კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2997,3 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2023 წლის პროექტი
|
05 00
|
კულტურა, რელიგია , ახალგაზრდობა და სპორტი, გენდერული თანასწორობა
|
2997,3
|
|
05 01
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
|
998,8
|
|
05 01 04 03
|
ა(ა)იპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ბახმარო
|
200,0
|
|
05 01 05
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი
|
520,0
|
|
05 01 06 01
|
ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტი
|
50,0
|
|
05 01 07
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი ,,ღონე’’
|
160,0
|
|
05 01 06
|
სპორტული და საბავშვო ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
|
68,8
|
|
05 02
|
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
|
1868,5
|
|
05 02 01 02
|
კულტურის ცენტრი
|
1015,0
|
|
05 02 09
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლები
|
409,5
|
|
05 02 10
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი
|
444.0
|
|
05 03
|
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
80,0
|
|
05 03 01
|
ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა
|
50.0
|
|
05 03 02
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
30,0
|
|
05 04
|
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
10.0
|
|
05 05
|
გენდერული თანასწორობა
|
30,0
|
|
05 05 01
|
გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
|
20.0
|
|
05 05 02
|
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
|
10,0
|
|
05 06
|
მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა საზოგადოების ინფორმირება
|
10.0
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 01
|
998,8
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ბახმარო , ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სარაგბო კუბი ,,ღონე’’
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. განხორციელდება ლელობურთის და რაგბის განვითარების ხელშეწყობა.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
უზრუნველყოფილია მოზარდებში ჯანსაღი გარემოს შექმნა და სპორტის პოპულარიზაცია, სპორტულად აქტიური ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,ბახმარო“
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 04 03
|
200,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ბახმარო
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
მუნიციპალიტეტში მოქმედებს ბავშვთა სამი ასაკობრივი გუნდი: U-13, U-15 და „ბახმარო-2“, რომელთა სპორტული მაჩვენებელი შემდეგ სურათს იძლევა: ასაკობრივი ჯგუფი U-13 ჩასატარებელი მატჩი 2023 წლისათვის-20 მატჩი, მიზანი-სამეულში მოხვედრა; ასაკობრივი ჯგუფი U-15. ჩასატარებელი 2023 წლისათვის-25 მატჩი, მიზანი-სამეულში მოხვედრა
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ჩართული მოზარდეობის რაოდენობის გაზრდა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 05
|
520,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი, რომელიც ემსახურება მომავალი თაობების პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბებას,მოეწყობა შეჯიბრებები :
ნარდი - მუნიციპალიტეტის პირველობა.
ბილიარდი - მუნიციპალიტეტის პირველობა.
ჭადრაკი - მუნიციპალიტეტის პირველობა და რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად მოჭადრაკეთა მივლინება.
მაგიდის ჩოგბურთი - მუნიციპალიტეტის პირველობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში - რუსეთის აგრესიის შედეგად სამაჩაბლოში დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი.
ტრადიციული დოღი და სხვა ღონისძიებები, კურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ომში დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში.
ბაზიერეობა - მუნიციპალიტეტის პირველობა და სხვა ღონისძიებები.
აღნიშნული ცენტრი აერთიანებს ძიუდოს, ბალახის ჰოკეის, მძლეოსნობის, ბერძნულ-რომაული, თავისუფალი ჭიდაობის, ტაილანდური კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, ქართული ჭიდაობის, კალათბურთის, ფრენბურთის ჭადრაკის სპორტულ წრეებს.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
დამკვიდრებულია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი და გაზრდილია ინტერესი სპორტული ღონსძიებების მიმართ.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სპორტული და საბავშვო ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 06
|
68,8
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამის მიზანია სპორტული და საბავშვო ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა. სპორტული მოედნების მზადყოფნა დაგეგმილი და ჩასატარებელი მატჩებისათვის და ღონისძიებებისათვის.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
დამკვიდრებულია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი და გაზრდილია ინტერესი სპორტული ღონსძიებების მიმართ.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტი
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
05 01 06 01
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
50,0
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაინერგა სამოქალაქო ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფორმირების წესის შესაბამისად ჩატარდა ხმის მიცემის პროცესი და გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი ,,საფეხბურთო მოედანი დაბის ცეტრში“.
