“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დაცული, ტერიტორიების დეპარტამენტისა და გეოლოგიის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.10.2004 ძალადაკარგული 12.09.2011
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.006.747
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 15/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.747

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №62

2004 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტისა და გეოლოგიის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა)  (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლი ს ბრძანება №131 - სსმ III, №31, 09.03.2006წ., მუხ.363

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ა ს – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დებულება;

გ) (ძალადაკარგულია);

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრი ს ბრძანება №9 - სსმ III, №6, 17.01.2006წ., მუხ.47

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებ ა ს – გეოლოგიის დეპარტამენტის დებულება.

2.  ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ლებანიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 14 ივნისი ს ბრძანება №134 - სსმ III, №71, 14.06.2005წ., მუხ.770

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 27 ივლისი ს ბრძანება №239 - სსმ III, №92, 05.08.2005წ., მუხ.1048

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრი ს ბრძანება №9 - სსმ III, №6, 17.01.2006წ., მუხ.47

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლი ს ბრძანება №131 - სსმ III, №31, 09.03.2006წ., მუხ.363

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ი ს – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 150.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა.

2. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში სახელმწიფო სისტემის ფორმირება და მისი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ბ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ურთიერთდაკავშირებული სასტემების ორგანიზება და ფუნქციონირების კონტროლი;

გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, ეკონომიკის დარგების, საქართველოს სამხედრო ძალების, მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლების უზრუნველყოფა ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ფაქტიური და პროგნოზული ინფორმაციით, მათ შორის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ;

დ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში;

ე) ჰიდრომეტეოროლოგიურ და სხვა გეოფიზიკურ პროცესებზე (მიწისძვრების გარდა) აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა შესრულების ორგანიზება და კონტროლი;

ვ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვებისა და ინფორმაციული პროდუქციის მომზადების მეთოდების ერთიანობისა და შეთავსებადობის უზრუნველყოფა;

ზ) ჰიდრომეტეოროლოგიურ სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირება, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისა და გარემოს დაბინძურების ამსახველ მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნა და წარმართვა;

თ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატური გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;

კ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და დადგენილი წესით სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;

ლ) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების დარგში სხვადასხვა კონვენციებით, შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით, შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია;

მ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ამ დარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ნ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ო) სტიქიურ უბედურებათა საშიშროების შემცირების სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სტიქიური უბედურებებისაგან მიყენებული ზარალის შედეგების შეფასებისა და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებაში მონაწილეობა.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების შემუშავებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში, კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფში, დსთ-ი ს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფოთაშორისო საბჭოში, მონათესავე პროფილების სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებში; გამოვიდეს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ინიციატივით;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში;

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსალებანი.

    მუხლი 4. დეპარტამენტის დაფინანსებისა და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

    მუხლი 5. დეპარტამენტის მართვა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე (მათ შორის – ერთი პირველი), რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. თავმჯდომარე:

ა) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას; მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;

დ) ნიშნავს თანამდებობაზე და ათავისუფლებს თანამდებობიდან დეპარტამენტის თანამშრომლებს;

ე) წარუდგენს დასამტკიცებლად მინისტრს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს;

ვ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;

ზ) თავისი ბრძანებით ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები:

ა) ახორციელებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ბ) მონაწილეობენ დეპარტამენტის მართვაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 27 ივლისი ს ბრძანება №239 - სსმ III, №92, 05.08.2005წ., მუხ.1048

    მუხლი. 6. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველო;

გ) დაკვირვების სახელმწიფო ქსელისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მონაცემთა ეროვნული ფონდი.

2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;

გ) ქართლის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;

დ) კახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;

ე) კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;

ვ) სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.

    მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციებია:

ა) ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა, საქმისწარმოება და სამართლებრივი საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დეპარტამენტის სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი; მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ბალანსზე რიცხული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი, დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) დაკვირვების სახელმწიფო ქსელისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ურთიერთდაკავშირებული სისტემების ორგანიზება და ფუნქციონირების კონტროლი;

დ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მონაცემთა ეროვნული ფონდის ძირითადი ამოცანაა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა ერთიანი ფონდის ფორმირება.

    მუხლი 8. დეპარტამენტის ლიკვიდაცია

დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ი ს – გეოლოგიის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. გეოლოგიის დეპარტამენტი (შემდგომ ში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომ ში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც შექმნილია მისთვის მიკუთვნებული საქმიანობის სფეროში სახელმწიფოებრივი მართვის ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის (შემდგომ ში – მთავრობა), პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის აქტებითა და ამ დებულებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

5. დეპარტამენტს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში, ხარჯთანუსხა, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

6. დეპარტამენტის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა. იგი დეპარტამენტს გადაცემული აქვს უსასყიდლო უზურფრუქტის სახით ფლობისა და სარგებლობის უფლებით.

7. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, მოსაშვილის ქუჩა, სახლი №24.

    მუხლი 2

დეპარტამენტის მმართველობის სფერო და კომპეტენციები განისაზღვრება საქართველოს კანონებით, მთავრობის დადგენილებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თავი II

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 4

დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:

ა) გეოლოგიურ დარგში არსებული ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირება და სახელმწიფო მართვა;

ბ) წიაღის სახელმწიფო გეოლოგიური შესწავლა;

გ) წიაღის დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) წიაღის რესურსების რაციონალური გამოყენებისათვის პოლიტიკის შემუშავება;

ე) საქართველოს წიაღის სახელმწიფო ფონდის მართვა;

ვ) წიაღის სახელმწიფო ფონდის მდგომარეობის აღრიცხვა:

ზ) თავის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება;

თ) გეოლოგიური საქმიანობისა და წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისთვის პირობების მომზადება;

ი) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ტერიტორიული ფონდების მართვა;

კ) წიაღისა და წიაღის რესურსების შესახებ ინფორმაციის და სახელმწიფოს სახსრებით ჩასატარებელი გეოლოგიური სამუშაოების პროექტების შემუშავება.

    მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) თავისი საქმიანობის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება მართვისა და აღრიცხვის მეშვეობით;

ბ) გეოლოგიური დარგის სტაბილური ფუნქციონირებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და დადგენილი წესით მისი წარდგენა;

გ) წიაღის გეოლოგიური შესწავლისა და დაცვის, წიაღით სარგებლობის მართვისა და წიაღის რესურსების გამოყენების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტების, საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) წიაღის გეოლოგიურ შესწავლასთან, წიაღით სარგებლობასა და წიაღის რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კოორდინაცია;

ვ) საქართველოს წიაღის სახელმწიფო ფონდის (მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სახელმწიფო ფონდის) ფორმირება, სტრატეგიული მნიშვნელობის წიაღის უბნების განსაზღვრა, მინერალური რესურსების სახელმწიფო რეზერვის შექმნა;

ზ) წიაღის რესურსების, მათ შორის მინერალური რესურსების ეკონომიკური შეფასება და გადაფასება, შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, მინერალური რესურსების კონიუნქტურის შესწავლა, ეკონომიკური და სამარკეტინგო კვლევების ჩატარება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების კაპიტალიზაციის მეთოდიკისა და პროგრამის შემუშავება, მისი რეალიზების უზრუნველყოფა;

თ) ქვეყნის მინერალური ნედლეულის ბაზის აღწარმოების, განმტკიცებისა და განვითარების, სახელმწიფოს მინერალურ-რესურსული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მინერალურ-რესურსული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება;

ი) წიაღის სახელმწიფო გეოლოგიური შესწავლის პრიორიტეტების განსაზღვრა. მათ საფუძველზე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი რეალიზების უზრუნველყოფა;

კ) გეოლოგიური შინაარსის, სხვადასხვა დანიშნულებების სახელმწიფო რუკების შედგენისა და გამოცემის უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს ტერიტორიის სეისმური დაცვის პროგრამის შემუშავება, სეისმური უსაფრთხოების ღონისძიებების განსაზღვრა და ამასთან დაკავშირებული შესაბამისი მონიტორინგული სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

მ) ლითოსფეროს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების შესწავლის, პროგნოზირების, მიწებისა და მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაცვის ღონისძიებების შემუშავების, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს ეკოლოგიური მდგომარეობისა და საშიში გეოლოგიური მოვლენების მონიტორინგული მონაცემების კომპიუტერული ბანკის შექმნის, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს ეკოლოგიური მდგომარეობისა და საშიში გეოლოგიური პროცესების შესწავლის, პროგნოზირებისა და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შესახებ ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენის შედგენისა და გამოცემის ხელშეწყობა;

ნ) გარემოს უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით წიაღის ცალკეული უბნებით სარგებლობაზე შეზღუდვების შემოღებისათვის წინადადებების შემუშავება და სამინისტროში წარდგენა;

ო) თანამედროვე მეცნიერულ დონეზე გეოტექნოლოგიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისების, დანერგვისა და საერთაშორისო ქსელში ჩართვის ხელშეწყობა, ერთიანი სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის შექმნა და მართვა;

პ) სახელმწიფოს სახსრებით მოპოვებული წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობა;

ჟ) წიაღით სარგებლობის ობიექტების სალიცენზიოდ მომზადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

რ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების პროგნოზული რესურსებისა და წიაღის სხვა რესურსების სახელმწიფო ბალანსების შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა;

ს) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების, წიაღის სხვა რესურსების, წიაღით სარგებლობის ყველა სხვა ობიექტის სახელმწიფო აღრიცხვის, სახელმწიფო კადასტრის შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა;

ტ) სარგებლობისათვის გაცემული წიაღის უბნების სახელმწიფო აღრიცხვის, წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოებისა და წიაღის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

უ) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნასა და სამთო-გეოლოგიური კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობა;

ფ) მუდმივ ან დროებით სარგებლობისათვის გამოსაყოფი მიწის ნაკვეთების ფარგლებში ზედაპირზე ან ზედაპირის ქვეშ სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (მყარი, თხევადი აირადი) არსებობისა და ამავე ფართობების საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნების გაცემის უზრუნველყოფა;

ქ) სახელმწიფო მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;

ღ) წიაღით სარგებლობის ლიცენზიისათვის გეოლოგიური და სამთო პირობების მომზადების უზრუნველყოფა;

ყ) გეოლოგიის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

შ) წიაღის სახელმწიფო გეოლოგიურ შესწავლაზე მიმართული სამუშაოების პროექტების შემუშავება;

ჩ) წიაღის გეოლოგიური შესწავლის, წიაღით სარგებლობისა და წიაღის დაცვის საერთო წესების, ამ სფეროებში ნორმატიული დოკუმენტების (სტანდარტების, ლიმიტების, ნორმების და წესების), სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების და წიაღის სხვა რესურსების კლასიფიკაციების პროექტების შემუშავება;

ც) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური ობიექტების აღრიცხვა;

წ) დეპარტამენტთან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტების პირველაღმომჩენის წოდების მიმნიჭებელი საუწყებათშორისო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა;

ჭ) ადმინისტრაციული ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გეოლოგიური საქმიანობის სფეროში წარდგენილი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების პროექტების აუცილებლობისა და მათი პირველ რიგში რეალიზების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნების გაცემა;

ხ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს შორის წიაღის გეოლოგიურ შესწავლასთან, წიაღით სარგებლობასა და წიაღის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

ჯ) დარგში არსებული ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირებასთან და სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

თავი III

დეპარტამენტის უფლებამოსილება

    მუხლი 6

1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);

ბ) დაამტკიცოს გეოლოგიური სამუშაოების პროექტები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებები როგორც ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთის სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

დ) უსასყიდლოდ მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოყენებისა და აღწარმოების შესახებ სათანადო ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები კანონმდებლობით განსაზღვრულ საკითხებზე;

ე) საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით მოიწვიოს სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები);

ვ) დაუკვეთოს სხვადასხვა სახის სამუშაოები ადმინისტრაციულ ორგანოებს, საწარმოებს (მათ შორის უცხოეთის საწარმოებს), ცალკეულ სპეციალისტებს ან სპეციალისტთა ჯგუფებს (მათ შორის უცხოელებსაც);

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. დეპარტამენტს უფლება არა აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებას გადასცეს უფლება-მოვალეობები, რომელიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

თავი IV

დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 7

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე პერსონალურად აგებს პასუხს მინისტრის წინაშე დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

    მუხლი 8

დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან ურთიერთობისას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, პრემიერ-მინისტრის და მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე;

დ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;

ე) სამინისტროს წინაშე სვამს საკითხს საქართველოს კონსტიტუციასთან, სხვა კანონებთან, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან და განკარგულებებთან, მთავრობის დადგენილებებთან და განკარგულებებთან, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებთან შეუსაბამობის, ანდა მათი მიზანშეუწონლობის მოტივით მოადგილეების, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა აქტებისა და მოქმედებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ;

ვ) უფლება აქვს დეპარტამენტის თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;

ზ) კანონით დადგენილი რიცხოვნებისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში წარადგენს დეპარტამენტის აპარატის საშტატო ნუსხას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის აპარატის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სასჯელის დადების თაობაზე;

ი) სამინისტროს წარუდგენს წინადადებას დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე. პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

კ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის საქმის წარმოების წესის შესრულებაზე. დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;

ლ) აწესრიგებს ურთიერთობებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;

მ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ნ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით და განკარგულებებით, პრემიერ-მინისტრის და მინისტრის ბრძანებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

    მუხლი 9

1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.

2. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების მოხსნა შეიძლება წარმოადგენდეს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც თავმჯდომარის ბრძანებით მათ დაქვემდებარებაშია გადაცემული.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის არყოფნისას, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

თავი V

დეპარტამენტის სისტემა

    მუხლი 10

დეპარტამენტის სისტემაში შედის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები (დეპარტამენტის სამმართველოები და განყოფილებები).

თავი VI

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 11

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია დეპარტამენტის სამმართველოები და განყოფილებები.

2. დეპარტამენტის სამმართველოები და განყოფილებებია:

ა) სახელმწიფო გეოლოგიური რუკის სამმართველო;

ბ) მყარი მინერალური რესურსების სამმართველო;

გ) ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველო;

დ) მინერალური რესურსების ეკონომიკური კვლევებისა და მარკეტინგის სამმართველო;

ე) მინერალური რესურსების მონიტორინგის სამმართველო;    

ვ) სტრატეგიული დაგეგმარების სამმართველო;

ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;

თ) ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველო;

ი) სახელმწიფო გეოლოგიური ფონდების მართვის სამმართველო;

კ) გელოგიური ობიექტების სალიცენზიოდ მომზადების სამმართველო.

თავი VII

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 12

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო გეოლოგიური რუკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიურ-აგეგმვითი სამუშაოების და რეგიონული გეოლოგიური კვლევების მეთოდური ხელმძღვანელობა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო რუკების კომპლექტების გამოსაცემად მომზადების უზრუნველყოფა, წიაღის სახელმწიფო ფონდის ფორმირებაში და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შედგენაში მონაწილეობა;

ბ) მყარი მინერალური რესურსების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: მყარ მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება, სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, მყარი მინერალური რესურსების შესწავლაზე მიმართული სამუშაოების მეთოდური ხელმძღვანელობა და სახელმწიფო დაკვეთებით მიმდინარე შესაბამისი სამუშაოების მსვლელობაზე ზედამხედველობა, მყარი მინერალური რესურსების მდგომარეობის შეფასება-გადაფასებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: მიწისქვეშა წყლების (მტკნარი, მინერალური, თერმოენერგეტიკული, სამრეწველო) რესურსების შესწავლის, ლითომონიტორინგული, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური და სპეციალური-სამხედრო საინჟინრო გეოგრაფიულ-გეოლოგიური კვლევების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და მათზე მიმართული სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოების კოორდინაცია, ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა; სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მიწისქვეშა წყლების რესურსების მდგომარეობის შეფასება-გადაფასებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

დ) მინერალური რესურსების ეკონომიკური კვლევებისა და მარკეტინგის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ურთიერთობები საერთაშორისო საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან და უცხოელ პარტნიორებთან, დეპარტამენტის პროტოკოლური საქმიანობის წარმართვა, საქართველოს მინერალური რესურსების ზრდის, განვითარებისა და ათვისებისათვის, მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანისა და დამკვიდრებისათვის საჭირო ხელსაყრელი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, მინერალური რესურსების შესწავლის, მოპოვების, გადამუშავების და გამოყენების სფეროების საშუალებების კომპლექსურ მარკეტინგში მონაწილეობა, საქართველოს მინერალურ-რესურსული ფონდის ეკონომიკური შეფასება და შესაბამისი მეთოდიკების შემუშავება, საქართველოს მინერალურ-რესურსული ბაზის ზრდისა და განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელშეწყობა;

ე) სტრატეგიული დაგეგმარების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: გეოლოგიური დარგის საფინანსო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ანალიზი და პროგნოზი, დარგის პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევაში მონაწილეობა, დეპარტამენტის ბიუჯეტის ფორმირება, ცალკეული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტის შემუშავება, დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;

ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სპეციალური საინფორმაციო ნაკადებით მიღებული გეოლოგიური შინაარსის ინფორმაციების მოწესრიგება და სისტემატიზაცია, გეოლოგიურ მონაცემთა ელექტრონული ბაზების შექმნის იდეოლოგიის, მეთოდიკის და მათი მართვის სისტემების შემუშავება, სხვადასხვა შინაარსის გეოლოგიური რუკების GIS-სისტემებით ელექტრონული ვერსიების შექმნა, დეპარტამენტში წარმოებული საქმიანობისათვის მონაცემთა დამუშავების სპეციალური პროგრამების მოძიება და დანერგვა, შესაბამისი შინაარსის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფორმირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;

ზ) ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის ადმინისტრაციული საქმის წარმოება, დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვა და მისი მდგომარეობის მონიტორინგი.

თავი VIII

აღრიცხვა, ანგარიშგება

    მუხლი 13

დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IX

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

    მუხლი 14

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და მისი ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 15

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის

დებულება

                                                   (ძალადაკარგულია)

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრი ს ბრძანება №9 - სსმ III, №6, 17.01.2006წ., მუხ.47

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ი ს – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის

დებულება

                                              (ძალადაკარგულია)

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლი ს ბრძანება №131 - სსმ III, №31, 09.03.2006წ., მუხ.363

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დაცული, ტერიტორიების დეპარტამენტისა და გეოლოგიის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ”, №62, 04.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58732-4/