღებული და გადაცემული სიგნალის შეფასება.

8. სააპარატო ჟურნალში არ არის აუცილებელი შევიდეს ინფორმაცია ულტრამოკლეტალღოვან დიაპაზონებში ჩატარებული რადიოკავშირების შესახებ.

9. რადიომოყვარული ვალდებულია სააპარატო ჟურნალი შეინახოს ორი წლის განმავლობაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 513. სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები

1. სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა ოთხ კატეგორიად (,,E” ექსტრა, ,,A”, ,,B” და ,,C”), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გამოსხივების სახეობებით და რადიო-გადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით (დანართი №8);

2. ,,C” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვა გაიცემა 10 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;

,,B” კატეგორიის – 14 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;

,,A” და ,,E” ექსტრა კატეგორიის – 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე.

3. რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით. ,,A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარული ვალდებულია მორზეს ანბანით, ღია ტექსტის სახით, მიიღოს და გადასცეს მინიმუმ 30 ნიშანი წუთში, ხოლო ,,E” ექსტრა კატეგორიისთვის – მინიმუმ 60 ნიშანი წუთში;

4. ,,E” ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორ-ციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღება შესაძლებელია, თუ ,,A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარული დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) სამოყვარულო ბარათების მეშვეობით დაადასტურებს რადიოკავშირს 200 და მეტ ქვეყანასთან;

ბ) მიღებული აქვს სამოყვარულო ორგანიზაციების მიერ გაცემული 100 ან მეტი სხვადასხვა დიპლომი (სიგელი);

გ) დაიკავებს პირველ, მეორე ან მესამე ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების: CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში.

5. უფრო მაღალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღება შესაძლებელია დაბალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.

6. ტესტირებას ატარებს კომისიის მიერ დამტკიცებული საკვალიფიკაციო საბჭო.

7. ტესტირება ტარდება ყოველ სამ თვეში ერთხელ, რომლის ჩატარების ზუსტ თარიღს ადგენს საკვალიფიკაციო საბჭო.

8. საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ის რადიომოყვარული, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დარღვეული ჰქონდა წინამდებარე წესი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 514. ძირითადი მოთხოვნები (სამოყვარულო რადიოსადგურის ტექნიკური მოთხოვნები)

1. სამოყვარულო რადიოსადგურს (მიმღებ-გადამცემს) თან უნდა ერთოდეს:

ა) საანტენო და საფიდერო მოწყობილობები მეხდამცავის ჩათვლით;

ბ) გადამცემი აპარატურის პარამეტრების საზომი და საკონტროლო მოწყობილობები.

2. სამოყვარულო რადიოსადგურები კატეგორიების შესაბამისად იყენებენ მხოლოდ შემდეგი სახის გამოსხივებებს:

ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია;

ბ) ამპლიტუდური ტელეფონია;

გ) ერთზოლოვანი ტელეფონია;

დ) სიხშირული ტელეფონია;

ე) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.).

3. სამოყვარულო რადიოგადამცემი სიხშირის სტაბილურობისადმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჩართვის მომენტიდან 15 წუთის განმავლობაში, სიხშირის აბსოლუტური ცდომილება – 300 ჰც მოკლე ტალღებზე და 1000 ჰც ულტრამოკლე ტალღებზე.

4. სამოყვარულო რადიოსადგურის სიმძლავრე იზომება ანტენის ეკვივალენტურ დატვირთვაზე.

5. სამოყვარულო რადიოსადგურის გვერდითი გამოსხივების საშუალო სიმძლავრე უნდა იყოს:

ა) ულტრამოკლეტალღოვანი 144 მგჰც, 430 მგჰც და 1296 მგჰც დიაპაზონებისთვის არა უმეტეს 25 მკვტ. ეს პარამეტრი სხვა ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის არ არის განსაზღვრული;

ბ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის – ძირითადი გამოსხივების სიმძლავრეზე 40 დბ-ით ნაკლები სამოყვარულო რადიოსადგურის არა უმეტეს 5 ვტ სიმძლავრით ფუნქციონირებისას.

6. სამოყვარულო რადიოსადგურის და ანტენის კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო ირგვლივ მყოფთათვის.

7. რადიომოყვარულს უფლება აქვს განათავსოს სახლის სახურავზე (სათანადო ნებართვის საფუძველზე, თუ ასეთი გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით) სამოყვარულო ანტენა, რომლის დამონტაჟებაზე, უსაფრთხო სარგებლობასა და შეკეთებაზე პასუხისმგებელია ამ რადიოსადგურის მფლობელი.

8. სამოყვარულო რადიოსადგურის მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ დასაშვებ სანიტარიულ ნორმებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 515. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის გაცემა

1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის შემდეგ.

2. ნებართვა გაიცემა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) განცხადება სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე;

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფოტოსურათი;

დ) საკვალიფიკაციო საბჭოს ცნობა ტესტირების ჩაბარების თაობაზე;

ე) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) რადიომოყვარულის არასრულწლოვანობის შემთხვევაში მშობლის (ან მეურვის) ცნობა სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების თანხმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე წესის დაცვას და რადიოსადგურის ტექნიკურ უსაფრთხოებას;

ზ) აპარატურის დასახელება.

3. კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) რადიომოყვარულთა კოლექტივის სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები.

4. რადიომოყვარულს, რომელიც ფლობს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვას, დამატებითი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უფლება აქვს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს სახმობ ნიშანთან ერთად შემდეგი ნიშნები:

/P, /M, /MM და /A.

5. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღების შემთხვევაში რადიომოყვარულს უფლება აქვს ეთერში გავიდეს საქართველოს ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან ყოველგვარი დამატებითი ნებართვის გარეშე.

6. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექ-ტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა გაიცემა ხუთი წლის ვადით.

7. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის რადიომოყვარული ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს:

ა) განცხადება ნებართვის მიღებაზე;

ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის ასლი, რომლის რეზიდენტიც არის იგი;

გ) მისამართი, სადაც განთავსებული იქნება სამოყვარულო რადიოსადგური; საქართველოში დროებითი რეგისტრაციის ადგილისამყოფელი;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე) ფოტოსურათი;

ვ) აპარატურის დასახელება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი51 ​6 . სამოყვარულო რადიოსადგურებისთვის ნებადართული სიხშირული დიაპაზონები, დაშვებული სიმძლავრეები და რადიოკავშირის სახეები

1. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტის შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში განსაზღვრულია სიხშირეთა დიაპაზონები, დაშვებული სიმძლავრეები და რადიოკავშირის სახეები, რომელიც შეძლება გამოიყენოს საქართველოს სამოყვარულო რადიოსადგურებმა:

სიხშირეები 30 მგჰც-მდე
(გრძელი და მოკლე ტალღები)

სიხშირეები 30 მგჰც-ს ზევით
(ულტრამოკლემოკლე დიაპაზონი)

135,7-137,8 კჰც

14000-14250 კჰც
14250-14350 კჰც

144-146 მგჰც

47-47,2 გგჰც

1810-2000 კჰც

18068-18318 კჰც

430-440 გმჰც
435-438 მგჰც

76-81 გგჰც

3500-3650 კჰც
3650-3800 კჰც

21000-21450 კჰც

1260-1300 მგჰც
2400-2450 მჰც

119,98-120,02 გგჰც

7000-7100 კჰც

24890-25140 კჰც

5650-5670 მგჰც

142-144 გგჰც
144-149 გგჰც

10100-10150 კჰც

28000-29700 კჰც

10-10,5 გგჰც
24,0-25,05 გგჰც
24,05-24,25 გგჰც

241-250 გგჰც

 

 

2. სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახური იყე-ნებს შემდეგ სიხშირულ დიაპაზონებს: 7000-7100 კჰც, 14000-14250 კჰც, 18068-18318 კჰც, 21000-21450 კჰც, 24890-25140 კჰც, 28-29,7 მგჰც.

3. სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურის გამოსხივების სიმძლავრის ნაკადის სიმკვრივე დედამიწის ზედაპირზე არ უნდა აღემატებოდეს მინუს 110 დბ (ვტ/მ2 );

4. სამოყვარულო რეტრანსლატორების მაქსიმალური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ-ს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 517. სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელება

1. სამოყვარულო რადიოსადგურის ფუნქციონირება დაშვებულია შესაბამისი კატეგორიის მიხედვით ნებადართული სიხშირული დიაპაზონის ნებისმიერ სიხშირეზე. რადიომოყვარული ვალდებულია შეარჩიოს სიხშირე ისე, რომ გასხივებული სიგნალის სრული სპექტრი, სიხშირის ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად, ყოველთვის იმყოფებოდეს შესაბამისი სიხშირული ზოლის და სამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში.

2. ,,მეორადი გამოყენების” დიაპაზონებში რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან არ შეუქმნან რადიოხელშეშლები ,,პირველადი გამოყენების” დიაპაზონებში ფუნქციონირებად რადიოსადგურებს და მათი წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეიცვალონ სიხშირე.

3. სამოყვარულო სამსახურისთვის გამოყოფილ დიაპაზონებში რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან რადიოკავშირი განახორციელონ მხოლოდ სამოყვარულო რადიოსადგურებთან. რადიოკავშირის განსახორციელებლად მათ შეუძლიათ გამოიყენონ სამოყვარულო რეტრანსლატორები და სამოყვარულო-სათანამგზავრული სამსახურისთვის განკუთვნილი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები.

4. რადიოკავშირი არასამოყვარულო რადიოსადგურებთან დასაშვებია მხოლოდ ამ უკანასკნელთაგან ,,SOS”-ის ან ,,MAYDAY”-ის მიღების შემთხვევაში, რომლის შესახებაც რადიომოყვარული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიას.

5. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულები ვალდებულნი არიან დაასახელონ თავიანთი სახმობი ნიშანი რადიოკავშირის ყოველი სეანსის დასაწყისში და დამთავრებისას, ხოლო ხანგრძლივი რადიოკავშირის ჩატარებისას გაიმეორონ თავისი სახმობი ნიშანი ყოველ 5 წუთში ერთხელ.

6. რადიომოყვარული ვალდებულია დამარცვლით, გარკვევით და ფონეტიკური ანბანის (დანართი №5) გამოყენებით გადასცეს სახმობი ნიშანი.

7. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს უფლება ეძლევა გაცვალოს ინფორმაცია: რადიომოყვარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამოყვარულო რადიოაპარატურის ტექნიკური მონაცემების, მეტეოროლოგიური პირობების და რადიოტალღების გავრცელების შესახებ. რადიომოყვარულმა არ უნდა ისაუბროს პირად საკითხებზე და გაცვალოს ინფორმაცია, რომლის გადაცემაც ეთერში თავისი ნაკლები მნიშვნელობის გამო არ არის გამართლებული.

8. რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო Q  კოდები (დანართი №6 და №7);

9. ეთერში იკრძალება:

ა) სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლო ხასიათის ინფორმაციის გადაცემა;

ბ) შიფრების და სხვა კოდების გამოყენება;

გ) ცრუ და არასწორი ინფორმაციის გადაცემა;

დ) სახმობი ნიშნის გარეშე ან სხვა სახმობი ნიშნით სარგებლობა;

ე) ნებადართულზე უფრო მაღალი სიმძლავრის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება;

ვ) იმ სიხშირეებზე მუშაობა, რომელიც არ არის მინიშნებული შესაბამის ნებართვაში;

ზ) პოლიტიკასთან, რელიგიასთან, სექსთან და კომერციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

თ) შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენება;

ი) მუსიკალური ჩანაწერების, რადიოსამაუწყებლო, სატელევიზიო და სარეკლამო პროგრამების გადაცემა;

კ) იმ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება, რომელიც არ პასუხობს ამ წესით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების ტექნიკის წესებს;

ლ) საერთაშორისო სტიქიური უბედურების სიგნალების ,,SOS”-ის და ,,MAYDAY”-ის გამოყენება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა;

მ) რადიოსადგურის გამოყენება სატელევიზიო, რადიოსამაუწყებლო ან სხვა სამსახურებისადმი რადიოხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში. ამ დროს სამოყვარულო რადიოსადგურის მფლობელი ვალდებულია დაადგინოს და აღმოფხვრას და შემდგომ კომისიას შეატყობინოს ამ ხელშეშლების გამომწვევი მიზეზები;

ნ) ეთერში მუშაობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

10. რადიომოყვარულის მფლობელობაში არსებული რადიოსადგურით რადიოკავშირის განხორციელება აკრძალულია იმ პირებისათვის, რომლებსაც არ აქვთ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა.

11. რადიოკავშირის ჩატარებისას რადიომოყვარული ვალდებულია დაიცვას საყოველთაო რადიოსამოყვარულო ეთიკა, იყოს თავაზიანი, მომთმენი და ტაქტიანი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 518. სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშანი

1. კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლამენტის შესაბამისად, სამოყვარულო რადიოსადგურს ენიჭება სახმობი ნიშანი.

2. რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი (მისი შეცვლის უფლების გარეშე).

3. კომისია ახორციელებს:

ა) იმ სპეციალური სახმობი ნიშნების მინიჭებას, რომელიც გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისას;

ბ) ,,E” ექსტრა და ,,A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის სპეციალური დროებითი სახმობი ნიშნების გამოყოფას საერთაშორისი შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭებას.

4. ინდივიდუალური და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის ,,C” კატეგორიის რადიომოყვარულებს ენიჭებათ ექვსსიმბოლიანი სახმობი ნიშანი, ხოლო ,,B” და ,,A” კატეგორიების რადიომოყვარულებს – ხუთსიმბოლიანი. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის ,,E” კატეგორიის რადიომოყვარულებს, სურვილის მიხედვით უფლება აქვთ სუფიქსში არჩევით დაიტოვონ ერთი სიმბოლო ათი პრეფიქსიდან ნებისმიერ ბლოკზე.

5. სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის ,,C”, ,,B” და ,,A” კატეგორიის რადიომოყვარულებს მუდმივად ენიჭება 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L6, 4L7, 4L8, და 4L0 პრეფიქსის ნებიმიერი ბლოკი, ხოლო 4L9 გადადის რეზერვში და ენიჭება კომისიის მიერ დროებით, სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას.

6. ვეტერან რადიომოყვარულზე შეიძლება გაცემულ იქნეს 4L4 პრეფიქსის ბლოკში ერთსიმბოლიანი ნიშანი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 519. ულტრამოკლე დიაპაზონების სამოყვარულო რეტრანსლატორის გამოყენება და მუშაობის წესი

1. სამოყვარულო რეტრანსლატორის დაყენება შეუძლია ნებისმიერ რადიომოყვარულს ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურს.

2. სამოყვარულო რეტრანსლატორი ფუნქციონირებს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემული სიხშირული განაწილების შესაბამისად, თუ მისი გამოყენება გათვალისწინებულია სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვით:

№ სამუშაო არხის

მიღების სიხშირე (კჰც)

გადაცემის სიხშირე (კჰც)

R 0

145000

145600

R 1

145025

145625

R 2

145050

145650

R 3

145075

145675

R 4

145100

145700

R 5

145125

145725

R 6

145150

145750

R 7

145175

145775

R 8

145200

145800

3. სამოყვარულო რეტრანსლატორის მაქსიმალური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ-ს. (რადიოკავშირის სახე: FM სიხშირული მოდულაცია – F3E).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 5110. პასუხისმგებლობა რადიომოყვარულის მიმართ წინამდებარე წესის დარღვევის შემთხვევაში

1. ამ თავით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარულებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სამოყვარულო რადიოკავშირს ახორციელებენ ზემოთ აღნიშნული ნებართვის გარეშე, კომისია აფრთხილებს დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, რის შესახებაც ღებულობს გადაწყვეტილებას.

2. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დამრღვევი პირისთვის მიცემული ვადის გასვლისა და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებას და ადამიანის ჯანმრთელობას, აგრეთვე არსებული ან სავარაუდო ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის თავიდან აცილების ან/და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების უზრუნველსაყოფად დისკრეციულად გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების დროებით შეზღუდვა.

4. კომისია უფლებამოსილია აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფ და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას.

