საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2023 ბოლო ცვლილება 04.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2574-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.020796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
23 +
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის 2​1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 57​1 მუხლით, 57​3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 57​4, 63-ე, 66-ე, 66​2–66​5 და 79​1–79​3 მუხლებით, 79​4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79​5, 79​7 და 79​8 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 86​3 და 165​12−165​23 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“.

საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4385 – ვებგვერდი, 29.07.2024წ.

2. 159​5−159​9 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII​1 თავი:

„თავი XII​1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები  საჯარო შესყიდვების სფეროში

მუხლი 165 ​12. საჯარო შესყიდვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით განხორციელება

1. საჯარო შესყიდვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით განხორციელება, როდესაც საჯარო შესყიდვა აღნიშნულ კანონს ექვემდებარება, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​13. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა

1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა –

გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​14. საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა

1. საჯარო შესყიდვის პროცედურის (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელების შესახებ), კონკურსის ჟიურის გარეშე ჩატარება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​15. ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა

1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​16. მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა

1. მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​17. საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად შერჩევა

1. საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების დარღვევით შერჩევა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​18. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების დადგენილი წესის დარღვევა

1. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევა, რომლის დარღვევამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება იქნებოდა მიღებული/განხორციელებული, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​19. გამოცხადებული საჯარო შესყიდვის არასწორად წარმართვა

1. გამოცხადებული საჯარო შესყიდვის არასწორად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით წარმართვა, რომლის დარღვევამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება იქნებოდა მიღებული/განხორციელებული, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​20. საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით

1. საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​21.  საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

1. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 ​22. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო შესყიდვების სააგენტოს მიერ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მოთხოვნაზე.

მუხლი 165 ​23. საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის არმქონე პირის დასაქმება წესის დარღვევით

1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში ან შესაბამის თანამდებობაზე ისეთი პირის დასაქმება, რომელსაც არ აქვს საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​​1−44​​​3, 44​​​​5, 44​​​​7−44​​​11, 45-ე−46-ე, 46​2−46​​​4, 46​7−46​​​11, 48-ე, 49-ე, 50​​​1, 51-ე−55​​​​1, 55​​​​​3, 55​​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​​​3−მე-60, 60​​​​3−61​​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​4, 69​​​​6, 71-ე, 71​1, 72​​​​1−77-ე, 78-ე და 79​1−79​3  მუხლებით, 79​​​4  მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​​​​4  მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79​​​​​5−მე-80, 82​​​1−82​​​5, 84-ე−86-ე, 87​​​1−89​​​​3, 91​​​​​2, 91​​​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​1, 100​2, 103​​​​​1, 104-ე და 105​​​​1 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116​​​​4  მუხლის მე-2 ნაწილით, 116​5  მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​6  მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​7  მუხლის მე-2 ნაწილით, 127​1  მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​​​1−128​​​6, 143-ე, 144-ე, 144​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153​1 მუხლებით, 153​​​​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​​5 მუხლით, 153​6  მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​​​2, 155​​​​​1  და 155​2  მუხლებით, 155​​​3  მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​​​​​6  მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​​​​7−156-ე და 157​1−158​1  მუხლებით, 158​5  მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​4, 159​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​​​4, 165​​​1−165​​​​​3, 165​12−165​23, 166-ე და 166​1  მუხლებით, 166​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 170​1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​2−171​4 მუხლებით, 171​5  მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​​​4−172​​​​6, 173-ე, 173​​​​​4−173​​​​​7, 173​​​9 და 173​14−173​16  მუხლებით, 174​​1 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 174​15  მუხლის მე-4 ნაწილით, 175​1  და 175​2  მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​​​8, 177​​​​​9, 177​11  და 177​12  მუხლებით, 177​​​​13  მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1  ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​1−179​​​​​3, 181​​​6, 183-ე, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​3, 196​​​​​6  და 197​1 მუხლებით, 197​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​1  მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“

საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3271 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4306 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №282 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

5. 239-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. ამ კოდექსის 165​12–165​​​20 და 165​22−165​23 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ამ კოდექსის 165​21 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ:

ა) საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.“.

6. 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 165​12−165​23 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 177​16 და 177​17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.“.

7. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 171-ე და 175​​​2  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით, 174​1 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა  და 174​​​2  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50​​​1, 51​1, 51​​​3, 53​​​3, 55-ე, 55​​​2, 55​​​3, 55​​​5, 55​​​6, 58​​​2, 59​​​2, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91​​​2, 92​​​1, 94-ე, 95-ე, 96​​​1, 96​​​2, 96​​​4, 99-ე, 100​​​1, 100​​​2, 103-ე, 104-ე, 105​1, 107​​​1, 141-ე, 143-ე−144​​​1, 144​3−144​5, 144​​​10, 145-ე, 146​1, 148-ე−150​​​1, 151​​​1, 152-ე, 152​​​2−152​​​9, 153-ე, 154​​​1, 154​2, 156-ე−158​1, 159-ე, 163-ე, 164-ე, 165​​​12−165​​​23, 166​​​1, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​1  მუხლით, 177​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1  ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 179​​​1, 180-ე−183​​​1, 185-ე−185​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​3, 196​​​6 და 197​​​1  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4306 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №282 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 165​​​23 მუხლისა, ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 165​23 მუხლი ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2574-XIმს-Xმპ

Annotate

რა შეცვალა ამ აქტმა (11 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2574-XIმს-Xმპ, 09.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020796 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5712902-5/