საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირისა (ასოციაციის) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.22.027.007.097
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №316
2005 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №1598-სსმIII, №106, 08.09.2005წ., მუხ.1185
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესი
მუხლი 1.
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,სახელ მწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) (ტექსტში შემდგომ – ,,კავშირი და ფონდი, აგრეთვე მათი ფილიალები”) რეგისტრაციის წესს.
2. ეს წესი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე განსაზღვრავს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესსა და რეგისტრაციის შესახებ ამონაწერის ფორმას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №1598-სსმIII, №106, 08.09.2005წ., მუხ.1185
მუხლი 2.
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას.
3. ამ წესის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს:
ა) იმერეთის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური – შესაბამისი სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მქონე კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების მიმართ;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი – ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მქონე კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების მიმართ;
გ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი – შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მქონე კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების მიმართ.
მუხლი 3.
1. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება;
ბ) დამფუძნებელთა გადაწყვეტილება (ოქმი) კავშირის დაფუძნების შესახებ;
გ) დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული წესდება;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა კავშირის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ.
2. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:

ბ) დამფუძნებლის (დამფუძნებელების) გადაწყვეტილება (ოქმი) ფონდის დაფუძნების შესახებ;

ე) ცნობა ფონდის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ;
ვ) ფონდში შესატანი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში – აუდიტორის დასკვნა ქონების შეფასების შესახებ.
3. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) კავშირის (ასოციაციის) განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) კავშირის (ასოციაციის) მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;
გ) კავშირის (ასოციაციის) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ) კავშირის (ასოციაციის) რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ე) კავშირის (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;
ვ) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;
ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ცნობა კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ.
4. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ფონდის განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ფონდის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;
გ) ფონდის წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ) ფონდის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ე) ფონდის მიერ დამტკიცებული ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;

თ) ცნობა ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ.
5. ამ მუხლით განსაზღვრული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ ცნობა გულისხმობს შესაბამისი იურიდიული პირის (ფილიალის) ადგილსამყოფელის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას ან ადგილსამყოფელის სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას.
6. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, წარედგინება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის სამსახურს ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
7. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამსახურებში, ხოლო ერთი ეგზემპლარი რეგისტრაციის შემდეგ ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტში.
მუხლი 31.
1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები იქმნებიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – რეგისტრირებული კავშირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაციისათვის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დადგენილი წესით, დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულებები;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დასკვნა დამფუძნებელთა (წევრთა) მიერ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის დაფუძნებისათვის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე.

მუხლი 4.
1. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის ან სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადება და სხვა შესაბამისი დოკუმენტები მათი ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მიხედვით წარედგინება ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სამსახურებს ან ნოტარიუსებს.
2. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 5.
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა სამსახურებმა გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე უნდა მიიღონ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
2. გადაწყვეტილება კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის თაობაზე ფორმდება ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმით.
3. რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო მოწმობა და ზონარგაყრილი წესდების ეგზემპლარი, რომელიც მოწმდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სამსახურის ბეჭდითა და რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერით.
4. გადაწყვეტილება კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული. მასში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
5. გადაწყვეტილება კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე ფორმდება ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული ფორმით.
6. რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოში წარმომადგენლობას უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ის სამსახური, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 6.
1. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებიდან ხუთი დღის ვადაში ნოტარიუსი შესაბამის წერილობით მიმართვასთან ერთად, ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამსახურს ქვემდებარეობის მიხედვით წარუდგენს კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არანაკლებ ორ ეგზემპლარს.
2. ნოტარიუსის მიმართვა სრულდება წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს:
ა) იმ მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს ნოტარიუსი;
ბ) ნოტარიუსის ვინაობასა და მისამართს;
გ) კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმების თარიღს;
დ) კავშირისა და ფონდის დამფუძნებლებისა და გამგეობის წევრების სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს, ხოლო ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, რეგისტრაციისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემებს;
ე) წესდების მიღების თარიღს;
ვ) იურიდიული პირის (ფილიალის) სახელწოდებასა და ადგილსამყოფელს;
ზ) საქმიანობის მიზანს;
თ) გამგეობის წევრთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვებს;
ი) ცვლილებებით რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს;
კ) მიმართვაზე თანდართული საბუთების ნუსხასა და ფურცლების ოდენობას.
3. ნოტარიუსის მიმართვა მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
მუხლი 7.
1. რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.
2. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრი მოიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. ცალ-ცალკე იწარმოება კავშირისა და მისი ფილიალის და ფონდისა და მისი ფილიალის რეესტრები.
3. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრის ფორმა განისაზღვრება ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად.
31. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის კავშირების სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ამ ბრძანების №3 დანართით განსაზღვრული კავშირის სახელმწიფო რეესტრის შენიშვნის გრაფაში კეთდება აღნიშვნა მისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისადმი კუთვნილების შესახებ ჩანაწერით – „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“, რეესტრში შეტანის რიგითი ნომრის მითითებით.
4. რეგისტრირებულ კავშირსა და ფონდს, აგრეთვე მათ ფილიალებს ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც ის შედის სახელმწიფო რეესტრში და მიეთითება გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში. სარეგისტრაციო ნომერი თერთმეტციფრიანია. აქედან პირველი ხუთი ციფრი აღნიშნავს სახელმწიფო რეესტრში შეტანილი რეგისტრირებული კავშირისა და ფონდს, აგრეთვე მათ ფილიალების ნომერს, შემდეგი ორი ციფრი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახურის ნომერს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახურის სარეგისტრაციო ჟურნალში შეტანილი რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათ ფილიალების რიგით ნომერს. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახურის ნომერი განისაზღვრება ამ ბრძანების №4 დანართის შესაბამისად.
5. რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრის წარმოების უზრუნველსაყოფად ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახური ვალდებულია ყოველი თვის დამთავრებისთანავე, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია რეგისტრირებული კავშირებისა და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლართან ერთად.
6. კავშირების და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირების და ფონდების რეესტრიდან გაიცემა ამ ბრძანების №5 დანართის შესაბამისად.
7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თაობაზე ამონაწერის გაცემისას ორგანიზაციის სახელწოდებაში მიეთითება მისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის კუთვნილების შესახებ, შესაბამისი რიგითი ნომრით.

მუხლი 8.
კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი, რომელიც:
ა) აწარმოებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;
ბ) ორგანიზებას, ზედამხედველობასა და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის საქმიანობას თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით;
გ) წყვეტს კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) უზრუნველყოფს რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ ერთიან მონაცემთა ბაზის ფორმირებას.
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს
გადაწყვეტილება № ___
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის თაობაზე
____________________ __________________
(გადაწყვეტილების მიღების ადგილი) გადაწყვეტილების მიღების თარიღი
---------------------------------------------------------------------------------------

გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი
გადაწყვეტილების შინაარსი -------------------------------------------------------------

--------------------------------------
გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე
პირის ხელმოწერა და ბეჭედი
დანართი №2

კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე

გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ორგანო, რომელშიც შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა

დანართი №3
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრის ფორმა
| № | კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის ( ფილიალის ) სახელწოდება | იურიდიული მისამართი ( ადგილსამყოფელი ) | წესდების მიღების თარიღი | საქმიანობის მიზნები | დამფუძნებელთა ვინაობა | გამგეობის წევრთა ვინაობა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ( პირები ) | რეგისტრაციის ნომერი და თარიღი | რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი ¹4
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების ნომრის ნუსხა
| № | სამსახურის დასახელება | სამსახურის ნომერი |
| 1. | იმერეთის მხარის სამსახური | 01 |
| 2. | კახეთის მხარის სამსახური | 02 |
| 3. | სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარის სამსახური | 03 |
| 4. | გურიის მხარის სამსახური | 04 |
| 5. | შიდა ქართლის მხარის სამსახური | 05 |
| 6. | ქვემო ქართლის მხარის სამსახური | 06 |
| 7. | მცხეთა-მთიანეთის მხარის სამსახური | 07 |
| 8. | სამცხე-ჯავახეთის მხარის სამსახური | 08 |
| 9. | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სამსახური | 09 |
| 10. | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (აჭარის სამსახური) | 10 |
| 11. | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (აფხაზეთის სამსახური) | 11 |
| 12. | საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი (ქ. თბილისის სამსახური) | 12 |
დანართი №5
ამონაწერი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
_____________________________________
_____________________________________
(განმცხადებლის ვინაობა და მისამართი)
თქვენი _______________________________ განცხადების პასუხად გეგზავნებათ საქართველოს
(განცხადების ნომერი და თარიღი)
იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ________________________________________ ამონაწერი:
(იურიდიული პირის (ფილიალის) დასახელება)
1. სახელწოდება ----------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
2. იურიდიული მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. საქმიანობის მიზნები -------------------------------------------------------------------------

