დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2023 ბოლო ცვლილება 06.11.2025
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016639
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №27

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

+
მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“.
+
მუხლი 2
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილების 2​​2 პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი №3​​1);

ბ) „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების 1​​​1 პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი № 1​​1);

გ) „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილების 1​​​1 დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ (დანართი №1​​1).


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ“, №27, 27.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016639 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5853818-1/