1. სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და სამხედრო სასწავლებლის მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები და პირობები.
2. სამხედრო სასწავლებლის პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე პირებითა და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს შეიძლება დაუწესდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1138
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 115. სამხედრო სასწავლებელი 1. სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორისსამხედრო სასწავლებლის მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები.წესები და პირობები. 2. სამხედრო სასწავლებლის პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე პირებითა და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. 3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს შეიძლება დაუწესდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება