„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2023 ბოლო ცვლილება 12.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№238
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.024071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №238

2023 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.
+
მუხლი 2
დადგენილება, გარდა M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

+
მუხლი 3
M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.

2. ეს რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებთან (გამონაბოლქვი) დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას ან დროებით რეგისტრაციას.

3. ამ რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში შიგაწვის ძრავით აღჭურვილ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების იმ ავტოსანტრასპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან დროებით რეგისტრაციას.

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

ამ რეგლამენტის მიზანია:

ა) დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებით (გამონაბოლქვით) მიყენებული ზიანისგან;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდგომში − ავტომობილი) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) შიგაწვის ძრავა − თბური ძრავა, რომლის შიგნით ხდება საწვავჰაერის ნარევის წვით გამოყოფილი სითბოს ნაწილის მექანიკურ მუშაობაში გარდაქმნა;

გ) იძულებითი აალებადი ძრავა − შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე;

დ) შეკუმშვით აალებადი ძრავა − შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს შეკუმშვით აალების პრინციპზე;

ე) ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავა − ბუნებრივ აირზე მომუშავე შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე;

ვ)  სრული მასა – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) გამონაბოლქვი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიგაწვის ძრავის მუშაობისა და საწვავის აორთქლების შედეგად წარმოქმნილი გაფრქვევა, რომელიც შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა:  ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები და მყარი ნაწილაკები;

თ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები − ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისთვის დადგენილი ზღვრული ნორმები, რომლებიც გამოხატავს ერთეული ავტომობილის გარბენზე ან შიგაწვის ძრავას მუშაობაზე გადაანგარიშებულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას;

ი) კლასიკური ავტომობილი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ი.ა) წლოვანება აღემატება 40 წელს;

ი.ბ) შესაბამისი მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებოდან.

კ) დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ლ) სტანდარტული მასა – სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა), რომელზეც დამატებულია 100 კგ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 4. რეგულირების საგანი

1. ამ რეგლამენტის რეგულირების საგანია დანართი 1-ითა და დანართ 2-ით განსაზღვრული შიგაწვისძრავიანი ავტომობილები მათი საქართველოში პირველადი რეგისტრაციისას ან/და დროებითი რეგისტრაციისას (გარდა N3 კატეგორიის ავტომობილების დროებითი რეგისტრაციისა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების დადგენის მიზნით.

2. ეს რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) კლასიკურ ავტომობილებზე;

ბ) სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად;

გ) სპეციალური დანიშნულების ავტომობილზე, შეჯავშნული კორპუსით;

დ) სახანძრო, სამაშველო დანიშნულების, სპეციალური საპოლიციო ან/და თავდაცვის ძალების ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ე) ავტომობილებზე, რომელთა:

ე.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2024 წლის 1 იანვრამდე;

ე.ბ) ტრანსპორტირება დაწყებულია 2023 წლის 1 დეკემბრამდე, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2023 წლის 1 დეკემბრამდე. ამასთანავე, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერსა და ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.

ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის და დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
მუხლი 5. ავტომობილების მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) მოთხოვნები

1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა ნაკლებია ან ტოლია 2610 კილოგრამის, წარმოდგენილია დანართ 3-ში.

2. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა ნაკლებია ან ტოლია 2610 კილოგრამის, წარმოდგენილია დანართ 4-ში.

3. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 5-ში.

4. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1, M2 და N1, N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს, წარმოდგენილია დანართ 5-ში.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 6. ავტომობილების გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა მათი პირველადი ან დროებითი რეგისტრაციისას

1. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ისეთი M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების ავტომობილების დროებითი რეგისტრაცია, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ერთ-ერთ პირობას:

ა) რეგისტრირებულნი იყვნენ მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყნებში (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ამსახველი დოკუმენტით) და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;

ბ) მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულნი იყვნენ თუ არა ექსპორტის ქვეყანაში, ექსპორტი განხორციელდა მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან) და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;

გ) აკმაყოფილებენ მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთ წლამდე ავტომობილებს, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად, ასევე უნდა ახლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ტიპის ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავას ნომერი, ძრავას მოცულობა და ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები იმგვარად, რომ იგი შედარებადი იყოს ამ რეგლამენტის შესაბამის დანართში მოცემულ გამონაბოლქვის ზღვრულ ნორმებთან. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის გამოშვების თარიღი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).

