1. სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერების, მხარდაჭერისა და დანაკარგების შევსების მიზნით.
2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში.
3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით.
5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.
6. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, აგრეთვე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 93. სამობილიზაციო რეზერვი 1. სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერების, მხარდაჭერისა და დანაკარგების შევსების მიზნით. 2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვშისარეზერვო ჩარიცხვაზე,სამხედრო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაჩარიცხვისა ფორმდებადა ინდივიდუალურისამობილიზაციო ადმინისტრაციულ-სამართლებრივირეზერვიდან აქტით.ამორიცხვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით. 5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. 6. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, აგრეთვე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება