1. წარმოებაში ხელის იარაღების გამოყენების დროს ბგერის ზდდ და ბგერის ეკვივალენტური დონე მიიღება შრომის სიმძიმის გათვალისწინებით ცხრილი 2-ის შესაბამისად:
ცხრილი 2
შრომითი საქმიანობის სახეობა
ბგერითი წნევის დონე, დრ-ში, ოქტავურ ზოლებში საშუალო
გეომეტრიული სიხშირეებით, ჰც
ბგერის დონე და ეკვივალენტური ბგერის დონე დბA
31,5
1000
2000
4000
8000
წარმოებაში მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის სამუშაოების და ყოფაცხოვრებაში ყველა სახის სამუშაოების შესრულება
1,2 და 3 ხარისხს მიკუთვნებული მძიმე სამუშაოების შესრულება წარმოებაში*
*შრომის სიმძიმის შეფასება ხორციელდება 2.2.755-99 სახელმძღვანელოს
„შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები საწარმოო გარემოს ფაქტორების მავნეობის და საშიშროების, შრომის პროცესის სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლები¨ მიხედვით
2. წარმოებაში ხელის იარაღების გამოყენებისას ბგერის მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს 10 დბA (იმპულსური ხმაურისათვის – 125 დბAI). მათი ყოფაცხოვრებაში გამოყენებისას ბგერის მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს 90 დბA-ს.
3. ხელის იარაღების ხმაურის მახასიათებელია ბგერის სიმძლავრის კორექტირებული დონე (დბA) და მისი დონე საშუალოგეომეტრიული სიხშირეების ოქტავურ ზოლებში (დბ). კონკრეტული ტიპის იარაღებისათვის ბგერის სიმძლავრის დასაშვები დონე უნდა დადგინდეს იმის გათვალისწინებით, რომ მათი გამოყენების დროს სამუშაო ადგილებზე გაზომილი ბგერის დონე არ უნდა აღემატებოდეს ჰიგიენურ ნორმებს. ბგერის სიმძლავრის დონის მიხედვით ბგერის დონის საორიენტაციო გაანგარიშების მიეთოდიკა მოყვანილია დანართში 1.
4. ხელის იარაღებით მუშაობისას ოპერატორებზე ხმაურის ზემოქმედების მახასიათებელია ბგერის ეკვივალენტური დონე, დბ