ფარმაცევტულ, სამედიცინო, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№150/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.964
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 31/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.964

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №150/ნ

2003 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ფარმაცევტულ საბითუმო ბაზაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი (დანართი №1);

ბ) აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესი (დანართი №2);

გ) ფარმაცევტულ საწარმოში ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გამოყენებისა და გაცემის წესი (დანართი №3);

დ) სტაციონარში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და გამოყენების წესი (დანართი №4);

ე) სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და გამოყენების წესი (დანართი №5);

ვ) სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი (დანართი №6);

 ზ) ფარმაცევტულ, სამკურნალო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერისა და განადგურების წესი (დანართი №7);

თ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა საბითუმო ბაზისათვის (დანართი №8);

ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემის სპეციალური ფორმა (დანართი №9);

კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა აფთიაქისათვის (დანართი №10);

ლ) საწარმოს განყოფილებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღება-გადაბარების დოკუმენტის ფორმა (დანართი №11);

მ) საწარმოს ნედლეულის საწყობში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №12);

ნ) საწარმოს საამქროში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №13);

ო) საწარმოს მზა პროდუქციის საწყობში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სპეცკონტროლირებადი საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №14);

პ) სტაციონარის განყოფილებაში (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მორიგე ექიმებზე გადაბარების ჟურნალის ფორმა (დანართი №15);

ჟ) სტაციონარის განყოფილებაში (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №16);

რ) აქტის ფორმა სტაციონარში (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში) გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულების განადგურებაზე (დანართი №17);

ს) აფთიაქში შემოსული ანგარიშ-ფაქტურების სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №18);

ტ) დანიხრული მოთხოვნების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №19);

უ) ანალიზისათვის შემოსული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №20);

ფ) სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №21);

ქ) გაუვარგისებული მატერიალურ-სასაქონლო ფასეულობათა ჩამოწერისა და განადგურების აქტის ფორმა (დანართი №22);.

ღ)  ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი (დანართი №3);

ყ) ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა საცავისა და სამარაგოსათვის (დანართი №24);

შ) დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №25);

ჩ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი N26)

ც) საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალებების ყოველდღიური გადაბარების ჟურნალის ფორმა (დანართი №27);

ძ) გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ტარის განადგურების აქტის ფორმა (დანართი №28);

წ) ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა (დანართი N29.

ჭ) ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №30).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 25 სექტემბრის ბრძანება №212/ნ-სსმIII, №146,  03.10.2008წ.,  მუხ.1457

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადარკულად ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 22 ივნისის ბრძანება  №240/ნ „საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული შხამების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეპარატების ლეგალური ბრუნვის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების შესახებ“ („სსმ III ნაწილი, №68, 28.06.2001).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღეში.

 ა. გამყრელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

2.   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

3.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

4.   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 25 სექტემბრის ბრძანება №212/ნ-სსმIII, №146,  03.10.2008წ.,  მუხ.1457

 

 

 

დანართი №1

ფარმაცევტულ საბითუმო ბაზაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი

1. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, გაცემისა და რეალიზაციის უფლება აქვს ამ საქმიანობაზე შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფარმაცევტულ საბითუმო ბაზას (შემდგომში – ბაზა).

2. ბაზაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბაზის ხელმძღვანელსა და მის მიერ ბრძანებით გამოყოფილ პირებს.

3. ბაზა ვალდებულია:

ა) ნარკოტიკული საშუალებები დანიშნულების ადგილამდე გადაიტანოს მხოლოდ პოლიციის ბადრაგის თანხლებით;

ბ) შეიძინოს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული, სამკურნალო დანიშნულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

გ) საქართველოს ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები შეიძინოს და აწარმოოს საბითუმო რეალიზაცია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

4. ბაზას ეკრძალება:

ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საცალო რეალიზაცია;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რეალიზაცია ხარისხის სერტიფიკატის გარეშე;

გ) ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ფარმაცევტულ საქმიანობაზე უფლებამოსილ იმ იურიდიულ პირზე, რომელსაც გაცემის მომენტისათვის არ ახლავს პოლიციის დაცვა.

დ) ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია მყიდვე-ლისათვის ადგილზე მიწოდების გზით (გარდა სტიქიური უბედურებების ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს გათვალისწინებული შემთხვევებისას).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

5. ბაზაში ნარკოტიკული საშუალებების აღრიცხვისა და შემოსავალ-გასავლის ყველა საბუთი ინახება 5, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორებისა – 3 წლის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დოკუმენტის უფრო ხანგრძლივი დროით შენახვას) ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან, რის შემდეგაც ნადგურდება შესაბამისი აქტით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ ბაზის ხელმძღვანელი, ბაზაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირები და პოლიციის მოწვეული წარმომადგენელი.

6. ბაზაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დალუქულ, დანომრილ, ზონარგაყრილ და სააგენტოს ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №8).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

7. ბაზაში ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები (მხოლოდ სუბსტანციების სახით) და ნარკოტიკული საშუალებები ინახება სპეციალურად გამოყოფილ უფანჯრო ოთახში (ოთახებში), ცეცხლგამძლე სეიფში (სეიფებში); ოთახს უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები, რკინის კარები და გააჩნდეს ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციები; ბაზა, სადაც ინახება ამ პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეიარაღებული დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ ბაზა ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა და გაცემა დასაშვებია განხორციელდეს დადგენილი საცავიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, რაზეც ფორმდება შესაბამისი დოკუმენტი. აღნიშნულ საცავში ნარკოტიკული საშუალებების მიღების, შეძენის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი შეესაბამება ბაზიდან ნარკოტიკული საშუალებების მიღების, შეძენის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესს.

8. ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები (გარდა სუბსტანციებისა) ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში (ოთახებში), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს რკინის კარებით და ფანჯრებზე გისოსებით.

9. სპეციალურად გამოყოფილი ოთახის და სეიფის გასაღებები ინახება სპეცკონტროლირებადი საშუალებების შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).

10. ოთახი და სეიფი, სადაც ინახება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ იკეტება და ილუქება; ამ ოთახში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირებს.

11. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღება წარმოებს ბაზის ხელმძღვანელის შიდა ბრძანებით გამოყოფილი მიმღები კომისიის მიერ.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) კომისიის თავმჯდომარე (უმაღლესი ფარმაცევტული განათლებით);

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები);

გ) შესაბამისი განყოფილების გამგე ან მისი მოადგილე;

დ) ანალიზური ლაბორატორიის წარმომადგენელი.

12. ბაზის მიერ მიღებული ნარკოტიკული საშუალებების თითოეულ დასახელებაზე ივსება სააღრიცხვო ბარათი ან კომპიუტერული პროგრამით გათვალისწინებული აღრიცხვის ფორმა.

13. ბაზიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების სუბსტანციები გაიცემა მხოლოდ დალუქულ მდგომარეობაში; ეტიკეტზე აღინიშნება სუბსტანციის დასახელება, რაოდენობა, გამცემი ბაზის დასახელება, ლაბორატორიული ანალიზის და სერიის ნომრები, ვარგისიანობის ვადა და მოწმდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

14. ბაზიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაიცემა მხოლოდ სათანადო მოთხოვნის (განაცხადის) და ერთჯერადი მინდობილობის საფუძველზე.

 15. მოთხოვნა ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და პრეკურსორებზე იწერება ცალ-ცალკე. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გამოიწერება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ლათინურ ენაზე, დასახელების, წამლის ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნა მოწმდება იურიდიული პირის ბეჭდითა და ხელმძღვანელის ხელმოწერით.

16. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემის წინ ბრძანებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მოითხოვოს შესაბამისი ლიცენზია, გადაამოწმოს გაცემის საფუძველი (მოთხოვნა, მინდობილობა), გასაცემი სამკურნალო საშუალების შესაბამისობა თანმხლებ დოკუმენტაციასთან, შეფუთვის, მარკირების და გაფორმების სისწორე, რის შემდეგაც ხელს აწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემის სპეციალურ ფორმას (დანართი №9).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

 დანართი №2

აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესი

 

I. ზოგადი დებულებანი

1. აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის (მათ შორის, საბითუმო რეალიზაციის) უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქს. შესაბამისი ლიცენზიის მქონე I ჯგუფის აფთიაქს დამატებით უფლება აქვს მოამზადოს ნარკოტიკული საშუალებების შემცველი წამლის ფორმები.

2. აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აფთიაქის ხელმძღვანელსა და მის მირ ბრძანებით გამოყოფილ პირს (პირებს).

3. აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №№10);

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

4. აფთიაქი ვალდებულია:

ა) ნარკოტიკული საშუალებები დანიშნულების ადგილამდე გადაიტანოს მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით;

ბ) შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან შეიძინოს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები;

გ) ნარკოტიკული საშუალების ყოველი გაცემისას ფიზიკურ პირზე გასცეს აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ფორმით;

დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

5. აფთიაქს ეკრძალება:

ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების სუბსტანციების სახით საცალო რეალიზაცია;

ბ) ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების გაცემა ინდივიდუალურ მეწარმეზე;

გ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ექსტემპორალური ფორმით მომზადება და გაცემა ექიმის მიერ გამოწერილი სპეციალური რეცეპტის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულების ოფიციალური მოთხოვნის გარეშე;

დ) სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფ ონკოინკურაბელური და სომატური ავადმყოფებისათვის ნარკოტიკული საშუალებების არატერიტორიული პრინციპით გაცემა (რეალიზაცია) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

6. აფთიაქის ხელმძღვანელი ყოველი მომდევნო თვის პირველი რიცხვისათვის ადარებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების ფაქტობრივ ნაშთს ჟურნალის ნაშთთან. მონაცემების შეუსაბამობის შემთვევაში აფთიაქის ხელმძღვანელი ადგენს შესაბამის დოკუმენტს და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისწავლოს საკითხი და შედეგების შესახებ აცნობოს ბიუროს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

7. აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებები ინახება სპეციალურად გამოყოფილ უფანჯრო ოთახში, ცეცხლგამძლე სეიფში; ოთახს უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები, რკინის კარები და გააჩნდეს ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციები; აფთიაქი, სადაც ინახება ნარკოტიკული საშუალებები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეიარაღებული დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქი ვერ უზრუნველყობს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, დასაშვებია ნარკოტიკული საშუალებების შენახვა და გაცემა განხორციელდეს შესაბამისი რაიონული პოლიციიდან ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში.

8. ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები ინახება ცალკე, ხის ან რკინის კარადაში, ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს რკინის კარებით და ფანჯრებზე გისოსებით.

9. სპეციალურად გამოყოფილი ოთახის (ოთახების), სეიფის და კარადის გასაღებები ინახება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე შესაბამისი ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).

10. ოთახი (ოთახები) და სეიფი, სადაც ინახება სპეცკონტროლირებადი საშუალებები, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ იკეტება და ილუქება; ამ ოთახში (ოთახებში) შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირებს.

11. აფთიაქიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გაიცემა მხოლოდ სათანადო წესით შევსებული სპეციალური რეცეპტების (ფორმა №№1, 2) ან/და მასთან ხელშეკრულებით მომუშავე სამედიცინო, ფარმაცევტული, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური დაწესებულებისა და საკონტროლო-ანალიზური ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნისა (განაცხადის) და ერთჯერადი მინდობილობის საფუძველზე.

12. მოთხოვნა ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და პრეკურსორებზე იწერება ცალ-ცალკე. სპეცკონტროლირებადი საშუალებები გამოიწერება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ლათინურ ენაზე, დასახელების, წამლის ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნა მოწმდება იურიდიული პირის ბეჭდითა და ხელმძღვანელის ხელმოწერით.

13. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გაცემის წინ ბრძანებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იურიდიული პირისაგან მოითხოვოს შესაბამისი ლიცენზია, გადაამოწმოს გაცემის საფუძველი (მოთხოვნა, მინდობილობა), გასაცემი სამკურნალო საშუალების შესაბამისობა თანმხლებ დოკუმენტაციასთან, შეფუთვის, მარკირების და გაფორმების სისწორე, რის შემდეგაც ხელს აწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და კონტროლირებადი საშუალებების გაცემის სპეციალურ ფორმას (დანართი №9).

14. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილ რეცეპტში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები აფთიაქს გააჩნია სხვა დოზით ან სხვა სავაჭრო დასახელებით, ფარმაცევტს უფლება აქვს გასცეს ეს პრეპარატი რეცეპტში გამოწერილ დოზებთან შესაბამისობაში და მისცეს პაციენტს სათანადო განმარტება.

15. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემისას რეცეპტის მეორე გვერდზე კეთდება ჩანაწერი ფაქტობრივად გაცემული მედიკანტის შესახებ წამლის სავაჭრო დასახელების, დოზის, რაოდენობისა და გაცემის თარიღის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ წამლის გამცემი და მიმღები პირები.

16. მიმდინარე სამუშაოებისათვის საასისტენტო ოთახში ნარკოტიკული საშუალებები გაიცემა სამარაგო განყოფილებიდან, მხოლოდ აფთიაქის დირექტორის ან მისი ბრძანებით უფლებამოსილი პირის მიერ.

17. ექსტემპორალურად მოსამზადებელი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველ წამლებზე რეცეპტის მიღებისას ფარმაცევტი ვალდებულია ამ ინგრედიენტის დასახელების ქვეშ გაუსვას წითელი ხაზი, დააზუსტოს ავადმყოფის ასაკი, შეამოწმოს დოზირების სისწორე და რეცეპტზე გამოწერილი ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ერთმანეთთან შეთავსება.

18. წამლის შემადგენლობაში შემავალი ნარკოტიკული საშუალებები (მხოლოდ სუბსტანციები) უნდა აიწონოს ფარმაცევტ-ტექნოლოგის მიერ, ფარმაცევტის თანაშემწის თანდასწრებით, რის შემდეგ შტანგლასი დაუყოვნებლივ ინახება კარადაში; აწონილი სუბსტანციისაგან წამალი მზადდება დაუყოვნებლივ; რეცეპტის უკანა მხარეს ხელს აწერენ, გაცემაზე – ფარმაცევტ-ტექნოლოგი, მიღებაზე –ფარმაცევტის თანაშემწე (სამკურნალო საშუალების დასახელებისა და რაოდენობის აღნიშვნით).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

19. აფთიაქში მომზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას ეტიკეტზე ან სიგნატურაზე უნდა ჰქონდეს ზუსტი და გარკვევით მიწერილი შესაბამისი წარწერა: „შინაგანი“, „გარეგანი“, „საინიექციო“, „თვალის წვეთები“, დამამზადებელი აფთიაქის დასახელება, წამლის შემადგენლობა, რაოდენობა, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, უშუალო დამამზადებლისა და აფთიაქიდან გამცემი პირის ხელმოწერები.

20. აფთიაქის ფარმაცევტი ვალდებულია:

ა) ნარკოტიკული საშუალების მიმღებს წინასწარ დაუდგინოს წამლის მიღების დღე და საათი;     

ბ) უზრუნველყოს ტერიტორიული პოლიკლინიკების სისტემატური ინფორმირება აფთიაქში არსებული ნარკოტიკული საშუალების რაობის, წამლის ფორმისა და დოზის შესახებ.

21. სტაციონართან (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურთან) ხელშეკრულებით მომუშავე აფთიაქიდან სპეცკონტროლირებადი საშუალებების გაცემა ხდება სტაციონარის (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის) მიერ გაცემული მოთხოვნისა და ერთჯერადი მინდობილობის საფუძველზე; მოთხოვნა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად წამლის დასახელების (ლათინურ ენაზე), დოზირებისა და რაოდენობის სრული მითითებით; მოთხოვნას ხელს აწერენ სტაციონარის (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის) ხელმძღვანელი, მიღებაზე და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები; ოთხი ეგზემპლარიდან ორი რჩება აფთიაქში (აქედან ერთი გადაეცემა აფთიაქის ბუღალტერიას, მეორე წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს), ხოლო ორი ეგზემპლარი უბრუნდება სტაციონარს (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს).

22. პოლიციის შენობაში ნარკოტიკული საშუალებები ინახება პოლიციის უფროსის მიერ შერჩეულ ოთახში განთავსებულ სეიფში.

23. პოლიციის შენობიდან ნარკოტიკული საშუალების მიღების, შეძენის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი შეესაბამება აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების მიღების, შეძენის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესს.

24. პოლიციის შენობაში ნარკოტიკული საშუალებების შესანახი ოთახის დაცვის ორგანიზაცია ეკისრება პოლიციის უფროსის მიერ ბრძანებით გამოყოფილ პირს.

25. სეიფში, სადაც ინახება ნარკოტიკული საშუალებები, აკრძალულია იარაღის, პოლიციის კუთვნილი დოკუმენტაციის ან სხვა საგნების შენახვა.

26. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ აფთიაქის პასუხისმგებელი ფარმაცევტი კეტავს და ლუქავს სეიფს. დალუქული სეიფი დადგენილი წესით ბარდება პოლიციის მორიგეს, ხოლო სეიფის გასაღები და ლუქის ბეჭედი ინახება აფთიაქის ფარმაცევტთან. სეიფის გახსნა ხდება მხოლოდ პოლიციის მორიგესთან ერთად ლუქის მთლიანობის შემოწმების შემდეგ. ლუქის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში აფთიაქის ფარმაცევტი და პოლიციის მორიგე ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციის უფროსს და სეიფი გახსნან მხოლოდ მისი ბრძანების შემდეგ.

27. აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების აღრიცხვისა და შემოსავალ-გასავლის ყველა საბუთი ინახება 5, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორებისა – 3 წლის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დოკუმენტის უფრო ხანგრძლივი დროით შენახვას), ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან, რის შემდეგაც ნადგურდება შესაბამისი აქტით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ აფთიაქის ხელმძღვანელი, აფთიაქში კონტროლირებადი ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირები და პოლიციიდან მოწვეული წარმომადგენელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

 დანართი №3

ფარმაცევტულ საწარმოში ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გამოყენებისა და გაცემის წესი

1. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, გამოყენების, გაცემისა და რეალიზაციის უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფარმაცევტულ საწარმოს (შემდგომში – საწარმო).

2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების წარმოება.

3. საწარმო ვალდებულია:

ა) შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან შეიძინოს მხოლოდ წარმოებისათვის საჭირო, საქართველოში რეგისტრირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები;

ბ) აწარმოოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა;

გ) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი იმ კომბინირებული პრეპარატების წარმოებისას, რომლებიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალს, უზრუნველყოს, რათა მათ შემადგენლობაში შემავალი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა შეესაბამებოდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო) მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას

დ) სამკურნალო დანიშნულების ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოება განახორციელოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში;

ე) ნარკოტიკული საშუალებების საწარმოს ტერიტორიიდან გატანა ან საწარმოს ტერიტორიაზე შემოტანა განახორციელოს მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით;

ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

4. საწარმოს უფლება აქვს:

ა) დადგენილი წესით შეიძინოს, საქართველოში შემოიტანოს კომბინირებული პრეპარატების წარმოებისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პერეკურსორები (მხოლოდ სუბსტანციების ან დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის სახით);

ბ) აწარმოოს სამკურნალო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალების შემცველი ის კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს;

გ) გასცეს ნარკოტიკული საშუალებები (სუბსტანციების სახით), აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერებების სუბსტანციები და ან დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქცია შესაბამისი ლიცენზიის მქონე საწარმოზე;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საწარმოზე რიცხული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ექსპორტი.

5. საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემასა და რეალიზაციაზე, აგრეთვე საწარმო პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ბრძანებით გამოყოფილ პირებს.

6. საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეტანაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიღების ადგილზე შეამოწმოს საქონლის რაოდენობის შესაბამისობა თანმხლებ დოკუმენტაციასთან.

7. საწარმოში ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები (მხოლოდ სუბსტანციების სახით), აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებები ინახება სპეციალურად გამოყოფილ უფანჯრო ოთახში (ოთახებში), ცეცხლგამძლე სეიფში (სეიფებში); ოთახს უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები, რკინის კარები და გააჩნდეს ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციები; საწარმო, სადაც ინახება ნარკოტიკული საშუალებები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეიარაღებული დაცვით.

8. საწარმოს ოთახები, სადაც ინახება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, სეიფები და კარადები, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ იკეტება და ილუქება. ოთახის, სეიფის, კარადების გასაღებები და ლუქის ბეჭედი ინახება ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.

9. საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ერთი განყოფილებიდან მეორეში გადატანის და მიღება-გადაბარებისას ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №11-ით გათვალისწინებული დოკუმენტი.

10. საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ყველა შესაბამის განყოფილებაში ხელმძღვანელის მიერ გაცემულ დალუქულ, დანომრილ, ზონარგაყრილ და დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (დანართი №№12, 13, 14).

11. საწარმოში ნარკოტიკული საშუალებების აღრიცხვისა და შემოსავალ-გასავლის ყველა საბუთი ინახება 5, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორებისა – 3 წლის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დოკუმენტის უფრო ხანგრძლივი დროით შენახვას), ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან, რის შემდეგაც ნადგურდება შესაბამისი აქტით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს ხელმძღვანელი, საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირები და პოლიციიდან მოწვეული წარმომადგენელი.

12. საწარმოს ხარისხის კონტროლის სამსახურში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოძრაობაზე პასუხისმგებლები არიან ამ სამსახურის უფროსი და მზა პროდუქციის საწყობის გამგე.

13. საქართველოში წარმოებული ფსიქოტროპული ნივთიერებების, აგრეთვე საწარმოს მიერ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი მთლიანობის დაურღვევლად წამალთან შეხების შესაძლებლობას.

14. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საწყობიდან საწარმოო განყოფილებებში გადატანაზე, საწარმოო განყოფილებაში ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე, მზა პროდუქციაზე და ამ პროდუქციის საწყობში გადატვირთვაზე პასუხისმგებელია საწარმოო განყოფილების უფროსი, მისი მოადგილე და ტექნოლოგი (შესაბამის ეტაპებზე).

15. საწარმოს მზა პროდუქციის საწყობში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღება, შენახვასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელია მზა პროდუქციის საწყობის გამგე.

16. საწარმოდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გაიცემა:

ა) დადგენილი წესით გაფორმებული მოთხოვნისა და მინდობილობის საფუძველზე;

ბ) შეფუთული, კანონმდებლობით დადგენილი წესით მარკირებული, ანალიზის ნომრის მითითებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

 დანართი №4

სტაციონარში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და გამოყენების წესი

 

I. ზოგადი დებულებანი

 

1. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, მომზადებისა და გამოყენების უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებას (შემდგომში – სტაციონარი).

2. სტაციონარში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაწესებულების ხელმძღვანელს და აღნიშნულ საქმიანობაზე ბრძანებით გამოყოფილ პირს (პირებს).

3. აკრძალულია დადგენილი წესის დარღვევით შეძენილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სტაციონარში შეტანა და ავადმყოფის საჭიროებისათვის გამოყენება.

4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან.

5. სტაციონარში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი მთლიანობის დაურღვევლად წამალთან შეხების შესაძლებლობას და ეტიკეტზე უნდა ჰქონდეს შემდეგი სახის აღნიშვნები:

ა) სახელწოდება, წამლის ფორმა, შეფუთვაში მოთავსებული რაოდენობა;

ბ) შემადგენლობა რაოდენობების მითითებით;

გ) დამზადების თარიღი;

დ) ვარგისიანობის ვადა;

ე) სერია;

ვ) მწარმოებლის ფირმა და ქვეყანა;

წამალს უნდა ახლდეს გამოყენების ინსტრუქცია.

6. სტაციონარს ეკრძალება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა ან/და მიღება ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აღნიშვნების გარეშე; აკრძალულია ნარკოტიკულ საშუალებათა დაფასოება, ტარის შეცვლა, გაწონვა, სხვა ჭურჭელში გადასხმა, ეტიკეტის ან სიგნატურის შეცვლა.

7. სტაციონარის განყოფილებების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად მორიგეობის საათებში, სადღესასწაულო და უქმე დღეების გათვალისწინებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი მორიგე ექიმს გადასცემს ამ სამკურნალო საშუალებების სავარაუდო მარაგს; პასუხისმგებელ პირსა და მორიგე ექიმებს შორის ნარკოტიკული საშუალებების გაცემის და მიღების გაფორმება ხდება სპეციალურ ჟურნალში (დანართი №15).

8. სტაციონარის განყოფილებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას. აღრიცხვა უნდა წარმოებდეს დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დალუქულ ჟურნალში (დანართი №16).

9. სტაციონარში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სააღრიცხვო დოკუმენტაცია ინახება ხუთი წლის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზოგიერთი დოკუმენტის უფრო ხანგრძლივი დროით შენახვას), რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის შედგენით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ დაწესებულების ხელმძღვანელი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები და პოლიციიდან მოწვეული წარმომადგენელი.

10. სტაციონარში ნარკოტიკული საშუალებები ავადმყოფს უკეთდება (ეძლევა) სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ექიმისა და მედდის თანდასწრებით, რაც ფიქსირდება ავადმყოფობის ისტორიაში ინიექციის ან სხვა გზით მიღების თარიღის, საათის, მედიკამენტის რაობის (ლათინურ ენაზე), დოზის ერთეულის, წამლის ფორმისა და რაოდენობის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ ექიმი და მედდა, რომლებიც ესწრებოდნენ აღნიშნულ პროცედურას. გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულები ინახება და ბარდება შესაბამის მუდმივმოქმედ კომისიას.

11. ავადმყოფობის ისტორიაში უნდა დაფიქსირდეს ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტიც. ჩანაწერში მითითებული უნდა იყოს ინიექციის ან სხვა გზით მიღების თარიღი, მედიკამენტის რაობა (ლათინურ ენაზე), დოზის ერთეული, წამლის ფორმა და რაოდენობა. ჩანაწერს ხელს აწერს ექიმი ან მედდა.

12. სტაციონარის ხელმძღვანელი ვალდებულია შექმნას მუდმივმოქმედი კომისია არანაკლებ სამი პირის შემადგენლობით, რომელიც ყოველ ათ დღეში ერთხელ უზრუნველყოფს გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულების განადგურებას. მონაცემები განადგურებული ცარიელი ამპულების შესახებ ფიქსირდება სათანადო ფორმის აქტში (დანართი №17), რომელიც ინახება სტაციონარის ხელმძღვანელთან ან ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან ხუთი წლის განმავლობაში.

 

II. სტაციონარის აფთიაქში ნარკოტიკული

 

საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და აფთიაქიდან გაცემის წესი

 

13. სტაციონარის აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და მომზადების წესი რეგულირდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესის“ (დანართი №2) შესაბამისად.

14. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, მიღება, შენახვა და განყოფილებებზე გაცემა ხორციელდება მხოლოდ სტაციონარის აფთიაქის მეშვეობით.

15. აფთიაქის მქონე სტაციონარს უფლება აქვს იქონიოს ნარკოტიკული საშუალებების 3 თვის სავარაუდო მარაგი.

16. სტაციონარის აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, მიღება, შენახვა, აღრიცხვა, მომზადება, გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აფთიაქის გამგეს ან/და მის მოადგილეს.

17. სტაციონარის აფთიაქს უფლება აქვს მოამზადოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები მხოლოდ წამლის ფორმის სახით. მომზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას ეტიკეტზე ან სიგნატურაზე უნდა ჰქონდეს ზუსტი და გარკვევით მიწერილი შესაბამისი წარწერა: „შინაგანი“, „გარეგანი“, „საინიექციო“, „თვალის წვეთები“, დამამზადებელი აფთიაქის დასახელება, წამლის შემადგენლობა, რაოდენობა, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, უშუალო დამამზადებლისა და აფთიაქიდან გამცემი პირის ხელმოწერები.

