ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.11.2004 ბოლო ცვლილება 04.10.2017
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
220.010.040.11.004.006.793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 125, 05/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.006.793

საქართველოს ეროვნული ბანკის

საბჭოს დადგენილება №47

2004 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე, 45-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. 2004 წლის 9 ნოემბრიდან მიმოქცევაში გავიდეს გაუმჯობესებული ხარისხის 2004 წლის გამოშვების 50 და 100 ლარის ღირებულების მოდიფიცირებული ბანკნოტები (დანართი).

2. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს აღნიშნული ბანკნოტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.

2​1. 1995 და 1999 წლის გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა გაგრძელდეს 2015 წლის ბოლომდე. შემდგომში მათი გამოცვლა გა ნ ხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 15 ივლისის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 19.07.2011წ.

3. (ამოღებულია).

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 17 ივნისის დადგენილება №22-სსმIII, №75, 22.06.2005წ.,  მუხ.798

4. ეს დადგენილება და 2004 წლის გამოშვების ლარის მოდიფიცირებული ბანკნოტების ნიმუშები მათი დამცავი მექანიზმების აღწერილობასთან ერთად გამოქვეყნდეს საინფორმაციო საშუალებებით.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 9 ნოემბრიდან.

თავმჯდომარე   ი. მანაგაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 17 ივნისის დადგენილება №22-სსმIII, №75, 22.06.2005წ.,  მუხ.798

2.  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 15 ივლისის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 19.07.2011წ.

 

 

 

2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტების დამცავი ნიშნები

1. ჭვირნიშანი – გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტის თეთრ ფონზე ჩანს გარდამავალი ტონებით შესრულებული პორტრეტის, ,,GEL”-ისა და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის ნათელი გამოსახულებები.

2. წითელი ბოჭკოები – ქაღალდის ფენაში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭ-კოები.

3. მიკროსტრიქონი – წარწერა ,,GEORGIA” იკითხება მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოს მეშვეობით.

4. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტების წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

5. ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის ფლუორესცენციური ბოჭკოები.

6. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ ელემენტებზე (ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, პორტრეტი, წარწერები და ბორჯღალი) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

7. ოპტიკურად ცვალებადი მელანი – სხვადასხვა კუთხით დახრისას ოპტიკურად ცვალებადი საღებავით შესრულებულ გრაფიკულ ორნამენტს ახასიათებს ფერთა ცვალებადობის ეფექტი.

8. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტებზე განსხვავებული გრაფიკული ელემენტები რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტების ნომინალური აღქმის შესაძლებლობას.

9. ჰოლოგრამა – ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილია დროშის გამოსახულება.

10. ფარული გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

11. სერიული ნუმერაცია – დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით.

12. ფოსფორესცენციური კვადრატი – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება ფოსფორესცენციური კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრითა და ბორჯღალის გამოსახულებით.

13. ფლუორესცენციური ნომინალი – ბანკნოტის უკანა მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ნათდება ყვითლად.

14. ვერტიკალური დამცავი ძაფი – წყვეტილი დამცავი ძაფი წარწერით ,,LARI” გამჭოლ შუქზე გახედვისას მთლიანდება.

15. ირისისებური ზოლი – ბანკნოტის უკანა მხარეს ქაღალდის ზედაპირზე მოთავსებულია გამჭვირვალე, სადაფისებური ეფექტის მქონე მრავალფერიანი ზოლი წარწერით – ,,GEL”.

16. ინფრაწითელი ნათება – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტებზე გამოსახული გრაფიკული ელემენტების მხოლოდ ნაწილი.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“, №47, 01.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.006.793 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58852-2/