საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.06.2023 ბოლო ცვლილება 10.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3292-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.020960
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
4 +
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 59​2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 59​​2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო პერსონალის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით.

6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით.

8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სმაართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​1−44​​​​​3, 44​​​​​5, 44​​​​​7−44​​​​11, 45-ე−46-ე, 46​​​2−46​​​​​4, 46​7−46​​​​​​​11, 48-ე, 49-ე, 50​​​​​​1, 51-ე−55​​​​​​1, 55​​​​​​3, 55​​​​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​​​​​​​3−მე-60, 60​​​​​​3−61​​​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​​​​4, 69​​​6​​​, 71-ე, 71​​​1, 72​​​​​​1−77-ე, 78-ე და 79​1−79​3 მუხლებით, 79​​​​​​​4  მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​​​​​​​4  მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79​​​​​​​5−მე-80, 82​​​​​​​1−82​​​​​​​5, 84-ე−86-ე, 87​​​​​​​1−89​​​​​​3, 91​​​​​​2, 91​​​​​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​1, 100​​​​​​2, 103​​​​​​1, 104-ე და 105​​​​​​1 მუხლებით, 115​2 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის  მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116​​​​4 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​6  მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​7  მუხლის მე-2 ნაწილით, 127​​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​​​​1−128​​​​​​6, 143-ე, 144-ე, 144​​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153​​​1 მუხლებით, 153​​​​​​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​​​​5 მუხლით, 153​​​6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​​​​​2, 155​​​​​1 და 155​​​​​2 მუხლებით, 155​​​​​3  მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​​​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​​​​7−156-ე და 157​​​​​​​1−158​​​​​1 მუხლებით, 158​​​​​​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​​​4−159​​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​​​​​​4, 165​​​​​​​1−165​​​​​​​3, 166-ე და 166​​​1  მუხლებით, 166​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 170​​​​​​1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​​​2−171​4 მუხლებით, 171​​​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​​​4−172​​​6, 173-ე, 173​​​4−173​​​7, 173​​​9 და 173​​​14−173​​​16 მუხლებით, 174​​​​1 მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 174​​​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​​1 და 175​​​​​​2  მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​​​​​8, 177​​​​​​​9, 177​​​​​​11 და 177​12 მუხლებით, 177​​​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​​​​​1−179​​​​​3, 181​​​​​​6, 183-ე, 187-ე, 187​​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​3, 196​​​​​​​6 და 197​​​​​​1 მუხლებით, 197​​​​​​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​​1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208​​​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4309 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4422 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №280 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №994 – ვებგვერდი, 16.10.2025წ.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222​3 მუხლი:

„მუხლი 222​3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 59​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.

4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 45​​​1, 48-ე, 49-ე, 50​​​​​​​1, 51-ე−56-ე და 57-ე–57​2 მუხლებით, 57​3 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 57​​​​​​​4−59-ე, 59​​​​​3−მე-60, 60​​​3−61​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​4, 69​​​​​​5, 71-ე, 72​​​1−78-ე, 79​​​​​​​1−80-ე, 82​​​2 და 84-ე−85​5 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89​​​​​​​3, 91​​​​2, 92​​​​​1, 94-ე, 95-ე, 96​​​​1, 96​​​2, 96​​​​4, 99-ე, 100​1, 100​​​​2, 103-ე–104-ე,  105​​​​1,  116-ე,  134-ე,  143-ე,  144-ე,  145-ე,  146​​​​​​1,  148-ე−152-ე,  152​​​​2, 152​​​​3, 153-ე, 153​​​​​1, 153​​​​​​3–153​​​​​6, 154-ე−154​​​​​2, 156-ე, 157​​​​​1–158-ე, 164-ე, 164​​​4, 165-ე, 165​​​​​​1, 166-ე−167-ე, 170-ე და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​​​​​4, 172​​​​8, 172​​​​​9, 173-ე–173​​​​​2, 173​​​6, 173​​​​​​7, 173​​​​​​9, 174-ე–174​​​​​2, 175-ე−175​​​​​2, 177​​​​​​1, 177​​​​​​8, 177​​​​​​​9, 179​​​​2, 180-ე–183​​​​​1, 185-ე–185​2, 187-ე, 187​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​3, 197​​​​​1 და 199​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ივნისი 2023 წ.

N3292-XIმს-Xმპ

Annotate

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3292-XIმს-Xმპ, 16.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020960 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5827422-4/