„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.141.224.006.604
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №96
2004 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.
3. დებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2003 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
4. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა:
ა) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2);
ბ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნა და დანაწევრების მიზნით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.
5. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას 2009 წლის 1 დეკემბრიდან, უნდა გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნები და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №7-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1709
51. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2012 წლის 1 იანვრამდე „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმ ის წარდგენას და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების მიწოდებას ახორციელებენ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
52. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგ ენენ აღრიცხვის ფორმ ას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
53. ამ ბრძანების 51 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების №1 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: str@fms.gov.ge.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №166-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1376
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №3-სსმIII, №69, 08.06.2009წ.; მუხ.756
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №7-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1709
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №6-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.918
6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
დებულება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების – ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი) მიერ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს.
3. ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №7-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1709
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) მონიტორინგი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მისი კლიენტებისა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა;
დ) საეჭვო გარიგება – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ე) პირი – ნებისმიერი, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტები – ფიზიკური და იურიდიული პირები (აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს), რომლებიც მიმართავენ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განსახორციელებლად;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
თ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
თ1) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ი) (ამოღებულია);
კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ლ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელი, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით ეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი. თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. ამ შემთხვევაში მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ჩაითვლება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი;
მ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
ნ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ო) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
პ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ჟ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
რ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №6-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.918
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები (გარიგებები)
1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ან ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ან ოპერაციათა ერთობლიობა) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა);
ბ) პირის მიერ შესრულებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის, ანდა ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
2. მონიტორინგს ექვემდებარება ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, ან/და თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას, შეტანილია ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საეჭვო ოპერაციის შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
მუხლი 4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:
ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) იდენტიფიკაცია;
ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა;
გ) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების სპეციალური ფორმით.
3. ამოღებულია.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №7-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1709
მუხლი 5. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვა);
ბ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და დააკისროს მას შესაბამისი ფუნქციების შესრულება (თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციების შესრულება);
გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმების შევსებისა და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული სხვა მასალების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების საკითხები;
დ) უზრუნველყოს მონიტორინგის პროცესის წარმართვა იმგვარად, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტებისათვის (მათი წარმომადგენლებისათვის) არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენს მონიტორინგის ობიექტს (საეჭვო ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებაში).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №7-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1709
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №6-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.918
მუხლი 6. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის მიუხედავად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ახორციელებს კლიენტის მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.
3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის ან/და მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (ან მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა და/ან მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია, ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილი წესით.
5. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება იურიდიული პირის ან ზემოაღნიშნული ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელით) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან.
6. ამოღებულია.
7. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) მისი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად);
ბ.ბ) სრული სახელწოდება;
ბ.გ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
8. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა დააფიქსიროს პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
9. თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში წარმოდგენილი ან არსებული დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები და ფაქტობრივი მისამართი, თუ ის განსხვავდება იურიდიული მისამართისგან (თუ კლიენტი არის იურიდიული პირი ან ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს).
10. ვალუტის გადამცვლელ ი პუნქტი უფლებამოსილია მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
11. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №3-სსმIII, №69, 08.06.2009წ.; მუხ.756
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №6-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.918
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №6 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 61. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან (ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელისგან) ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №6-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.918
მუხლი 7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ.
2. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ:
ა) ოპერაციის შესრულების თარიღი;
ბ) ვალუტის სახეობები, რომლებშიც ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია შესრულდა და შესაბამისი თანხები (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით);
გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით);
დ) ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში – ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.
3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნ ე ს აღრიცხული და შენახული როგორც ელექტრონული, ასევე დოკუმენტური ფორმით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №3-სსმIII, №69, 08.06.2009წ.; მუხ.756
მუხლი 8. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეინახოს შესაბამისი ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც კომპიუტერის საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული მასალები.
