სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №4/ნ |
|
2023 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი |
ა) სტაციონარული და ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს (გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოფლის ექიმი - პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისა) მოეთხოვებათ აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით შეარჩიონ აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთდროულად შემდეგ კრიტერიუმებს:
ა.ა) გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს - ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრობა და მინიჭებული აკრედიტაცია;
ა.ბ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან კანადაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჩამოყალიბებული პრაქტიკა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებამ აკრედიტაციისთვის მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთს, ან თავად შეარჩიოს ორგანიზაცია:
ა) Accreditation Canada;
ბ) American Accreditation Commission International (AACI);
გ) Joint Commission International (JCI);
დ) Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus (KTQ);
ე) TEMOS International Healthcare Accreditation;
ვ) The Australian Council on Healthcare Standards International (ACHS International).
3. ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუქტით განსაზღვრული აკრედიტაციის მექანიზმისა, ასევე დაშვებულ იქნეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Standardization-ISO) შეფასების სტანდარტთან ISO9001 შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა.
4. ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, ასევე დაშვებულ იქნეს ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა.
5. აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალიდან შერჩევის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), აკრედიტაციის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში მითითებული ორგანიზაციების ნაცვლად შეარჩევს სხვა ორგანიზაციას, სავალდებულოა, აკრედიტაციის დაწყებამდე, შერჩეული ორგანიზაციის შესახებ შეთანხმების მიზნით, ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს.
7. აკრედიტაციისა და ISO სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა განახლებულ/მოპოვებულ იქნეს შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დადგენილი პერიოდულობის შესაბამისად, უწყვეტობის პრინციპის დაცვით.
|
+
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 57 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 57 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია, შემდეგი წესის მიხედვით:
ბ) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებების მააკრედიტებელი მოქმედი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ.
4. ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიებისთვის სავალდებულოა ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვება. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის მქონე სამედიცინო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებზე.
5. აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალიდან ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შერჩევის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), აკრედიტაციის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბერის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 08.09.2023წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 31.12.2024წ.
+
1. სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს 2025 წლის 15 ივნისამდე.
2. ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების, აგრეთვე, ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ან სხვა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დაწესებულებას მისცეს გონივრული ვადა ამ მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. საამისოდ პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია აკრედიტაციის პროცესში მიღწეული შედეგისა და დამატებითი ვადის საჭიროების შესახებ, დროში გაწერილი განსახორციელებელი ღონისძიებების დასაბუთებით.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში დაწესებულება აგრძელებს პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიწოდებას. ეს გადაწყვეტილება გაუქმდება, თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამის მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას.
5. სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას, უფლებამოსილია არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივნისისა მიმართოს სამინისტროს და წარუდგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს. ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, საგამონაკლისო წესით, სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას მისცეს დამატებითი გონივრული ვადა (არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა) საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოსაპოვებლად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 31.12.2024წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 2 მაისის ბრძანება №14/ნ - ვებგვერდი, 02.05.2025წ.
+
სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია შერჩეულ აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების/თვითშეფასების შევსებული კითხვარის/სხვა დამატებითი დოკუმენტაციის სახით, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის/სერტიფიცირების პროცესს.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №4/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017027.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“, №4/ნ, 26.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017027 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5696494/