საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების განსაზღვრისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2005 ძალადაკარგული 02.03.2010
ნომერი
№1-1/101
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.024.007.062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 15/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.062

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/101

2005 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების 22-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიები შემდეგნაირად:

ა) სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველო – ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ისანი-სამგორისა და დიდგორის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო – ქალაქ ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, მესტიის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

გ) სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველო – ქალაქ ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

დ) სახელმწიფო სტატისტიკის გურჯაანის სამმართველო – გურჯაანის, თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ე) სახელმწიფო სტატისტიკის ბორჯომის სამმართველო – ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის;

ვ) სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველო – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ზ) სახელმწიფო სტატისტიკის მარნეულის სამმართველო – ქალაქ რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 იანვრი ს ბრძანება №1-1/120 - სსმ III, №13, 31.01.2007წ., მუხ.134

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 თებერვლ ი ს ბრძანება №1-1/361 - სსმ III, №27, 01.03.2007წ., მუხ.323

2. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება თანდართული სახით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრი ს ბრძანება №1-1/1240 - სსმ III, №146, 25.10.2006წ., მუხ.2026

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 იანვრი ს ბრძანება №1-1/120 - სსმ III, №13, 31.01.2007წ., მუხ.134

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 თებერვლ ი ს ბრძანება №1-1/361 - სსმ III, №27, 01.03.2007წ., მუხ.323

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 15 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/2842 - სსმ III, №156, 22.12.2009წ., მუხ.1843

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) წაროადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას.

2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებული სტატისტიკის პრინციპების შესაბამისად.

3. ტერიტორიული ორგანო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტატისტიკის დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ცენტრალიზებული წესით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 15 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/2842 - სსმ III, №156, 22.12.2009წ., მუხ.1843

4. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებისა და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე საბანკო ანგარიში.

II. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფერო და ამოცანები

5. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო სტატისტიკა.

6. ტერიტორიული ორგანოს ძირითადი ამოცანებია კანონმდებლობით განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში:

ა) სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და გავრცელება;

გ) სტატისტიკურ მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ბანკების ფორმირება;

დ) შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და სტატისტიკური მონაცემების სხვა მომხმარებლების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ვ) სტატისტიკის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

III. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

7. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

8. ტერიტორიული ორგანოს უფროსი:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და წარმოადგენს ტერიტორიულ ორგანოს სხვა სუბიექტებთან ურთიერთობაში;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სტატისტიკის სფეროში;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) განსაზღვრავს მოადგილისა და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებებს;

თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 15 დეკემბრი ს ბრძანება №1-1/2842 - სსმ III, №156, 22.12.2009წ., მუხ.1843

9. ტერიტორიული ორგანოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

10. ტერიტორიული ორგანოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე ტერიტორიული ორგანოს უფროსის დავალებით კოორდინაციას უწევს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

IV. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები

11. ტერიტორიული ორგანო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციულ საკითხთა და მონაცემთა გავრცელების განყოფილება;

ბ) მონაცემთა რედაქტირების და დამუშავების განყოფილება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრი ს ბრძანება №1-1/1240 - სსმ III, №146, 25.10.2006წ., მუხ.2026

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 იანვრი ს ბრძანება №1-1/120 - სსმ III, №13, 31.01.2007წ., მუხ.134

12. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციებია:

ა) განახორციელოს სტატისტიკური დაკვირვებების (შერჩევითი, სრული სტატისტიკური დაკვირვებები) ორგანიზება;

ბ) აწარმოოს სტატისტიკური დაკვირვების ფორმების არქივი;

გ) განახორციელოს პერსონალური მონაცემების კონტროლი და დამუშავება;

დ) (ამოღებულია);

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრი ს ბრძანება №1-1/1240 - სსმ III, №146, 25.10.2006წ., მუხ.2026

V. დასკვნითი დებულებანი

13. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

14. ტერიტორიული ორგანოს შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების განსაზღვრისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/101, 07.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.062 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59518-4/