მუხლი 1. 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდგომში – სანწდან) შემუშავებულია ¨ჯანმრთელობის დაცვის შესახებ¨ საქართველოს კანონის საფუძველზე
თავი I — ზოგადი დებულებები
2. წინამდებარე სანწდან ადგენს ხელის იარაღებით მუშაობისას ადამიანზე თანმხლები ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის თავიდან აცილების, ამასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების ალბათობის შემცირების, წარმოებაში მომუშავეთათვის შრომის ოპტიმალური პირობების შექმნისა და ხელის იარაღების ყოფაცხოვრებაში უსაფრთხო გამოყენების წესებს.
3. წინამდებარე ჰიგიენური მოთხოვნები ვრცელდება ვიბრაციის წარმომქმნელი ხელის მანქანების, ხელის მექანიზებული და არამექანიზებული იარაღებისადმი (შემდგომში – ხელის იარაღები), ასევე, დასამუშავებელი ზედაპირებისა და დეტალებისადმი, რომელთა შეკავება ხდება ხელით, ხელის სამარჯვებზე, სტაციონარულ მოწყობილობებზე, საჭევარსა და საჭის თვლებზე, რომელთა მეშვეობით ვიბრაცია შეიძლება გადეცეს ოპერატორს ხელებს.
თავი II
ჰიგიენური მოთხოვნები (ნორმირებადი მაჩვენებლები და დასაშვები სიდიდეები) ხელის იარაღებისად
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სხვადასახვა ტიპისა და დანიშნულების გამოსხივების წყაროებთან, სამრეწველო მასალებთან და ინსტრუქციებთან მუშაობისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცეწბის შესახებ”“, მუხლი 1, №76/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.462 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57910/muxli-1-3/