4. დამფუძნებელი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. გამგეობის წევრი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. რეგისტრაციის თარიღი ______________________________________________
8. რეგისტრაციის თაობაზე მიღებული სამართლებრივი აქტის სახე და ნომერი --------

9. რეგისტრაციის მოწმობის ნომერი
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის
ხელმძღვანელის ხელმოწერა, ბეჭედი
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.22.027.007.097
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №316
2005 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №1598-სსმIII, №106, 08.09.2005წ., მუხ.1185
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესი
მუხლი 1.
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,სახელ მწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) (ტექსტში შემდგომ – ,,კავშირი და ფონდი, აგრეთვე მათი ფილიალები”) რეგისტრაციის წესს.
2. ეს წესი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე განსაზღვრავს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესსა და რეგისტრაციის შესახებ ამონაწერის ფორმას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №1598-სსმIII, №106, 08.09.2005წ., მუხ.1185
მუხლი 2.
მუხლი 1.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,სახელ
მწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) (ტექსტში შემდგომ – ,,კავშირი და ფონდი, აგრეთვე მათი ფილიალები”) რეგისტრაციის წესს.
მუხლი 2.
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას.
3. ამ წესის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს:
ა) იმერეთის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური – შესაბამისი სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მქონე კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების მიმართ;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი – ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მქონე კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების მიმართ;
გ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი – შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მქონე კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების მიმართ.
მუხლი 3.
მუხლი 3.🔗
1. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება;
ბ) დამფუძნებელთა გადაწყვეტილება (ოქმი) კავშირის დაფუძნების შესახებ;
გ) დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული წესდება;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა კავშირის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ.
2. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება;
ბ) დამფუძნებლის (დამფუძნებელების) გადაწყვეტილება (ოქმი) ფონდის დაფუძნების შესახებ;
გ) დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული წესდება;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ფონდის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ;
ვ) ფონდში შესატანი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში – აუდიტორის დასკვნა ქონების შეფასების შესახებ.
3. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) კავშირის (ასოციაციის) განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) კავშირის (ასოციაციის) მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;
გ) კავშირის (ასოციაციის) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ) კავშირის (ასოციაციის) რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ე) კავშირის (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;
ვ) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;
ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ცნობა კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ.
4. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ფონდის განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ფონდის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;
გ) ფონდის წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ) ფონდის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ე) ფონდის მიერ დამტკიცებული ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;
ვ) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;
ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ცნობა ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ.
5. ამ მუხლით განსაზღვრული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ ცნობა გულისხმობს შესაბამისი იურიდიული პირის (ფილიალის) ადგილსამყოფელის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას ან ადგილსამყოფელის სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას.
6. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, წარედგინება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის სამსახურს ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
7. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამსახურებში, ხოლო ერთი ეგზემპლარი რეგისტრაციის შემდეგ ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტში.
მუხლი 31.🔗
1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები იქმნებიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – რეგისტრირებული კავშირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეგისტრაციისათვის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დადგენილი წესით, დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულებები;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დასკვნა დამფუძნებელთა (წევრთა) მიერ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის დაფუძნებისათვის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №1598-სსმIII, №106, 08.09.2005წ., მუხ.1185
მუხლი 4.
მუხლი 4.🔗
1. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის ან სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადება და სხვა შესაბამისი დოკუმენტები მათი ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) მიხედვით წარედგინება ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სამსახურებს ან ნოტარიუსებს.
2. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 5.
მუხლი 5.🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა სამსახურებმა გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე უნდა მიიღონ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
2. გადაწყვეტილება კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის თაობაზე ფორმდება ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმით.
3. რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო მოწმობა და ზონარგაყრილი წესდების ეგზემპლარი, რომელიც მოწმდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სამსახურის ბეჭდითა და რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერით.
4. გადაწყვეტილება კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული. მასში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
5. გადაწყვეტილება კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე ფორმდება ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული ფორმით.
6. რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოში წარმომადგენლობას უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ის სამსახური, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 6.
მუხლი 6.🔗
1. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებიდან ხუთი დღის ვადაში ნოტარიუსი შესაბამის წერილობით მიმართვასთან ერთად, ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამსახურს ქვემდებარეობის მიხედვით წარუდგენს კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არანაკლებ ორ ეგზემპლარს.
2. ნოტარიუსის მიმართვა სრულდება წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს:
ა) იმ მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს ნოტარიუსი;
ბ) ნოტარიუსის ვინაობასა და მისამართს;
გ) კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმების თარიღს;
დ) კავშირისა და ფონდის დამფუძნებლებისა და გამგეობის წევრების სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს, ხოლო ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, რეგისტრაციისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემებს;
ე) წესდების მიღების თარიღს;
ვ) იურიდიული პირის (ფილიალის) სახელწოდებასა და ადგილსამყოფელს;
ზ) საქმიანობის მიზანს;
თ) გამგეობის წევრთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვებს;
ი) ცვლილებებით რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს;
კ) მიმართვაზე თანდართული საბუთების ნუსხასა და ფურცლების ოდენობას.
3. ნოტარიუსის მიმართვა მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
მუხლი 7.
მუხლი 7.🔗
1. რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.
2. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრი მოიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. ცალ-ცალკე იწარმოება კავშირისა და მისი ფილიალის და ფონდისა და მისი ფილიალის რეესტრები.
3. კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრის ფორმა განისაზღვრება ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად.
31. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის კავშირების სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ამ ბრძანების №3 დანართით განსაზღვრული კავშირის სახელმწიფო რეესტრის შენიშვნის გრაფაში კეთდება აღნიშვნა მისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისადმი კუთვნილების შესახებ ჩანაწერით – „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“, რეესტრში შეტანის რიგითი ნომრის მითითებით.
4. რეგისტრირებულ კავშირსა და ფონდს, აგრეთვე მათ ფილიალებს ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც ის შედის სახელმწიფო რეესტრში და მიეთითება გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში. სარეგისტრაციო ნომერი თერთმეტციფრიანია. აქედან პირველი ხუთი ციფრი აღნიშნავს სახელმწიფო რეესტრში შეტანილი რეგისტრირებული კავშირისა და ფონდს, აგრეთვე მათ ფილიალების ნომერს, შემდეგი ორი ციფრი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახურის ნომერს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახურის სარეგისტრაციო ჟურნალში შეტანილი რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათ ფილიალების რიგით ნომერს. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახურის ნომერი განისაზღვრება ამ ბრძანების №4 დანართის შესაბამისად.
5. რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ სახელმწიფო რეესტრის წარმოების უზრუნველსაყოფად ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამსახური ვალდებულია ყოველი თვის დამთავრებისთანავე, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია რეგისტრირებული კავშირებისა და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლართან ერთად.
6. კავშირების და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირების და ფონდების რეესტრიდან გაიცემა ამ ბრძანების №5 დანართის შესაბამისად.
7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თაობაზე ამონაწერის გაცემისას ორგანიზაციის სახელწოდებაში მიეთითება მისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის კუთვნილების შესახებ, შესაბამისი რიგითი ნომრით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №1598-სსმIII, №106, 08.09.2005წ., მუხ.1185
მუხლი 8.
მუხლი 8.🔗
კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი, რომელიც:
ა) აწარმოებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;
ბ) ორგანიზებას, ზედამხედველობასა და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის საქმიანობას თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით;
გ) წყვეტს კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) უზრუნველყოფს რეგისტრირებული კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების შესახებ ერთიან მონაცემთა ბაზის ფორმირებას.
დანართი №1
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
დანართი №1
სახელმწიფო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს
რეესტრის მწარმოებელი
გადაწყვეტილება № ___
ტერიტორიული
ორგანოს
გადაწყვეტილება №
___
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის თაობაზე
____________________ __________________
(გადაწყვეტილების მიღების ადგილი) გადაწყვეტილების მიღების თარიღი
(გადაწყვეტილების მიღების ადგილი) გადაწყვეტილების მიღების თარიღი
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი
გადაწყვეტილების შინაარსი -------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------
გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე
პირის ხელმოწერა და ბეჭედი
დანართი №2
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
დანართი №2
სახელმწიფო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს
რეესტრის მწარმოებელი
გადაწყვეტილება № ___
ტერიტორიული
ორგანოს
გადაწყვეტილება №
___
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე
____________________ __________________
(გადაწყვეტილების მიღების ადგილი) გადაწყვეტილების მიღების თარიღი
(გადაწყვეტილების მიღების ადგილი) გადაწყვეტილების მიღების თარიღი
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი
გადაწყვეტილების შინაარსი -------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ორგანო, რომელშიც შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------
გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე
პირის ხელმოწერა და ბეჭედი
დანართი №3
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრის ფორმა
№
კერძო
კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის ( ფილიალის ) სახელწოდება
სამართლის
არასამეწარმეო
(
არაკომერციული
)
იურიდიული
იურიდიული მისამართი ( ადგილსამყოფელი )
პირის
(
ფილიალის
)
სახელწოდება
იურიდიული მისამართი
(
ადგილსამყოფელი
)
წესდების მიღების თარიღი
წესდების
მიღების
საქმიანობის მიზნები
თარიღი
საქმიანობის
მიზნები
დამფუძნებელთა ვინაობა
გამგეობის
გამგეობის წევრთა ვინაობა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ( პირები )
წევრთა ვინაობა წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
პირი
(
პირები
)
რეგისტრაციის ნომერი
რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი
და
თარიღი
შენიშვნა
რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული
ადმინისტრაციული აქტის
დასახელება
და
ნომერი
შენიშვნა
დანართი ¹4
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების ნომრის ნუსხა
სახელმწიფო
რეგისტრაციის
სამსახურების
ნომრის
ნუსხა
№
სამსახურის
სამსახურის დასახელება
დასახელება
სამსახურის
სამსახურის ნომერი
ნომერი
1.
იმერეთის მხარის სამსახური
01
2.
კახეთის მხარის სამსახური
02
3.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარის სამსახური
03
4.
გურიის მხარის სამსახური
04
5.
შიდა ქართლის მხარის სამსახური
05
6.
ქვემო ქართლის მხარის სამსახური
06
7.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სამსახური
07
8.
სამცხე-ჯავახეთის მხარის სამსახური
08
9.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სამსახური
09
10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (აჭარის სამსახური)
10
11.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (აფხაზეთის სამსახური)
11
12.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი (ქ. თბილისის სამსახური)
12
დანართი №5
ამონაწერი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
_____________________________________
_____________________________________
(განმცხადებლის ვინაობა და მისამართი)
(განმცხადებლის ვინაობა და მისამართი)
თქვენი _______________________________ განცხადების პასუხად გეგზავნებათ საქართველოს
(განცხადების ნომერი და თარიღი)
იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ________________________________________ ამონაწერი:
(იურიდიული პირის (ფილიალის) დასახელება)
1. სახელწოდება ----------------------------------------------------------------------------------
1.
სახელწოდება
----------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
2. იურიდიული მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
იურიდიული
მისამართი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
3. საქმიანობის მიზნები -------------------------------------------------------------------------
3.
საქმიანობის
მიზნები
-------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
4. დამფუძნებელი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
დამფუძნებელი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. გამგეობის წევრი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
გამგეობის
წევრი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
6. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. რეგისტრაციის თარიღი ______________________________________________
7.
რეგისტრაციის
8. რეგისტრაციის თაობაზე მიღებული სამართლებრივი აქტის სახე და ნომერი --------
თარიღი
______________________________________________
8.
რეგისტრაციის
თაობაზე
მიღებული
სამართლებრივი
აქტის
სახე
და ნომერი
--------
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
9. რეგისტრაციის მოწმობის ნომერი
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის
ხელმძღვანელის ხელმოწერა, ბეჭედი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირისა (ასოციაციის) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №316, 17.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.22.027.007.097 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59620-1/