“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.08.2004 ბოლო ცვლილება 23.01.2009
ნომერი
№1-1/75
სარეგისტრაციო კოდი
310.000.000.11.104.006.632
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 25/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.11.104.006.632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/75

2004 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. დაევალოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (რ. დალაქიშვილი) 45 დღის ვადაში უზრუნველყოს დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების დასრულება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბენდუქიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.

3. დეპარტამენტის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ.

4. დეპარტამენტის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი; დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და საფინანსო რესურსები.

5. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.

6. დეპარტამენტს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი წესით და ქონების გადაცემისათვის განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით (თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).

7. დეპარტამენტს აქვს საკუთარი ბეჭედი და დასრულებული ბალანსი.

8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, გაგარინის ქ. №29ა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. დეპარტამენტი, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) საავტომობილო გზების ფუნქციონირების ორგანიზება, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) საავტომობილო გზების სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო;

გ) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;

დ) საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;

ე) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობისათვის შესაბამისი სახსრების, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვა და მიზნობრივი ხარჯვის ორგანიზაცია, აგრეთვე ამ საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატენდერო პირობების მომზადება და რეალიზაცია;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საავტომობილო გზების სფეროში დასაქმებულ პირთა საქმიანობის მართლზომიერების უზრუნველყოფა;

ზ) საავტომობილო გზების სფეროში შესაბამისი სტანდარტების, ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ინსტრუქციების, ზოგადი პრინციპებისა და სხვადასხვა მახასიათებლების დამუშავება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღება-რეალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დარგში სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემების ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;

თ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოსა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, ეროვნული სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის ყოველწლიური ობიექტებისა და სამუშაოების გეგმების დამტკიცება; პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის კატეგორიის სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება;

კ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაობის კოორდინაცია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე; ექსტრემალურ პირობებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული და დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ლ) საავტომობილო გზების სფეროს შემდგომი ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; მისი ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების მომზადება;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნებისა და შენიშვნების მომზადება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით, აგრეთვე სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია;

ნ) გადაცემული სახელმწიფო ქონების ფლობა და სარგებლობა;

ო) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სავტომობილო გზების სფეროში მოვლა-შენახვის, შეკეთებისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაცია, მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;

პ) საერთო სარგებლობის სავტომობილო გზების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია;

ჟ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება;

რ) ფასიანი საერთო სარგებლობის გზებზე მოსაკრებლებისა და საფასურის აკრეფის ორგანიზაცია და ადმინისტრირება;

ს) საავტომობილო გზების სფეროში სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტების, გრანტების, პროგრამებისა და სხვა დაფინანსებით მიღებული სახსრების მართვა, მათი ხარჯვის და რეალიზაციის მონიტორინგი; საინვესტიციო პროგრამების საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დამუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგი „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონთა ნ მათი შესაბამისობის ნაწილში;

ტ) წევრობაზე დაფუძნებული საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაერთიანება და მათ საქმიანობაში მონაწილეობა.

უ) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგის, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2. დეპარტამენტი, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სახელმწიფოს სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას, პერიოდულ შეკეთებას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციას, რეაბილიტაციას და მშენებლობას დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების, მიღებული გრანტების, კრედიტების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე.

3​1. დეპარტამენტი უფლებამოსილია ზემდგომი ორგანოს დავალებით განახორციელოს ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. დეპარტამენტი უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა მისთვის ამ დებულებით მინიჭებული მოვალეობების შესასრულებლად.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 3. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება

1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს დეპარტამენტის არამართლზომიერი აქტები და მოქმედებები.

3. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება მის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

4. დეპარტამენტი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე უძღვება დეპარტამენ ტის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და მის გამოყენებაზე, აგრეთვე საბიუჯეტო და სხვა ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებულ დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებას და სრულად წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია,განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მოიწვიოს კონკრეტული საკითხის სპეციალისტი პირი.

6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

7. მოადგილეთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.

8. დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებები დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

9. დეპარტამენტს, თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს აპარატი, რომლის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

10. დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და ანაზღაურების წესი.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო;

ბ​1) საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილება;

გ) საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო;

დ) იურიდიული, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ზ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო განყოფილება;

თ) საერთო განყოფილება;

ი) მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება;

კ) (ამოღებულია);

ლ) (ამოღებულია);

მ) სამეურნეო უზრუნველყოფისა და ქონების აღრიცხვიანობის განყოფილება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 7. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ყოველწლიური და მრავალწლიანი პროგრამების შემუშავება და დამტკიცების შემდეგ, მათ რეალიზაცია-შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შესასრულებელი სამუშაოების გეგმების მომზადება და მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) ყოველი თვის ბოლოს, შესრულებული სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი სამუშაოების დამტკიცებულ გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადასტურება და შემდგომ მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი და ყოველი თვის შესრულებების შემდგომ ანალიტიკური ინფორმაციის წარმოდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ;

ე) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე;

ვ) მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება პერსპექტიული გეგმებისა და გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას;

ზ) გზებისა და მათი კუთვნილებების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი;

თ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, გადამუშავება და მათი სრულყოფა;

ი) საგანგებო სიტუაციების და სტიქიური მოვლენების პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია;

კ) ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრა;

ლ) თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების მეშვეობით კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება;

მ) შესაბამის რეგიონებში საავტომობილო გზების მდგომარეობის შესახებ და არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის;

ნ) ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, რეგიონში საავტომობილო გზების მდგომარეობისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოთა შესახებ წინადადებების დაყენება;

ო) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან, შინაგან საქმეთა ადგილობრივ სამმართველოებთან და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად სტიქიური მოვლენებისა და მათი შედეგების შესახებ სათანადო აქტების სრულყოფილად და დროულად შედგენა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 7​1. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე საავტომობილო გზების მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ყოველწლიური პროგრამების შემუშავება, მათ შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) შესრულებელი სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი სამუშაოების ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან წარდგენა;

გ) სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება და სისტემატურად ინფორმაციის წარდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ;

დ) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე;

ე) ახალი გზების მშენებლობისა და არსებული გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციისათვის აუცილებელი, კერძო საკუთრებაში არსებული აღებაში მოყოლილი შენობებისა და მიწის ნაკვეთების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და დეპარტამენტის იურიდიული, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოსყიდვის უზრუნველყოფა;

ვ) ახალი გზების მშენებლობისა და არსებული გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის საკითხში დეპარტამენტისათვის, როგორც დამკვეთისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ორგანიზაცია.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 8. საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სავტომობილო გზებისა და მასზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობათა მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციასა და მშენებლობაში ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი;

ბ) დარგში არსებული მიღწევების შესწავლა და განზოგადება; დარგის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის პროექტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივების, სტანდარტების, ინსტრუქციების, წესების შემუშავების უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობის ობიექტების პროექტირების ყოველწლიური პროგრამების მომზადება, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინების და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით;

დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობების საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება;

ე) საინჟინრო პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების კონტროლი;

ვ) წარმოდგენილი პროექტების განხილვა, ტექნიკური მონიტორინგის განხორციელება და ანალიზის ჩატარება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, პროექტებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა და განხილვა;

თ) საპროექტო დოკუმენტაციების განხილვისა და დამტკიცების მიზნით შესაბამისი სხდომების ორგანიზება;

ი) საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე დამკვეთის ფუნქციების განხორციელება და მათი შესრულების კონტროლი;

კ) მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმება და ექსპერტიზის ორგანიზაცია-უზრუნველყოფა;

ლ) საპროექტო-საკვლევაძიებო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ყოველწლიური გეგმების დამუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

მ) სახიდე გადასასვლელების და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინრო ნაგებობების დათვალიერება-გამოცდის ყოველწლიური გეგმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი, მიღებული ანგარიშების მიხედვით შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ნ) პერიოდულად, არსებული წესების შესაბამისად, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა.

 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 9. იურიდიული, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კანონშემოქმედებით პროცესში მონაწლეობა, დეპარტამენტისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, წარმოდგენილ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების გაკეთება;

ბ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტთან, შესაბამის სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათი ექსპერტიზა და ვიზირება;

დ) ყველა ინსტანციის სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

ე) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების წარმოდგენა და ვიზირება;

ვ) დარგში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების წინადადებების მომზადება;

ზ) დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის მუშაკთა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა-შენახვა;

ი) მოხელეთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების, ცნობების სწორად შედგენისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენის ორგანიზაცია;

კ) დეპარტამენტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო ღონისძიებათა ორგანიზაცია;

ლ) საკონკურსო-საატესტაციო პროცესების შედეგების მიხედვით მოხელეთა რეზერვის შექმნა;

მ) შრომის წიგნაკების, პირადობის მოწმობების შეძენის, შენახვა-გაცემის, მათი აღრიცხვის, სწორი შევსების, დადგენილი საბუთების შექმნის, დაჯილდოებისა და წახალისების საკითხების ორგანიზაცია;

ნ) მოხელეთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების ორგანიზაცია;

ო) მოხელეთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხთა ორგანიზაცია; დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაციის ბეჭდით დამოწმება;

პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლო საქმეთა წარმოება და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაცია;

ჟ) დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

    მუხლი 10. ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგზაო დარგის საბუღალტრო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი და მისი განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირების უზრუნველყოფა;

ბ) დარგის დაფინანსებისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი პრევენციული ზომების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

გ) დარგის რესტრუქტურიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი და კორექტივების აუცილებლობისას შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობისათვის მიღებული გრანტების, კრედიტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე განხორციელებული სამუშაოების წლიური პროგრამების მომზადება;

ე) დარგის საბუღალტრო-ეკონომიკური და საფინანსო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;

ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში ფასიანი გზების საფასურის ადმინისტრირება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინდიკატური გეგმების პროექტების მომზადება, აგრეთვე წინადადებების შემუშავება დარგის ინსტიტუციონალური მოწყობის თაობაზე დეპარტამენტის ბუღალტერიის წარმოება მოქმედი დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო

სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ტენდერის გამოცხადება;

გ) პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების სატენდერო კომისიაზე განსახილველად გატანა და შესაბამისი ოქმის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი წინადადებების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშა ჯგუფების შექმნა;

დ) ტენდერის მონაწილეებისათვის ტენდერის შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინებათა დაგზავნა;

ე) გამარჯვებული მიმწოდებლისათვის კონტრაქტის გასაფორმებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვის კოორდინაციის განხორციელება და კვარტალური და წლიური ანგარიშების სამინისტროში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება;

თ) შესასყიდი სამუშაოებისა და მომსახურებათა წლიური გეგმის შედგენა;

ი) ურთიერთობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

    მუხლი 12. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) საავტომობილო გზების დეპარტამენტის საინჟინრო კორპუსში განთავსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტერული სისტემებისა და გასამრავლებელი ტექნიკის (ქსეროქსი, პრინტერი) ექსპლუატაცია, განახლება და შემდგომი განვითარება;

ბ) დადგენილი წესების შესაბამისად სასადგურო მოწყობილობების მოვლა-შენახვა, საკაბელო და სახაზო ქსელის, აგრეთვე კომპიუტერული ქსელის ტექნიკური ექსპლუატაციის ხარისხიანი უზრუნველყოფა;

გ) ტექნიკური ნორმების დაცვით კავშირგაბმულობის საშუალებათა, კომპიუტერული სისტემების და გასამრავლებელი ტექნიკის რეკონსტრუქცია-შეკეთება;

დ) საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქართველოს მასშტაბით განთავსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, საკაბელო და სახაზო მეურნეობის სტაციონარული და მოძრავი რადიოსადგურების, სასელექტორო კავშირების, სადემონსტრაციო საინფორმაციო ტაბლოსა და საავტომობილო გვირაბებზე საგადასახადო ამკრეფ პუნქტზე მოქმედი შლაგბაუმისა და ვიდეოტექნიკის კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ექსპლუატაციის ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

ე) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საკა ბელო და სახაზო მეურნეობის დაცვით ზონაში კონკრეტული სამუშაოების წარმოების შეთანხმება;

ვ) კავშირგაბმულობის საკაბელო და სახაზო მეურნეობის მოვლა-შენახვის წესების დაცვის მიზნით, განმარტებითი ღონისძიებების გატარება, დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტერული და გასამრავლებელი ტექნიკის პასპორტიზაცია;