5. კომისია უფლებამოსილია რადიომოყვარულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის გაუქმების შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

    მუხლი 5111. საკვალიფიკაციო საბჭო

1. საკვალიფიკაციო საბჭო უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს რადიომოყვარულის კვალიფიკაცია საკვალიფიკაციო ტესტირებით;

ბ) შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკვალიფიკაციო ტესტები;

გ) განიხილოს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესების დარღვევები და დარღვევათა დადასტურების შემთხვევაში მიმართოს კომისიას ამ წესით განსაზღვრული ზომების გასატარებლად.

2. საკვალიფიკაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ, ყოველი კვარტალის მე-2 თვის ბოლო ოთხშაბათს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

თავი VIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 52. ნუმერაციის რესურსის გამოყენება გარდამავალ პერიოდში

1. 'კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ' საქართველოს კანონის 54​1 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის ახალი სისტემის დამდგენი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კომისია არ გასცემს ნებართვებს ამ წესების მეორე მუხლის 'ფ.გ.' ქვეპუნქტში გათვალისწინებულ იმ სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოყენებაზე, რომლის პირველ ციფრად გამოყენებული იქნება ციფრები: '8' ან '0'.

2. მომსახურების მიმწოდებლებმა, რომლებიც 2000 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობის შესაბამისად იყენებდნენ ადგილობრივი ქსელის შემოკლებულ სატელეფონო ნომრებს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში მიმართონ კომისიას განცხადებით ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მისაღებად.

3. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორმა, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ, რომლის საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზიის გარეშე, რომელსაც მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსის გამოყენების უფლება და არ ახორციელებს ნუმერაციის რესურსით პრაქტიკულ საქმიანობას, ამ წესების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 53. გაცემული ნებართვების მოქმედების ვადა

1. ამ წესების ამოქმედებამდე ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის სიხშირის მინიჭების მოქმედების ვადა განისაზღვროს ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით.

2. ამ წესების ამოქმედებამდე ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვა გათვალისწინებულია ლიცენზიაში ან ლიცენზირებასთან დაკავშირებულ კომისიის გადაწყვეტილებაში.

    მუხლი 54.

ამ წესების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ორთვიანი ვადის დაცვის ვალდებულება ამოქმედდეს ამ წესების ამოქმედებიდან ორი თვის შემდეგ.

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

სალიცენზიო მოწმობა N

 

 

ლიცენზიის მფლობელი:________________________________________

ლიცენზიის სახე:           ________________________________________

გაცემის თარიღი:          ________________________________________

ძალაშია:                       ________________________________________

 

კომისიის წევრი                          კომისიის თავმჯდომარე                კომისიის წევრი                 ბ.ა.

დავით პატარაია                                ვახტანგ აბაშიძე                      კახი პოპიაშვილი

 

სალიცენზიო მოწმობა გაცემულია №       ლიცენზიის საფუძველზე და ბეჭდის გარეშე ძალა არა აქვს

 

  

ლიცენზიის გასხვისება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა, დაგირავება და ლიცენზიით მინიჭებული უფლებების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა აკრძალულია .

 

ლიცენზიის მფლობელის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, გაუქმებას.

 

 

შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს ა ქ ტ ი №_______

 

1. შემოწმების ჩატარების თარიღი და დრო: ___________________________________________________

2. შემოწმების ჩატარების ადგილი:____________________________________________________________

3. შემოწმების ჩატარების საფუძველი: _________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

 

4. შემოწმებული პირის სახელი, გვარი და თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში ლიცენზიის სახე და ნომერი): _______________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

5. შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

6. შემოწმებულის (ან/და მისი თანამშრომლის, დაინტერესებული პირის) ახსნა-განმარტების მიმოხილვა:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

7. შემმოწმებლის კომენტარები: ________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

8. შემოწმებულის სხვა ახსნა-განმარტებანი (მისი მოთხოვნის მიხედვით):

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

9. ხელმოწერები:

აქტი შეადგინა:

___________________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

___________________________

ხელმოწერა

 

 

აქტი წარედგინა:

_____________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

___________________________

ხელმოწერა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ო ქ მ ი № ________

 

  ქ. თბილისი                                                                                                      ____ ____________ 2000 წ.

 1. საქმის შინაარსი:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

2. მონაცემები დამრღვევი პირის (პირთა წრის) შესახებ:

__________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

3. ნორმატიული აქტი (მუხლის მითითებით), რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მოცემული დარღვევისთვის:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

4. მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში):

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

 

5. ოქმის შემდგენელის სახელი, გვარი და თანამდებობა:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

6. დამრღვევის ახსნა-განმარტება:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

7. სხვა ცნობები:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________.

პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს; მისცეს ახსნა-განმარტებანი; წარადგინოს მტკიცებულებანი; განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და, თუ არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს კომისიის ადმინისტრაციული აქტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი არ გამოცხადდება საქმის განხილვისას და მისგან არ იქნება შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, საქმე მის დაუსწრებლად განიხილება.

