„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.13.007.006.554
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №49/2004
2004 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 16 იანვრის დადგენილება №6/2004.
მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი თანდართული ნიმუშის მიხედვით.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.
2. თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონებით „საქართველოს საარჩევო კოდექსი”, „რეფერენდუმის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.
3. რეგლამენტი განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურას და სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.
4. ცესკოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტვიფრი, გაერთიანებულია ხაზინაში.
5. ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 29.
6. ცესკოს ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.
7. ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 9 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
8. ცესკოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ცესკოს დადგენილება;
ბ) ცესკოს განკარგულება;
გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;
დ) ცესკოს მდივნის განკარგულება.
თავი II
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები
მუხლი 2. ცესკოს ხელმძღვანელი პირები
ცესკოს ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) ცესკოს თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცესკოს მდივანი.
მუხლი 3. ცესკოს თავმჯდომარე
ცესკოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს ცესკოში;
ბ) იწვევს და უძღვება ცესკოს სხდომებს;
გ) განკარგავს ცესკოს ფულად სახსრებს;
დ) ანაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის;
ე) ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;
ვ) ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;
ზ) გამოსცემს განკარგულებებს;
თ) გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებას;
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს.
მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით;
ბ) ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. ცესკოს მდივანი
ცესკოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
გ) გამოსცემს განკარგულებებს;
დ) ცესკოს სამსახურებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი
მუხლი 6. აპარატის მართვა
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით.
2. აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ცესკოს თავმჯდომარე.
3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობით.
მუხლი 7. აპარატის უფროსი
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობას;
ბ) ამზადებს კომისიის თავმჯდომარის განკარგულების პროექტებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის ცალკეულ დავალებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს და თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხას;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცესკოს აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წინაშე.
3. ცესკოს აპარატის უფროსს შეიძლება უნდობლობა გამოუცხადდეს კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელებისა ან მის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო.
მუხლი 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი სამსახურები:
ა) საერთო;
ბ) საოქმო-სარეგისტრაციო;
გ) იურიდიული;
დ) საორგანიზაციო;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის;
ვ) ეკონომიკური;
ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;
თ) საკადრო;
ი) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების;
კ) კომპიუტერული უზრუნველყოფის.
2. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სამსახურები.
თავი IV
ცესკოს სამსახურები
მუხლი 9. აპარატის სამსახურების საერთო ვალდებულებები
1. ცესკოს აპარატის სამსახურები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სამსახურის შიდა დებულებით.
2. ცესკოს სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. იგი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა, ცესკოს წევრთა და აპარატის უფროსის დავალებებს, რომელიც ამ სამსახურის კომპეტენციაში შედის.
3. ყველა სამსახური აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას საჯარო რეესტრში შესატანად.
4. ყველა სამსახური, როგორც წესი, ვალდებულია:
ა) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტები, იურიდიული სამსახურის ვიზირებით გადასცეს საერთო სამსახურს;
ბ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საერთო სამსახურს.
მუხლი 10. საერთო სამსახური
საერთო სამსახური:
ა) აწარმოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსულ ყველა სახის დოკუმენტაციის მიღებასა და ჟურნალში რეგისტრაციას სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან;
გ) უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას ხელმოწერიდან (მიღებიდან) ერთი დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის რეგისტრაციისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების მიზნით;
დ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით;
ე) ამზადებს საწარმო საკითხებს მიკუთვნებული განკარგულებების პროექტებს;
ვ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ცესკოს არქივში განთავსებას და შენახვას;
ზ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 11. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;
ბ) ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გასატარებლად;
გ) ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტრაციას საარჩევნო ოლქებში;
დ) ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს;
ე) რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას;
ვ) მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
თ) ამრავლებს მასალებს კომისიის სხდომებისათვის;
ი) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 12. საკადრო სამსახური
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცსკ-ის საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და წარუდგენს მას ცსკ-ს დასამტკიცებლად;
ბ) ამზადებს განკარგულებების პროექტებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გ) აწარმოებს და ინახავს აპარატის თანამშრომლებისა და კომისიის წევრების პირად საქმეებს;
დ) ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში მიღების, გადაადგილებისა და მათი გათავისუფლების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ე) უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 13. იურიდიული სამსახური
იურიდიული სამსახური:
ა) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიას ან კომისიის თავმჯდომარეს;
ბ) არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს და აძლევს ახსნა-განმარტებას კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
გ) იხილავს არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან (პლებისციტი, რეფერენდუმი და ა.შ.) დაკავშირებულ საკითხებსა და დარღვევებს, მიღებულ დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
დ) წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;
ე) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს ცესკოს სამსახურების მიერ მომზადებული საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმები, დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
თ) ინახავს და აღრიცხავს „საკანონმდებლო მაცნის” ყველა ნომერს;
ი) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 14. საორგანიზაციო სამსახური
საორგანიზაციო სამსახური:
ა) კოორდინაციას უწევს და ცესკოს აწვდის ინფორმაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის შესახებ;
ბ) აგროვებს ინფორმაციას ქვემდგომი კომისიების შემადგენლობებსა და მათში ცვლილებების შესახებ;
გ) იღებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობისა და საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების შესახებ;
დ) აცნობებს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს ცესკოს მიერ მიღებული აქტების შესახებ;
ე) გადასცემს ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურს და იღებს საჭირო ინფორმაციას მისგან;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ზ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 15. საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახური
საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ბ) გეგმავს და იურიდიულ სამსახურთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სასწავლო სემინარებს, კონსულტაციებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისათვის, დამკვირვებლებისათვის, მოსამართლეებისათვის, ეკონომიკურ სამსახურთან ერთად ახორციელებს საფინანსო ტრენინგებს;
გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას;
დ) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს კანდიდატურებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებად;
ე) თანამშრომლობს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 16. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ახორციელებს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ინვენტარის, მატერიალურ ფასეულობათა, ბიულეტენების, ინსტრუქციების, სხვადასხვა სახის მასალების შეძენის, დაბეჭდვისა და ადგილებზე დროულად მიწოდების ღონისძიებებს;
ბ) კომისიის საორგანიზაციო სამსახურთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების დახმარებით, უზრუნველყოფს სათანადო სამუშაო პირობებით ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
გ) შესაბამისი ორგანიზაციების და დაწესებულებების ხელთ არსებული ყველა საშუალების მაქსიმალურად გამოყენების გზით უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიებთან სატელეფონო და რადიოკავშირების დამყარებას;
დ) ასრულებს ცესკოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;
ე) სამსახურის უფროსი არის კომისიის ბალანსზე რიცხულ ფასეულობებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 17. კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური
კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
ბ) გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გაფართოებას მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით;
გ) აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში;
დ) ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
ე) სხვა სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
ვ) ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
ზ) უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას;
თ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 18. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) არეგულირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ურთიერთობას პრესასთან და საზოგადოებასთან;
ბ) გეგმავს და ორგანიზაციას უწევს პრესისა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
გ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) გასცემს ინფორმაციას ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ორი დღისა;
ე) წარუდგენს კომისიის მდივანს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტაციის განკარგულების პროექტს;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 19. ეკონომიკური სამსახური
ეკონომიკური სამსახური:
ა) ადგენს წლიურ საფინანსო გეგმას და წარადგენს კომისიის სხდომაზე დასამტკიცებლად;
ბ) ადგენს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს დასამტკიცებლად არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯთაღრიცხვის მასალებს;
გ) კონტროლს უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) კონტროლს უწევს პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ცესკოს მიერ რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების ფორმირებას;
ე) აწარმოებს მიმდინარე საფინანსო საქმიანობას;
ვ) ახორციელებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვას;
ზ) ახორციელებს ანგარიშსწორებას კერძო პირებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუშაკთა შრომის განაკვეთურ და საათობრივ ანაზღაურებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულების პროექტებს;
ი) ამოწმებს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების ფინანსურ საქმიანობას სრულად;
კ) კვარტალში ერთხელ ცესკოს თავმჯდომარეს აბარებს რევიზიის ანგარიშს;
ლ) საერთო არჩევნების ჩატარების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს რევიზიის შედეგებს საარჩევნო ოლქებიდან ცესკოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
მ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
თავი V
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
მუხლი 20. ცესკოს სხდომა
1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს ცესკო. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის არანაკლებ 3 წევრი ერთობლივად.
2. სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.
4. კომისიის სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის შესაბამისი სამსახურები.
5. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – მოადგილე.
6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საერთო სამსახური და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. კომისიის სხდომას ესწრებიან სამსახურებისა და სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები. კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის განხილვისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. გადაწყვეტილების პროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარეობს მათ გარეშე.
8. კომისიის სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას კომისიის წევრები დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ.
9. თითოეული საკითხის განხილვისას კომისიის წევრებს შეუძლიათ მხოლოდ ორჯერ გამოსვლა. გამონაკლისი დაიშვება სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. კომისიის სხდომაზე ცესკოს აპარატის წევრებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს განსახილველ თითოეულ საკითხზე შეუძლიათ ერთხელ გამოსვლა კომისიის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების გამოსვლის შემდეგ.
10. ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დაატოვებინოს დამრღვევს სხდომის დარბაზი.
11. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საერთო სამსახური და გადასცემს შესაბამის სამსახურებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
12. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 21. კენჭისყრა
1. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
2. ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
3. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. თანამდებობაზე ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
5. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
თავი VII
საქმიან ქაღალდებზე მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 22. საქმეთა წარმოება
1. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საერთო სამსახურში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. საერთო სამსახური შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურს შესასრულებლად.
4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საერთო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
5. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
6. აკრძალულია კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.13.007.006.554
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №49/2004
2004 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 16 იანვრის დადგენილება №6/2004.🔗
მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი თანდართული ნიმუშის მიხედვით.🔗
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.🔗
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
მუხლი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 16 იანვრის დადგენილება №6/2004.
მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი თანდართული ნიმუშის მიხედვით.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.🔗
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება №7/2006-სსმIII, №99, 27.07.2006წ.; მუხ.1360
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №42/2006-სსმIII, №175, 28.12.2006წ.; მუხ.2373
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №14/2007-სსმIII, №164, 21.11.2007წ.; მუხ.1808
5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №18/2007-სსმIII, №166, 26.11.2007წ.; მუხ.1832
6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №48/2007-სსმIII, №186, 28.12.2007წ.; მუხ.2096
7. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
8. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 25 მარტის დადგენილება №8/2008-სსმIII, №46, 27.03.2008წ.; მუხ.516
9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 5 აპრილის დადგენილება №18/2008-სსმIII, №52, 07.04.2008წ.; მუხ.608
10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №36/2008-სსმIII, №113, 07.08.2008წ.; მუხ.1236
11. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №45/2008-სსმIII, №153, 20.10.2008წ.; მუხ.1512
12. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №7/2009-სსმIII, №142, 19.11.2009წ.; მუხ.1651
13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის დადგენილება №1/2010-სსმIII, №2, 08.01.2010წ.; მუხ.5
14. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.87
15. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 თებერვლის დადგენილება №8/2010-სსმIII, №20, 22.02.2010წ.; მუხ.249
16. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9/2010-სსმIII, №23, 26.02.2010წ.; მუხ.301
17. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 25 მარტის დადგენილება №12/2010-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.492
18. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 ივლისის დადგენილება №47/2010-სსმIII, №78, 02.07.2010წ.; მუხ.1130
19. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №50/2010-სსმIII, №159, 06.12.2010წ; მუხ.2253
20. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №1/2011 - ვებგვერდი, 18.01.11წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.
2. თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონებით „საქართველოს საარჩევო კოდექსი”, „რეფერენდუმის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.
3. რეგლამენტი განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურას და სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.
4. ცესკოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტვიფრი, გაერთიანებულია ხაზინაში.
5. ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.
5. ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 29.
6. ცესკოს ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.
7. არასაარჩევნო პერიოდში, ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
7. ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 9 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
8. ცესკოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ცესკოს დადგენილება;
ბ) ცესკოს განკარგულება;
გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;
დ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება;
ე) ცესკოს მდივნის განკარგულება;
ვ) ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება №7/2006-სსმIII, №99, 27.07.2006წ.; მუხ.1360
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №48/2007-სსმIII, №186, 28.12.2007წ.; მუხ.2096
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 5 აპრილის დადგენილება №18/2008-სსმIII, №52, 07.04.2008წ.; მუხ.608
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №45/2008-სსმIII, №153, 20.10.2008წ.; მუხ.1512
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის დადგენილება №1/2010-სსმIII, №2, 08.01.2010წ.; მუხ.5
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 თებერვლის დადგენილება №8/2010-სსმIII, №20, 22.02.2010წ.; მუხ.249
დ) ცესკოს მდივნის განკარგულება.
თავი II
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები
მუხლი 2. ცესკოს ხელმძღვანელი პირები🔗
მუხლი 2. ცესკოს ხელმძღვანელი პირები
ცესკოს ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) ცესკოს თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცესკოს მდივანი.
მუხლი 3. ცესკოს თავმჯდომარე🔗
მუხლი 3. ცესკოს თავმჯდომარე
ცესკოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს ცესკოში;
ბ) იწვევს და უძღვება ცესკოს სხდომებს;
გ) განკარგავს ცესკოს ფულად სახსრებს;
დ) ანაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის;
ე) ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;
ვ) ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;
ზ) გამოსცემს განკარგულებებს;
ზ1) გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
თ) გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებას;
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;
ლ) წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სხვა პირებთან, მათ შორის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობაში;
მ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გარდა, განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
ნ) ბრძანებით განსაზღვრავს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება №7/2006-სსმIII, №99, 27.07.2006წ.; მუხ.1360
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №18/2007-სსმIII, №166, 26.11.2007წ.; მუხ.1832
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №36/2008-სსმIII, №113, 07.08.2008წ.; მუხ.1236
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №7/2009-სსმIII, №142, 19.11.2009წ.; მუხ.1651
მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე🔗
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს.
მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით;
ბ) ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. ცესკოს მდივანი🔗
მუხლი 5. ცესკოს მდივანი
ცესკოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
გ) გამოსცემს განკარგულებებს;
დ) ცესკოს სამსახურებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი
მუხლი 6. აპარატის მართვა🔗
მუხლი 6. აპარატის მართვა
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით.
2. აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ცესკოს თავმჯდომარე.
3. ამოღებულია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359
მუხლი 7. ამოღებულია🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359
მუხლი 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა🔗
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი დეპარტამენტები მათში შემავალი სამმართველოებით:
1.1 საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ა) კორესპონდენციისა და არქივის წარმოების სამმართველო;
ბ) საოქმო-სარეგისტრაციო სამმართველო.
1.2. იურიდიული დეპარტამენტი;
ა) სამართლებლივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების სამმართველო;
1.3. საორგანიზაციო დეპარტამენტი;
ა) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) საარჩევნო ღონისძიებების დაგეგმვისა და ინფორმაციის ანალიზის სამმართველო.
1.4. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ა) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.
1.5. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
ა) მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
გ) საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო.
1.6. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;
ა) კადრების სამმართველო;
ბ) მოხელეთა სერტიფიცირებისა და განვითარების სამმართველო;
გ) ადმინისტრაციულ საკითხთა სამმართველო.
1.7. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
ა) კომპიუტერული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების მომზადებისა და ანალიზის სამმართველო;
გ) კორპორატიული ქსელებისა და სისტემების მართვის სამმართველო.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა თანამდებობებია:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სამმართველოს უფროსი;
გ) მთავარი ბუღალტერი;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი;
ზ) ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი;
თ) ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწე;
ი) საწყობის უფროსი.
3. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შესრულებელი სამუშაოების ადმინისტრირების მიზნით, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების მიერ დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სამმართველოს თანამშრომელთა რანგების მიხედვით მზადდება შესასრულებელი დეტალურად გაწერილი სამუშაოთა აღწერილობა, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა (გარდა ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების) უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.
5. ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების უფლება-მოვალეობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სტრუქტურული დანაყოფები.
7. ცესკოს დეპარტამენტებისა და მასში შემავალი სამმართველოების ერთიან დებულებებს და მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №14/2007-სსმIII, №164, 21.11.2007წ.; მუხ.1808
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.87
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 25 თებერვლის დადგენილება №9/2010-სსმIII, №23, 26.02.2010წ.; მუხ.301
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 ივლისის დადგენილება №47/2010-სსმIII, №78, 02.07.2010წ.; მუხ.1130
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №50/2010-სსმIII, №159, 06.12.2010წ; მუხ.2253
მუხლი 81. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი🔗
1. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველს საკონკურსო კომისიის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველის უფლება-მოვალეობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძა-ნებით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №39/2006-სსმIII, №174, 26.12.2006წ.; მუხ.2359
3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობით.
მუხლი 7. აპარატის უფროსი
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობას;
ბ) ამზადებს კომისიის თავმჯდომარის განკარგულების პროექტებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის ცალკეულ დავალებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიმუშავებს და თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხას;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცესკოს აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წინაშე.
3. ცესკოს აპარატის უფროსს შეიძლება უნდობლობა გამოუცხადდეს კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელებისა ან მის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო.
მუხლი 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი სამსახურები:
ა) საერთო;
ბ) საოქმო-სარეგისტრაციო;
გ) იურიდიული;
დ) საორგანიზაციო;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის;
ვ) ეკონომიკური;
ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;
თ) საკადრო;
ი) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების;
კ) კომპიუტერული უზრუნველყოფის.
2. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სამსახურები.
თავი IV
ცესკოს დეპარტამენტები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
მუხლი 9. ცესკოს აპარატის დეპარტამენტების საერთო ვალდებულებები🔗
1. ცესკოს აპარატის დეპარტამენტები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით დეპარტამენტის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.
2. ცესკოს აპარატის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. დეპარტამენტის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და კომისიის წევრთა დავალებებს, რომელიც ამ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების კომპეტენციაში შედის.
