თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2022 წლის 7 დეკემბერი ქ. თერჯოლა |
|
2. მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირუტყვის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, ხოლო მფლობელად ითვლება პირი, რომელიც პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას და რასაც ნოტარიულად ადასტურებს არანაკლებ 2 მოწმე.
3. აკრძალულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულ პარკში/ბაღში, სკვერში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და მის მიმდებარე ტროტუარებზე პირუტყვის, როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება.
4. პირუტყვის გადაადგილება ქ. თერჯოლის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და მის მიმდებარე ტროტუარებზე დასაშვებია მხოლოდ მათი გადაყვანის/გადარეკვის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სამართალდარღვევის საქმის განხილვას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი – მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი, ოქმს უნდა ერთოდეს შესაბამისი ფოტომასალა.
ოქმში უნდა აღინიშნოს გამოვლენილი ფაქტი, დაკონკრეტდეს პირუტყვის სახეობა და რაოდენობა, ასევე უნდა მიეთითოს მისი სპეციალურ ადგილზე დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ.
3. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას, მის მოვლა-პატრონობას (მათ შორის -კვება), ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) ახორციელებს თერჯოლის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახური.
4. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისას და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე პასუხისმგებელია თერჯოლის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახური.
5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი;
ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 15 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 10 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე.
6. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
7. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს ანაზღაურებს მესაკუთრე/მფლობელი.
8.დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს/მფლობელს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
2. მესაკუთრის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სურსათის ეროვნული სააგენტო) მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირუტყვის შესახებ, ხოლო მფლობელის შემთხვევაში არანაკლებ 2 მოწმის მიერ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი რომ აღნიშნული პირი სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას.
3. არაიდენტიფიცირებული პირუტყვის შესახებ მონაცემები მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის/ თერჯოლის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახურის მიერ ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
4. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი და პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
2. სამართალდამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს.
4. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული საჯარიმო ქვითარის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვი სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.12.2022. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.126.016387.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“, №23, 07.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016387 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5637607/