 

8. ხელმოწერები:

 

 

ოქმი შეადგინა:

___________________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

_______________________________________________________________________

ხელმოწერა

ოქმი წარედგინა:

__________________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

__________________________

ხელმოწერა

 

შეტყობინებათა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების

გ ა დ ა ც ე მ ი ს   ა ქ ტ ი

1. გადაცემის ადგილი:

_________________________________________________________________________________________

2. გადაცემის თარიღი და დრო:

_________________________________________________________________________________________

3. მიმღების ვინაობა:

________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

4. გადაცემული დოკუმენტის დასახელება:

__________________________________________________________________________________________

5. გადამცემის ვინაობა:

_________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

6. სხვა ინფორმაცია (საჭიროების მიხედვით):_____________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

 

7. ხელმოწერები:

აქტი გადასცა:

___________________________________________________________________________

                               სახელი, გვარი

___________________________

              ხელმოწერა

 

აქტი მიიღო:

_______________________________________________________________________________________

                                                                                სახელი, გვარი

___________________________

             ხელმოწერა

დანართი № 5

ფონეტიკური ანბანი

A

ანა, ალფა

Alpha

B

ბორისი

Bravo

C

ცენტრი

Charlie

D

დავითი

Delta

E

ეკა, ექო

Echo

F

ფიქრია, ფირუზი

Foxtrot

G

გიორგი

Golf

H

ხათუნა

Hotel

I

ირმა

India

J

ჯუმბერი, ჯანო

Juliet

K

კილოვატი, კონსტანტინე

Kilo

L

ლამარა

Lima

M

მანანა

Mike

N

ნუკრი

November

O

ოთარი

Oscar

P

პეტრე

Papa

Q

ქეთინო

Quebec

R

რადიო

Romeo

S

სალომე

Sierra

T

თამარი

Tango

U

უშანგი

Uniform

V

ჟენია, ჟამი

Victor

W

ვენერა

Whisky

X

იქსი

X-ray

Y

იგრეკი

Yankee

Z

ზვიადი

Zulu

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

დანართი № 6

საერთაშორისო Q კოდი

QRA

რა დასახელებისაა თქვენი რადიოსადგური?

ჩემი სადგურის დასახელებაა...

QRB

დაახლოებით რა მანძილზე იმყოფებით ჩემი რადიოსადგურიდან?

მე თქვენი რადიოსადგურიდან ვიმყოფები დაახლოებით ….. კილომეტრში

QRG

შემატყობინეთ ჩემი ზუსტი სიხშირე?

თქვენი ზუსტი სიხშირეა...

QRH

იცვლება თუ არა ჩემი სიხშირე?

თქვენი სიხშირე იცვლება

QRI

ტექნიკურად როგორი ტონი აქვს ჩემს გადაცემას?

თქვენი გადაცემის ტონია...

QRK

როგორ ირჩევა ჩემი სიგნალი?

თქვენი სიგნალი ირჩევა...

QRL

იცით თუ არა თქვენ?

მე ვიცი, გთხოვთ ხელს ნუ მიშლით

QRM

განიცდით თუ არა თქვენ ხელშეშლებს სხვა რადიოსადგურებისგან?

მე განვიცდი ხელშეშლებს სხვა რადიოსადგურებისგან

QRN

ხელს გიშლით თუ არა ატმოსფერული ხელშეშლები?

მე ხელს მიშლის ატმოსფერული ხელშეშლები

QRO

აუცილებლად უნდა გავზარდო სიძლავრე?

გაზარდეთ გადამცემის სიმძლავრე

QRP

აუცილებლად უნდა შევამცირო სიძლავრე?

შეამცირეთ გადამცემის სიმძლავრე

QRQ

უნდა გადავცემდე უფრო სწრაფად?

გადაეცით უფრო სწრაფად

QRS

უნდა გადავცემდე უფრო ნელა?

გადაეცით უფრო ნელა

QRT

უნდა შევწყვიტო გადაცემა?

შეწყვიტეთ გადაცემა

QRU

გ ა ქვთ თქვენ რაიმე ჩემთვის?

მე თქვენთვის არაფერი მაქვს

QRV

მზად ხართ?

მე მზად ვარ

QRW

უნდა შეგატყობინოთ მე … რომ თქვენ იძახებთ მას…... … კილოჰერცზე (ან მეგაჰერცზე)

გთხოვთ შეატყობინეთ მას … რომ მე ვიძახებ მას…… … კილოჰერცზე (ან მეგაჰერცზე)

QRX

როდის გამომიძახებთ მე კვლავ?

მოითმინეთ, მე თქვენ გამოგიძახებთ კვლავ

QRZ

ვინ მიძახებდა მე?

თქვენ გიძახებთ ...

QSB

მილევადია თუ არა ჩემი სიგნალი?

თქვენი სიგნალი მილევადია

QSK

შეგიძლიათ თუ არა ჩემი მოსმენა თქვენი სიგნალის პაუზებში?

მე შემიძლია მოგისმინოთ თქვენ ჩემი სიგნალის პაუზებში

QSL

შეგიძლიათ თუ არა დაამოწმოთ მიღება?

ვამოწმებ თქვენს მიღებას

QSO

შეგიძლიათ თქვენ უშუალოდ დაუკავშირდეთ...?

მე შემიძლია უშუალოდ დავუკავშირდე...

QSP

შეგიძლიათ თქვენ, რომ გადასცეთ...?

მე შემიძლია გადავცე...

QSY

უნდა გადავიდე მე სხვა სიხშირეზე?

გადადით სხვა სიხშირეზე

QSX

ისმენთ თუ არა თქვენ მოსახმობ ნიშანს ... კილოჰერცზე (მეგაჰერცზე)?

მე ვისმენ მოსახმობ ნიშანს .... კილოჰერცის (მეგაჰერცის) სიხშირეზე

QTC

გაქვთ თუ არა შეტყობინება?

მე მაქვს თქვენთვის შეტყობინება

QTH

თქვენი ზუსტი ადგილსამყოფელი?

მე ვიმყოფები...

QTR

მითხარით ზუსტი დრო?