3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, რომლებიც არაა მითითებული დანართ 6-ში ან არ აკმაყოფილებს აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი და ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები იმგვარად, რომ იგი შედარებადი იყოს ამ რეგლამენტის შესაბამის დანართში მოცემულ გამონაბოლქვის ზღვრულ ნორმებთან. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავას ნომერი, ძრავას მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში და გასცემს შესაბამის დასკვნას.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

დანართი 1. M კატეგორია − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილნი არიან მგზავრების გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

კატეგორია

ავტომობილის აღწერა

M1

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა);

M2

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და

არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით;

M3

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და  5 ტონაზე მეტი სრული მასით.

დანართი 2. კატეგორია N − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილნი არიან ტვირთის გადასაზიდად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

კატეგორია

ავტომობილის აღწერა

N1

არაუმეტეს 3,5 ტონისა სრული მასით;

N2

 3,5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა სრული მასით;

N3

12 ტონაზე მეტი სრული მასით.

დანართი 3. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიის ავტომობილებისთვის

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

 

დანართი 4. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიის ავტომობილებისთვის

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

 

დანართი 5. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიის ავტომობილებისთვის

ა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები შეკუმშვით აალებადი ძრავას მქონე M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, აგრეთვე შეკუმშვით აალებადი ძრავას მქონე M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს – გამოცდის მდგრადი რეჟიმის ციკლი და გამოცდის დატვირთვის რეჟიმის ციკლი

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

გ/კვტსთ

ნახშირწყალბადები (HC)

გ/კვტსთ

აზოტის ოქსიდები (NOx)

გ/კვტსთ

მყარი ნაწილაკების მასა (PM)

გ/კვტსთ

კვამლიანობა

(m-1)

მყარი ნაწილაკების რიცხვი (PN)

N/კვტსთ

1,5

0,46

2,0

0,02

0,5

8,0 × 10​11

შენიშვნა: შესაბამისი ავტომობილი კვამლიანობისა და მყარი ნაწილაკების რიცხვის (PN) ზღვრულ ნორმებს შორის უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთს მაინც;

ბ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, აგრეთვე M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს – გამოცდის გარდამავალი რეჟიმის ციკლი

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები

ნახშირბადის მონოქსიდი (CO) გ/კვტსთ

არამეთანური ნახშირწყალბადები (NMHC)/ ჯამური ნახშირწყალბადები (THC) გ/კვტსთ

მეთანი (CH4) გ/კვტსთ

(მხოლოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავებისთვის)

აზოტის ოქსიდები (NOx) გ/კვტსთ

მყარი ნაწილაკების მასა (PM) გ/კვტსთ

4,0

0,55

1,1

2,0

0,03

 
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
 

დანართი 6. ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით

                                               ქვეყანა

ავტომობილის გამოშვების წელი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები

≥2013

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

≥2013

შვეიცარიის კონფედერაცია

≥2013

ნორვეგიის სამეფო

≥2013

ამერიკის შეერთებული შტატები

≥2013

იაპონია

≥2013

კორეის რესპუბლიკა

≥2013

თურქეთის რესპუბლიკა

≥2013

კანადა

≥2013

ჩილეს რესპუბლიკა

≥2013

ავსტრალიის თანამეგობრობა

≥2016

რუსეთის ფედერაცია  (2022 წლამდე რეგისტრირებული)

≥2016 − ≤2021

სინგაპურის რესპუბლიკა

≥2017

არაბთა გაერთიანებული საამიროები (მხოლოდ N3 კატეგორიის ავტომობილებისთვის)

≥2021.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე, №238, 28.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024071 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5845990-2/