საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2004 ძალადაკარგული 08.02.2011
ნომერი
№152
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.19.012.006.860
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 19/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.19.012.006.860

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №152

2004 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

�საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე

�უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ�� საქართველოს კანონის მე -10 მუხლისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება �საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ� (თანდართულ დანართებთან ერთად).

2. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

2. საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

3. საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

 

 

დებულება საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. დებულება განკუთვნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის (შემდგომში � შემოსავლების სამსახური) ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.

3. დებულება არეგულირებს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში � სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბაჟო ორგანო � შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო� კონტროლის განხორციელება;

ბ) მონიტორინგი � საბაჟო ორგანოების მიერ �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სამსახურის ნორმატიული აქტების შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია, მათ შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;

გ) პირის იდენტიფიკაცია � პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;

დ) ნაღდი ფული � ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ნაღდი ფულადი ბანკნოტები და მონეტები;

ე) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და� � შემოსავლების სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებსაც ეკისრებათ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა და ენიჭებათ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.

ვ) ფასიანი ქაღალდი � �ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები;

ზ) ჩეკი � �ჩეკის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდი;

თ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა � სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;

ი) საეჭვო ზონა � ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

��� მუხლი 3. საბაჟო ორგანოების მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადაადგილება

1. ამ დებულების მიზნებისათვის საბაჟო ორგანოების მონიტორინგს ექვემდებარება ნაღდი ფულის � ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და გატანა, თუ მათი ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირების მიერ გადაადგილებული ნაღდი ფულის � ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირება ხორციელდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.�;

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� და �ბ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე ჯამური ნომინალური ღირებულებით 30 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში მეტი ნაღდი ფულის � ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სამსახურისათვის წარდგენა.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

��� მუხლი 4. საბაჟო ორგანოების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

1. �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახური შეიმუშავებს და სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით ამტკიცებს შიდა ინსტრუქციას (შიდა კონტროლის წესს).

2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე საერთო (ჯამური) ღირებულებით მეტი ნაღდი ფულის � ეროვნული და უცხოური ვალუტის გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;

ა​1) ამ მუხლის მე�2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტში მითითებულ პირთა შემოწმება ტერორისტთა და ტერო-რიზმის ხელშემწყობ პირთა სიის მიხედვით (აღნიშნული სია ქვეყნდება �საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში� და სამსახურის მიერ ეგზავნება შემოსავლების სამსახურს).

ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სამსახურისათვის წარდგენა;

გ) ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების პერიოდული სწავლება.

3. შიდა ინსტრუქციით (შიდა კონტროლის წესით) უნდა განისაზღვროს:

ა) შემოსავლების სამსახურში მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების დანიშვნის ან შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების შექმნის საკითხები;

ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოების თანამშრომლების ან შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა;

გ) ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;

დ) რეგიონალური� ცენტრებიდან� მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი;

ე) რეგიონული� ცენტრებიდან� მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი;

ვ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობის საკითხები.

4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული დანაყოფი საქმიანობის პროცესში უნდა ხელმძღვანელობდეს �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონით, ამ დებულებით, შიდა ინსტრუქციით, სამსახურის მითითებებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს� მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

��� მუხლი 5. საბაჟო ორგანოების ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. საბაჟო ორგანოები ვალდებულნი არიან მოახდინონ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია.

2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) მოქალაქეობა;

გ) პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:

ა) ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება;

ბ) ქვეყანა რომელშიც მიემგზავრება პიროვნება.

4. პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტია: შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი.

5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან/და ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდნენ ან რომელშიც მიემგზავრებიან არის არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ან საეჭვო ზონა.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

��� მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების� გადამაადგილებელი პირების მიერ შევსებული �ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია� შეინახოს მათ მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი დოკუმენტებისა და ჩანაწერების შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება აგრეთვე ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების სპეციალური ფორმები ელექტრონული სახით (ნაბეჭდი ფორმების შემთხვევაში � ეს უკანასკნელიც).

2. ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტები) უნდა იყოს სისტემატიზებული, აღრიცხული და შენახული ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

��� მუხლი 7. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან �����დაკავშირებით

1. მიღებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა სახით უგზავნის (წარუდგენს) სამსახურს.

2. სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ან ამ მიზნებისათვის შექმნილი სპეციალური სტრუქტურული დანაყოფის მიერ ანგარიშგების ფორმების შევსებასა და ელექტრონულად გაგზავნას (წარდგენას) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ნაბეჭდი ფორმით ანგარიშგების ფორმა სამსახურს ეგზავნება ამ დებულებით დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით მისი გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია ამ დებულების დანართის სახით (დანართი №1). ანგარიშგების ფორმა გაგზავნილი (ან წარდგენილ) უნდა იქნეს ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

2​1. თუ ფიზიკური პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან თუ არსებობს ვარაუდი ან წინასწარი ინფორმაცია, რომ ფიზიკური პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან მის მიერ გადაადგილებული ნაღდი ფული ან/და ჩეკები� ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ � ანგარიშგების ფორმა გაგზავნილ (ან წარდგენილ) უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი, ასევე, უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

3. (ამოღებულია).

4. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის გაგზავნა (წარდგენა) ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე�2 პუნქტში მითითებულ ვადებში, საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, შემოსავლების სამსახური ვალდებულია ინფორმაციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამსახურს დადგენილი წესით გაუგზავნოს (წარუდგინოს) სათანადოდ შევსებული ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით წარდგენის მიზეზები.

5. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისთვის გაგზავნა (წარდგენა) ხდება დაბეჭდილი კონვერტით, საბაჟოს უფლებამოსილი თანამშრომელის საშუალებით ან შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს გამომგზავნის მისამართი, ადრესატი (�საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური�), მისი მისამართი � 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და გრიფი �კონფიდენციალური�.

6. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ელექტრონული ვერსიის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაცემა ხდება დაშიფრული �ფაილის� სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: �str@fms.gov.ge�. ელექტრონული ფოსტის საშუალებით სამსახურისათვის გადასაცემი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება სამსახურის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით.

6​1. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომერზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 31 27 03.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,� ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს შემოსავლების სამსახურის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ფორმის ერთი ეგზემპლიარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე� რჩება შემოსავლების სამსახურში და ექვემდებარება შენახვას არა ნაკლებ 6 წლის განმავლობაში.

8. შემოსავლების სამსახური ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი (ან წარდგენილი) ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი.

9. ანგარიშგების სპეციალური ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი უცნობია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: �ინფორმაცია არ გაგვაჩნია�, ხოლო, თუ კონკრეტული შემთხვევის თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს ���� სიმბოლოებით.

10. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაიტანა ან გადმოიტანა მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფული და/ან ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები). თითოეული ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის� სახელი და გვარი.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

��� მუხლი 8. სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების წესი

1. �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს საბაჟო ორგანოებისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, ხოლო �ე� ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოს ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით). საბაჟო ორგანოები ვალდებულნი არიან სამსახურს მიაწოდონ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. �ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ� სამსახურის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზების პროცესთან სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შესაძლოდ დაკავშირებულ პირთა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება და სხვა კონკრეტული ფაქტები (გარემოებები) სამსახურს უნდა ეცნობოს ანგარიშგების წარდგენის ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

��� მუხლი 9. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში საბაჟო ორგანოების �საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების შესახებ ინფორმაციის შეტანა

1. ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების� საქართველოში შემოტანისა და გატანის მონიტორინგის თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელებისათვის, სამსახურის მიერ �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის თანახმად შექმნილი მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა სამსახურმა სამსახურს უნდა წარუდგინოს ამ დებულებასთან ერთად დამტკიცებული (დანართი №2) �საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმა� თითოეული საბაჟო საგუშაგოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის მიხედვით ცალ-ცალკე, რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

2. �საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმაში�� დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის) შეცვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აღრიცხვის ფორმის მეშ-ვეობით სამსახურს გადასცეს განახლებული ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანება №4 - სსმ III, №105, 24.07.2008წ., მუხ.1176

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

��� მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას საბაჟო ორგანოების მიერ �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ�� საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. �უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ�� საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები ამ დებულების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ნაწილი 1

დანართი №1

მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა საბაჟო

ორგანოებისათვის (N11)

გამოგზავნის მიერ მინიჭებული №---------------

ფმს-ში გამოგზავნის თარიღი --------------

პირველადი��� დამატებითი���� შეცვლილი����������� ფმს-ს მიერ მინიჭებული №--------

 

მონაცემები ფიზიკური პირის შესახებ

 