ზ) ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის ანალიზი, კავშირგაბმულობის საშუალებათა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხო, უავარიო მუშაობისათვის ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელე ბა;

თ) ტექნოლოგიური წარმოების და შრომის ორგანიზაციის გაუმჯობესება, ახალი ტექნიკის დანერგვა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 13. საერთო განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ა​1) დეპარტამენტის თავმჯდომარისა და ხელმძღვანელობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის (მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების) განხილვის უზრუნველყოფა;

ბ​1) დეპარტამენტის შიდა საქმიანობისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ცალკეულ შემთხვევებში შესაბამის დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების შემოწმება;

დ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ე) დოკუმენტაციისა და დავალებების შესაბამის ვადებში შესრულებისა და განყოფილებაში მათი დაბრუნების სისტემატური კონტროლი;

ე​1) დეპარტამენტში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;

ვ) აპარატის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და მეთოდური დახმარება;

ზ) აპარატის ნომენკლატურით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადება და საუწყებო არქივში ჩაბარება;

თ) საარქივო მომსახურება – დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობა, საქმეთა გაფორმება, საქმეთა აღწერების შედგენა, დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ შესაბამისი აქტების მომზადება, დოკუმენტაციის საარქივო დამუშავება და საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში ჩაბარების ორგანიზაცია;

ი) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

კ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 14. მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;

ბ) მეცნიერებისა და ტექნიკის იმ მიღწევათა დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობენ მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებას;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების შეთანხმების პროცედურათა განხორციელება;

დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (გზების მიხედვით) აღრიცხვა, მათი წარმოშობის მიზეზებისა და პირობების ანალიზი, ავარიულობის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება;

ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემების სისტემატური შედარება საპატრულო პოლიციის მონაცემებთან;

ვ) კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენის უზრუნველყოფა და მათი შეფასება;

ზ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;

თ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე მშენებლობისა და ტექნიკური პირობების გაცემა;

ი) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებთან მეორეხარისხოვანი მისასვლელი გზების მოწყობაზე შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა არსებული წესების შესაბამისად;

კ) არაგაბარიტული და მძიმეწონიანი (ზენორმატიული) ტვირთების გადაზიდვის მარშუტის შეთანხმება და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;

ლ) სამეცნიერო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

 მ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ნ) (ამოღებულია);

ო) დამზადებულ საგზაო ნიშნებისა და ინდივიდუალური პროექტირების ფარების დისლოკაციის პროექტების განაცხადის შესაბამისად განაწილება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №1-1/93 - სსმ III, №9, 24.01.2007წ., მუხ.94

    მუხლი 17. სამეურნეო უზრუნველყოფისა და ქონების აღრიცხვის განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის აპარატის მოხელეთათვის შრომის ნორმალური პირობების შექმნა (ინვენტარით, ავეჯით, საკანცელარიო და სხვა ნივთებით უზრუნველყოფა);

ბ) კონტროლი და პასუხისმგებლობა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, შენობის მოვლა-შენახვაზე, სანიტარიული მდგომარეობის დაცვაზე;

გ) კონტროლის დაწესება განათების, გათბობის, წყლის, სხვა დანადგარების შეუფერხებელ მუშაობაზე; დეპარტამენტის აპარატისათვის გამოყოფილი სამეურნეო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით;

დ) ავეჯისა და სხვა სამეურნეო ინვენტარის შეძენა;

ე) ფასეულობების აღრიცხვა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სამეურნეო ინვენტარზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და აპარატის საქმიანობისათვის განკუთვნილ ფასეულობებზე მატერიალური პასუხისმგებლობა;

ვ) სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის უზრუნველყოფა;

თ) დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია და მათ მდგომარეობაზე კონტროლი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/1199 - სსმ III, №146, 19.12.2005წ., მუხ.1632

    მუხლი 18. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები

1. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია.

3. ტერიტორიული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაც ი ულ-ტერიტორიულ ერთეულში.

4. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

5. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

    მუხლი 19. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ", №1-1/75, 17.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.11.104.006.632 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58396-2/