საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.07.2008 ბოლო ცვლილება 28.03.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№149
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.10.003.001.094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 10/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2008 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკის სფეროებში მომუშავე პირების ხელშეწყობის და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131  მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51  მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საკონფერენციო გრანტების გაცემის თანდართული წესი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

საკონფერენციო გრანტების გაცემის წესი

    მუხლი 1. საგრანტო კონკურსის მიზანი

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

    მუხლი 2. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. საკონფერენციო გრანტის გაცემას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი)  და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდები).

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ა) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;

ბ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

გ) მათემატიკა, მექანიკა;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ე) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;

ვ) სამედიცინო მეცნიერებები;

ზ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;

თ) აგრარული მეცნიერებები.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;

ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები.

4. ფონდები უზრუნველყოფენ:

ა) საკონფერენციო გრანტების კონკურსის გამოცხადებას;

ბ) კონკურსის გამართვისა და საკონფერენციო გრანტების განაცხადების (პროექტების) მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას;

გ) საკონკურსო კომისიების შექმნას, რომლებიც ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებენ წარდგენილ განაცხადებს (დანართის შესაბამისად);

დ) საკონკურსო კომისიების მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და სამეცნიერო საბჭოების მიერ დამტკიცებას; 

ე) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებას და შემდგომ კონტროლს, დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

    მუხლი 3. კონკურსის პირობები და კონკურსში მონაწილეობა

1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლიათ:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს;

ბ) საქართველოს მოქალაქეს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი).

2. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს/პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ფონდები იტოვებენ უფლებას, არ განიხილონ შემოსული პროექტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

    მუხლი 4. დაფინანსება

1. პროექტის ფარგლებში ფინანსდება:

ა) კონფერენციის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის საზღაური;

ბ) კონფერენციის მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი;

გ) კონფერენციის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი;

დ) კონფერენციის მონაწილეთა კვების ხარჯი;

ე) კონფერენციის მოსაწყობად საჭირო აპარატურის შესყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი;

ვ) კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო დარბაზის დაქირავების ხარჯები;

ზ) კონფერენციის მასალების დაბეჭდვა;

თ) სხვა საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.).

2. გამარჯვებული პროექტის გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული გრანტის მიმღების/კონფერენციის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების 2/3). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება პირველადი დოკუმენტაციის თანხლებით ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდებში წარდგენისა და ფონდების მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

    მუხლი 5. საკონკურსო განაცხადის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირებმა:

ა.ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ა.ბ) საპროექტო წინადადება (პროექტი);

ა.გ) პროექტის ბიუჯეტი;

ა.დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი;

ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ა.ვ) პროექტის რეზიუმე ინგლისურ ენაზე;

ა.ზ) თანადაფინანსების შემთხვევაში, თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა ფიზიკურმა პირებმა:

ბ.ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ.ბ) საპროექტო წინადადება (პროექტი);

ბ.გ) პროექტის ბიუჯეტი;

ბ.დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი;

ბ.ე) პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) (არა უმეტეს 2 გვერდისა);

ბ.ვ) პროექტის რეზიუმე ინგლისურ ენაზე;

ბ.ზ) გრანტის მაძიებლის პირადობის მოწმობის სრული ასლი;

ბ.თ) გრანტის მაძიებლის მუშაობის ან/და სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ი) იმ ორგანიზაციის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც განხორციელდება პროექტი (ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით);

ბ.კ) თანადაფინანსების შემთხვევაში, მისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

    მუხლი 6. საკონკურსო კომისია

1. საკონკურსო კომისიები (შემდგომში – კომისიები) იქმნება ფონდების დირექტორების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით 9 წევრისაგან, რომელშიც 2 წევრი წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, 3 – საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო 4 – ფონდებს.

2. კომისიების თავმჯდომარეები არიან ფონდების დირექტორები ან მათ მიერ კომისიების შემადგენლობიდან დანიშნული პირები.

3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს კომისია თავისი შემადგენლობიდან.

4. კომისიების სხდომებს იწვევენ კომისიების თავმჯდომარეები ან/და ფონდების დირექტორები.

5. (ამოღებულია).

6. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 5 წევრი მაინც.

7. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

8. კომისია:

ა) ამტკიცებს იმ კონკურსანტთა სიას, რომელთა განაცხადები არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის თაობაზე;

ბ) განიხილავს კონკურსანტების განაცხადებს (საკონკურსო დოკუმენტაციას) და ახდენს მათ შეფასებასა და შერჩევას.

9. ფონდები უფლებამოსილი არიან, საჭიროების შემთხვევაში, კომისიებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვიონ ექსპერტები სათათბირო ხმის უფლებით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

    მუხლი 7. ანგარიშგება, მონიტორინგი

1. კომისიების მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა სამეცნიერო საბჭოების მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდები აფორმებენ ხელშეკრულებებს გრანტის მიმღებებთან, სადაც გაიწერება ურთიერთვალდებულებათა დეტალური პირობები.

2. გრანტის მიმღებებმა კონფერენციის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში ფონდებს უნდა წარუდგინონ განხორციელებული ღონისძიების (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ტექნიკური ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან.

3. ფინანსურ ანგარიშში დეტალურად გაწერილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს ხარჯთა ნუსხა.

4. პროგრამული ანგარიში ჩატარებული კონფერენციის შესახებ (არა უმეტეს 4 გვერდისა) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კონფერენციის სტატუსი (ლოკალური ან საერთაშორისო);

ბ) თემატიკა;

გ) ჩატარების თარიღი;

დ) ჩატარების ადგილი;

ე) რამდენდღიანი კონფერენცია ჩატარდა;

ვ) რამდენი სექცია მუშაობდა (ასეთი სექციების არსებობის შემთხვევაში);

ზ) რამდენი მომხსენებელი იღებდა მონაწილეობას (უცხოელი და ქართველი);

თ) სამუშაო ენები;

ი) სამუშაო რეგლამენტი.

5. პროგრამულ ანგარიშს უნდა ერთვოდეს:

ა) ჩატარებული კონფერენციის ამსახველი ბეჭდვითი მასალა: ა) მოსაწვევი; ბ) პროგრამა ან თეზისები; გ) კონფერენციის მასალები;

ბ) ვიზუალური მასალა: ა) ფოტო; ბ) ვიდეო; გ) DVD; დ) CD;

გ) ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ჩაწერილი უნდა იყოს კომპაქტდისკზე (CD).

6. ფონდების თანამშრომლები უფლებამოსილი არიან, დაესწრონ კონფერენციას.

7. გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროგრამული ანგარიშები, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები შესაძლებელია ფონდებმა გამოიყენონ თავიანთ ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში ჩართვის, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში გამოყენების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

დანართი

პროექტის შეფასების კრიტერიუმები

№

კრიტერიუმების დასახელება

შეფასება

კომენტარები

სუსტი

საშუალო

კარგი

 

1.

კონფერენციის მიზანი და ამოცანები

0-6

7-11

12-14

 

2.

მეცნიერული და/ან პრაქტიკული მნიშვნელობა

0-9

10-17

19-24

 

3.

მოსალოდნელი შედეგები, მათი მიღწევისა და შეფასების მექანიზმები

0-7

8-15

16-21

 

4.

შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის განხორციელების რეალურობა

0-5

6-9

10-11

 

5.

არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენების რეალურობა

0-6

7-11

12-13

 

6.

პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და ამოცანების განხორციელებასთან

0-7

8-13

14-17

 

სულ

100

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №149, 09.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.001.094 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5716-1/