ზუსტი დრო არის... საათი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

დანართი № 7

რადიოსამოყვარულო კოდი


ABT About - მიახლოებით, ირგვლივ
ADR Addres - მისამართი
AFTER After - შემდეგ, შემდგომ
AGN Again - ხელახლა, ისევ
ALL All - ყველაფერი, ყველა
ALSO Also - ასევე
AM Amplitude Modulation - ამპლიტუდური მოდულაცია
ANT Antenna - ანტენა
AT At -ში, -კენ
BAD, BD Bad - ცუდი
BAND Band - დიაპაზონი
BCNU - მოხარული ვიქნები ხელახალი შეხვედრის
BEAM Beam - მიმართული (ანტენა)
BEST Best - საუკეთესო

BOX Box - ყუთი (საფოსტო)
BUT But - მაგრამ
CALL Call - გამოძახება (მოსახმობი ნიშანი, ამოსაცნობი ნიშანი)
CFM Confirm - დამტკიცება, მტკიცებულება
CHEERIO Cheerio - გისურვებ წარმატებებს
CLG Calling - ვიძახებ, იძახებს
CONDX Conditions - პირობა. რადიოტალღების გავრცელება, სიგნალის სმენადობა
CONGRATS Congratulations - მილოცვა
COPI Copy - ჩაწერა, სიგნალის მიღება
CQ - ყველას, ყველას, ყველას (საერთო გამოძახება)
CU See you - შევხვდებით (ეთერში)
CUAGN See you again - კვლავ შევხვდებით
CUL See you later - შევხვდებით მოგვიანებით
CW Continuos wave - მორზეს ანბანი (ტელეგრაფი)
DE - დან
DIRECT Direct - უშუალოდ, პირდაპირ
DR Dear - ძვირფასი
DWN Down - ქვემოთ, ქვევით
DX - შორეული კავშირი, შორეული მანძილი, იშვიათ კორესპონდენტთან რადიოკავშირი
ES - და
EX Ex - ყოფილი, წინა (მოსახმობი ნიშნის შესახებ)
FB Fine business - შესანიშნავად, მშვენივრად
FER, FOR, FR For -სთვის, ამასთან
FM From -დან, -გან
FM Frequency modulation - სიხშირული მოდულაცია
FREQ Frequency - სიხშირე
GA Go ahead - დაიწყე, შეუდექი
GA Good afernoon - შუადღე მშვიდობისა (დღის მეორე ნახევარში)
GB Good bye - ნახვამდის, მშვიდობით
GD Good day - შუადღე მშვიდობისა (დღის მეორე ნახევარში)
GE Good evening - საღამო მშვიდობისა
GLD Glad - მოხარული ვარ
GM Good morning - დილა მშვიდობისა
GN Good night - ღამე მშვიდობისა
GND Ground - დამიწება
GOT Got - მივიღე

GUD Good - კარგი, კარგად
GUHOR - არაფერი მესმის
HAM - რადიომოყვარული სამოყვარულო რადიოგადამცემის მფლობელი
HF High frequency - მაღალი სიხშირე
HI - სიცილის გამოხატვა
HOPE, HPE Hope - იმედი
HR Here - აქ
HRD Heard - მოსმენა
HW - როგორ გესმით ჩემი? როგორ არის საქმეები?
INFO Information - ინფორმაცია
K - მიპასუხეთ, გადაეცით
KW Kilowatt - კილოვატი
LAT Latitude - განედი
LF Low frequency - დაბალი სიხშირეები
LID - ცუდი რადიოოპერატორი,
LONG Longitude - გრძედი
LOG Logbook - რადიოსადგურების სია
LSB Lower side band - ქვემო გვერდითი ზოლი
LTR Letter - წერილი
MIKE Microphone - მიკროფონი
MIN Minute - წუთი
MNI Many - ბევრი

MOM Moment - მომენტი
MSG Message - შეტყობინება
MTR Meter - მეტრი, გაზომვა
NEAR, NR Near - ახლოს
NBFM Narrow band frequency modulation - ვიწროზოლოვანი სიხშირული მოდულაცია
NIL - არაფერი
NR Number - ნომერი
NW Now - ახლა, გადავდივარ გადაცემაზე
OK - გასაგებია, ნათელია, სწორია
OM Old man - ახლობელო (სიტყვასიტყვით - ძველო)
ONLY Only - მხოლოდ
OP, OPR Operator - ოპერატორი, რადისტი
OUTPT Output - გამოსავალი სიმძლავრე
PA Power amplifier - ძლიერი გამაძლიერებელი
PM Post meridiem - მერედიემ შუადღით
PSE Please - თხოვნა, გთხოვთ

PSED Pleased - მოხარული, კმაყოფილი
PWR Power - სიმძლავრე
R Right - სწორია, გამართლებულია
RCV Recevie - მიღება, მიღებულია
RCVR Recevier - მიმღები
REPT,RPRT Report - შეტყობინება, რაპორტი
RIG - გადამცემი
RPT Repeat - გამეორება, გაიმეორეთ
RTTY Radioteletype - რადიოკავშირის სახეობა
SIGS Signals - სიგნალები
SKED Schedule - მუშაობის განრიგი
SM,SUM Soon - ზოგი, რამდენიმე
SOON,SN Soon - მალე, სწრაფად
SORI,SRI Sorry - ვწუხვარ, სამწუხაროა
SSB Single side band - ერთზოლოვანი მოდულაცია
STN Station - სადგური
SURE Sure - დარწმუნება
SWL Short wave listener - რადიომოყვარული დამკვირვებელი
SWR Standing wave ratio - მდგრადი ტალღის კოეფიციენტი
TEST Test - გამოცდა, შეჯიბრება რადიომოყვარულებს შორის
TIME Time - დრო
TKS Thanks - მადლიერების გამოხატვა
TNX Thanks - მადლიერების გამოხატვა
TRCVR Trancevier - ტრანსივერი ანუ მიმღებ-გადამცემი

