საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2023 ბოლო ცვლილება 02.08.2024
ნომერი
№28/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010020000.22.022.018283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №28/ნ

2023 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 09.11.2023 წ.


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 09.11.2023 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ა​1) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №1​1-ის შესაბამისად;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ემბლემის ფორმა ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) მედიასთან კომუნიკაციის ბანერის ფორმა ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №84/ნ - ვებგვერდი, 11.09.2023 წ.

+
მუხლი 1​1
1. ემბლემა წარმოადგენს მეწამული არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული ფერის წიგნის სტილიზებული ფიგურა.

2. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

3. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო- და ფოტომასალაზე;

გ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.

4. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელებს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 09.11.2023 წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“, №28/ნ, 27.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018283 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5787019-2/