1. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის მიზანია თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.
2. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნებისთვის ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიებია: მომზადებული სამობილიზაციო რეზერვი და მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვი.
3. მომზადებულ სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება:
ა) პირი, რომელმაც მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში იმსახურა 10 წელი;
ბ) პირი, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე ირიცხებოდა სამობილიზაციო რეზერვში, გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური, არ ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში და:
ბ.ა) სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა;
ბ.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა.
4. მოუმზადებელ რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება:
ა) პირი, რომელიც არ ირიცხება არცერთი სხვა კატეგორიის რეზერვში;
ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა უწყებაში გაიარა.
5. პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 95. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვი 1. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის მიზანია თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. 2. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნებისთვის ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიებია: მომზადებული სამობილიზაციო რეზერვი და მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვი. 3. მომზადებულ სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება: ა) პირი, რომელმაც მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში იმსახურა 10 წელი; ბ) პირი, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე ირიცხებოდა სამობილიზაციო რეზერვში, გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური, არ ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში და: ბ.ა) სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ბ.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა. 4. მოუმზადებელ რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც არ ირიცხება არცერთი სხვა კატეგორიის რეზერვში; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა უწყებაში გაიარა. 5. პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელთაწვევამდელის ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება