თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2023 ბოლო ცვლილება 30.09.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.154.016498
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 27 ივნისი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1.         
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი   ჯილდოთი წახალისების წესი“ დანართის  შესაბამისად.

+
მუხლი 2.       
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი
+



დანართი

   

+
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 ივლისის დადგენილება №18  - ვებგვერდი, 02.08.2023 წ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი  ჯილდოთი წახალისების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების, აგრეთვე, განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას, გასაცემი თანხის ოდენობას და ჯილდოს მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას.

2. ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,განათლების ღონისძიების“ პროგრამის (პროგრამული კოდი 0403) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან.

 

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულებისა და სასწავლო, ინტელექტუალურ, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის გზით.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 04.03.2024წ.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი-საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც აკადემიური მოსწრების შედეგებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა ოქროს ან  ვერცხლის მედლით.

2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე – მოსწავლე, რომელიც გაიმარჯვებს/დაიკავებს საპრიზო ადგილს რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასწავლო, ინტელექტუალურ, შემოქმედებით კონკურსებსა ან/ სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი სასკოლო გუნდის წევრი.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 04.03.2024წ.

 

მუხლი 4. ფულადი ჯილდოს გაცემის ოდენობა

1. ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული  დაჯილდოვდება  1000 ლარით;

2.  ვერცხლის მედალოსანი  კურსდამთავრებული  დაჯილდოვდება    800 ლარით;

3.  განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე  დაჯილდოვდება:

ა) რეგიონული კონკურსი/ შეჯიბრება პირველი ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება  300 ლარით;

მეორე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯლდოვდება 200 ლარით;

მესამე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილოვდება 150 ლარით;

ბ) რესპუბლიკური კონკურსი/ შეჯიბრება;

პირველი ადგილის დაკავებისას დაჯილდოვდება  400 ლარით;           

მეორე ადგილის დაკავებისას 300 ლარით;

მესამე ადგილის დაკავებისას  მოსწავლე დაჯილდოვდება 200 ლარით;

3) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება

პირველი ადგილის დაკავებისას მოსწავლე  დაჯილდოვდება 500 ლარით;

მეორე ადგილის დაკავებისას მოსწავლე  დაჯილდოვდება 400 ლარით;

მესამე ადგილის დაკავებისას  მოსწავლე  დაჯილდოვდება 300 ლარით.

4. გუნდის წევრზე ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) რეგიონული კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 100 ლარით;

ბ) რესპუბლიკური კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 200 ლარით;

გ) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 300  ლარით.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 04.03.2024წ.

 

მუხლი 5. ფულადი ჯილდოს მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ოქროსა და ვერეცხლის მედალოსანმა კუსდამთავრებულმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ოქროს ან ვერცხლის მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საბანკო რეკვიზიტები.

2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა საჯარო სკოლაში სწავლის შესახებ;

გ) დაბადების მოწმობის ან/პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საპრიზო ადგილის დაკავების/გამარჯვების დამადსტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) მოსწავლის  ან/ მშობლის /ან  კანონიერი წარმომადგენლის  საბანკო რეკვიზიტები.

3. სასკოლო გუნდის წევრმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარმოადგინოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა მისი  სასკოლო გუნდის წევრობის შესახებ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 04.03.2024წ.

 

მუხლი 6. ფულადი ჯილდოს ანაზღაურება

1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

2. არასრულწლოვანი მოსწავლისთვის გასაცემი თანხა ჩაირიცხება მშობლის ან/ კანონიერი წარმომადგენლის  პირად ანგარიშზე.

 

მუხლი  7.  ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა   სამსახური.

2.  ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხრიდან მერის სახელზე მომზადებული  მოხსენებითი  ბარათის საფუძველზე.

3.  ბრძანების პროექტს ამზადებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“, №17, 27.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016498 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5844511-2/