18. აფთიაქის მიერ მიღებული ან შეძენილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები რეგისტრირდება ანგარიშ-ფაქტურების სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №18).

19. აფთიაქიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ განყოფილების გამგე და განყოფილების უფროსი მედდა ან სხვა პასუხისმგებელი პირი, მოთხოვნას ხელმოწერით, ბეჭდითა და შტამპით ამოწმებს სტაციონარის ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და პრეკურსორებზე მოთხოვნა გამოიწერება ცალ-ცალკე. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გამოიწერება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ლათინურ ენაზე, დასახელების, წამლის ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება ან/და პრეკურსორი. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემის შემდეგ მოთხოვნაზე ხელს აწერენ მისი მიმღები და გამცემი პირები. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი უბრუნდება განყოფილებას და ინახება აღნიშნულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთან, მეორე ეგზემპლარი აფთიაქის ყოველთვიურ ანგარიშთან ერთად გადაეცემა სტაციონარის ბუღალტერიას, ხოლო მესამე – რჩება აფთიაქში და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს. მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში.

20. აფთიაქში შემოსული მოთხოვნები ყოველდღიურად ჩაიწერება თანმიმდევრულად, ნომრების მიხედვით, დანომრილ, ზონარგაყრილ, სტაციონარის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებულ დანიხრული მოთხოვნების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №19). საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დაქვემდებარებულ მედიკამენტებზე მოთხოვნების ნომრებს გაესმება ხაზი. დანიხრული მოთხოვნების აღრიცხვის ჟურნალში სტაციონარის თითოეული განყოფილებისათვის გამოიყოფა ცალკე გვერდი.

 

III. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვის, მიღების, აღრიცხვისა და გაცემის წესი იმ სტაციონარში, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი

 

21. სტაციონარი, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი, ვალდებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენაზე, ძირითადი მარაგის შენახვასა და მომზადებაზე ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქთან (აფთიაქებთან).

22. სტაციონარი ვალდებულია ნარკოტიკული საშუალებები მიიღოს მხოლოდ მზა წამლის ფორმის სახით.

23. აფთიაქთან ხელშეკრულებით მომუშავე სტაციონარს უფლება აქვს იქონიოს ნარკოტიკული საშუალებების 15 დღის მარაგი, რაც უნდა ინახებოდეს სეიფში ან რკინის კარადაში, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

24. სტაციონართან ხელშეკრულებით მომუშავე აფთიაქიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები მიღება ხდება სტაციონარის ხელმძღვანელის ბრძანებით გამოყოფილი პირის მიერ, მოთხოვნისა და ერთჯერადი მინდობილობის საფუძველზე; ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და პრეკურსორებზე მოთხოვნა გამოიწერება ცალ-ცალკე. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოიწერება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ლათინურ ენაზე, დასახელების, წამლის ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება ან/და პრეკურსორი. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემის შემდეგ მოთხოვნაზე ხელს აწერენ მისი მიმღები და გამცემი პირები. მოთხოვნა, რომელსაც ხელს აწერენ სტაციონარის ხელმძღვანელი და ამ საშუალებების მიღებაზე და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი ეგზემლარი რჩება აფთიაქში (აქედან ერთი გადაეცემა აფთიაქის ბუღალტერიას, მეორე წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს), ხოლო ორი ეგზემპლარი უბრუნდება სტაციონარს, რომელთაგან ერთი გადაეცემა სტაციონარის ბუღალტერიას, ხოლო მეორე – რჩება შესაბამის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული დოკუმენტაცია ინახება ხუთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის შედგენით. აქტში მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტის სახეობა, ნომერი, იმ სპეცკონტროლირებადი საშულებების რაობა და რაოდენობა, რომელზეც გამოწერილი იყო აღნიშნული დოკუმენტი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ სტაციონარის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი მუშაკები, არანაკლებ ოთხი პირის შემადგენლობით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

 დანართი №5

სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და გამოყენების წესი

I . ზოგადი დებულებანი

1. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, მიღების, შენახვის, გაცემისა და გამოყენების უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე საწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებას (შემდგომში – სგსდ-ის სამსახური).

2. სგსდ-ის სამსახურში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ბრძანებით გამოყოფილ პირებს.

3. აკრძალულია არაოფიციალური გზით ან აფთიაქის გვერდის ავლით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სგსდ სამსახურში შეტანა და ავადმყოფის საჭიროებისათვის გამოყენება.

4. სგსდ-ის სამსახურის საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან.

5. სგსდ-ის სამსახურის მიერ შეძენილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი მთლიანობის დაურღვევლად წამალთან შეხების შესაძლებლობას და ეტიკეტზე უნდა ჰქონდეს შემდეგი სახის აღნიშვნები:

ა) სახელწოდება, წამლის ფორმა, შეფუთვაში მოთავსებული რაოდენობა;

ბ) შემადგენლობა რაოდენობების მითითებით;

გ) დამზადების თარიღი;

დ) ვარგისიანობის ვადა;

ე) სერია;

ვ) მწარმოებლის ფირმა და ქვეყანა;

წამალს უნდა ახლდეს გამოყენების ინსტრუქცია.

6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარებიან საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას. აღრიცხვა უნდა წარმოებდეს დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დალუქულ ჟურნალში (დანართი №16).

7. თითოეულ ბრიგადას უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური ყუთი, რომელშიც უნდა ინახებოდეს მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 24- საათიანი მორიგეობისათვის საჭირო სავარაუდო მარაგი. ბრიგადაში ინდივიდუალურ ყუთზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელ ექიმს.

8. სგსდ სამსახურში ინდივიდუალური ყუთები ინახება ხელმძღვანლის ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან, რომელიც მორიგეობის დაწყებამდე აღნიშნულ ყუთებს გადასცემს მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელ ექიმს.

9. პასუხისმგებელ პირსა და მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელ ექიმებს შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემისა და მიღების გაფორმება ხდება სპეციალურ ჟურნალში (დანართი №15).

10. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი ექიმი სგსდ სამსახურის პასუხისმგებელ პირს უბრუნებს ინდივიდუალურ ყუთს გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელ ამპულებთან ერთად. სგდს-ის სამსახურის პასუხისმგებელი პირი ადარებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემულ და დაბრუნებულ რაოდენობას, რაობას და სპეციალურ ჟურნალში აფიქსირებს შესაბამის ჩანაწერს, რასაც ხელს აწერენ პასუხისმგებელი პირი და მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი ექიმი. ცარიელი ამპულები გადაეცემა ამ წესის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას.

11. იმ შემთხვევაში, თუ გამოძახების შესრულებისას ავადმყოფს გაუკეთდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ბრიგადის ხელმძღვანელი ექიმი ავსებს სპეციალურ ფორმას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ავდმყოფის სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, დიაგნოზი, გამოძახების რიგითი ნომერი, გამოძახების შესრულების თარიღი, გამოყენებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების დასახელება, წამლის ფორმა, საზომი ერთეული და რაოდენობა. ფორმას ხელს აწერს ბრიგადის ხელმძღვანელი ექიმი. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფზე გამოყენებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, ფორმას ხელს აწერენ ბრიგადის ხელმძღვანელი ექიმი და მედდა (ან ექიმი). გამოძახების ბარათში, რომელიც ივსება ყოველ მომსახურებულ ავადმყოფზე, იწერება კურსუსი, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული ბარათები ინახება ხუთი წლის განმავლობაში.

12. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ავადმყოფს უკეთდება ხელმძღვანელი ექიმისა და მედდის (ან ექიმის) თანდასწრებით.

13. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების ავადმყოფის საჭიროებისათვის დატოვება.

14. სგსდ-ის სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია შექმნას მუდმივმოქმედი კომისია არანაკლებ სამი პირის შემადგენლობით, რომელიც ყოველ ათ დღეში ერთხელ უზრუნველყოფს გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულების განადგურებას. მონაცემები განადგურებული ცარიელი ამპულების შესახებ ფიქსირდება სათანადო ფორმის აქტში (დანართი №17), რომელიც ინახება დაწესებულების ხელმძღვანელთან ან ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან ხუთი წლის განმავლობაში.

 

 

II. სგსდ-ის სამსახურის აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი

 

15. სგსდ-ის სამსახურის აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი რეგულირდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესის“ (დანართი №2) შესაბამისად.

16. აფთიაქის მქონე სგსდ-ის სამსახურს უფლება აქვს შეინახოს ნარკოტიკული საშუალებების 3 თვის სავარაუდო მარაგი.

17. სგსდ-ის სამსახურის აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აფთიაქის გამგეს ან/და მის მოადგილეს.

18. აფთიაქის მიერ შეძენილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები რეგისტრირდება ანგარიშ-ფაქტურების სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №18).

19. აფთიაქიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პასუხისმგებელ პირზე გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების პასუხისმგებელი პირი. მოთხოვნას ხელმოწერით, ბეჭდითა და შტამპით ამოწმებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და პრეკურსორებზე მოთხოვნა გამოიწერება ცალ-ცალკე. სპეცკონტროლირებადი საშუალებები გამოიწერება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ლათინურ ენაზე, დასახელების, წამლის ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემის შემდეგ მოთხოვნაზე ხელს აწერენ მისი მიმღები და გამცემი პირები. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი უბრუნდება პასუხისმგებელ პირს და ინახება მასთან, მეორე ეგზემპლარი აფთიაქის ყოველთვიურ ანგარიშთან ერთად გადაეცემა სგდს-ის სამსახურის ბუღალტერიას, ხოლო მესამე – რჩება აფთიაქში და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს. მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში.

20. აფთიაქში შემოსული მოთხოვნები ყოველდღიურად ჩაიწერება თანმიმდევრულად, ნომრების მიხედვით, დანომრილ, ზონარგაყრილ, სგსდ-ის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებულ დანიხრული მოთხოვნების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №19). საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დაქვემდებარებულ მედიკამენტებზე მოთხოვნების ნომრებს გაესმება ხაზი.

 

III. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი იმ სგსდ-ის სამსახურში, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი

 

21. სგსდ-ის სამსახური, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი, ვალდებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები შეძენასა და ძირითადი მარაგის შენახვაზე ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქთან (აფთიაქებთან).

22. სგსდ-ის სამსახური ვალდებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეიძინოს მხოლოდ მზა წამლის ფორმის სახით.

23. სგსდ-ის სამსახურს უფლება აქვს შეინახოს ნარკოტიკული საშუალებების ერთი თვის სავარაუდო მარაგი.

24. ხელშეკრულებით მომუშავე აფთიაქიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პასუხისმგებელ პირზე გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების პასუხისმგებელი პირი. მოთხოვნას ხელმოწერით, ბეჭდითა და შტამპით ამოწმებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და პრეკურსორებზე მოთხოვნა გამოიწერება ცალ-ცალკე. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გამოიწერება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ლათინურ ენაზე, დასახელების, წამლის ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემის შემდეგ მოთხოვნაზე ხელს აწერენ მისი მიმღები და გამცემი პირები. მოთხოვნა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება აფთიაქში (აქედან ერთი გადაეცემა აფთიაქის ბუღალტერიას, მეორე წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს), ხოლო ორი ეგზემპლარი უბრუნდება სგსდ-ის სამსახურს, რომელთაგან ერთი რჩება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ბუღალტერიას. აღნიშნული დოკუმენტაცია ინახება ხუთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის შედგენით. აქტში მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტის სახეობა, ნომერი, იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რაობა და რაოდენობა, რომელზეც გამოწერილი იყო აღნიშნული დოკუმენტი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ დაწესებულების ხელმძღვანელი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი მუშაკები, არანაკლებ ოთხი პირის შემადგენლობით.

 

 დანართი №6

სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი

1. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური საქმიანობის განხორციელების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვისა და გამოყენების უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიას (შემდგომში –დაწესებულება).

2. დაწესებულებას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენის ან მიღების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან.

3. დაწესებულებას თავისი საქმიანობის განხორციელებისას ეკრძალება უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენება, თუ არ ახლავს მისი რაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეტანისას დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მათ მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე ბრძანებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი ამოწმებს მათი ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისობას თანმხლებ დოკუმენტაციასთან.

5. დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ინახება ოთახში განთავსებულ რკინის კარადაში; ოთახი უნდა იკეტებოდეს; ოთახის და კარადის გახსნის უფლება აქვს სპეცკონტროლირებადი საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე და შენახვაზე ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს.

6. დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვა წარმოებს დანომრილ, ზონარგაყრილ, დალუქულ და დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ წიგნში (დანართი №21).

7. აკრძალულია დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების შემდეგ მათი გამოყენების ადგილზე დატოვება.

8. დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაოების ჩასატარებლად პასუხისმგებელი პირის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემა ხდება მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საჭირო ნივთიერების დასახელება და რაოდენობა; მოთხოვნას ხელს აწერენ დაწესებულების ხელმძღვანელი და პირი, რომელიც უშუალოდ ატარებს სამუშაოს.

9. საკონტროლო-ანალიზური ლაბორატორიის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საანალიზოდ აღების დროს დგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული სამკურნალო საშუალების სინჯის აღების აქტი.

10. საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში საანალიზოდ შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ანალიზის შემდეგ საკონტროლო ნიმუშები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, რის შემდეგაც შესაბამისი აქტის გაფორმებით გამოიყენება ლაბორატორიული მიზნებისათვის ან ნადგურდება დადგენილი წესით; საანალიზოდ შემოსული სინჯების აღრიცხვა წარმოებს სპეციალურ ჟურნალში (დანართი №21) და მათ შესახებ დოკუმენტაცია ინახება 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის გაფორმებით.

 

 დანართი №7

ფარმაცევტულ, სამკურნალო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერისა და განადგურების წესი

1. ფარმაცევტულ, სამკურნალო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერა და განადგურება ხდება ვარგისიანობის ვადის გასვლისას, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი:

ა) არ შეესაბამებ ა სტანდარტს;

ბ) დარჩენილია ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის შემდეგ;

გ) დარჩენილია ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის შეწყვეტის ან გარდაცვალების გამო.

2. დაწესებულებაში, სადაც ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერა, ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება კომისია, შემდგარი არანაკლებ 3 პირისაგან (პოლიციის თანამშრომლის აუცილებელი მონაწილეობით), რომელიც ადგენს გაუვარგისებულ მატერიალურ-სასაქონლო ფასეულობათა ჩამოწერა-განადგურების აქტს თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №22). სავალდებულოა აქტში მითითებული ყველა მონაცემის სრულყოფილად შევსება. რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი აქტს თან ურთავს ახსნა-განმარტებას აღნიშნულის შესახებ. აქტის სამივე ეგზემპლარი ინახება ჩამოწერილ მატერიალურ-სასაქონლო ფასეულობებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში.

3. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა) ჩამოწერა-განადგურებამდე საჭიროა ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შესაბამისი დასკვნა. საანალიზო ნიმუშის აღების შემდეგ დაწესებულებაში დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებების ნაშთი ილუქება ლაბორატორიის წარმომადგენლის მიერ.

4. ცენტრალიზებული წესით შეძენილი ან/და ჰუმანიტარული გზით მიღებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერა-განადგურებაზე სავალდებულოა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობა.

5. განადგურებას ექვემდებარება მხოლოდ დადგენილი წესით ჩამოწერილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები.

6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების (გარდა ცენტრალიზებულად შეძენილი ან/და ჰუმანიტარული გზით მიღებულისა) განადგურება ხდება მათი დაგროვებისას, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 30 დღისა.

7. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების კაფსულების, დრაჟეების და ტაბლეტების სახით ნადგურდება დაწვის გზით, ხოლო შპრიც-ტუბები, ფლაკონები და ამპულები – დაჩეჩქვით.

8. განადგურებამდე კომისიის წევრები ამოწმებენ ჩამოწერილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეფუთვისა და ლუქის მთლიანობას. ლუქის დარღვევის შემთხვევაში ხდება შეფუთვის გადამოწმება და სხვაობის აღმოჩენისას დაუყონებლივ ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

9. განადგურების პროცესში დაცული და გათვალისწინებული უნდა იქნ ე ს უსაფრთხოების წესები და გასანადგურებელი მასალის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რაოდენობა, განადგურებისას შესაძლო ქიმიური რეაქციები და იმ ადგილის მიზანშეწონილობა, სადაც უნდა მოხდეს განადგურება.

10. განადგურების შემდეგ ჩამოწერის და განადგურების აქტში ფიქსირდება განადგურების თარიღი, ადგილი, მეთოდი, გამოყენებული ტარა, ტრანსპორტი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომისიის ყველა წევრი, რის შემდეგაც აქტი მტკიცდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით; აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, მეორე ეგზემპლარი – პოლიციას, ხოლო მესამე –  რჩება დაწესებულებაში და ინახება ხუთი წლის განმავლობაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

 დანართი №8

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების

საგნობრი ვ -რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის

ფორმა საბითუმო ბაზისათვის

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

თვე

ნაშთი 1-ლი რიცხვისათვის

ვისგან არის

 მიღებული

საბუთის № და თარიღი

რაოდენობა

სერია

1

2

3

4

5

6

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

მთლიანად თვის შემოსავალი ნაშთთან ერთად

ვისზე გაიცა

(ლიცენზიის №-ის მითითებით)

საბუთის № და

თარიღი

 

რაოდენობა

სერია

ნაშთი მომდევნო თვის 1-ლი

რიცხვისათვის

სულ გასავალი თვის განმავლობაში

7

8

9

10

11

12

13

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა _______________

თარიღი ____________

ბ.ა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2005 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №20, 21.02.2005წ., მუხ.191

დანართი №9

სპეცილურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების

გაცემის სპეციალურ ფორმა

მომწოდებელი ორგანიზაცია:                                                    მიმღები ორგანიზაცია:

მისამართი:                                                                                 მისამართი:

მომსახურე ბანკი:                                                                      მომსახურე ბანკი:

ანგარიშის №                                                                            ანგარიშის №

ფარმაცევტული საქმიანობის                                                    ფარმაცევტული საქმიანობის

ლიცენზიის №                                                                             ლიცენზიის №

ხელშეკრულება №

№

სამკურნალო საშუალების დასახელება, დოზა, შეფუთვა

ზომის ერთეული

რაოდენობა

სერია

1

2

3

4

5

 

ვარგისიანობის ვადა

მწარმოებელი კომპანია, ქვეყანა

რეგისტრაციის ნომერი

შენიშვნა

6

7

8

9

                               

მედიკამენტების ხარისხის სერთიფიკატები ინახება ბაზაში

პასუხისმგებელი ფარმაცევტი ___________________

გაამზადა _________         გასცა _________        მიიღო _________                                                     

 დანართი №10

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-

რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა აფთიაქისათვის

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

თვე

ნაშთი

1-ლი რიც

ხვისათვის

დოკუმე

ნ-ტის ტ და თარიღი

რაოდე-ნობა

სერია

დოკუმენ-

ტის № და თარიღი

რაო-დე-

ნობა

სერია

სულ შემოსა-

ვალი ნაშთთან ერთად

იანვარი

თებერვალი

. . .

დეკემბერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

თვის რიცხვები

სულ გასავალი თვეში

ნაშთი

მატერიალური პასუხისმგ ე ბელი პირის ხელმოწერა

1

2

. . .

30

31

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

11

12

13

 

ბ.ა.

 

შენიშვნა:

დანართი №11

საწარმოს განყოფილებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერებების მიღება-გადაბარების დოკუმენტის ფორმა

       დაწესებულების დასახელება _________________________________

       გაცემა-მიღების დოკუმენტის №___________ თარიღი ___________

       სუბსტანციის (პრეპარატის) მიმღები განყოფილების დასახელება __________

       სუბსტანციის (პრეპარატის) გამცემი განყოფილების დასახელება __________

       სუბსტანციის (პრეპარატის) დასახელება, ზომის ერთეული ______________

       რაოდენობა ____________________

       სერია _________________________

       ვარგისიანობის ვადა ______________

       ტექნიკური კონტროლის განყოფილების მიერ გაცემული ხარისხის

 სერთიფიკატის № ______

       სუბსტანციის (პრეპარატის) გამცემი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა  ____

       მიმღების ხელმოწერა ____________________

       შეთანხმებულია _____________________________________________

                                (წარმოების ხელმძღვანელის ხელმოწერა და ბეჭედი)

         

 დოკუმენტი ივსება 3 ეგზემპლარად

  დანართი №12

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

სუბსტანცი-ის მიღების თარიღი

მომწოდებელი განყოფილება

ანგარიშ-

ფაქტურის ნომერი

სერია, ვადა

ზომის ერთეული

რაოდენობა

1

2

3

4

5

6

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

შენიშვ-ნა

გაცემის თარი-

ღი

მიმღები განყოფი

ლების დასახე

ლება

მოთხოვ

ნის № და თარიღი

სერია, ვადა

ზომის ერთეუ-ლი

რაოდენობა

 

 

7

8

9

10

11

12

13

14

 

 დანართი №13

საწარმოს საამქროში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების

საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი

 

                   სუბსტანციის დასახელება ___________________________________

 

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

მიღების თარიღი

ზომის ერთეული

მიღებული რაოდენობა

სერია

მზა პროდუქციის დასახელება

მზა პროდუქც-

იის რაოდენობა დოზის მითითებით

1

2

3

4

5

6

 

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი (გაგრძელება)

მზა პროდუქციის სერია, ვადა

მზა პროდუქციაზე გაცემული ხარისხის სერთიფიკატის №, პრეპარატში აქტიური ნივთიერების რაოდენობის მითითებით

პროდუქციის წარმოებაზე დახარჯული სუბსტანციის რაოდენობა

7

8

9

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

მზა პროდუ

ქციის გაცემის თარიღი

გაცემის დოკუმენ-

ტის №

მიმღები განყოფი

ლების დასახელე-

ბა

მიღებული პროდუქც-

იის დასახელე

ბა, დოზა, საზომი ერთეული

სერია, ვადა

მატერია-

ლუ

რად პასუხისმგე

ბელი პირის ხელმოწერა

შენი-

შვნა

10

11

12

13

14

15

16

დანართი №14

საწარმოს მზა პროდუქციის საწყობში სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ნივთიერებების საგნობრივ-რაოდენობრივი

აღრიცხვის ჟურნალი

პრეპარატის დასახელება ___________________________________

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

მიღების

თარიღი

მომწოდე

ბელი განყოფილება

 

მზა პროდუქციის მიღების დოკუმენტის № და თარიღი

ზომის ერთეული

რაოდენობა

1

2

3

4

5

 

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

მიღების

თარიღი

მომწოდე

ბელი განყოფილება

მზა პროდუქციის მიღების დოკუმენტის № და თარიღი

ზომის ერთეული

რაოდენობა

6

7

8

9

10

დანართი №15

სტაციონარის განყოფილებაში (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო

დახმარების სამსახურში) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერებების მორიგე ექიმებზე გადაბარების ჟურნალის ფორმა

 

თარიღი

სამკურნალო საშუალებების დასახელება

რაოდენობა

სერია

სამკურნალო საშუალებები ჩავაბარე

(ხელმოწე

რა)

სამკურნ -

ალო საშუალე

ბები მივიღე

(ხელმოწერა)

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

 

 დანართი №16

სტაციონარის განყოფილებაში (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო

დახმარების სამსახურში) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული

ნივთიერებებისა და პრეკურსორების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

სამკურნალო საშუალების დასახელება, წამლის ფორმა

და საზომი ერთეული __________________________________________________

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

მიღების თარიღი

საიდან არის მიღებული,

საბუთის №

რაოდენობა

სერია

მიმღები პირის ხელმოწერა

1

2

3

4

5

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

ნაშთი

შენახვაზე და გაცემაზე პასუხისმგებელი

პირის ხელმოწერა

გაცემის თარიღი

ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი

ისტორიის №

რაოდე

ნობა

სერია

 

 

6

7

8

9

10

11

12

 

 

 დანართი №17

აქტის ფორმა

სტაციონარში (სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში) გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულების განადგურებაზე

 

კომისიამ შემადგენლობით (არანაკლებ 3 პირისა):

1. გვარი, ინიციალები და თანამდებობა

2. „

3. „

წელი, რიცხვი, თვე

მოახდინა 200 წლის „__“ „______“ - დან 200 წლის „__“ „______“ - მდე პერიოდში დახარჯული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ამპულების განადგურება შემდეგი რაოდენობით:

ა) ნარკოტიკული საშუალების დასახელება და რაოდენობა (სიტყვიერად)

ბ) „

გ) „

რომლებიც გამოყენებულ იქნა სტაციონარში მოთავსებულ ავადმყოფებზე (მიეთითოს ავადმყოფობის ისტორიების ნომრები).

ამპულები განადგურდა გასრესის გზით.

კომისიის წევრების ხელმოწერა   1. ________________

                                                        2. ________________

                                                          3. ________________

 

„ვამტკიცებ”______________________________

         (დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა)

 ბ.ა.

აქტი ინახება ხუთი წლის განმავლობაში

 

 

 

 

 

 

 

  დანართი №18

აფთიაქში შემოსული ანგარიშ-ფაქტურების სარეგისტრაციო ჟურნალი

თარიღი

მომწოდებ-

ლ

ის და სახ-

ელება

ანგარიშ-

ფაქტურა

თანხა ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით

 

ბუღალტერის აღნიშვნა ანგარიშ-

ფაქტურის მიღების შესახებ

 

 

 

მედიკამენტ-

ები

 

შესახვ

ევი მასა-ლა

დამხ-

მარე მასა-

ლა

სამედი-

ცინო მოწ-

ყობილ-

ობა

მცირეფ

ასი-

ანი საგ-

ნები

ტარა

სულ ანგა-

რიშის მიხე-

დვით

 

 

 

№

თარიღი

სულ

 

მათ შორის ასაწ

ონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 დანართი №19

დანიხრული მოთხოვნების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

„_____” _________________ 200 წ.

 

თარიღი

განყოფილების დასახელება

მოთხოვნების საგნები

ს უ ლ

 

 

მედიკამენტები

შესახვევი მასალა

ტარა

 

1

2

3

4

5

6

 

 დანართი № 20

ანალიზისათვის შემოსული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალი

 

       ნივთიერების დასახელება ___________________________________

       ზომის ერთეული __________________________________________

 

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

შემოსვლის

თარიღი

№ რ.ე.ი. ანალიზის №

 

ვისგან არის მიღებული, საბუთის №

სერიის ან სინჯის №

რაოდენობა

ხელმოწერა მიღებაზე

1

2

3

4

5

6

 

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

ანალიზისათვის

დახარჯული

რაოდენობა

ანალიზის შესრულების თარიღი და ანალიტიკოსის ხელმოწერა

ანალიზის შედეგი

ნაშთი ანალიზის შემდეგ

ანალიზის შემდეგ დარჩენილი ნაშთის ჩაბარების ან განადგურების შესახებ აღნიშვნა

ლაბორატო-რიის გამგის ხელმოწერა

7

8

9

10

11

12

 

 დანართი №21

სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში

და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალი

 

       ნივთიერების დასახელება ___________________________________

       ზომის ერთეული __________________________________________

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

მიღების

თარიღი

ვისგან არის მიღებული, საბუთის N

სერიის N

 

რაოდენობა

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

გაცემის თარიღი

1

2

3

4

5

6

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

ვისზე გაიცა, რა მიზნით

რაოდენობა

სერიის №

გაცემაზე ხელი ს მოწერა

მიღებაზე ხელმოწერა

ნაშთი

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

დანართი №22

გაუვარგისებულ მატერიალურ-სასაქონლო ფასეულობათა

ჩამოწერა-განადგურების აქტი №

      

დაწესებულების დასახელება ____________________________________

 

კომისიამ შემადგენლობით: თავმჯდომარე ___ კომისიის წევრები ____________

__________________________________________________________________

200 წლის № ბრძანების საფუძველზე შეადგინა წინამდებარე აქტი მასზე, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფასეულობანი, რომელიც ინახება დაწესებულებაში, გაუვარგისდა და ექვემდებარება ჩამოწერას

 

 

№

 

ნომენკლატუ-რის

№

 

მატერიალურ-

სასაქონლო ფასეულობათა დასახელება

 

საზომი ერთეული

 

რაოდენობა

 

ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

 

 

 

 

 

საბითუმო

საცალო

 

 

 

 

 

ფასი

ჯამი

ფასი

ჯამი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

ს ა დ ა ნ და რ ო დ ი ს შ ე მ ო ვ ი დ ა

 

გაუვარგისების მიზეზი და ხასიათი, ლაბორატორიის დასკვნის № და თარიღი

ანგარიში

მომწოდებელი

სერია

გამოშვების თარიღი

ვარგისიანობის ვადა

 

N

თა

რიღი

 

 

 

 

 

10

11

12

13

14

15

16

 

სულ აქტით ____ დასახელება, თანხით __________________ ____ ლარი ______ თეთრი

                (რაოდენობა სიტყვიერად)                     (სიტყვიერად საბითუმო ან საცალო ფასებში)

კომისიის დასკვნა: _________________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარის და წევრების ხელმოწერები:

 

აქტს ვამტკიცებ დანაკარგი თანხით ________ ლარი ______ თეთრი _________________

                                                                                                              (ჩამოეწეროს ან დაეწეროს)

„_____”_______________ 200 წ. დაწესებულების ხელმძღვანელი ________________

                                                                                                                                        (ხელმოწერა)

ბ.ა.

აღნიშვნა ჩამოწერილ ფასეულობათთა შესახებ (ჰუმანიტარული, გრანტი, სახელმწიფო შესყიდვა –  ხაზი გაესვას)

 ______________________________________________________________________

(პრეპარატის დასახელება, ზომის ერთეული, წამლის ფორმა, რაოდენობა, განადგურების მეთოდი,

______________________________________________________________________

(განადგურების თ ა რიღი)

______________________________________________________________________

                   კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა _____________________

                  

                   კომისიის წევრების ხელმოწერა _____________________

დანართი №23

ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი

1. ამ დანართით გათვალისწინებული დებულებები არგეულირებს მხოლოდ იმ ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების (შემდგომში – ნარკოტიკული საშუალებები) მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესს, რომელიც გამოიყენება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება).

2. იმპორტირებული ნარკოტიკული საშუალებების ძირითადი მარაგი ინახება შესაბამისი უფლების მქონე ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავ იურიდიულ პირთან, კაპიტალურ შენობაში არსებულ უფანჯრო ოთახში (შემდგომში – საცავი), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს რკინის კარებით, ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციით. საცავი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიციის შეიარაღებული სადღეღამისო დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირს არ გააჩნია შენახვის პირობები, შესაძლებელია სათანადო პირობებისა და უფლებმოსილების მქონე დაწესებულებასთან გაფორმდეს ხელშეკრულება ნარკოტიკული საშუალებების შენახვაზე.

3. საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო სერიულ და შერჩევით კონტროლს.

4. საცავში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელია ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილი პირი.

5. საცავში ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

6. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი იურიდიული პირი იმავდროულად წარმოადგენს ჩანაცვლებითი მკურნალობის გამახორციელებელ დაწესებულებას, ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა როგორც საცავში, ასევე დაწესებულებაში, წარმოებს ერთ ჟურნალში.

7. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავი და ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულება სხვადასხვა იურიდიული პირია, ნარკოტიკული საშუალებების საცავიდან გატანა ხორციელდება ამ წესის მე-16 პუნქტის შესაბამისად.

8. ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირება საცავიდან სამარაგომდე ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით.

9. დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალება ინახება სპეციალურად გამოყოფილ სამარაგო ოთახში (შემდგომში – სამარაგო), რომელიც განთავსებულია უშუალოდ ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ განყოფილებაში (შემდგომში – განყოფილება). სამარაგო წარმოადგენს უფანჯრო ოთახს, აქვს კაპიტალური კედლები, რკინის კარები, ადგილობრივი შუქხმოვანი და 24- საათიანი პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია, უზრუნველყოფილია ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში.

10. დაწესებულებას უფლება აქვს სამარაგოში შეინახოს არა უმეტეს 4 (ოთხი) თვის სავარაუდო მარაგი.

11. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირს (დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია აფთიაქი, ხელმძღვანელთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრება აფთიაქის გამგეს, ხოლო დაწესებულებაში, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი – ხელმძღვანელთან ერთად განყოფილების უფროს მედდას).

12. სამარაგოს გასაღები და ლუქი ინახება ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და განყოფილებაზე გაცემაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.

13. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

14. სამარაგოდან ნარკოტიკული საშუალების განყოფილებაზე გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ განყოფილების გამგე და საპროცედუროს მორიგე მედდა. მოთხოვნას ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მოთხოვნა იწერება ლათინურ ენაზე, წამლის დასახელების, ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალებების გაცემის შემდეგ მოთხოვნის მეორე გვერდზე კეთდება ჩანაწერი ფაქტობრივად გაცემული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ წამლის დასახელების, დოზის, რაოდენობისა და გაცემის თარიღის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ ნარკოტიკული საშუალებების გამცემი და მიმღები პირები.

15. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება განყოფილებას და ინახება განყოფილების გამგესთან, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაწესებულების ბუღალტერიას, ხოლო მესამე რჩება სამარაგოს პასუხისმგებელ პირთან და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს, მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში.

16. დაწესებულება, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი, ვალდებულია ნარკოტიკული საშუალებების მისთვის საჭირო მარაგის შენახვაზე და გადმოცემაზე ხელშეკრულება გააფორმოს საცავში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების განმკარგავ იურიდიულ პირთან, რომელსაც განაცხადთან ერთად დამატებით წარუდგენს ერთჯერად, სათანადოდ გაფორმებულ მინდობილობას. განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალებების დასახელება, წამლის ფორმა, დოზა და რაოდენობა, მოწმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით. იურიდიული პირი გასცემს დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალებების გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს (დანართი №25), რაც მიმღები ორგანიზაციისათვის წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების შემოსავლაში აყვანის საფუძველს.

17. განყოფილებაში პაციენტებზე ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი ოთახიდან (შემდგომში – პუნქტი), რომელსაც ფანჯრებზე უნდა ჰქონდეს გისოსები. პუნქტში ნარკოტიკული საშუალებები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში, რომლის გასაღები ინახება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირთან. პუნქტში ნებადართულია ნარკოტიკული საშუალებების არა უმეტეს ოთხი დღის სავარაუდო მარაგის შენახვა. სამუშაო დღის განმავლობაში პუნქტის დაცვას უზრუნველყოფს დაცვის თანამშრომელი. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ პუნქტში ირთვება პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია.

18. პუნქტში შენახული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და პაციენტებისათვის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაწესებულების ხელმძღვანელს და მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პირებს.

19. პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში (დანართი №26).

20. პაციენტისათვის დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზის ყოველი ცვლილება ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში.

21. ნარკოტიკული საშუალების გაცემა ხორციელდება პუნქტის სპეციალური სარკმლიდან, პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის წარდგენის შემდეგ.

22. პაციენტს ეკრძალება პუნქტში შესვლა.

23. ნარკოტიკული საშუალების დასახელება, წამლის ფორმა, დოზა, მიღების თარიღი და დრო ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში, რომელსაც ჩანაწერს ხელს აწერენ ექიმი და მედდა.

24. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით, ულუფის გაცემა ხორციელდება ერთჯერად ჭიქებში, რომელიც წამლის მიღების შემდეგ უბრუნდება პუნქტის მედდას. ნარკოტიკული საშუალების დოზირებული ულუფის განსაზღვრა და ჩამოსხმა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებული საზომი ხელსაწყოების მეშვეობით, მედდის მიერ, ექიმის ან უფროსი მედდის თანდასწრებით, იკრძალება ნარკოტიკული საშუალების ტარიდან ტარაში გადასხმა.

25. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ პუნქტის მორიგე მედდებს ან განყოფილებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს შორის ნარკოტიკული საშუალებების დარჩენილი ნაშთის გადაბარების წესს ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ხოლო მიღება-ჩაბარება ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული № 27-ე დანართის შესაბამისად.

26. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით და მოთავსებულია შუშის ან პოლიეთილენის ჭურჭელში, ცარიელი ტარა ექვემდებარება გაუვნებლობას შემდეგი წესით: პაციენტებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გაცემის დასრულების შემდეგ პუნქტის მედდა, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის წევრების (არანაკლებ სამი პირისა) თანდასწრებით, წყლის რამდენჯერმე გამოვლების გზით რეცხავს პოლიეთილენის ცარიელ ტარას, აცლის ეტიკეტს და ჭრის (შუშის ბოთლი იმსხვრევა), რაც ფორმდება № 28 დანართით გათვალისწინებული ფორმის აქტით. ამ სახით დამუშავებული და გაუვარგისებული ტარის ნარჩენი ინახება პუნქტში და ყოველი კვირის ბოლოს ექვემდებარება დაწესებულებიდან გატანას და გადატვირთვას კორპუსთაშორის სანაგვე კონტეინერში, საიდანაც ხორციელდება სანაგვე კონტეინერების ტრანსპორტირება ნარჩენების გაუვნებლობის ადგილამდე.

27. ჩანაცვლებითი მკურნალობის პერიოდში პაციენტის სხვა სტაციონარში მოხვედრის შემთხვევაში, სტაციონარის ხელმძღვანელი ვალდებულია შესაბამისი დაწესებულებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნარკოტიკული საშუალებების კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობა.

28. სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობისას ნარკოტიკული საშუალებები გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში. ჭურჭელზე დაკრულ ქაღალდზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალების დასახელება, ფორმა, დოზა და რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს სითხეს ან სიროფს, პაციენტისათვის განკუთვნილი რაოდენობა გაიცემა დღიური დოზების შესაბამისად დაფასოებული სახით. ლუქის ახსნა ხდება ავადმყოფის თანდასწრებით, უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მიღების წინ.

29. სტაციონარში მწოლიარე, ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის საჭიროებისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიწოდება ხორციელდება ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ექიმის მიერ. სამკურნალო დაწესებულებებს შორის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარება ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №29-ე დანართის შესაბამისად. სტაციონარი ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციენტისათვის განკუთვნილი ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მათი აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.

30. ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ბინაზე მკურნალობის ან მივლინებაში გამგზავრების შემთხვევებისას ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიმღებს ეძლევა დაწესებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №30). აღნიშნულ დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეძლევა ნარკოტიკული საშუალების მიმღებს, ხოლო მეორე რჩება დაწესებულებაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 18 იანვარის ბრძანება №30/ნ-სსმIII, №10,  23.01.2008წ.,  მუხ.132

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 25 სექტემბრის ბრძანება №212/ნ-სსმIII, №146,  03.10.2008წ.,  მუხ.1457

დანართი №24

ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა საცავისა და სამარაგოსათვის

პრეპარატის დასახელება, დოზა ––––––––––––––––––

წამლის ფორმა –––––––––––––––––––––––––––––––

საზომი ერთეული –––––––––––––––––––––––––––––

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

თვე და

რიცხვი

ნაშთი 1-ლი რიცხვისათვის

ვისგან არის მიღებული

საბუთის № და თარიღი

რაოდენობა

სერია

1

2

3

4

5

6

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

ვისზე გაიცა

გაცემის საფუძველი (მოთხოვნის N და გაცემის თარიღი)

რაოდენობა

სერია

ნაშთი მომდევნო თვის 1-ლი რიცხვისათვის

 

7

8

9

10

11

12

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

დანართი №25

დაწესებულებაზე ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა

მომწოდებელი ორგანიზაცია:

მისამართი:

მიმღები ორგანიზაცია:

მისამართი:

ხელშეკრულება №

 

№

სამკურნალო საშუალების დასახელება, დოზა, შეფუთვა

ზომის ერთეული

გაცემის თარიღი

რაოდენობა

სერია

1

2

3

4

 

5

 

ვარგისიანობის ვადა

მწარმოებელი კომპანია, ქვეყანა

რეგისტრაციის ნომერი

შენიშვნა

6

7

8

9

 

წამლის გამცემის ხელმოწერა –––––––––––––––––

წამლის მიმღების ხელმოწერა ––––––––––––––––––

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

დანართი №26

ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულების განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

თარიღი

ნაშთი დღის დასაწყისისათვის

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

 

მიმღები

პირის ხელმოწერა

 

 

პრეპარატის დასახელება, დოზა

და საზომი ერთეული

საიდან არის მიღებული და დოკუმენ-ტის N

პრეპარატის დასახელება, დოზა

და საზომი ერთეული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რაოდენობა

სერია

რაოდენობა

სერია

რაო-დენო-ბა

სერია

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

 

გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა

პაციენტის ხელმოწერა ნარკოტი

კული საშუალების მიღებაზე

პაციენტის ავადმყოფობის ან სტაციონარში მოთავსების დამადასტურებელი საბუთის N და გაცემის თარიღი

N რიგზე

მედიკამენტის გაცემის თარიღი

მედიკამენტის მიღების დრო

ავადმყოფის გვარი, სახელი

 

ამბულატორიული

ბარათის N

ექიმის მიერ დანიშნული

დოზა მილიგრამებში

გაცემული პრეპარატის დასახელება, დოზა და რაოდენობა

(საზომი ერთეული)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

 

შენიშვნა: 23-ე გრაფაში ბინაზე მწოლიარე პაციენტის შემთხვევაში ხელს აწერს მის ნაცვლად მისი ოჯახის წევრი, ხოლო სტაციონარში მოხვედრისას, ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილე დაწესებულების ექიმი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 25 სექტემბრის ბრძანება №212/ნ-სსმIII, №146,  03.10.2008წ.,  მუხ.1457

დანართი №27

საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალებების ყოველდღიური გადაბარების ჟურნალის ფორმა

თარიღი

ნარკოტიკული საშუალების დასახელება

საზომი ერთეული

რაოდენობა

სერია

ნარკოტიკუ -ლი

საშუალებები

ჩავაბარე

(ხელმოწერა)

 

ნარკოტიკული საშუალებები მივიღე (ხელმოწერა)

1

2

3

 

4

5

6

 

                                                                    ბ.ა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

დანართი №28

აქტის ფორმა

გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ტარის განადგურებაზე

აქტი №

წელი, რიცხვი, თვე, ადგილი

კომისიამ შემადგენლობით (არანაკლებ 3 პირისა):

1. გვარი, ინიციალები და თანამდებობა

2.    „

3.    „

მოახდინა 200 წლის „––” –––– “-ს გამოყენებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების ცარიელი ტარის განადგურება:

ა) ნარკოტიკული საშუალების დასახელება –––––––––––––––––

ბ) სერია ––––––––––––––––––––––––––––

გ) ცარიელი ტარის დასახელება, რაოდენობა ––––––––––––––––

კომისიის წევრების ხელმოწერა               1. –––––––––––––––––

                                                                    2. –––––––––––––––––

                                                                    3. –––––––––––––––––

„ვამტკიცებ”

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა)

ბ.ა.

 აქტი ინახება ხუთი წლის განმავლობაში

 

                                                                    ბ.ა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

დანართი N29

ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარების

აქტის ფორმა

ნარკოტიკული საშუალების გამცემი დაწესებულების

დასახელება და იურიდიული მისამართი _________________ ტელ.: _________________

ნარკოტიკული საშუალების მიმღები დაწესებულების

დასახელება და იურიდიული მისამართი ______________________

ტელ. : __________________________

 

პაციენტის გვარი და სახელი ვისთვისაც

განკუთვნილია ნარკოტიკული

საშუალება____________________________________________________

 

N

ნარკოტიკული საშუალების დასახელება

საზომი ერთეული

სერია

გადაბარე- ის

თარიღი

გადაბა-რებუ-ლი რაოდე-ნობა

ნარკოტიკული

საშუალებების ჩამბარებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა

ნარკოტიკული

საშუალე

ბების მიმღები პირის გვარი, სახელი და თანამდებობა

 

წამლის გამცემი პირის ხელმოწერა _______________________

წამლის მიმღების ხელმოწერა ____________________________

 შენიშვნა: აქტი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სტაციონარში, ხოლო მეორე–ნარკოტიკული საშუალებების გამცემი, ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №280/ნ-სსმIII, №147,  30.10.2006წ.,  მუხ.2043

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 25 სექტემბრის ბრძანება №212/ნ-სსმIII, №146,  03.10.2008წ.,  მუხ.1457

 

დანართი №30

ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა

ნარკოტიკული საშუალების გამცემი

დაწესებულების დასახელება _____________________________________________

იურიდიული მისამართი __________________________________________________

ტელ. : _________________________

ნარკოტიკული საშუალების მიმღების გვარი, სახელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №№______________________________________

 

პაციენტის ბინაზე მკურნალობისას □

მივლინებაში მყოფი პაციენტისათვის □

 

დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოტიკული საშუალების დასახელება

საზომი ერთეული

ექიმის მიერ დანიშნული დღიური დოზა

სულ გაცემული რაოდენობა

შენიშვნა

1

2

3

4

5

 

 წამლის გამცემი პირის ხელმოწერა _______________________

 წამლის გაცემის თარიღი __________________________

 დოკუმენტის მოქმედების ვადა____________________________

 ბ.ა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის  2008წლის 25 სექტემბრის ბრძანება №212/ნ-სსმIII, №146,  03.10.2008წ.,  მუხ.1457

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფარმაცევტულ, სამედიცინო, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“, №150/ნ, საიდან არის მიღებული, საბუთის №, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.964 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56032-4/