„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.08.2004 ძალადაკარგული 18.01.2012
ნომერი
№104
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.141.224.006.608
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 11/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.14​1.224.006.608

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №104

2004 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’.

2. დებულება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.

3. დებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2003 წლის 31 დეკემბრის №27 ბრძანება „საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.

4. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებმა:

ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას 2009 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2).

ბ) უზრუნველყონ საკრედიტო კავშირში ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, პარტნიორებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №10-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1712

4​1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებ მა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის 2011 წლის 1 დეკემბრამდე „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულები თ დადგენილი წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმ ის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

4​2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებ ი – საკრედიტო კავშირებ ი, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულები თ დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგენენ აღრიცხვის ფორმ ას.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

4​3. ამ ბრძანების 4​1 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმ ის წარდგენამდე არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებ ი – საკრედიტო კავშირებ ი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №104 ბრძანებით დამტკიცებული დებულების №1 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge.“.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №168-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1378

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №10-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1712

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №8-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.920

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

დებულება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე.

2. დებულება არეგულირებს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების (შემდგომში – „საკრედიტო კავშირი“) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;

ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;

დ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;

ე) პარტნიორი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრი, რომელსაც აქვს საკრედიტო კავშირის წესდებით გათვალისწინებული უფლებებები და მოვალეობები;

ვ) მონიტორინგი – საკრედიტო კავშირის მიერ მისი პარტნიორებისა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა;

ზ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

თ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);

ი) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;

კ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები;

ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;

მ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;

ნ) საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახური – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

პ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ჟ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

რ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №8-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.920

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

    მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;

ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად თანხის ოდენობისა).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საკრედიტო კავშირს ეგზავნება (ან ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.

3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

    მუხლი 4. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

1. საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.

2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:

ა) საკრედიტო კავშირთან დაკავშირებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პარტნიორებისა და მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების, მათი წარმომადგენლების, მარწმუნებლების იდენტიფიკაცია;

ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;

გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ანგარიშგების სპეციალური ფორმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს:

ა) საკრედიტო კავშირის პარტნიორების, მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების, მათი წარმომადგენლების, მარწმუნებლების იდენტიფიკაციის პირობები და წესი;

ბ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა;

გ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;

დ) ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების მიწოდების წესი;

ე) საკრედიტო კავშირის სხვა თანამშრომლის, მათ შორის ხელმძღვანელი მუშაკის ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით (მათ შორის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების გამოვლენისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი).

4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ზემოაღნიშნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით.

5. მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ საკრედიტო კავშირის პარტნიორებისათვის, მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, მარწმუნებლებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენენ მონიტორინგის ობიექტს (მიჩნეული იქნა საეჭვოდ).

6. საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №10-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1712

    მუხლი 5. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით

საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის საკრედიტო კავშირის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკითა და შესაბამისი პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების სათანადოდ შენახვის საშუალებებით და სხვ.).

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №10-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1712

    მუხლი 6. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი პარტნიორების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი პარტნიორისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის (მათი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:

ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირს არა აქვს უფლება დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას.

3. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, საკრედიტო კავშირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ საკრედიტო კავშირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მხურველი პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საკრედიტო კავშირი ვალდებულია უარი განაცხადოს პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე და დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების სპეციალური ფორმა და/ან შესაბამისი ინფორმაცია.

5. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) მოქალაქეობა;

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;

ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი;

ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სრული სახელწოდება;

ბ.ბ) საქმიანობის საგანი;

ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების მისამართი);

ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:

გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება);

გ.ბ) იურიდიული მისამართი;

გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;

გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად).

6. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან მათთან გათანბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან), ასევე პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მისი იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამოღებულია.

8. თუ საკრედიტო კავშირში არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) მამის სახელი;

ა.ბ) დაბადების ადგილი;

ა.გ) პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი;

ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს“;

ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;

ა.ვ) ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები ბანკსა და საკრედიტო კავშირში;

ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):

ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;

ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.

9. საკრედიტო კავშირს უფლება აქვს მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

10. საკრედიტო კავშირმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №8-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.920

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

    მუხლი 6​1. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. საკრედიტო კავშირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ საკრედიტო კავშირთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, საკრედიტო კავშირმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან (ვალუტის გადამცვლელი პუქნტის მფლობელისგან) ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საკრედიტო კავშირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, საკრედიტო კავშირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.

4. საკრედიტო კავშირს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც საკრედიტო კავშირი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან (პარტნიორისგან), ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №8-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.920

    მუხლი 7. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია მონოტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ.

2. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს საკრედიტო კავშირმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გარიგების სახე (მაგალითად, სესხის გაცემა, ანაბრების მიღება, ინვესტიციების განთავსება და ა.შ.);

ბ) გარიგების ფორმა (მაგალითად, წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება);

გ) გარიგების მიზანი (მაგალითად, ვალდებულების დაფარვა, სარგებლის მიღება და სხვა);

დ) გარიგების მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) გარიგების დადების ადგილი, გარიგების დადების ან განხორციელების თარიღი, დასრულების თარიღი, თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება შესრულდა (უნდა შესრულდეს);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში);

ზ) იმ პარტნიორის ვინაობა, რომლის დავალებითაც საკრედიტო კავშირი ახორციელებს გარიგებას, მათ შორის საკრედიტო კავშირში არსებული ანგარიშის სახეობა, ნომერი, რომელიც გამოიყენება ამ კონკრეტული გარიგებისათვის;

3. საკრედიტო კავშირის პარტნიორების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტების ასლები) და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს და შენახულ იქნეს ელექტრონული და დოკუმენტური სახით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

    მუხლი 8. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. საკრედიტო კავშირი ვალდებულია საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტების ასლები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – გარიგების შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, საკრედიტო კავშირმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და საკრედიტო კავშირის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას საკრედიტო კავშირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება საკრედიტო კავშირის წესდებით (ინსტრუქციით). ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრედიტო კავშირში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია საკრედიტო კავშირის წესდებით (ინსტრუქციით) – საკრედიტო კავშირის ბეჭდით.

4. საკრედიტო კავშირის მიერ აღრიცხული და შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების და შესაბამისი პარტნიორების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის სისხლისსამართლებრივი პროცესების დროს მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №8-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.920

    მუხლი 9. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების მიწოდებასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლით და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.

3. ანგარიშგების ფორმები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტენიკურად შეუძლებლობისას.

4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

 ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან დანაწევრების მიზნით განხოციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

 ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

 გ) თუ გარიგების მონაწილე რომელი პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ შემთხვევაში, ანგარიშგების სპეციალურ ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

     5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საკრედიტო კავშირის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, გრიფით „კონფიდენციალური“.

     6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.

7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს საკრედიტო კავშირის ის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე. ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების უფლება აქვს საკრედიტო კავშირის იმ თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საკრედიტო კავშირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას საკრედიტო კავშირში ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია წესდებით (ინსტრუქციით) _ საკრედიტო კავშირის ბეჭდით. ანგარიშგების ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საკრედიტო კავშირში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.

9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. საკრედიტო კავშირი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.

10. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემთხვევაში საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა გარიგებებს.

11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო კავშირისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო მიწოდებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

12. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ საკრედიტო კავშირი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საკრედიტო კავშირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და მიწოდების თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.

13. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა. ინფორმაცია გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. საკრედიტო კავშირის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების სპეციალურ ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №168-სსმIII, №151, 23.12.2004წ.; მუხ.1378

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 27 მაისის ბრძანება №8-სსმIII, №62, 01.06.2010წ.; მუხ.920

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში საკრედიტო კავშირების (მათი ფილიალების) შესახებ ინფორმაციის შეტანა

1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული საკრედიტო კავშირის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით საკრედიტო კავშირმა უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის (მი სი ფილიალების) აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) საკრედიტო კავშირი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №24, 05.03.2009წ.; მუხ.307

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №10-სსმIII, №146, 27.11.2009წ.; მუხ.1712

[დანართი №1 (ამოღებულია) - 2011 წლის 1 დეკემბრიდან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.)]

დანართი №2

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების –საკრედიტო კავშირის აღრიცხვის ფორმა

 

 

 

საკრ.კავშ. სააღრიცხვო კოდი (1):

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

ფორმის სახე: პირველადი ----- შეცვლილი--------

1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების –საკრედიტო კავშირის

სრული დასახელება:

 

 

2. ფილიალების რაოდენობა(2):

3. იურიდიული მისამართი:

 

 

4. ფაქტობრივი მისამართი: 

 

 

5. საქართველოს ეროვნული ბანკის

  მიერ გაცემული ლიცენზიის   ნომერი:                                     გაცემის თარიღი:

6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

7. მარეგისტრირებელი ორგანო:

 

8. რეგისტრაციის თარიღი:

9. რეგისტრაციის ნომერი:

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ

 

 

(2) ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი დანიშნულია ფილიალში (ფილიალებში) შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალის ა თვის ცალ-ცალკე).

 

 

 

 

[დანართი №2 (ამოღებულია) - 2011 წლის 1 დეკემბრიდან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.)]

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”, №104, 03.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.141.224.006.608 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58342-6/