„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.06.2023 ბოლო ცვლილება 28.02.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№214
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.024047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2023 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

+
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 1​23 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 − მე-5 პუნქტები:

„3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54​1, 68-ე, 68​1, 82-ე, 82​1 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 1​7 მუხლის „ა“ − „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 1​10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებსა და მათ განაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 156-ე გრაფა:

 

„156

200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა ხორბლის ფქვილზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

 

200 კგ-ზე ზევით ყოველ 1 კგ-ზე − 0.2 ლარი“.

 

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 12 ივნისიდან და ძალაშია 2024 წლის 1 სექტემბრამდე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №387 - ვებგვერდი, 10.10.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 თებერვლის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №214, 07.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024047 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5824236-2/