სამოქალაქო ბიუჯეტი არის პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებულ იქნას საზოგადოებრივი ინტერესები.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა ჩოხატაურში მდებარე მინი-საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია, შეიცვლება ხელოვნური საფარი მაღალი ხარისხის საფარით, მოხდება საფეხბურთო კარებების რეკონსტრუქცია და შეღებვა, მოეწყობა კალათბურთის ფარები (2-2 კომპლექტი), პლასტმისის დასაჯდომი სკამები მოეწყობა ლითონკონსტრუქციაზე, დასაჯდომების წინ მავთულბადის ღობის მოწყობა, საფეხბურთო მოედანი შემოღობილია მავთულბადით და მოხდება მისი შეღებვა ანტისაპტიკური ზეთოვანი საღებავით. მოედნის გვერდით მოეწყობა გარე ტრენაჟორები და სასმელი წყლის სოკო.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ხელშეწყობილია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობა პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში, უზრუნველყოფილია მოსახლეობის ჩართულობა საბიუჯეტო პროცესში და დ.ჩოხატაურში გაუმჯობესებულია საცხოვრებელი გარემო
დამკვიდრებულია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი და გაზრდილია ინტერესი სპორტული ღონსძიებების მიმართ.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი ,,ღონე“
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 07
|
160,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი ,,ღონე“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი „ღონე“ სარაგბო კლუბი ,,ღონე“ მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას, ჩოხატაურის რაგბის ტრადიციების აღდგენა განვითარებას, მასობრივი სპორტის ხელშეწყობას.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
დამკვიდრებულია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი და გაზრდილია ინტერესი სპორტული ღონსძიებების მიმართ.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 02
|
1868,5
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - კულტურის ცენტრი, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლები, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამისა და სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები ჩატარება.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები, დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სახელოვნებო სკოლების გაერთიანება, არაფორმარული განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი, მოხდება საახალწლო ღონისძიებების გამართვა.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა, სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01 02
|
1015,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა შემდეგი ღონისძიებები:
საშობაო, საახალწლო კონცერტი ,,შობის ჯადოსნური ღამე“ 6-7 იანვარი.
წლის ნომინაციები 14 იანვარი.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 3 მარტი.
თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 მარტი.
,,დღე სამაგალითო ერთობის“ 27 მარტი.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 14 აპრილი.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ - ,,აღდგომის კვირა“დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 26 მაისი.
,,ვაჩუქოთ ბედნიერება ბავშვებს“ 1 ივნისი.
,,ვერეს ხეობის ტრაგედია“ - ივლიტა ჯიბუტის ხსოვნის საღამო 13 ივნისი.
,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ 14 ივნისი.
სპექტაკლის პრემიერა.
ანსამბლებისა და სახალხო თეატრის გასვლითი კონცერტები სოფლებში
ფერიცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება კურორტ ბახმაროში - 19 აგვისტო.
ლოტბარ რამინ მიქაბერიძის საღამო.
შემოდგომის ზეიმი.
გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი 23 ნოემბერი.
საანგარიშო კონცერტი.
კონცერტი ღია ცის ქვეშ 31 დეკემბერი.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, დაფინანსებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 09
|
409,5
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლები
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
მოსწავლეების მუსიკალურ ცოდნის გააღრმავება სხვადასხვა ჟანრებში: კლასიკურ, ვოკალურ, საფორტეპიანო და საორკესტრო ჯგუფებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება, მოსწავლეები მუსიკალურ ცოდნას გააღრმავებენ სხვადასხვა ჟანრებში: კლასიკურ, ვოკალურ, საფორტეპიანო და საორკესტრო ჯგუფებში.
მოეწყობა:
მონაწილეობა გამოფენა-კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი
მონაწილეობის მიღება ქ. თბილისში საქართველოს ხელოვანთა კავშირის ,,ხელოვნება მომავლისათვის" ,,მომავლის ვარსკვლავები: მე-15 რესპუბლიკურ ფესტივალი შესარჩევ ტურში.
მონაწილეობის მიღება ჩეხოსლოვაკიის საერთაშორისო გამოფენა კონკურსში ,,ლიდიცე-2023“საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შიდა და სარაიონო ღონისძიება
სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი სინფონიურ ორკესტრთან ერთად
კონკურსი ეტიუდების დაკვრაში
გიორგობისადმი მიძღვნილი ღია კონცერტი
ღია საკარნავალო კონცერტი
საქართველოს ხელოვანთა კავშირის ,,ხელოვნება მომავლისათვის" ,,მომავლის ვარსკვლავები"მე-15 რესპუბლიკურ ფესტივალის გალა კონცერტში მონაწილეობა.
საგაზაფხულო ერთკვირიანი პლენერი ბუნებაში
მონაწილეობის მიღება საქართველოს საგუნდო საზოგადოების , საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-6 ეროვნული კონკურსში.
თბილისში კომპანია „კრეატივ-ივენთის“ მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და მოზარდთა გამოფენაზე მონაწილეობა
საქართველოს მოსწავლეთა 76-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია.
პროექტი ,,მეგზური“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურულ ძეგლებსა და ისტორიულ ადგილებზე ინფორმაციის მოძიება, შესწავლა.
„ჩვენც დავბერდებით“ საქველმოქმედო აქცია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შიდა და მუნიციპალური ღონისძიება
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
გაღრმავებულია მოზარდებში მუსიკალურ ცოდნა სხვადასხვა ჟანრებში: კლასიკურ, ვოკალურ, საფორტეპიანო და საორკესტრო ჯგუფებში
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი
|
დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 10
|
444.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
|
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და პოპულარიზაცია; საბიბლიოთეკო გაერთიანების განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების განვითარება.