1.1. სახელი

 

 

�

1.2. გვარი

 

 

�

1.3. დაბადების თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

�

�

�

�

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.4. საცხოვრებელი

ადგილი (კოდი, ქვეყანა, მისამართი)

 

 

�

�

�

�

�

�

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის

�სახეობა

 

 

�

�

�

�

�

�

1.6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

�

�

�

�

�

�

�

�

1.7. პირადი

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

�

�

�

�

�

�

�

�

1.8. მოქალაქეობა (კოდი, ქვეყანა)

 

 

�

�

�

�

�

1.9. ქვეყანა საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება

 

 

�

�

�

�

�

1.10. ქვეყანა

რომელშიც

მიემგზავრება პიროვნება

 

 

�

�

�

�

�

1.11. მგზავრობის

მიზანი

 

 

საქმიანი

�

 

 

 

 

პირადი

სხვა

�

1.12. ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დასახელება

 

ვალუტის კოდი

1.13. ოდენობა (ღირებულება)

 

 

ციფრებით

სიტყვიერად

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

�

ჯამური ღირებულება ლარებში

�

�

�

�

�

1.14. ანგარიშგების ფორმის შემადგენლობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

����������������� რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

�

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 2

�

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ფურცლები

�

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.15. ფორმის შევსების თარიღი

 

 

 

 

 

 

1.16. უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი და გვარი (ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

�

�

�

�

�

 

 

 

 

 

 

�

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

���������������������������������������������������������������������������������������������������������������������� ნაწილი 2

����������������������������������������������� კონფიდენციალური

მონიტორინგს დაქვემდებარებული ანგარიშგების ფორმა საბაჟო

 

ორგანოებისათვის (№11)

გამოგზავნის მიერ მინიჭებული №---------------

ფმს-ში გამოგზავნის თარიღი --------------

�ფმს-ს მიერ მინიჭებული №-------------

პირველადი� დამატებითი� შეცვლილი

დამატებითი ფურცელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.1. ფორმის შევსების თარიღი

 

 

 

2.2 უფლებამოსილი თანამშრმლის სახელი და გვარი� (ხელმოწერა)

�

�

�

�

�

 

�

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

 

 

 

 

 

 

 

დანართი № 2

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოების, საბაჟო-გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმა

 

 

საბაჟო საგუშაგოს, საბაჟო-გამშვები პუნქტის სააღრიცხვო კოდი(1):

 

ნაწილი 1

ფორმის სახე:� პირველადი ქ შეცვლილი ქ

�

1. საბაჟო საგუშაგოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის სრული დასახელება:

 

2. იურიდიული მისამართი:

 

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ

 

ნაწილი 2

3. საბაჟო საგუშაგოს, საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი(2)

 

თანამდებობა:

სახელი:

გვარი:

მამის სახელი:

ტელეფონი:

დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი):

დაბადების ადგილი:

პირადობის მოწმობის ნომერი:

პირადი ნომერი:

პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი):

პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო:

 

(2) იმ ხელმძღვანელის მონაცემები, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული

საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა

 

თარიღი:

 

ნაწილი 3

4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან თანამშრომელი(3)

4.1. დასახელება (სტრუქტურული ერთეულის შემთხვევაში):

4.2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი

თანამდებობა:

სახელი:

გვარი:

მამის სახელი:

ტელეფონი:

ფაქსი:

ელექტრონული ფოსტა:

დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი):

დაბადების ადგილი:

პირადობის მოწმობის ნომერი:

პირადი ნომერი:

პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი):

პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო:

 

(3) იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არის ერთზე მეტი თანამშრომელი, ნაწილი 3

ივსება თითოეული მათგანისათვის

 

ნაწილი 4

5. იმ პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც� შემოსავლების სამსახურის სათანადოდ

�გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარსადგენი

მასალების (მ.შ. ანგარიშგების ფორმების) შევსების (ხელმოწერის) უფლებამოსილება (4)

 

 

 

 

(4) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ თანამშრომელს, ნაწილი 4 ივსება თითოეული მათგანისათვის

საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა:

თარიღი:

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №141 - სსმ III, №152, 30.10.2007წ., მუხ.1692

საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროსის 2010 წლის 2 ივნისის ბრძანება №12 - სსმ III, №63, 04.06.2010წ., მუხ.957

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"“, №152, 16.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.19.012.006.860 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59056-3/