ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2023 ბოლო ცვლილება 25.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.115.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2023 წლის 28 ივნისი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“  დანართი 1-ის  შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის №01 (www.matsne.gov.ge, 0102500.50.35.115.016280) დადგენილება
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
+



დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა

+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები:

ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ე მუხლის შესაბამისად ამომრჩევლებთან ურთიერთობა;

გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;

დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება;

ე) ტრანსპორტირების ხარჯი.


+
მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს  თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება  ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს  500( ხუთასი )ლარისა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 15.01.2023წ.


+
მუხლი 3. საკრებულოს წევრის ხარჯების სახეები
 1. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ წესის მეორე მუხლში მოცემული ზღვრული ოდენობის ფარგლებში აუნაზღაურდება ის ხარჯები, რომელიც მან გასწია საკრებულოს სხდომების, კომისიების და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისათვის. ასევე ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ, დროებით კომისიებში, საბჭოებსა თუ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა) განხორციელებისას.
2. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე და მოსახლეობასთან შეხვედრისას საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით და მის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
3. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
4. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 28.07.2023წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №15, 28.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016386 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5846617-2/