"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.01.2004 ბოლო ცვლილება 28.10.2019
ნომერი
№22/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.060.000.11.119.006.315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 04/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №22/ნ

2004 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის (სსმ I, №33, 2002 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 162) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა (დანართი №1) და მათი ლეგალური ბრუნვის წესები (დანართი №2).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” 2003 წლის 21 ივლისის №151/ნ (სსმ III, №78, 2003 წლის 31 ივლისი, მუხლი 709) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. გამყრელიძე


დანართი №1


ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა


1. ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი;
2. თიორიდაზინი (სონოპაქსი);
3. კეტამინი;
4. კლოფელინი (მხოლოდ თვალის წვეთები და ამპულები);
5. ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატები;
6. პროპანიდიდი;
7. ფენაზეპამი;
8. ქლორპრომაზინი;
9. ციკლოდოლი;
10. პრეგაბალინი.
შენიშვნა:
ა) ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილი სამკურნალო საშუალებების ყველა წამლის ფორმა, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით;
ბ) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქვეშ იგულისხმება ის კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თავისი შემადგენლობით, თანახმად „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, არ მიეკუთვნება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებს;
გ) ჩამონათვალში შეტანილია საქართველოში დაურეგისტრირებელი სამკურნალო საშუალებებიც და საქართველოს ბაზარზე მათი დაშვების შემთხვევაში მათ მიმართ ავტომატურად ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №239/ნ - სსმ III, №104, 23.09.2004წ., მუხ.900
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის ბრძანება №115/ნ - სსმ III, №58, 27.04.2006წ., მუხ.764
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №308/ნ - სსმ III, №164, 07.12.2006წ., მუხ.2236
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის ბრძანება №47/ნ - სსმ III, №22, 25.02.2010წ., მუხ.278
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 15.06.2011წ.



დანართი №2


ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები


1. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების (შემდგომში – სამკურნალო საშუალებები) წარმოების, იმპორტ-ექსპორტისა და რეალიზაციის უფლება აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვაზე შესაბამისი უფლების მქონე პირს.
2. სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის რეჟიმში.
3. აკრძალულია სანარკოზე საშუალებების (მათი შეყვანის გზებისაგან დამოუკიდებლად) რეცეპტზე გამოწერა და საცალო რეალიზაცია.
4. სამკურნალო საშუალებების გამოწერა ხორციელდება მხოლოდ ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ ფორმა №2 (დამტკიცებული: „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებით). ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება ფორმა №2 რეცეპტის ნომერი და დასაბუთება სამკურნალო საშუალების დანიშვნის მართებულობის შესახებ.
5. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სამკურნალო საშუალებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დალუქულ და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში, რომლის ფორმა, გაფორმებისა და დალუქვის წესი შეესაბამება „ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6. ფარმაცევტული დაწესებულება ვალდებულია სამკურნალო საშუალებების ბრუნვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №239/ნ - სსმ III, №104, 23.09.2004წ., მუხ.900
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 15.06.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ", №22/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.006.315 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57454-5/