სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2023 ბოლო ცვლილება 25.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.023872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2023 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
1. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 27 04) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა

+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სამშენებლო/ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

ბ.ა) საიჯარო გადასახადის დაფინანსება;

ბ.ბ) საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

ბ.გ) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა;

გ)  წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;

დ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვა/რეაბილიტაცია;

ე) პროგრამის ადმინისტრირება;

ვ) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა.

ზ) COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 მაისის დადგენილება №172 – ვებგვერდი, 04.05.2023წ.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 

პროგრამის მე-2 მუხლის:

ა) „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) (ამოღებულია - 03.05.2023, №172);

გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 მაისის დადგენილება №172 – ვებგვერდი, 04.05.2023წ.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 42 050.0 ათასი ლარით:

№

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

5 000.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

8 180.2

 

2.1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება

407.8

 

2.2. საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა

7 064.4

 

2.3. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა

708.0

3

წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

43.8

4

ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვა/ რეაბილიტაცია

19 392.0

5

პროგრამის ადმინისტრირება

384.0

6

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა

7 000.0

7

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

2 050.0

 

სულ:

42 050.0

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 მაისის დადგენილება №172 – ვებგვერდი, 04.05.2023წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №39, 27.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023872 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5703981-1/