საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 ივლისის დადგენილება №283 - ვებგვერდი, 25.07.2025წ.
|
+
(ძალადაკარგულია - 28.01.2026, №36) (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №14
2023 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები, დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტარიფებისგან განსხვავებული მომსახურების საფასური, შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
+
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ბრძანებით განისაზღვროს დაჩქარებული საექსპერტო მომსახურების სახეობები და საექსპერტო მომსახურების ვადები.
+
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; საქართველოს პროკურატურაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე; საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატებზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 ივლისის დადგენილება №283 - ვებგვერდი, 25.07.2025წ.
+
მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით.
+
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“, №14, 16.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023848 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5693460-1/