TU Thank you - გმადლობთ
TUBE Tube - მილაკი
TVI Television interference - ტელევიზორისთვის ხელშეშლის შექმნა
TX Transmitter - გადამცემი
TXT Text - ტექსტი
U You - თქვენ
UFB Ultra fb - შესანიშნავია
UNLIS Unlicenced - არალეგალური, ულიცენზიო რადიოსადგური
UP Up - ზემოთ, მაღლა
UR Your - თქვენი
URS Yours - თქვენით
USB Upper side band - ზემო გვერდითი ზოლი
VIA Via - უშუალოდ, -ით

VFO Variable frequency oscillator - ცვლადი დიაპაზონის გენერატორი
VHF Very high frequency - ზემაღალი სიხშირეები
VY Very - ძალიან
WTTS Watts - ვატი
WEAK Weak - სუსტი
WID with -თან
WKD Worked - ვიმუშავე
WLL will - იქნება, ვიქნები, უნდა იყოს
WRK Work - მუშაობა, სამუშაო
WRKD Worked - ვიმუშავე
WW World-wide - მთელი მსოფლიო
WX Weather - ამინდი
XTAL Crystal - კვარცული გენერატორი
XYL Ex Young Lady - ცოლი
YES Yes - დიახ, კი
YL Young Lady - ქალიშვილი
73 — საუკეთესო სურვილები
88 — სიყვარული და კოცნა (გადაიცემა ხუმრობით)
AS — დაელოდეთ
AR — გადაცემის დასასრული
BK — ნახევარდუპლექსით მუშაობა
BT — გაყოფის ნიშანი
KN — ვუსმენ მხოლოდ საკუთარ კორესპონდენტს
SK — რადიოკავშირის დასასრული

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

დანართი № 8

სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები

 

 

 

"A" და "E" ექსტრა

 

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

 

135,7 - 137,8 KHz 1810 - 1838 KHz

100 W 1000 W

CW

18110 - 18318 KHz

1000 W

phone; CW

 

1838 - 1840 KHz

1000 W

ციფრული; (PACKET -ის გარდა); CW

21000 - 21080 KHz

1000 W

CW

 

1840 - 1850 KHz

1000 W

ციფრული; (PACKET -ის გარდა); 3K00R3E; 3K00J3E; CW

21080 - 21100 KHz

1000 W

ციფრული; CW

 

1850 - 2000 KHz

≤ 10 W

3K00R3E; 3K00J3E; 6K00R3E; CW

21100 - 21120 KHz

1000 W

ციფრული; (უპირატესად packet); CW

 

3500 - 3510 KHz

1000 W

DX; CW

21120 - 21149 KHz

1000 W

CW

 

3500 - 3560 KHz

1000 W

CW; (უპირატესად contest CW

21149 - 21151 KHz

1000 W

IBP

 

3560 - 3580 KHz

1000 W

CW

21151 - 21450 KHz

1000 W

phone; CW

 

3580 - 3590 KHz

1000 W

ციფრული; CW

21340 KHz

1000 W

გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX

 

3590 - 3600 KHz

1000 W

ციფრული; (უპირატესად packet); CW

24890 - 24920 KHz

1000 W

CW

 

3600 - 3620 KHz

1000 W

ციფრული; CW

24920 - 24929 KHz

1000 W

ციფრული; CW

 

3600 - 3650 KHz

1000 W

phone, (უპირატესად contest phone); CW

24929 - 24931 KHz 24930 - 25139 KHz

1000 W

IBP phone, CW

 

3650 - 3775 KHz

1000 W

phone; CW

24930 - 25139 KHz

1000 W

phone; CW

 

3700 - 3800 KHz

1000 W

phone, (უპირატესათ contest phone); CW

28000 - 28050 KHz

1000 W

CW

 

3730 - 3740 KHz

1000 W

SSTV; FAX,phone, CW

28050 - 28120 KHz

1000 W

ციფრული; CW

 

3775 - 3800 KHz

1000 W

Dx phone; CW

28120 - 28150 KHz

1000 W

ციფრული; (უპირატესად packet); CW

 

7000 - 7035 KHz

1000 W

CW

28150 - 28190 KHz

1000 W

CW

 

7035 - 7040 KHz

1000 W

ციფრული; ( PACKET-ის გარდა); SSTV; FAX; CW

28190 - 29199 KHz

1000 W

რეგიონალური, IBP დროითი დაყოფით

 

7040 - 7045 KHz

1000 W

ციფრული; ( PACKET-ის გარდა); SSTV; FAX; phone; CW

28201 - 28225 KHz

1000 W

მუდმივადმოქმედი IBP

 

7045 - 7100 KHz

1000 W

phone; CW

28225 - 29200 KHz

1000 W

phone; CW

 

10100 - 10140 KHz

1000 W

CW

28680 KHz

1000 W

გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX

 

10140 - 10150 KHz

1000 W

ციფრული; (PACKET -ის გარდა); CW

29200 - 29300 KHz

1000 W

ციფრული ; (NBFM PACKET); phone; CW

 

14000 - 14070 KHz

1000 W

CW

29300 - 29520 KHz

1000 W

თანამგზავრული downeink

 

14000 - 14060 KHz

1000 W

CW; (უპირატესად contest CW)

29510 - 29700 KHz

1000 W

phone; CW

 

14070 - 14089 KHz

1000 W

ციფრული; CW

144 - 146 MHz

100 W

ციფრული; 6K00F3E; 24K0F3E; 3K00R3E; 3K00J3E

 

