1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ექვემდებარება საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევას.
2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
4. ამ მუხლის საფუძველზე სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №769 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №769
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 109. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღების წესი 1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ექვემდებარება საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევას. 2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დასკვნების საფუძველზე. [ 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)] 4. ამ მუხლის საფუძველზე სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება