ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N291-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.01.560) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №09
2023 წლის 14 ივნისი
ქ. ქობულეთი
ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირ №291-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.01.560) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების 21-ე მუხლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირ №291-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.01.560) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას ამ დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული პირობების ნებისმიერი ცვლილებების შესახებ შეათანხმოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N291-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.01.560) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“, №09, 14.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016365 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5830089-1/