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი განხორციელდება ღონისძიებები:
საახალწლო ღონისძიება
შეხვედრა ღვაწლმოსილ ადამიანებთან
25 თებერვალი - ოკუპაციის დღე
ჩოხატაურში მცხოვრები მხატვრების კატალოგის გამოცემა
რეწვის ნიმუშების გამოფენა ,,ფერისცვალება“ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა
კალანდა გურიაში
საგანმანათლებლო ღონისძიება ქართული ენის დღესთან დაკავშირებით
საგანმანათლებლო ღონისძიება ,,წკეპლის ჭურჭელი“სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
საგანმანათლებლო ღონისძიება ქართული ენის დღესთან დაკავშირებით.
მთის საერთაშორისო დღე - ზემო გურიის მთიანი სოფლების ისტორია
მოსე გოგიბერიძის საიუბილეო საღამო
ნოდარ დუმბაძის იუბილე
საჯარო ლექცია ერისთავების შესახებ
საჯარო ლექცია ნიკო მარის სახლ-მუზეუმში.
საუბრები მწერლის სახლ-მუზეუმში-შეხვედრა მწერლებთან.
მოხდება საცნობარო და სპეც. ლიტერატურის, ჟურნალ გაზეთების, წიგნების შეძენა, რაც უზრუნველყოფს მკითხველთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
დაცულია მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დაფინანსებულია საბიბლიოთეკო გაერთიანება და გაზრდილია არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 03
|
80,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება.
ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები. განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფრო გააქტიურებას, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები დაფინანსებულია.
გაზრდილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ღონისძიებებში ჩართულობა და უზრუნველყოფილია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 03 01
|
50,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა;
ახალგაზრდების იდეების კონკურსისათვის ყოველწლიურად დაფინანსების გამოყოფა;
ახალგაზრდული სივრცის ტექნიკით აღჭურვა;
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ფესტივალის ორგანიზება;
ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციულ ერთეულებში;
არასამთავრობო სექტორთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, კერძო სექტორთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა;
დასაქამებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების მიმართულებით ტრეინინგ კურსების ორგანიზება;
ლექცია სემინარების ჩატარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა შესრულებულია.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 03 02
|
30,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები. განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფრო გააქტიურებას, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
გაზრდილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ღონისძიებებში ჩართულობა და უზრუნველყოფილია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 04
|
10.0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა.
პროგრამის ფარგლებში მოხდება შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა რომელიც მოხმარდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
გენდერული თანასწორობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 05
|
30,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
ჩოხატაურის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკაში გენდერული მიდგომების გათვალისწინება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისას (საჯარო შეხვედრები, დისკუსიები, სოფლის კრებები და სხვა) გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინების ხელშეწყობა, გენდერულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევა. გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება და განხორციელება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით პროექტების დაფინანსება, გენდერული, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია(25 ნოემბერიდან 10 დეკემბრამდე), ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების, ახალგაზრდების და სკოლის პედაგოგების ინფორმირებულობის გაზრდა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ადრეული ქორწინების პრევენცია, საკითხები რასაც მოიცავს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა განხორციელებულია, გენდერული თანასწორობა ხელშეწყობილია
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 05 01
|
20,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ჩოხატაურის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკაში გენდერული მიდგომების გათვალისწინება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისას (საჯარო შეხვედრები, დისკუსიები, სოფლის კრებები და სხვა) გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინების ხელშეწყობა, გენდერულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევა. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების
უზრუნველსაყოფად გაწევა(ტრანსპორტირება, ჯილდოების, წარმომადგენლობითი, ორგანიზაციული).
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის (25 ნოემბერი 10 დეკემბერი) ფარგლებში ღონისძიებების და შეხვედრების ჩატარება.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა ეფექტურია, მოქალაქეთა ცნობიერება ამაღლებულია. ტრენინგები, შეხვედრები, დისკუსიები ჩატარებულია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარებულია.გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის (25 ნოემბერი 10 დეკემბერი) ფარგლებში ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩატარებულია.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 05 02
|
10,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით კონკურსის გამოცხადება ადგილობრივი ქალი მეწარმეებისთვის, სადაც ისინი კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვებენ შესაბამის დაფინანსებას.
2022 წელს ჩატარებული შშმ პირების დედების ფოკუს ჯგუფების კვლევის საფუძველზე შშმ პირთა დედებისთვის დასაქმებისა და შემოსავლების მიღების ხელშეწყობის მიზნით მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის დაფინანსება, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 1 500 (ათასხუთასი) ლარისა.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალები, მათ შორის შშმ პირთა დედების ეკონომიკური გაძლიერება ხელშეწყობილია, კონკურსი ჩატარებულია.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა საზოგადოების ინფორმირება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
05 06
|
10,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაინერგა სამოქალაქო ბიუჯეტი, რომლის მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო პროცესში ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.სამოქალაქო ბიუჯეტი არის პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებულ იქნას საზოგადოებრივი ინტერესები. ქვეპროგრამის მიზანია ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის 2024 წლის ციკლისთვის, საინფორმაციო კამპანიის, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, სამოქალაქო ბიუჯეტის საორგანიზაციო და ხმის მიცემის პროცესების ეფექტურად განხორციელება.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ხელშეწყობილია მოსახლეობის ჩართულობა საბიუჯეტო და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში
|
|