„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2005 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
200.110.000.22.033.007.023
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.023

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №25

2005 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 223-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“;

2. დამტკიცდეს ინსტრუქციის დანართი №1, №2, №3 და №4.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1217-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1896

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1596-სსმIII, №165, 08.12.2006წ.; მუხ.2243

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №979-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.2008

ინსტრუქცია

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ

1. მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის მე-3 და 223-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელთა დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – „დღგ“) გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესს.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე თავის 220-ე მუხლის შესაბამისად განიხილებიან დღგ-ის გადამხდელებად.

    მუხლი 1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობები

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, პირი (გარდა აქციზური საქონლის მწარმოებელი პირისა), რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ (მათ შორის დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით) ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში (სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე) წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, ამ ინსტრუქციით დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი №1).

2. არარეზიდენტისათვის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურება.

3. ამხანაგობის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამხანაგობის სახელით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურება.

4. პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციისათვის საგადასახადო ორგანოში განცხადების (დანართი №1) წარდგენის ვალდებულების მომდევნო დღიდან.

5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით 12-თვიან პერიოდად ითვლება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან ბოლო 12-თვიანი პერიოდი.

მაგალითი: შპს ,,ვარდმა“ თავისი ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო 2004 წლის აპრილში, მისი ყოველ-თვიური დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს:

 

2004 წელი

აპრილი

11500

11500

მაისი

11700

23200

ივნისი

20000

43200

ივლისი

15000

58200

აგვისტო

17000

75200

სექტემბერი

1500

77000

ოქტომბერი

1800

78800

ნოემბერი

2000

80800

დეკემბერი

9000

89800

2005 წელი

იანვარი

1010

90810

15 თებერვლისათვის

9240

100050

     შპს ,,ვარდის“ დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100000 ლარს გადააჭარბა 2005 წლის 15 თებერვალს. იგი ვალდებულია არა უგვიანეს 17 თებერვლისა (ორი სამუშაო დღის განმავლობაში) საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება (დანართი №1) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით. შესაბამისი საგადასახადო ორგანო (უფლებამოსილი პირი) ვალდებულია გადასახადის გადამხდელი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გაატაროს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და გასცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატი (დანართი №3). აღნიშნულ შემთხვევაში 2005 წლის 16 თებერვლიდან შპს ,,ვარდი“ ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად.

6. თუ პირი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან/და იმპორტს (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან/და მიწოდებისა), იგი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე.

61. თუ პირის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან/და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს, იგი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე.

მაგალითი 1: შპს ,,დავითმა“ შპს ,,გიორგისთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,გიორგის“ ერთჯერადი ოპერაციის ფარგლებში უნდა მიაწოდოს მის მიერ წარმოებული საქონელი (ან მომსახურება), რომლის მიწოდების ფასი (დღგ-ის გარეშე) შეადგენს 100 000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,დავითი“ აღნიშნული მიწოდების (ოპერაციის) განხორციელებამდე ვალდებულია დადგეს დღგ-ის გადამხდელად (გატარდეს რეგისტრაციაში) შესაბამის საგადასახადო ორგანოში.

მაგალითი 2: შპს ,,დავითმა“, სხვადასხვა პირებთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად (ან მის გარეშე), სხვადასხვა მომხმარებელს ერთ დღეში უნდა მიაწოდოს (საერთო ჯამში) 100 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი (ან მომსახურება), იგი აღნიშნული მიწოდებების (ოპერაციების) განხორციელებამდე ვალდებულია დადგეს დღგ-ის გადამხდელად (გატარდეს რეგისტრაციაში) შესაბამის საგადასახადო ორგანოში.

7. თუ პირი ვალდებული იყო გატარებულიყო რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, მაგრამ ამის თაობაზე მას განცხადება (დანართი №1) არა აქვს შეტანილი საგადასახადო ორგანოში და შესაბამისად არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ამ ფაქტის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და გადასცემს მას დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატს (დანართი №3). ამ შემთხვევაში პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციისათვის საგადასახადო ორგანოში განცხადების (დანართი №1) წარდგენის ვალდებულების მომდევნო დღიდან.

მაგალითი: შპს ,,გიორგის“ მიერ 2004 წლის პირველი ივნისიდან 2005 წლის 28 აპრილის ჩათვლით განვლილ პერიოდში განხორციელებულმა დასაბეგრმა ოპერაციებმა 100000 ლარს გადააჭარბა. მოცემულ შემთხვევაში საწარმო ვალდებული იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით (დანართი №1) მიემართა არა უგვიანეს 2005 წლის 2 მაისისა (30 აპრილი და პირველი მაისი ემთხვევა არასამუშაო დღეებს). აღნიშნულის მიუხედავად, საწარმომ რეგისტრაციის გარეშე გააგრძელა ეკონომიკური საქმიანობა. 2005 წლის 15 დეკემბერს საგადასახადო ორგანომ დაადგინა ზემოაღნიშნული ფაქტი, იმავე დღეს მოახდინა საწარმოს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად და გადასცა მას დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატი (დანართი №3). შპს ,,გიორგი“ დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციისათვის განცხადებით (დანართი №1) მიმართვის ვალდებულების წარმოშობის დღის მომდევნო დღიდან, ანუ მოცემულ შემთხვევაში 2005 წლის 29 აპრილიდან.

8. რეორგანიზაციისას, თუ პირი ან რეორგანიზაციის ერთი მხარე მაინც არის დღგ-ის გადამხდელი, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი (პირები) ვალდებულია წარადგინოს განცხადება (დანართი №1) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

მაგალითი 1. შპს ,,დავითმა“, რომელიც წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელს, განიცადა რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნა ორი პირი: შპს ,,ილია“ და შპს ,,ვალერი“. რეორგანიზაცია დასრულდა 2005 წლის 17 იანვარს. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ილია“ და შპს ,,ვალერი“ ვალდებულნი არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის განცხადება (დანართი №1) შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) წარუდგინონ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის არარსებობის შემთხვევაში – რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ანუ 2005 წლის 27 იანვრისა.

მაგალითი 2. შპს ,,ერეკლე“ და შპს ,,ნოდარი“ (ეს უკანასკნელი წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს) შეერწყა ერთმანეთს და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ,,დავითი“. რეორგანიზაცია დამთავრდა 2005 წლის 5 იანვარს. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,დავითი“ ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის განცხადება (დანართი №1) შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) წარუდგინოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ანუ 17 იანვრისა (ნაცვლად 15 იანვრისა, რადგან 15 და 16 იანვარი წარმოადგენს არასამუშაო დღეებს და თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე).

9. საწარმოს კაპიტალში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1217-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1896

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №979-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.2008

 

    მუხლი 2. დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფილობითი რეგისტრაციის პირობები.

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელიც არ არის ვალდებული გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, შეუძლია ნებაყოფლობით განცხადებით (დანართი №1) მიმართოს საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით.

2. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მის მიერ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში (დანართი №1) დაფიქსირებული თარიღიდან, მაგრამ არა უადრეს ნებაყოფლობით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით (დანართი №1) საგადასახადო ორგანოში მიმართვის დღისა და არა უგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული ვადებისა.

მაგალითი 1. შპს ,,დავითმა” გადაწყვიტა ნებაყოფლობით დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე. მან ამის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადებით (დანართი №1) მიმართა შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) 2007 წლის 24 აგვისტოს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ითხოვა 2007 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ შემთხვევაში შპს ,,დავითი” დღგ-ის გადამხდელად ითვლება გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით (დანართი №1) საგადასახადო ორგანოში მიმართვის დღიდან ანუ 2007 წლის 24 აგვისტოდან (რაც ფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის (დანართი №3) მე-6 პუნქტში);

მაგალითი 2. შპს ,,დავითმა” გადაწყვიტა ნებაყოფლობით დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე. მან ამის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადებით (დანართი №1) მიმართა შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) 2007 წლის 24 აგვისტოს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ითხოვა 2007 წლის 7 სექტემბრიდან. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გადასახადის გადამხდელზე გაიცემა დადგენილი ფორმის სერტიფიკატი (დანართი №3), შესაბამისი მონაცემები ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შესახებ შეიტანება დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4) და 2007 წლის 7 სექტემბრიდან გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად. ამასთან, თუ შემდგომში, მაგალითად, 29 აგვისტოს, აღნიშნულ პირს დაუდგა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში იგი ვალდებულია გაიაროს დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად. მასზე გაიცემა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დამადასტურებელი ახალი სერტიფიკატი (დანართი №3) და შესაბამისი მონაცემები სავალდებულო წესით რეგისტრაციის შესახებ შეიტანება დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4). ამასთან, პარალელურ რეჟიმში, ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შეიცვლება სავალდებულო რეგისტრაციით, ხოლო ნებაყოფლობითი რეგისტრაციისას გაცემული სერტიფიკატი (დანართი №3) – ახალი სერტიფიკატით (დანართი №3). დღგ-ის გადამხდელად ახალი რეგისტრაცია ძალაში შევა განცხადების (დანართი №1) წარდგენის ვალდებულების დადგომის მომდევნო სამუშაო დღიდან, ანუ 2007 წლის 30 აგვისტოდან. ამავე დღიდან გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად (რაც ფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის (დანართი №3) მე-6 პუნქტში).

3. ამოღებულია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1596-სსმIII, №165, 08.12.2006წ.; მუხ.2243

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №979-სსმIII, №187, 31.12.2008წ.; მუხ.2008

    მუხლი 3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პროცესი

1. პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის ვალდებულია განცხადებით (დანართი №1) მიმართოს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს).

2. საგადასახადო ორგანო (უფლებამოსილი პირი) ვალდებულია პირი გაატაროს დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4) და მისცეს მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატი (დანართი №3) განცხადების (დანართი №1) წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

3. ამოღებულია.

4. ამოღებულია.

5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომერი გამოიყენოს ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ ყველა დეკლარაციასა და ოფიციალურ შეტყობინებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1596-სსმIII, №165, 08.12.2006წ.; მუხ.2243

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559

    მუხლი 4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 224-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის მუდმივი დაწესებულების ან ამხანაგობის) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ლიკვიდაციის, გარდაცვალების (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის) ან ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

 2. გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა, დღგ-ის გარეშე, არ აღემატება 100000 ლარს.

3. რეგისტრაციის გაუქმება ძალაში შედის გაუქმების მოთხოვნით განცხადებით (დანართი №2) მიმართვის და/ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ვალდებულების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რაზედაც დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4) კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, ხოლო გადასახადის გადამხდელს ჩამოერთმევა გაცემული დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის სერტიფიკატი (დანართი №3), რომელიც ჩაიდება გადამხდელის საქმეში. მაგალითი: შპს ,,ვანომ“ 2003 წლის იანვარში დაიწყო ეკონომიკური საქმიანობა. 2004 წლის 12 თებერვალს იგი რეგისტრაციაში გატარდა დღგ-ის გადამხდელად. შპს ,,ვანოს“ შეუძლია საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს მხოლოდ 2006 წლის 12 თებერვლიდან, თუ 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის თებერვლამდე პერიოდში მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლები იქნება.

4. საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ დღგ-ის გადამხდელთა რეესტრი (დანართი №4), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ (მათ შორის, რეგისტრაციაგაუქმებულ) პირთა შესახებ ყველა მონაცემითურთ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1217-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1896

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის დაწესებული მოთხოვნების წესის დარღვევისათვის

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს გადახდება ჯარიმა – რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

 

დანართი №1

. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . საგადასახადო ორგანოს

უფროსს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს

ბატონ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(განმცხადებლის სრული დასახელება)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის საიდენტიფიკაციო ნომერი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(განმცხადებლის მისამართი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემების შესაბამისად)

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე

განცხადება

 

   საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე და 221-ე (ან 222-ე)* მუხლების შესაბამისად გთხოვთ ________________________ -დან ამიყვანოთ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე.

               (თარიღი)                                                                  

  

   გადამხდელის უფლებამოსილი

   პირის ხელმოწერა        ---------------------------------------

 

   განცხადების მიმღების ხელმოწერა  ------------------------------------

   (შესაბამისი უფლებამოსილი პირი)

 

 

   ,,----” ,, ------------------“ 20 --- წელი

                

   --------------------------------------

   * გადაიხაზოს არასაჭირო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559

დანართი №2    

 . . . . .. . . . . .. . . . . . . . . . . . საგადასახადო ორგანოს

უფროსს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს

ბატონ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .

(განმცხადებლის სრული დასახელება)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .

(გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის საიდენტიფიკაციო ნომერი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . .

(განმცხადებლის მისამართი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემების შესაბამისად)

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე

განცხადება

 

 

   საქართველოს საგადასახადო კოდექსის 224-ე მუხლის შესაბამისად გთხოვთ გამიუქმოთ დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაცია.

გადამხდელის უფლებამოსილი

პირის ხელმოწერა                                                                                       . . . . . . . . . . . . . . .

განცხადების მიმღების ხელმოწერა

(შესაბამისი უფლებამოსილი პირი)                . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„. . . .“ „ . . . . . . . . . . . “ 20 . . წელი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559
დანართი №3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დამატებული ღირებულების გადასახადის                                                                                   გადამხდელის სარეგისტრაციო

სერტიფიკატი№

   1. მოცემული სერტიფიკატით დასტურდება, რომ სერტიფიკატში მითითებული პირი საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად, რითაც დასტურდება ის, რომ იგი უფლებამოსილია გადაახდევინოს მომხმარებელს დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისად გასცეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

2. სერტიფიკატის მფლობელი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

                                                                                    (პირის სრული დასახელება)

3. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. პირის მისამართი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . 

(რაც მითითებულია საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) დამტკიცებულ ფორმაში)

5. სარეგისტრაციო სერტიფიკატის შევსების თარიღი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(რიცხვი, თვე, წელი)

6. პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ძალაშია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(რიცხვი, თვე, წელი)

. . . . . . . . . . საგადასახადო ორგანოს

უფროსი                                                                                                   /ხელმოწერა/

      (ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი)

   „ . . . “         „ . . . . . . . . . . . . . “ 20 . . წელი

(რიცხვი)               (თვე)

   ბ.ა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559


დანართი 4

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა

რეესტრი

№

პირის სრული დასახელება

მისამართი

საიდენტიფიკაციო ნომერი

დღგ-ის  სერთიფიკატის გაცემის თარიღი

დღგ-ის სერტიფიკატის №

დღგ-ის რეგისტრაცია

(აღინიშნება X-ით)

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი

 დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის თარიღი

შენიშვნა

სავალდებულო

ნებაყოფლობითი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №803-სსმIII, №156, 28.10.2008წ.; მუხ.1559

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №25, 18.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.023 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59386-4/