14089 - 14099 KHz

1000 W

ციფრული; (უპირატესად არა ავტომატური packet); CW

430 -440 MHz

100 W

3K00R3E; 3KOOJ3E; 6K00F3E; 24K0F3E

 

14099 - 14101 KHz

1000 W

IBP

1240 - 1300 MHz

10 W

ციფრული

 

14101 - 14112 KHz

1000 W

ციფრული; (უპირატესად დაგროვება-რეტრანსლაცია); PHONE; CW

2320 - 2450 MHz

10 W

3K00R3E

 

14112 - 14125 KHz

1000 W

phone; CW

5650 - 5850 MHz

10 W

3K00J3E

 

14125 - 14300 KHz

1000 W

phone, (უპირატესად contest phone); CW

10 - 10.5 GHz

5 W

 

 

14230 KHz

1000 W

გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX

47 - 47.2 GHz

5 W

6K00A3E

 

14300 - 14350 KHz

1000 W

phone; CW

75.5 - 81 GHz

5 W

6K00F3E

 

18068 - 18100 KHz

1000 W

CW

119 - 120.026 GHz

5 W

 

 

18100 - 18109 KHz

1000 W

ციფრული; CW

142 - 149 GHz

5 W

24KOF3E

 

18109 - 18111 KHz

 

IBP

241 - 250 GHz

5 W

 

 

 

 

 

 

 

 

"B" კატეგორია

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7 - 137,8 KHz; 1820 - 2000 KHz

100 W; 500 W

100HA1A

21000 - 21450 KHz

500 W

100HA1A

1840 - 2000 KHz

10 W

3K00R3E; 3K00J3E

21080 - 21120 KHz

500 W

ციფრული

1900 - 2000 KHz

500 W

6K00R3E

21150 - 21450 KHz

500 W

3K00R3E; 3K00J3E

3500 - 3800 KHz

500 W

100HA1A

24890 - 24990 KHz

500 W

100HA1A

3580 - 3620 KHz

500 W

ციფრული

24920 - 24929 KHz

500 W

ციფრული

3600 - 3800 KHz

500 W

3K00R3E; 3K00J3E

24930 - 24990 KHz

500 W

3K00R3E; 3K00J3E

3730 - 3740 KHz

500 W

SSTV; FAX

28000 - 29700 KHz

500 W

100HA1A

7000 - 7100 KHz

500 W

100HA1A

28050 - 28150 KHz

500 W

ციფრული

7035 - 7045 KHz

500 W

ციფრული; SSTV; FAX

28200 - 29700 KHz

500 W

3K00R3E; 3K00J3E

7040 - 7100 KHz

500 W

3K00R3E; 3K00J3E

144 - 146 MHz

25 W

100HA1A; 6K00F3E;

10100 - 10150 KHz

500 W

100HA1A

430 - 440 MHz

25 W

24K00F3E;

10140 - 10150 KHz

500 W

ციფრული

 

 

3K00R3E; 3K00J3E

14000 - 14070 KHz

500 W

CW

1240 - 1300 MHz

5 W

100HA1A; 24K00F3E; 3K00R3E; 3K00J3E; 6K00A3E; 6K00F3E;

14000 - 14060 KHz

500 W

 CW; (უპირატესად contest CW)

2320 - 2450 MHz

5 W

14070 - 14089 KHz

500 W

ციფრული; CW

5650 - 5850 MHz

5 W

14089 - 14099 KHz

500 W

ციფრული; (უპირატესად არა ავტომატური packet); CW

10 - 10.5 GHz

5 W

14099 - 14101 KHz

500 W

IBP

24 -24.5 GHz

5 W

14101 - 14112 KHz

500 W

ციფრული; (უპირატესად დაგროვება-რეტრანსლაცია); PHONE; CW

47 - 47.2 GHz

5 W

14230 KHz

500 W

SSTV; FAX

75.5 - 81 GHz

5 W

18068 - 18168 KHz

500 W

100HA1A

119.98 - 120.02 GHz

5 W

18100 - 18109 KHz

500 W

ციფრული

142 - 149 GHz

5 W

18110 - 18168 KHz

500 W

3K00R3E; 3K00J3E

241 - 250 GHz

5 W

„C“  კატეგორია

 

სიხშირეთა ზოლი

სიმძლა

ვრე(ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთ ზოლი

სიმძლავრე

(ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7-137,8 KHz

1820 -2000 KHz

100 W

100W

100HAIA

430-400 MHz

5 W

100HAIA

3KOOR3E;3KOOJ3E

6KOOA3E;

6KOOF3E;

24KOOF3E;

 

 

1850-2000 KHz

100W

3KOOR3E;3KOOJ3E

1240-1300 MHz

5 W

 

1900-2000 KHz

100W

6KOOR3E

2320-2450 MHz

5 W

 

3500-3650 KHz

100W

100HAIA

5650-5850 MHz

5 W

 

3650-3700 KHz

100W

3KOOR3E;3KOOJ3E

10-10.5GHz

5 W

 

21000-21450 KHz

100W

100HAIA

24-24.5 GHz

5 W

 

28000-29700 KHz

100W

100HAIA

47-47.2 GHz

5 W

 

28200-29700 KHz

100W

3KOOR3E;3KOOJ3E

75.5-81 GHz

5 W

 

29200-29700 KHz

100W

6KOOR3E

11998-12002 GHz

5 W

 

144-146MHz

5W

100HAIA

6KOOF3E;

24KOOF3E;

3KOOR3E;3KOOJ3E

142-149 GHz

 

5 W

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 05 წლის 8 აპრილის დადგენილება № 6 -სსმ III , № 45 , 18.04 .20 05 წ.,მუხ. 469

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942-1/