საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2023 ბოლო ცვლილება 06.03.2024
ნომერი
№1-1/114
სარეგისტრაციო კოდი
010020000.22.024.016791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/114

2023 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლების გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №57 დადგენილების მე-3 მუხლისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში დანართი 1 - 6-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
+
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 24 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“, №1-1/114, 22.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.024.016791 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5756937-1/