2. 6 წლის ვადით შენახვას აგრეთვე ექვემდებარება:
ა) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრების მეორე ეგზემპლარები (მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებზე);
ბ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (როგორც ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული), ასევე ელექტრონული სახით).
3. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის ანდა ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ოპერაციის განხორციელებიდან 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული) შეინახოს შესაბამისი კლიენტის (მისი წარმომადგენლის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. ამ უკანასკნელის უზრუნველსაყოფად ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.
4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ დაფიქსირებული და შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებს და შესაბამისი კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პროცესების დროს მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
5. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს შენახული ინფორმაციისა და დოკუმენტების კონფიდენციალურობის დაცვა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №3-სსმIII, №69, 08.06.2009წ.; მუხ.756
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №6-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.918
მუხლი 9. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.
3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.
4. ანგარიშგების ფორმების გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული) ანგარიშგების ფორმის (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანადართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მისამართი და მფლობელის ვინაობა, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი: 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6 და გრიფი „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებ–სერვისის გამოყენებით.
7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის ვადით. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს იმ პირის ხელმოწერით, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის ვადით.
8. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.
9. თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) ერთდროულად ახორციელებს ვალუტის ერთზე მეტი სახეობის ყიდვას ან გაყიდვას და მის მიერ განხორციელებული ოპერაცია ექვემდებარება მონიტორინგს, ანგარიშგების ფორმის ის ნაწილი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ (გადასაცვლელი და გადაცვლილი ვალუტის თანხა, სახეობა, გაცვლითი კურსი და ა.შ.), უნდა შეივსოს ცალ-ცალკე გადასაცვლელი და/ან გადაცვლილი ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით (ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შემადგენელი კომპონენტების მიხედვით).
10. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ნებისმიერ ოპერაციასთან და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ნებისმიერ კლიენტთან (მის წარმომადგენელთან) დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
11. თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნის შემდეგ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის ოპერაციასთან ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის კლიენტთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.
12. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის კლიენტს (მის წარმომადგენელს) და არც ნებისმიერ სხვა პირს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საეჭვო ოპერაციას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებს (ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და/ან მისი მფლობელის იმ თანამშრომლებს), რომლებსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №166-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1376
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №6-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.918
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ ინფორმაციის შეტანა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში), ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №8-სსმIII, №151, 16.10.2008წ.; მუხ.1502
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №7-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1709
კონფიდენციალური
ნაწილი 1
საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის უფროსის
2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით
დამტკიცებული დებულების
დანართი №1
მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის
ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის
ანგარიშგების ფორმა (№4)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სააღრიცხვო კოდი ______
| პირველადი |
| დამატებითი |
| შეცვლილი |
|
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მინიჭებული № ________
ფმს-ში გამომგზავნის თარიღი_______________
ფმს-ი ს მიერ მინიჭებული _____________
ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ
| ზღვარს ზემოთ |
| საეჭვო |
| დანაწევრებული |
|
| 1.1. ოპერაციის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.2. გადასაცვლელი ვალუტის თანხა |
| ციფრებით |
|
|
|
|
|
|
| __ |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სიტყვიერად |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.3. გადასაც ვ ლელი ვალუტის დასახელება თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.4. გადაცვლილი ვალუტის თანხა |
| ციფრებით |
|
|
|
|
|
|
| __ |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სიტყვიერად |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.5. გადაცვლილი ვალუტის დასახელება |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.6. ვალუტის გაცვლითი კურსი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.7. ოპერაციის მიზანი და ან საფუძველი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.8. ოპერაციის საეჭვოდ ან/და დანაწევრებულად მიჩნევის საფუძველი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.9. დამატებითი ინფორმაცია (შეიტანეთ ამ ოპერაციასთან და მის განმახორციელებელ პირეთან დაკავშირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ყველა ის მონაცემი, რომელიც ვერ მოხვდა ანგარიშგების სხვა გრაფაში) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.10. დოკუმენტები, რომლებიც (რომელთა ასლებიც) ინახება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ამ ოპერაციასთან და მის განმახორციელებელ პირთან დაკავშირებით (ჩამონათვალი) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.11. ანგარიშგების ფორმის შემადგენლობა |
|
|
|
|
| რაოდენობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 1 |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 2 |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 3 |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 4 |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ ფურცლები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
| 1.12. ფორმის შევსების თარიღი |
|
| 1.13. ხელმოწერა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
[დანართი №1 (ამოღებულია) - 2012 წლის 1 იანვ რიდან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.)]
საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის უფროსის
2004 წლის 30 ივლისის N96 ბრძანებით
დამტკიცებული დებულების
დანართი №2
| საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის აღრიცხვის ფორმა | ||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
| პუნქტის სააღრიცხვო კოდი(1): | |||||
|
|
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
| ნაწილი 1 | |||||
| ფორმის სახე: პირველადი შეცვლილი |
|
|
| |||||||
| 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფირმო სახელწოდება: | ||||||||||
| 2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სარეგისტრაციო ნომერი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული აქტის მიხედვით | ||||||||||
| 3. რეგისტრაციის თარიღი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული აქტის მიხედვით | ||||||||||
| 4. ფაქტობრივი მისამართი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული აქტის მიხედვით | ||||||||||
| 5. იურიდიული მისამართი: საგადასახადო რეგისტრაციის მიხედვით | ||||||||||
| 6. მარეგისტრირებელი საგადასახადო ორგანო: | ||||||||||
| 7. საგადასახადო რეგისტრაციის თარიღი: | ||||||||||
| 8. საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი: | ||||||||||
| 9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: | ||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| ||||
| (1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. |
| |||||||||
|
|
|
|
|
| ნაწილი 2 | ||
| 10. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (ან მფლობელი) | |||||||
|
| |||||||
| თანამდებობა: | |||||||
| სახელი: | |||||||
| გვარი: | |||||||
| მამის სახელი: | |||||||
| საკონტაქტო ტელეფონი: | |||||||
| დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||||||
| დაბადების ადგილი: | |||||||
| პირადობის მოწმობის ნომერი: | |||||||
| პირადი ნომერი: | |||||||
| პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||||||
| პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო: | |||||||
|
|
|
|
|
|
|
| |
| ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (მფლობელის) ხელმოწერა: | |||||||
| ფორმის შევსების თარიღი: | |||||||
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
| ნაწილი 3 | ||||
| 11. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი(2)(3) | |||||||
| თანამდებობა: | |||||||
| სახელი: | |||||||
| გვარი: | |||||||
| მამის სახელი: | |||||||
| საკონტაქტო ტელეფონი: | |||||||
| ფაქსი: | |||||||
| ელექტრონული ფოსტა: | |||||||
| დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||||||
| დაბადების ადგილი: | |||||||
| პირადობის მოწმობის ნომერი: | |||||||
| პირადი ნომერი: | |||||||
| პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||||||
| პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო: | |||||||
|
|
|
|
|
|
|
| |
| (2) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირია, მას შეუძლია იყოს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. | |||||||
| (3) იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არის ერთზე მეტი თანამშრომელი, ნაწილი 3 ივსება თითოეული მათგანისათვის ცალცალკე. | |||||||
|
| |||||||
|
|
|
|
|
| ნაწილი 4 | ||
| 12. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერა(4) | |||||||
|
| |||||||
|
| |||||||
|
| |||||||
|
| |||||||
|
|
|
|
|
|
|
| |
| (4) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ თანამშრომელს, ნაწილი 4 ივსება თითოეული მათგანისათვის ცალ-ცალკე | |||||||
|
|
|
|
|
|
|
| |
|
| |||||||
| ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (მფლობელის) ხელმოწერა: | |||||||
| ფორმის შევსების თარიღი: | |||||||
[დანართი №2 (ამოღებულია) - 2012 წლის 1 იანვ რიდან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.)]
როგორ დავიმოწმოთ
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე, №96, 30.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.141.224.006.604 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58324-7/