შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №24 |
|
2023 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს, თუ ეს საქონელი განკუთვნილია შემსყიდველსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (პირებს) ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული კვებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად. 2. შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. 3. წესის მიზანია, შემსყიდველის მიერ სამინისტროს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უსაფრთხოდ, უწყვეტად, ჯეროვნად და თანმიმდევრულად უზრუნველყოფა. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვებზე: ა) რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) რომელსაც შემსყიდველი ახორციელებს ამგვარი შესყიდვისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა; ბ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი; გ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შერჩევის/შეფასების შემდეგ დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) საქონლის შესყიდვის შესახებ (მწარმოებელი, იმპორტიორი ან/და დისტრიბუტორი); დ) საქონელი – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას. მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობათა დაცვით; ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები სამინისტროს წერილობითი თანხმობის მისაღებად; გ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4. შესყიდვის საშუალება
ამ წესის შესაბამისად, ამავე წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შემსყიდველის მიერ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, შესასყიდი საქონლის მწარმოებლისგან, იმპორტიორისგან ან/და დისტრიბუტორისგან. მუხლი 5. ანგარიშის
წარდგენა
1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს სამინისტროსა ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
დანართი №1 საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები
ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ
|
+
+
+
+
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს, თუ ეს საქონელი განკუთვნილია შემსყიდველსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (პირებს) ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული კვებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად. |
2. შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ამავე წესის შესაბამისად.
ა) რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) რომელსაც შემსყიდველი ახორციელებს ამგვარი შესყიდვისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე.საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ივნისის დადგენილება №202 - ვებგვერდი, 25.06.2024წ.
მუხლი 5. ანგარიშის წარდგენა🔗
№
CPV კოდი დასახელება1
03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები2
03200000 ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული3
15100000 ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები4
15200000 მზა და დაკონსერვებული თევზი5
15300000 ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები6
15400000 ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები7
15500000 რძის პროდუქტები8
15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები9
15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი10
15980000 უალკოჰოლო სასმელები11
41100000 ბუნებრივი წყალი12
31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი13
31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები14
39200000 ავეჯის აქსესუარები15
31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა16
31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა17
39700000 საოჯახო ტექნიკა18
44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები და ზამბარები/რესორები19
42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები. დანართი №2 ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ№
შესყიდვის საშუალება შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება (CPV) მიმწოდებლის დასახელება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესყიდვის საერთო ღირებულებაშესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2025.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.10.003.023856.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, №24, 18.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.023856 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5696250/