3. ცესკოს აპარატის ყველა დეპარტამენტი:
ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;
ბ) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტები, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებლივი უზრუნველყოფის სამმართველოს ვიზირებით გადასცეს საქმისწარმოების დეპარტამენტს;
გ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა) საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული, მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საქმისწარმოების დეპარტამენტს;
დ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
მუხლი 10. საქმისწარმოების დეპარტამენტი🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:
1. უზრუნველყოფს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზაციას;
2. ახდენს შემოსული და გასული ყველა სახის კორესპონდენციის მიღებასა და რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და დროულად მიწოდებას სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის;
3. იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან;
4. უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების მიზნით;
5. უზრუნველყოფს დოკუმენტაციის გაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით;
6. უზრუნველყოფს საარქივო მასალების დამუშავებასა და შენახვას;
7. ადგენს ცესკოს სხდომის ოქმს;
8. ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გასატარებლად;
9. ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტრაციას საარჩევნო ოლქებში;
10. ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს;
11. რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას;
12. შესაბამის ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამსახურს;
13. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
14. ამრავლებს მასალებს ცესკოს სხდომებისათვის;
15. ახდენს ცესკოს მიერ დადებული ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა) რეგისტრაციას;
16. აწარმოებს ცესკოში შემოსული საქართველოს მთავრობის აქტების კრებულის, აგრეთვე, ჟურნალებისა და ბროშურების აღრიცხვასა და შენახვას;
161. ახდენს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვას-დამუშავებასა და ამ ინფორმაციის, შესაბამისად, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისათვის ან/და საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის მიწოდებას.
17. ასრულებს სხვა მოვალეობებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №7/2009-სსმIII, №142, 19.11.2009წ.; მუხ.1651
მუხლი 11. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:
1. შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცესკოს საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და წარუდგენს ცესკოს დასამტკიცებლად;
2. ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებების, პრემიების, აპარატის მოხელეთა დაჯილდოების, წახალისებისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
3. ამზადებს ცესკოს განკარგულების პროექტებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
4. ახორციელებს ცესკოს წევრთა, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა საკადრო აღრიცხვას, პირადი საქმეებისა და სააღრიცხვო ბარათების წარმოებასა და შენახვას.
5. ორგანიზებას უწევს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების შემუშავებასა და დამტკიცებას;
6. აწარმოებს სამსახურებრივ ტაბელს და ყოველი თვის ბოლოს წარუდგენს ინფორმაციას თავმჯდომარეს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების შესახებ შესაბამისი რეაგირებისათვის;
7. უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში მიღების, გადაადგილებისა და მათი გათავისუფლების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
8. უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;
9. უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებას;
10. აფორმებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა შრომით ხელშეკრულებებს;
11. ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სახელფასო ცნობებს;
12. ამზადებს ცესკოს წევრების, აპარატის თანამშრომლეთა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიის წევრთა სამსახურებრივ მოწმობებს;
13. ამზადებს პასუხებს დეპარტამენტში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;
14. უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამისი ამოცანების დასახვას, განსაზღვრავს მოქმედებათა კურსს და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
15. განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორთა, ტრენერთა საკვალიფიკაციო სტანდარტებს და სხვადასხვა მიდგომებს ამ საკითების გარშემო;
16. შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგების თანამედროვე სისტემების შექმნის მეთოდოლოგიურ-კონცეპტუალური მიდგომების პრინციპებსა და სტრატეგიას;
17. ახორციელებს ტრენინგების მონიტორინგს;
18. კოორდინაციას უწევს ტრენინგების სისტემას ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული რესურსებით;
19. წინასაარჩევნო პერიოდში შეიმუშავებს მოკლევადიან სამუშაო გეგმას;
20. შეიმუშავებს სტრატეგიულ ალიანსს საერთაშორისო ფონდებთან, ასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
21. ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდას სერტიფიკატის მისანიჭებლად;
211. ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის კონტროლს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის №4/2010 დადგენილების შესაბამისადç
22. ასრულებს სხვა დავალებებს.
212. ახორციელებს ცესკოს ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკური და სამეუურნეო საქმიანობის ზედამხედველობას.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.87
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 ივლისის დადგენილება №47/2010-სსმIII, №78, 02.07.2010წ.; მუხ.1130
მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:
1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;
2. არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
3. იხილავს არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან (პლებისციტი, რეფერენდუმი და ა.შ.) დაკავშირებულ საკითხებს და დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და ცესკოს;
4. წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;
5. ცესკოს სათანადო სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;
6. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს ცესკოს დეპარტამენტებისა და სამმართველოების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
7. ახდენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების პროცესის იურიდიულ უზრუნველყოფას;
8. ახდენს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ გვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას;
9. ახდენს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას.;
10. ახდენს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
11. კონსულტაციას აძლევს ცესკოს საქმისწარმოების დეპარტამენტს იურიდიულ საკითხებზე;
12. ინფორმაციას აწვდის ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით;
13. როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებს იურიდიული კონსულტაციით;
14. ახდენს დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს;
15. ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას.
16. ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის კონტროლს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის №4/2010 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №6/2010-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.87
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №1/2011 - ვებგვერდი, 18.01.11წ.
მუხლი 13. საორგანიზაციო დეპარტამენტი🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:
1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;
2. კოორდინაციას უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობას;
3 აგროვებს ინფორმაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შემადგენლობისა და მათში ცვლილებების შესახებ;
4. აგროვებს და ამოწმებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ;
5. აგროვებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ;
6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
7. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს;
8. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს გადასცემს ცესკოს სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებულ ინფორმაციას და დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
9. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს ინფორმაციას ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს;
10. ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას;
11. ადგენს და ეკონომიკურ დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ;
12. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს;
13. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტს ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად;
14. აგროვებს და აწვდის ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრებისა და სასამართლო დავების შესახებ საჭირო ინფორმაციას;
15. ასრულებს სხვა მოვალეობებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
მუხლი 14. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:
1. უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას;
2. უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის პროექტისა და საბიუჯეტო განაცხადის შედგენას;
3. უზრუნველყოფს წლიურ საბიუჯეტო კანონზე დაყრდნობით მოსალოდნელი ხარჯების კვარტალური განწერის ორგანიზებას;
4. უზრუნველყოფს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენას;
5. უზრუნველყოფს ბუღალტრული ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებასა და მათ ასახვას საბუღალტრო რეგისტრში;
6. უზრუნველყოფს ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების შეფასებას;
7. უზრუნველყოფს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას;
8. უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებასა და ანგარიშგებას, საარჩევნო კომისიის ბალანსის შედგენას;
9. ახორციელებს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას მოსალოდნელი მოთხოვნილების გეგმის საფუძველზე: წლიური გეგმის შეჯერებას, დამტკიცებისა და კორექტირების უზრუნველყოფას;
10. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებს, შესყიდვებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მონიტორინგს;
11. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვაზე ოპერატიული, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენასა და დადგენილი წესით წარდგენას;
12. უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის საქმიანობის უზრუნველმყოფი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას;
13. უზრუნველყოფს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლას, განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სამუშაოებზე შესაბამისი წინადადებების წარდგენას, ხელმძღვანელობასთან გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
14. ახორციელებს საარჩევნო კომისიის ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას.
15. ამზადებს კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაციის, დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტებს ცესკოს სხდომაზე გასატანად.
16. ასრულებს სხვა მოვალეობებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 ივლისის დადგენილება №47/2010-სსმIII, №78, 02.07.2010წ.; მუხ.1130
მუხლი 15. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ცესკოს მისიის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ;
2. არეგულირებს ცესკოს ურთიერთობას პრესასთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
3. უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
4. გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
5. უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და საზოგადოებისათვის მიწოდებას;
6. ამუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას;
7. აკეთებს პრესის ყოველდღიურ მიმოხილვას და წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს;
8. აწარმოებს პრესის არქივს;
9. ამზადებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათ გავრცელებას;
10. ამზადებს პრესრელიზებს, ბიულეტენებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
11. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას;
12. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების და სხვა სპეციალური ღონისძიებების ჩატარებას;
13. წინასაარჩევნო პერიოდში გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით;
14. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით;
15. წარუდგენს ცესკოს მდივანს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტაციის განკარგულებების პროექტებს; ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე ამზადებს პრესის აკრედიტაციას;
16. ადმინისტრირებას უწევს ცესკოს ვებგვერდს;
17. კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან;
18. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს წარმომადგენლების ვიზიტებს საზღვარგარეთ;
19. გეგმავს და ორგანიზებას უწევს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს ცესკოში;
20. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს;
21. ზედამხედველობას უწევს დამტკიცებული პროექტების შესრულებას;
22. გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს;
23. წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას;
24. ზედამხედველობას უწევს აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
25. ასრულებს სხვა მოვალეობებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
მუხლი 16. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი🔗
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით:
1. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
2. გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გაფართოებას, მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით;
3. აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში;
4. ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
5. სხვა სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
6. ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
7. უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას;
8. ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას;
9. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას;
10. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ბეჭდვას, როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები);
11. უზრუნველყოფს კოორდინირებას საჯარო რეესტრისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების მიზნით;
12. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინირებას საჯარისო ფორმირებების, საპატიმროების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის;
13. უზრუნველყოფს კოორდინირებას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით;
14. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;
15. კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით;
16. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
17. უზრუნველყოფს ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას, ამომრჩეველთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გაცემის დროს;
18. უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების პროცესის კომპიუტერულ მომსახურებას;
19. ასრულებს სხვა მოვალეობებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
ცესკოს სამსახურები
მუხლი 9. აპარატის სამსახურების საერთო ვალდებულებები
1. ცესკოს აპარატის სამსახურები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სამსახურის შიდა დებულებით.
2. ცესკოს სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. იგი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა, ცესკოს წევრთა და აპარატის უფროსის დავალებებს, რომელიც ამ სამსახურის კომპეტენციაში შედის.
3. ყველა სამსახური აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას საჯარო რეესტრში შესატანად.
4. ყველა სამსახური, როგორც წესი, ვალდებულია:
ა) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტები, იურიდიული სამსახურის ვიზირებით გადასცეს საერთო სამსახურს;
ბ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საერთო სამსახურს.
მუხლი 10. საერთო სამსახური
საერთო სამსახური:
ა) აწარმოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსულ ყველა სახის დოკუმენტაციის მიღებასა და ჟურნალში რეგისტრაციას სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან;
გ) უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას ხელმოწერიდან (მიღებიდან) ერთი დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის რეგისტრაციისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების მიზნით;
დ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით;
ე) ამზადებს საწარმო საკითხებს მიკუთვნებული განკარგულებების პროექტებს;
ვ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ცესკოს არქივში განთავსებას და შენახვას;
ზ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 11. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;
ბ) ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გასატარებლად;
გ) ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტრაციას საარჩევნო ოლქებში;
დ) ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს;
ე) რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას;
ვ) მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
თ) ამრავლებს მასალებს კომისიის სხდომებისათვის;
ი) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 12. საკადრო სამსახური
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცსკ-ის საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და წარუდგენს მას ცსკ-ს დასამტკიცებლად;
ბ) ამზადებს განკარგულებების პროექტებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გ) აწარმოებს და ინახავს აპარატის თანამშრომლებისა და კომისიის წევრების პირად საქმეებს;
დ) ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში მიღების, გადაადგილებისა და მათი გათავისუფლების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ე) უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 13. იურიდიული სამსახური
იურიდიული სამსახური:
ა) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიას ან კომისიის თავმჯდომარეს;
ბ) არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს და აძლევს ახსნა-განმარტებას კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
გ) იხილავს არჩევნებთან და სხვა ღონისძიებებთან (პლებისციტი, რეფერენდუმი და ა.შ.) დაკავშირებულ საკითხებსა და დარღვევებს, მიღებულ დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
დ) წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;
ე) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს ცესკოს სამსახურების მიერ მომზადებული საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმები, დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
თ) ინახავს და აღრიცხავს „საკანონმდებლო მაცნის” ყველა ნომერს;
ი) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 14. საორგანიზაციო სამსახური
საორგანიზაციო სამსახური:
ა) კოორდინაციას უწევს და ცესკოს აწვდის ინფორმაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის შესახებ;
ბ) აგროვებს ინფორმაციას ქვემდგომი კომისიების შემადგენლობებსა და მათში ცვლილებების შესახებ;
გ) იღებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობისა და საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების შესახებ;
დ) აცნობებს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს ცესკოს მიერ მიღებული აქტების შესახებ;
ე) გადასცემს ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურს და იღებს საჭირო ინფორმაციას მისგან;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ზ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 15. საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახური
საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ბ) გეგმავს და იურიდიულ სამსახურთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სასწავლო სემინარებს, კონსულტაციებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისათვის, დამკვირვებლებისათვის, მოსამართლეებისათვის, ეკონომიკურ სამსახურთან ერთად ახორციელებს საფინანსო ტრენინგებს;
გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას;
დ) ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს კანდიდატურებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებად;
ე) თანამშრომლობს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 16. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ახორციელებს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ინვენტარის, მატერიალურ ფასეულობათა, ბიულეტენების, ინსტრუქციების, სხვადასხვა სახის მასალების შეძენის, დაბეჭდვისა და ადგილებზე დროულად მიწოდების ღონისძიებებს;
ბ) კომისიის საორგანიზაციო სამსახურთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების დახმარებით, უზრუნველყოფს სათანადო სამუშაო პირობებით ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;
გ) შესაბამისი ორგანიზაციების და დაწესებულებების ხელთ არსებული ყველა საშუალების მაქსიმალურად გამოყენების გზით უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიებთან სატელეფონო და რადიოკავშირების დამყარებას;
დ) ასრულებს ცესკოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;
ე) სამსახურის უფროსი არის კომისიის ბალანსზე რიცხულ ფასეულობებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 17. კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური
კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
ბ) გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გაფართოებას მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით;
გ) აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში;
დ) ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
ე) სხვა სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
ვ) ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
ზ) უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას;
თ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 18. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) არეგულირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ურთიერთობას პრესასთან და საზოგადოებასთან;
ბ) გეგმავს და ორგანიზაციას უწევს პრესისა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
გ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) გასცემს ინფორმაციას ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ორი დღისა;
ე) წარუდგენს კომისიის მდივანს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტაციის განკარგულების პროექტს;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 19. ეკონომიკური სამსახური
ეკონომიკური სამსახური:
ა) ადგენს წლიურ საფინანსო გეგმას და წარადგენს კომისიის სხდომაზე დასამტკიცებლად;
ბ) ადგენს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს დასამტკიცებლად არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯთაღრიცხვის მასალებს;
გ) კონტროლს უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) კონტროლს უწევს პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ცესკოს მიერ რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების ფორმირებას;
ე) აწარმოებს მიმდინარე საფინანსო საქმიანობას;
ვ) ახორციელებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვას;
ზ) ახორციელებს ანგარიშსწორებას კერძო პირებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, მუშაკთა შრომის განაკვეთურ და საათობრივ ანაზღაურებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულების პროექტებს;
ი) ამოწმებს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების ფინანსურ საქმიანობას სრულად;
კ) კვარტალში ერთხელ ცესკოს თავმჯდომარეს აბარებს რევიზიის ანგარიშს;
ლ) საერთო არჩევნების ჩატარების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს რევიზიის შედეგებს საარჩევნო ოლქებიდან ცესკოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
მ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
თავი V
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
მუხლი 17. ცესკოს სხდომა🔗
1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს ცესკო. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 20. ცესკოს სხდომა
1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს ცესკო. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის არანაკლებ 3 წევრი ერთობლივად.
2. სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.
4. კომისიის სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის შესაბამისი დეპარტამენტები.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.
4. კომისიის სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის შესაბამისი სამსახურები.
5. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – მოადგილე.
6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საქმისწარმოების დეპარტამენტის საოქმო-სარეგისტრაციო სამმართველო და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. კომისიის სხდომას ესწრებიან დეპარტამენტის უფროსი, საჭიროებისამებრ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.
6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საერთო სამსახური და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. კომისიის სხდომას ესწრებიან სამსახურებისა და სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები. კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის განხილვისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. გადაწყვეტილების პროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარეობს მათ გარეშე.
8. კომისიის სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას კომისიის წევრები დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ.
9. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ კომისიის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ.
10. ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დაატოვებინოს დამრღვევს სხდომის დარბაზი.
11. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საქმისწარმოების დეპარტამენტი და გადასცემს შესაბამის დეპარტამენტებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან და საერთაშირისო ურთიერთობების დეპარტამენტი.
12. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის მომდევნო დღის 18 საათამდე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 25 მარტის დადგენილება №8/2008-სსმIII, №46, 27.03.2008წ.; მუხ.516
მუხლი 18. კენჭისყრა🔗
9. თითოეული საკითხის განხილვისას კომისიის წევრებს შეუძლიათ მხოლოდ ორჯერ გამოსვლა. გამონაკლისი დაიშვება სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. კომისიის სხდომაზე ცესკოს აპარატის წევრებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს განსახილველ თითოეულ საკითხზე შეუძლიათ ერთხელ გამოსვლა კომისიის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების გამოსვლის შემდეგ.
10. ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დაატოვებინოს დამრღვევს სხდომის დარბაზი.
11. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საერთო სამსახური და გადასცემს შესაბამის სამსახურებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
12. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 21. კენჭისყრა
1. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
2. ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
3. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
3. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. თანამდებობაზე ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
5. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
თავი VII
საქმიან ქაღალდებზე მუშაობის ორგანიზაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
მუხლი 19. საქმეთა წარმოება🔗
1. ცესკოში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საერთო დეპარტამენტში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
11. არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე, ცესკოში საარჩევნო დავებზე განცხადება/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია საქმისწარმოების დეპარტამენტში კალენდარული დღის დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. საქმისწარმოების დეპარტამენტი შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის დეპარტამენტებს შესასრულებლად.
4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასაშვებია, ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
5. ცესკოში შემოსული ნებისმიერი საარჩევნო დოკუმენტაცია საჯაროა გასაცნობად ცესკოს წევრებისა და საჭიროებისამებრ აპარატის თანამშრომლებისათვის. აკრძალულია, ცესკოში შემოსული და ცესკოს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე (გარდა საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციისა).
6. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
7. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის დადგენილება №1/2008-სსმIII, №22, 12.02.2008წ.; მუხ.250
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის დადგენილება №1/2010-სსმIII, №2, 08.01.2010წ.; მუხ.5
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 25 მარტის დადგენილება №12/2010-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.492
მუხლი 22. საქმეთა წარმოება
1. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საერთო სამსახურში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. საერთო სამსახური შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურს შესასრულებლად.
4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საერთო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
5. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
6. აკრძალულია კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”?
- „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” მიღებულია 05.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №49/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.030.13.007.006.554.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”-ში?
- დოკუმენტში სულ 21 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.02.2012.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”, №49/2004, 05.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.13.007.006.554 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58174/